შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 11:28

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ზვიად ს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,34638 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომელიც შემდეგ მარნეულის რაიონის სოფელ საიმერლოში სხვადასხვა დროს უკანონოდ გაასაღა.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 

 

ქალბატონის გატაცებისთვის 4 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 11:18

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თემურ ხ, 1988 წელს დაბადებული რეზო ხ, 1981 წელს დაბადეული ვაჟა ხ. და 1981 წელს დაბადებული მანუჩარ თ. ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თემურ ხ-მ ქობულეთში მცხოვრები, 1981 წელს დაბადებული ანეტა გ. სამსახურიდან იარაღის მუქარით, იძულებით გამოიყვანა, რის შემდეგაც თანამზრახველებთან ერთად მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. ბრალდებულებმა რეზო ხ-ს კუთვნილი ავტომანქანით ანეტა გ. ოზურგეთში ერთ-ერთი ნაცნობის სახლში წაიყვანეს, სადაც მას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში ოზურგეთში დააკავეს, თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს პირადი ჩხრეკისას ორი ცეცხლსასროლი იარაღი, 11 ვაზნა და 2 მჭიდი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ნარკოლოგიური ექსპერტიზით, მანუჩარ თ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ხოლო თემურ ხ-ს და რეზო ხ-ს მიმართ ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 2-ე და 3 ნაწილებით).

შსს-მ „საქართველოს ბანკის“ ქურდობის ფაქტი გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 10 ნოემბერი 2015 15:01

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული თამარ კ. და 1966 წელს დაბადებული მალხაზ ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი, 1977 წელს დაბადებული ილია გელაშვილი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნაქურდალი ფული თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ წინასწარი შეთანხმების თანახმად გადამალეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, თამარ კ. და მალხაზ ბ. თბილისში დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ილია გელაშვილის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).

 

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და მარიხუანა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 10:05

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული ზურაბ ვ. თბილისში, ლიბანის ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ზურაბ ვ-ს პირადი ჩხრეკისას, 25,72 გრ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 1 მჭიდითა და 23 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმებით ზურაბ ვ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

შსს-მ ჰეროინი ამოიღო – თბილისში 38 წლის ქალი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 10:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ეკატერინე კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 26,9992 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. დადგინდა, რომ დაკავებულმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

რუსთავი 2-ს შს სამინისტრო 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 21:59

რუსთავი 2 -ის ავტომობილებს ტელეკომპანიის შემოსასვლელთან მდგომი საპატრულო პოლიცია ამოწმებს.

არხის სატვირთო ავტომობილი დღესაც შეამოწმეს, თუმცა პოლიციის თანამშრომლები არც ამჯერად საუბრობენ თუ რის საფუძველზე ხდება დათვალიერება.

რამდენიმე დღის წინ მსგავსი შემთხვევის დროს პატრულის თანამშრომლებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოელაპარაკა და მოითხოვა, თუ კანონის რომელი ნორმით ხელმძღვანელობდნენ ისინი, როცა მანქანას აჩერებდნენ. გვარამიას კითხვებზე საპატრულო პოლციის თანამშრომები ამბობდნენ, რომ მათ ეს დავალება ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. 

სავარაუდოდ დღესაც საპატრულო ეკიპაჟებმა მსგავსი დავალება ხელმძღვანელობისგან მიიღეს, თუმცა ვინ იძლევა ბრძანებებს კონკრეტულად უცნობია. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა შს სამინისტროსგან მიმდინარე გამოძიებისა და ტელევიზიის 24 საათიანი კონტროლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა, თუმცა გვარამიას კითხვებისთვის სამინისტროს წარმომადგენლებს პასუხი ამ დრომდე არ გაუციათ. 

პარალელურად შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ტერიტორიას 13 სათვალთვალო კამერა და 3 საპატრულო ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს. 

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 10:05

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ჩ, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ, 1991 წელს დაბადებული ლევან ჯ, 1989 წელს დაბადებული ლაშა ჯ. და 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი იმედა ტ. სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ გურამ შ-ს ოჯახს, საიდანაც 200 კგ თხილი, სხვადასხვა საოჯახო და პირადი ნივთები გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, 2 ერთლულიანი გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“ 10 საბრძოლო ვაზნით, რევოლვერი 5 საბრძოლო ვაზნით, „გოლდ სტარ 2002“-ის მოდელის პისტოლეტი 1 საბრძოლო ვაზნით და 4 ნიღაბი ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, კერძოდ გუან ჯოუს ვიცე მერი და სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები ეწვივნენ.

შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის უფროსები ესწრებოდნენ. გაცნობით შეხვედრაზე სტუმრებს სამინისტროში განხორციელებული რეფორმები გააცნეს და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრნენ.

მხარეებმმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და დასახეს სამომავლო გეგმები.

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 10:01

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული გიორგი კ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: „ვალტერის“, „კოლტის“, „სტეჩკინის“ და „ბრაუნინგის“ ტიპის 5 პისტოლეტი, „პარაბელუმის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, კარაბინის ტიპის იარაღი, 12 მჭიდი და 666 საბრძოლო ვაზნა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-1 და მე-3 ნაწილით)

შსს-მ 26 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 09:54

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თეიმურაზ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა თეიმურაზ გ. თბილისში, კედიას ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 26 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,208 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით თეიმურაზ გ-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური