საქართველოს პრეზიდენტმა „ალილოს“ მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 იანვარი 2019 12:11

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაო "ალილოს" ათონელის სასახლესთან უმასპინძლა, მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა და საჩუქრები გადასცა:
"გილოცავთ ყველას შობის დღესასწაულს. მე ვარ ძალიან მოხარული, რომ პირველად ამ სასახლესთან გამოიარა "ალილომ" და მგონი, რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი, ძალიან ლამაზი ტრადიცია. ყველას გილოცავთ ქრისტეშობის დღეს და დღესასწაულს. მისი მადლი ფარავდეს ყველა ოჯახს და სრულიად საქართველოს და თქვენ, ჟურნალისტებს პირადად, ვინც დიდხანს, ზოგჯერ სიცივეში მელოდებით, თქვენც გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერი იყოს ეს შობის დღე თქვენთვის",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს ამერიკის საელჩო შობა-ახალ წელს ქართული სიმღერით ულოცავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 16:43

შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ორიგინალურად ულოცავს.

დიპლომატიური უწყების თანამშრომლებმა ქართული მრავალჟამიერი ჩაწერეს და ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნეს.

"რადგან ყველას ვერ გიგზავნით საახალწლო ბარათს, გიძღვნით ამ სიმღერას," – ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 12:43

დღეს შობას ზეიმობენ საქართველოში. თბილისში, ლესელიძეზე მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში საზეიმო მესას, მრევლთან ერთად, პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.  

 
 

საშობაო სამზადისი თეთრ სახლში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 14:34

თეთრ სახლში საშობაო სამზადისია. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე მიიტანეს ნაძვის ხე. 5 მეტრის სიმაღლის ხე ვაშინგტონში პენსილვანიიდან ჩაიტანეს.

რეზიდენციის ეზოში ეტლს, რომელზეც ნაძვის ხე იყო დამაგრებული, ამერიკის პირველი ლედი, მიშელ ობამა, ძაღლებთან ერთად დახვდა.

ნაძვის ხეს თეთრი სახლის ცისფერ ოთახში დადგამენ.

დიდ ბრიტანეთში შობისთვის ემზადებიან (ფოტორეპორტაჟი)

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 13:03

დიდ ბრიტანეთში შობისთვის ემზადებიან. ლონდონის ოქსფორდ სტრიტზე უკვე ჩართეს სადღესასწაულო განათება.ცერემონიას, რომელსაც ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს, წელს ავსტრალიელი მომღერალი კაილი მინოუგი უძღვებოდა.საშობაო განათებებთან ერთად, ქუჩა 450–მდე ვერცხლისფერი და ოქროსფერი დეკორაციით არის გაფორმებული.

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური