1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
კვირა, 27 ნოემბერი 2016 18:14

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო უერთდებით საერთაშორისო კამპანიას სლოგანით - ვემხრობი! #შიდსის დამარცხებას.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში და საქართველოს რეგიონებში არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ საინფორმაციო კვირეულის გამართვას.

28 ნოემბერს, 12:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში (მის: მ. ასათიანის 9) გაიმართება მედია სემინარი - სატელევიზიო, ბეჭდური და სოციალური მედიის წარმომადგენლებისათვის. სემინარის მიზანს წარმოადგენს, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მიეწოდოს კვალიფიციური ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის, აივ დადებითი ადამიანების უფლებების და აივ ინფექცია/შიდსის სფეროში ეთიკური საკითხების შესახებ.

 

სიმართლე აივ/შიდსზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 17:17

„სიმართლე შიდსზე“  ანუ საზოგადოებაში სტიგმის აღმოფხვრა  აივ ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ კამპანიის მთავარი მიზანი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. არასწორი წარმოდგენები აივ დადებით ადამიანებზე და დაავადება, რომელიც არ იკურნება, თუმცა მკურნალობას ექვემდებარება, მთავარი მისი დროული გამოვლენაა.

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" მედიისთვის ინტერაქტიული, საგანმანათლებლო კონფერენცია მაკკენ თბილისის ორგანიზებით ჩატარდა. ორგანიზატორები  ჟურნალისტებს"სიმართლე აივ/შიდსზე" შესახებ ესაუბრნენ. კონფერენციაზე  კამპანიის მიზანზე, მთავარ აქცენტებზე, კვლევის შედეგად გამოვლენილ მიმართულებებსა და ამ მიმართულებების მიხედვით შემუშავებულ აქცენტებზე ისაუბრეს. 

როგორც შიდსის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების ექიმმა, მაია ცინცაძემ "ნიუსდეის" განუცხადა, აივ ინფიცირების შემთხვევები ბოლო წლების განმავლობაში მცირდება, თუმცა არ იცვლება სიტუაცია ინფორმირებულობასთან დაკავშირებით.

"აუცილებელია საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმის აღმოფხვრა. ამისათვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ინფორმირება იმის შესახებ, რომ აივ ინფექცია არ გადადის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის და არ შეიძლება დაავადებული ადამიანების იზოლირება და უგულებელყოფა, განსაკუთრებით კი პროფესიონალი ექიმების მხრიდან," - განაცხადა მაია ცინცაძემ.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური