შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 16:03

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თავის სლოვაკ კოლეგასთან რობერტ კალინიაკასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და რობერტ კალინიაკასმა, რომელიც ამავდროულად, სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერია, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“. შეთანხმება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

მინისტრებმა საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს მოაწერეს ხელი. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების მე-19 მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან საქართველოს თხოვნის საფუძველზე, მხარეები ორმხრივ საიმპლემენტაციო ოქმებს აფორმებენ, რომლებიც შეთანხმების განხორციელების დებულებებს განსაზღვრავენ.

შეხვედრისას გიორგი მღებრიშვილმა და რობერტ კალინიაკასმა, ორმხრივი თანამშრომლობის და ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ, ასევე, მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს, რაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების გაზრდის გზით მოხდება.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 14:57

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეგიონული პროექტის გუნდის ლიდერს - ალან როსის და რეგიონულ კოორდინატორს - მარია ივჩენკოს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის საგზაო უსაფრთხოების რეგიონული პროექტის ხელმძღვანელებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის არსი და ძირითადი კომპონენტები გააცნო. მხარეებმა განიხილეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში არსებული სიახლეები და პროგრამის განხორციელების პროცესში სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

შსს-ს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებაში და მისი შედეგების შეფასებაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TRACECA-ს რეგიონული უსაფრთხოების პროექტი დაეხმარება.

 შს მინისტრის მოადგილე ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

შს მინისტრი საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 14:51

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახალ ატაშე ბრუნო ბალდუკთან და საქართველოში საფრანგეთის ელჩ რენო სალენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს საქმიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ფრანგ სტუმრებს სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

შს მინისტრი ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშეს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 18 აგვისტო 2015 14:08

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ავსტრიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ახალ ატაშე კარლჰაინც გორტანოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავსტრიის პოლიციის ყოფილი მეკავშირე ოფიცერი ალექსანდერ ნოიმიულერი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 9 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ქართულმა მხარემ ნოიმიულერს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

კარლჰაინც გორტანო შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნო. შეხვედრაზე მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების განვითარების სფეროში თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

პოლიციის ახალი მეკავშირე ოფიცერი კარლჰაინც გორტანო მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად პირველი სექტემბრიდან შეუდგება.

 
გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური