"იღბლიანი ბორბალი" დაიხურა - რა სიტყვებით დაემშვიდობა მაყურებელს შორენა ბეგაშვილი

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 31 მაისი 2017 23:54

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "იღბლიანი ბორბალი" დაიხურა. ეთერში 211 გადაცემა გავიდა, პროექტის შეჩერება კი გადაცემის წამყვანებისა და შემოქმედებითი გუნდისთვის ძნელი აღმოჩნდა.  

შორენა ბეგაშვილი საყვარელ მანქანას დაემშვიდობა - ''მთავარია ევას ჯანმრთელობა''

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 21 დეკემბერი 2016 23:51

მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მანქანას "რენჯ როვერ სპორტს" ყიდდა. მანქანა 60 000 დოლარად იყო შეფასებული.

შეგახსენებთ, აპრილში შორენას შვილის ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და რამდენიმე ურთულესი ოპერაცია ჯერ საქართველში შემდეგ კი თურქეთში ჩაუტარდა.

ევა რეაბილიტაციის კურსს დღემდე გადის.

„ევა ულამაზესი და უძლიერესი ხარ“ - ევა ბარბაქაძის ახალი ფოტოები

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 00:04

უამრავი კომენტარი მოჰყვა შორენა ბეგაშვილის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულ ფოტოებს. „ევა ულამაზესი და უძლიერესი ხარ, როგორ გიხდება ღიმილი“ - ამოიკითხავთ კომენტარებში. „გადაცემა ექიმები ჩვენთან სტუმრად“ - ამ წარწერით აქვეყნებს ფოტოებს შორენა ბეგაშვილი.

შორენა ბეგაშვილი - "დავიწყეთ ჩემოდნის ჩალაგება, სად მივდიოდით არ ვიცი"

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
კვირა, 17 ივლისი 2016 16:06

სახიობი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ქალიშვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად თურქეთში იმყოფება, გუშინდელ მძიმე ღამესიხსენებს. 

"გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ სახლიდან არ გახვიდეთ, ჩართეთ ტელევიზორი... ჩავრთეთ ტელევიზორი, ვხვდებით, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ რა ზუსტად არ ვიცით. ბოსფორის ხიდი ჩვენთან ძალიან ახლოს არის. ფანჯარაში რომ გავიხედე ხიდი გადაკეტილი იყო, ჩვენს თავზე ვერტალიოტები დაფრინავდნენ, უცებ დავიწყეთ ჩემოდნის ჩალაგება, სად მივდიოდით არ ვიცი. ყოველ ორ წამში ერთხელ ისმოდა სროლების ხმა. მართალია დღეს ყველაფერი დამთავრდა და სიწყნარეა, მაგრამ ქუჩებში მაინც ცოტა ხალხია, შეშინებულები გარეთ ვერ გამოდიან", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას შორენა ბეგაშვილმა.

შორენა ბეგაშვილის და ევა ბარბაქაძის ახალმა ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო

გამოქვეყნებულია შოუ ბიზნესი
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 21:19

შორენ ბეგაშვილი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი მოწონება და გამოხმაურება აქვს.

13615279_1116732225032466_7275621665857666057_n

რა საჩუქარი ელოდება ევა ბარბაქაძეს თბილისში?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 12:46

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, უკვე თვეზე მეტია თურქეთში იმყოფება, სადაც ევა რეაბილიტაციის კურს წარმატებით გადის. თბილისში კი მათ უამრავი გულშემატკივარი დატოვეს და ყველას დიდი იმედი აქვს რომ ევა საქართველოში სრულიად გამოჯანმრთელებული დაბრუნდება. როგორც ირკვევა თბილისში დაბრუნებულ ევას, შინ ძალიან ლამაზი და კარგი საჩუქარი დახვდება. ოჯახის ახლობლებმა ევას განწყობაზე წინასწარ იზრუნეს და მას ბოს ჯიშის ოთხფეხა მეგობარი აჩუქეს. 

 

„არ არსებობს მეორე შენნაირი დე, ნომერ პირველი ხარ... ევა, შორენას ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 ივლისი 2016 21:42

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი დღეს იუბილარია, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება, სადაც ევა სარეაბილიტაციო კურს გადის. იუბილარმა სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო. მილოცვას უერთდება მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი, ევა ბარბაქაძეც, რომელიც დედას შემდეგ ტექსტს უძღვნის: „დღეს არის იმ ადამიანის დაბადების დღე, რომელსაც უსასრულოდ ვაფასებ, პატივს ვცემ იმისთვის რო სულს გვერდში მიდგას და მეხმარება, არ არსებობს მეორე შენნაირი დე. ნომერ პირველი ხარ და სუ იქნები, გილოცავ“- წერს ევა.

შორენა ბეგაშვილი: 14 წლის ისე გახდა მამა ერთხელ დაგვჭირდა, ახლოს არ მოვუშვებ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 08 ივლისი 2016 01:08

შორენა და ევა ტელეეკრანზე ერთად  ოთხშაბათს ,,ნანუკას შოუში” გამოჩნდებიან. მანამდე კი ,,ნანუკას შოუს” ოფიცილაურ გვერდზე გადაცემის ანონსი ვრცელდება. როგორც ჩანს შორენა ისაუბრებს ყველაფერზე: ევას მდგომარეობაზე, ხალხის მხარდაჭერაზე და ევას მამაზეც.

“პირველი მცდელობა ფეხის გადადგმის” – შორენა ბეგაშვილი ევას ახალ ფოტოს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 13:09

შორენა მეგაშვილმა რამდენიმე წუთის წინ „ფეისბუკზე“ ევას ახალი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს ევა თავს უკეთ გრძნობს და რეაბილიტაციის პროცესიც დაიწყო.”რეაბილიტაცია დავიწყეთ. პირველი მცდელობა ფეხის გადადგმის” – წერს შორენა.

მძინარე ევა ულამაზესია – შორენა ბეგაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 12:59

ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ევა ბარბაქაძის ისტორია არ იცის და გოგონაზე არ ღელავს. ევას ჯანმრთელობის მდგომარეობამ მთელი საზოგადოება გააერთიანა და ახალი ინფორმაციის მიღების იმედით შორენა ბეგაშვილის მიერ ფეისბუკზე ატვირთულ პოსტებსა და სტატუსებს ყველა ადევნებს თვალს. ბეგაშვილი ამჟამად მძინარე ევას ფოტოს აქვეყნებს.

მსახიობის მეგობრების თქმით, ევას მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის და გოგონა მალე გამოჯანმრთელდება.

13327351_1092113877494301_7921242495508434584_n

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური