განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 სექტემბერი 2015 16:13

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული ზაზა ლ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 17 სექტემბერს ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ოჯახური კონფლიქტის დროს ურთიერთშელაპარაკებისას, 1985 წელს დაბადებულ რევაზ გ-ს ცივი იარაღით ყელის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

შსს-მ 187 აბი „ექსტაზი“ და კოკაინი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2015 11:47

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მცხოვრები, 1987 წელს დაბადებული ნათია შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 187 აბი „ექსტაზი“ და 0,04218 გრ კოკაინი ამოიღეს. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 166 აბი 7,2303 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს, ხოლო 21 აბი 0,10489 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ამფეტამინს და 0,0524 გრ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით).

შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის შვილი სკოლაში წაიყვანა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 12:45

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მისმა მოადგილეებმა, სხვადასხვა დეპარტამენტის, სამხარეო სამმართველოების და განყოფილებების უფროსებმა, რიგითმა პოლიციელებმა შს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების შვილებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და სკოლაში წაიყვანეს.

2015 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების - გიორგი ბერუაშვილის და ბექა მარგიშვილის შვილებისთვის მამის გარეშე პირველი სასწავლო წელია. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბექა მარგიშვილის შვილი – ოთარ მარგიშვილი სკოლაში პირადად წაიყვანა, ხოლო გიორგი ბერუაშვილის შვილი, მარიამ ბერუაშვილი - მამამისის მეწყვილე გიორგი მახარაშვილმა.

შს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანამშრომლებმა დაღუპული პოლიციელების შვილებს, უფროსკლასელებს გურამ დოჩანაშვილის წიგნი „სამოსელი პირველი“ გადასცეს, თავად ავტორის და შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის სამახსოვრო წარწერებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი - სასკოლო ჩანთა, მაჯის საათი სიმბოლური წარწერით და სასკოლო ნივთები.

"არის მომენტები, როდესაც მამის გვერდით დგომა განსაკუთრებით გჭირდება...სწორედ ამან გადამწყვეტინა, რომ დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ჩვენი პოლიციელების შვილების გვერდზე მათი მამების კოლეგები დავმდგარიყავით. 
ოთოს მამამ სისცოცხლე თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებას შესწირა და დღეს მისი შვილის გვერდზე სახელმწიფო დგას, ეს ყოველთვის ასე იქნება" - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა სკოლაში სტუმრობისას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული აქციით კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს იმ რიგითთა და ოფიცერთა მარადიულ ხსოვნას, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის სურვილია, რომ დღევანდელი აქციით თითოეულმა ამ ბავშვმა იგრძნოს, რომ ქვეყანა არ ივიწყებს მათი მამების ღვაწლს სამშობლოს წინაშე, ყოველთვის მათ გვერდითაა და ზრუნავს მათზე.

 

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და 4 კილოზე მეტი მარიხუანა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 12 სექტემბერი 2015 19:55

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული დავით ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის გადაზიდვა ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა თბილისი-ლესელიძე-სენაკის საავტომობილო მაგისტრალის 24-ე კილომეტრზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს სკუტერი, რომელსაც დავით ზ. მართავდა. მისი პირადი ჩხრეკისას, სპორტული ზურგჩანთიდან პოლიეთილენის სამ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ნედლი მარიხუანაა. სკუტერის საბარგულის ჩხრეკისას კი ამოიღეს გერმანული წარმოების, „ვალტერის“ სისტემის „P 22“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი, 18 საბრძოლო ვაზნა, „ეკოლ სპეციალ 99“-ის მოდელის აირის პისტოლეტი, რომელიც არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და პოლიეთილენის ორ პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. სულ ამოღებულია 4 კილო და 425,95 გრამი ნედლი მარიხუანა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამოღებული „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი 2013 წლის დასაწყისში წყნეთში, ერთ-ერთი მოქალაქის ბინაში მომხდარი ქურდობის დროს არის წაღებული და შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეოთხე განყოფილების მიერ 2013 წლიდან იძებნებოდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

შსს გურჯაანში დაკავებულ პირებზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 სექტემბერი 2015 18:16

გურჯაანში მევენახეების დაკავებაზე შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ აქციის დროს 4 დაკავებულიდან 2 ნასვამ მდგომარეობაში იყო. „გურჯაანში მოქალაქეებმა თელავი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილმა ხალხმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა არ გაატარა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა. საავტომობილო გზის გახსნის პროცესში, სამართალდამცველებმა აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგენილია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ორი მამაკაცი დაიჭრა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 11 სექტემბერი 2015 13:26

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი მარკეტის მფლობელი დაჭრეს.  შემთხვევის შემდეგ მოხდა მეორე ინცინდენტიც და მარკეტის მეპატრონის შვილმა სავარაუდოდ, დანით ის პირი დაჭრა, ვინც მამამისს ჭრილობები მიაყენა. ორივე დაჭრილი ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ქრთამის აღებისთვის აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 17:27

  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალის უკანონოდ მოჭრის, დამზადებისა და ბათუმამდე ტრანსპორტირებაში მფარველობის სანაცვლოდ, მოითხოვა და აიღო 500 ლარი.

გამოძიება გრძელდება. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

 

შს მინისტრის მოადგილემ უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 13:23

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად, ექსპერტებთან კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა. 
შსს-ს ინფორმაციით, ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს ე.წ. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სისტემის შესახებ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საგამოძიებო პროცესში ანალიტიკური საქმიანობის როლი. 
ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა არის თანამედროვე საპოლიციო საქმიანობის მოდელი, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს წამყვან სამართალდამცავ სტრუქტურებში და ხელს უწყობს დანაშაულის შემცირებას, მის პრევენციას და ზრდის გამოძიების ეფექტურობას. შეხვედრაში მონაწილე შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები ხელს შეუწყობენ უწყებაში აღნიშნული საპოლიციო საქმიანობის მოდელის დანერგვას. ანალიტიკური საქმიანობის გაძლიერება და რისკების ადრეული შეფასების ეფექტური სისტემის დანერგვა წარმოადგენს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შს სამინისტროსადმი ევროკომისიის რეკომენდაციას და მოცემული სამუშაო შეხვედრა ხელს შეუწყობს მის ეფექტურ იმპლემეტაციას.

რობიზონ ხურცილავას ოჯახში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 15:35

სამართალდამცველებმა ხონის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი.გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში რობიზონ ხურცილავას ოჯახს ყაჩაღურად დაესხნენ თავს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახლიდან კი გაიტაცეს ძვირფასეულობა დაVOLKSWAGEN-ის მარკის ავტომანქანა.გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

შსს-ს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის წევრმა ევროპის ჩემპიონატზე მორიგი წარმატება მოიპოვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 11:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტულ კლუბ MIA FORCE-ის წევრი დავით ქაჯაია ევროპის ჩემპიონატზე ძარიანი ავტომობილებით (ETCC) რბოლაში კვლავ ლიდერობს. 

შსს-ს ცნობით, ჩემპიონატის მეოთხე ეტაპზე, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში 5-6 სექტემბერს გაიმართა, დავით ქაჯაიამ თავის კლასში (TC2T) პირველი ადგილი დაიკავა. 

გამარჯვებულ ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენი პირველად იღებს მონაწილეობას და განვლილი ოთხი ეტაპის მიხედვით, დავით ქაჯაია სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. ჩემპიონატი 6 ეტაპად იმართება და ტურნირს უნგრეთის, სლოვაკეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბელგიისა და იტალიის ავტოდრომები მასპინძლობენ.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური