შს სამინისტრომ ქუთაისში მომხდარი მკვლელობა გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 10:16

შს სამინისტრომ ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნა. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შს სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა 27 წლის პირი დააკავეს, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1997 წელს დაბადებულ გიორგი გ-ს, რის შედეგადაც დაჭრილი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. 

შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 01 ნოემბერი 2015 18:28

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული შავლეგ გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1997 წელს დაბადებულ გიორგი გ-ს, რის შედეგადაც დაჭრილი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში 30 წლის მამაკაცმა მე-12 კლასის მოსწავლე მოკლა. შემთხვევა დღეს, ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. სასიკვდილი ჭრილობა ახალგაზრდას ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:10

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ და საქართველოს ყველა რეგიონში, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს.

აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ჩინეთის და საქართველოს მოქალაქეები დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 10:20

საქართველოს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1974 წელს დაბადებული ციუფან ვ. და 1976 წელს დაბადებული შინლუნ ი, საქართველოს მოქალაქეები - 1972 წელს დაბადებული ნათელა ტ, 1967 წელს დაბადებული ნანა გ. და 1972 წელს დაბადებული იზაბელა ს. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისის სხვადასხვა უბანში, ჩინური მასაჟის სალონსა და სასტუმროში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

სამართალდამცველებმა მასაჟის სალონსა და სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:12

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 პირი: 1978 წელს დაბადებული დავით ა, 1966 წელს დაბადებული გიორგი ე, 1986 წელს დაბადებული ამბერკი ფ. და 1969 წელს დაბადებული გოჩა ე. ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, მასალის უკანონოდ გადამუშავების და გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა ადიგენისა და ბორჯომის რაიონებში, მხილებულების კუთვნილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს. პოლიციამ მათივე ავტომანქანებიდან - უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი, 7,2 კუბ.მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მრგვალი მორი და 4,42 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი ამოიღო.

გამოძიება ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 128-ე პრიმა-2 და 128-ე პრიმა-3 მუხლებით).

პოლიციამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 12:59

საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიორგი წ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი ჩ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის, ხოლო 1982 წელს დაბადებული გიორგი ც, 1986 წელს დაბადებული დავით ნ. და 1968 წელს დაბადებული ხათუნა ც. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა ორ კლიენტს - ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.

გამოძიება გიორგი წ-ს და გიორგი ჩ-ს მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 143-ე და 178-ე მუხლებით), ხოლო გიორგი ც-ს, დავით ნ-ს და ხათუნა ც-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).

შსს-მ იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 10:28

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი სპარტაკ ქ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა სპარტაკ ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის“ მოდელის 2 პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

შსს-სმომსახურების სააგენტოს ავღანეთის კომერციისა და მრეწველობის მინისტრი ეწვია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 15:04

ავღანეთის რესპუბლიკის კომერციისა და მრეწველობის მინისტრი მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. 

სტუმრებს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მიზანდარმა და სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. 

დელეგაციის წევრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო დარბაზი დაათვალიერეს, მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას დაესწრნენ და სააგენტოში არსებული ელექტრონული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრების განსაკუთრებული ინტერესი სარეგისტრაციო პროცედურებმა გამოიწვია. მათ ამ სფეროში ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის სურვილიგამოთქვეს.

საქართველოს და ბელარუსის შსს-ს აკადემიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 11:03

საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორმა, ნუკრი გელაშვილმა და ბელარუსის შსს-ს აკადემიის რექტორმა, ვლადიმერ ბაჩილამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე კობრუსევი დაესწრნენ.
საქართველოს შსს-ის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია კადრების მომზადებისა და კვალიფიციის ამაღლების სფეროში ორი ქვეყნის აკადემიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გამყარება. მემორანდუმი აგრეთვე ითვალისწინებს შინაგან საქმეთა ორგანოებისთვის კვალიფიციური კადრების სრულყოფილ მომზადებასა და სასწავლო სემინარებში მონაწილეობას. 
"მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები საერთო ინტერესის სფეროში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს განახორციელებენ. ასევე მოხდება საგანმანათლებლო და მეთოდური მასალების, პუბლიკაციების გაცვლა", - აცხადებენ შსს-ში. 
მათივე განმარტებით, ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკადემიის რექტორ ნუკრი გელაშვილს, ბელარუსის შს მინისტრის სახელით, სამკერდე მედალი გადასცა. 

შს მინისტრის მოადგილე ტრენინგის გახსნას დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 18:13

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილესთან, ნიკოლას ბერლინერთან ერთად სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) მიერ ორგანიზებული სასწავლო პროგრამის – „ქალთა ლიდერობის განვითარება“ – გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
როგორც “ნიუსდეის” შს სამინისტროდან აცნობეს, პროგრამაში, რომელიც 26-30 ოქტომბერს ჩატარდება, სხვადასხვა რეგიონიდან შს სამინისტროს რამდენიმე დანაყოფის 15 ქალი პოლიციელი მონაწილეობს. კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციის, სწავლებისა და ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარებას.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური