ლევან დავითაშვილი: „შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები 200 ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 29 მაისი 2019 11:19

ლევან დავითაშვილი: „შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებული ფერმერები მიიღებენ 200 ლარიან ვაუჩერებს; შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო გადაიხდის მათი საირიგაციო მომსახურების საფასურს; საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხმებით, მოხდება სესხების რესტრუქტურიზაცია; დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ამოქმედდება სპეციალური პროგრამები“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, შიდა ქართლში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად დახმარების კონკრეტული წინადადებებით  ჩავიდა.

„ზარალი დიდია და შესაბამისად, გასაგებია ფერმერების გაღიზიანება და ემოციური ფონი. ჩვენ შევძელით მყისიერი დახმარების რესურსის მობილიზება, რაც უკავშირდება მრავალწლიანი კულტურების გადარჩენას.

გვქონდა შეხვედრა საფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების წარმომადგენლებთან.  მათ გამოთქვეს მზადყოფნა, ინდივიდუალურად განიხილონ ყველას საქმე და მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია. ასე, რომ საბანკო სექტორთან შეთანხმება მიღწეულია.

ასევე უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული საკითხების განხილვა და მოლაპარაკებები სპეციალური პროგრამების ამოქმედების თაობაზე.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას მიწის რეგისტრაციის თემაზე. ამ საკითხს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ პრიორიტეტად განიხილავს. ასევე მინდა, კვლავ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაზღვევა არის ზარალის მინიმუმამდე დაყვანის გარანტია. სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტი ყოველწლიურად იხვეწება და 2020 წელს მაქსიმალურად იქნება ფერმერების ინტერესებზე  მორგებული. იმისათვის, რომ დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი იყოს, მნიშვნელოვანია საყოველთაო ელემენტის შემოტანა. რაც უფრო მეტი ფერმერი ჩაერთვება პროგრამაში, მით უფრო გაიაფდება სადაზღვევო პაკეტი და, ასევე, გაგრძელდება სახელმწიფოს კომპონენტიც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა გორში სეტყვით დაზარალებულ ფერმერებთან შეხვედრაზე.

შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეხვედრებს განაგრძობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 22:07

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი სოფელ ჩოჩეთისა და ახალციხის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა მათ ის კრიტერიუმები და პრიორიტეტები განუმარტა, რის მიხედვით აპირებს მოქმედებას.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეხო ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების საკითხს.

ირაკლი მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ განათლების მიღების თვალსაზრისით უფრო მეტი მოტივაციაა საჭირო, რათა ახალგაზრდამ იგრძნოს არა მარტო ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ საკუთარი რესურსი სასიკეთოდ მოახმაროს რაიონის ზრდა-განვითარებას.

ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა კითვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები გააცნო. ასევე, საუბრისას გამოიკვეთა მომავალი წლის პრიორიტეტული საკითხებიც, რომელთა შორის წამყვანი ადგილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას დაეთმო.

ამომრჩევლებთან შეხვედრა ასევე გამართა გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა. იგი სოფლების- დიცის, ქორდისა და არბოს მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო.

„ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევის შემთხვევაში მე ვიქნები ინიციატორი დამატებითი წყლის ჭაბურღილების გაკეთებისა. ვპირდები დიცის , ქორდის, არბოს მოსახლეობას , რომ 2017 წელს მათ სასმელი წყალი მუდმივი გრაფიკით მიეწოდებათ“, - განაცხადა თენგიზ ხუბულურმა.

ლევან მამალაძე, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2015 19:05

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლევან მამალაძის, ადვოკატმა დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ადვოკატის განცხადებით, სადაო ნორმის გამო შეილახა მამალაძის უფლებები, რომელიც სარჩელის შემსუბუქებას ითხოვდა.

მამალაძე სასჯელის გადახედვასა დაუსწრებლად გასაჩივრების უფლებას ითხოვს.

სტიქიის შედეგებს შიდა ქართლში ისევ ებრძვიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 17:18

უკვე მეოთხე დღეა სტიქიის შედეგებს ებრძვიან შიდა ქართლში. რთული მდგომარეობა რჩება იმ სოფლებში, სადაც, უხვი ნალექის გამო, მდინარე სურამულა ადიდდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა. 

მძიმე ვითარებაა ქარელის რაიონის სოფლებშიც. მოვარდნილმა წყალმა მთლიანად დატბორა პირველი სართულები, განადგურებულია საოჯახო ტექნიკა და ზამთრის მარაგი. 

სტიქიის ზონაში ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყება მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის. შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონებში გამკაცრებულ რეჟიმში მუშაობენ . 

სტიქიის გამო შიდა ქართლში მძიმე ვითარებაა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 16:21

სტიქია შიდა ქართლში-ქარმა ხაშურისა და გორის რაიონები დააზარალა. ხაშურში ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილა წყალმა სახლები დატბორა, ცენტრაური მაგისტრალი დაიტბორა ჩუმათელეთთან, თუმცა მოძრაობა არ შეფერხებულა, პრობლემა შეექმნა ხაშურის სასწრაფო სამედიცინო სამსახურსაც, რომელიც საავადმყოფოს სარდაფშია განთავსებული, დატბორილი შენობიდან ექიმები მაღალ სართულზე აიყვანეს. 

მძიმე ვითარებაა გორის რაიონის სოფლებშიც. საქაშეთი, ვარიანის და ნიქოზის მიმართულებით ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა სახლებს და საწყობებს. ქარსაცავი ზოლიდან დამტვრეულია ხეები, რომელიც მოსახლეობის ფარდულებს დაეცა. ადგილებრივები დახმარებას ითხოვენ.

USAID ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 15:56

დღეს, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინერი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის და USAID-ის წარმომადგენლეთან ერთად ეწვია საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებს. შეხვდა სოფლად მცხოვრებ ოჯახებს, ფერმერებს და თემის წარმომადგენლებს, რომელთაც დახმარება გაეწიათ USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) პროექტის  ფარგლებში. NEO-ს ფარგლებში შექმნილ 7 ადგილობრივ კოოპერატივს 40 კულტივატორი და 4 ტრაქტორი გადაეცა.
მხოლოდ 2015 წელს, NEO-მ დახმარება გაუწია საქართველოს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე 31 სოფელში მცხოვრებ 135 ფერმერს, რის შედეგადაც შეიქმნა დაახლოებით 950 სეზონური სამუშაო ადგილი დაუცველი მოსახლეობისათვის.  დახმარება მოიცავს წარმოების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ღია გრუნტსა და სათბურებში ბოსტნეულის, მწვანილისა და ჟოლოს წარმოების გაფართოებას.  ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემებში 35 მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელდა - დადებითი შედეგები 4,000 ოჯახზე აისახა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური