" სიბერის შვილს ველოდები..."- ცნობილი ტელეწამყვანი ორსულადაა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 26 სექტემბერი 2017 00:50

"TV პირველის" ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე ბავშვს ელოდება. ორსულობის შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანმა ფეისბუკზე ორიგინალურად გაავრცელა:

„ვიდრე აღმოაჩენთ რომ ძაან გავსუქდი და პიჯაკი აღარ მეკვრება, ჯობია გამოვტყდე. სიბერის შვილს ველოდები. ჯერ წინ რამდენიმე თვეა.“- წერს დიანა ტრაპაიძე ფეისბუკზე.

,,გოგონამ შემომხედა და ამოიკვნესა: დეეეეეეე, ხომ არ მიმატოვებ?.. ის თავის დედას ეძახდა“ - უარყოფილი დედა-შვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 აგვისტო 2017 23:47

სოლიდარობის სახლი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ოჯახისგან მიტოვებული ახალგაზრდა ქალის მძიმე ისტორიას მოგვითხრობს:

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ქალის მშობიარობას დავესწრებოდი, რადგან სუსტი გული მაქვს და მეგონდა, ვერ გავუძლებდი. მაგრამ არ შემეძლო უარი მეთქვა გოგონასთვის, რომელიც ქმარმაც, დედ-მამამ, დამ და ყველამ უარყო. ამ გოგონას ,,დანაშაული" კი იყო ის, რომ ქორწინებით არ შექმნა ოჯახი და დაფეხმძიმდა.

როდესაც ეს ამბავი გასკდა, წამოყოყლოჩინდნენ ციციკორები და დაუწყეს გოგონას ლანძღვა და წყევლა... ყველა უკიჟინებდა, გაიკეთე აბორტი, მოიცილე ბავშვი, ხალხი რას იტყვის? მეზობლები გაიგებენ და თავი მოგვეჭრება, როგორ გაბედე? და ასე შემდეგ... მოკლედ, დარჩა საბრალო გოგო ეული ღვთის ანაბარა და ღმერთს შეავედრა შვილის სიცოცხლე. გოგონამ არ დათმო და არ დანებდა. ბოლომდე იბრძოლა შვილის გადასარჩენად. დაუპირისირდა ოჯახს, საზოგადოებას და იმ მამაკაცს, ვინც გულით შეიყვარა, საკუთარი თავი ანდო და მისი სიცოცხლის გაგრძელებას მუცლით ატარებდა! არ გაიკეთა აბორტი, თავშესაფარს შეაფარა თავი და გადაარჩინა შვილი.

ეს გოგონა, ჩემი პატარა გმირია! დილის 6 საათიდან მუცელი ატკივდა, გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჰერი, ჰერი სამშობიაროსკენ! ამ გოგონას თავი ამაყად ეჭირა და ვერც მიხვდებოდა სხვა, რა სიმძიმილსა და ვარამს ატარებდა გულში. იმ დროს, როდესაც მშობიარეს, ერთი ფეხი სააქაოს, მეორე ფეხი საიქიოს აქვს, მის გვერდით არ იდგა ქმარი, დედა, მამა, და, ძმა, ნათესავი, მეგობარი... როდესაც ექიმ-გენეკოლოგმა გვითხრეს, მოემზადეთ, სამშობიარო ბლოკში უნდა შეხვიდეთო, გოგონამ აწყლიანებული თვალებით შემომხედა და ამოიკვნესა: დეეეეეეე, ხომ არ მიმატოვებ?...... როგორ შემეძლო მისი მიტოვება? მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როდესაც საკუთარ მეზე აღარ უნდა მეფიქრა... დამრთეს ნება, მეც მასთან ერთად ვყოფილიყავი მშობიარობის დროს. ეს ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო, მეგონა, ვერ გავუძლებდი, მაგრამ... არ მქონდა უფლება გოგონა მიმეტოვებინა... სამშობიარო ტკივილები იმდენად ძლიერი იყო, გოგონა ბოლო ხმაზე კიოდა, დეეეე, ჩამეხუტე, დეეეეე, ხელი მომკიდე, დეეეე, დეეეე,დედიკონაააა მიშველეეეეე.... თითებით თითებში ისე მებღაუჭებოდა, ძვლებს ტკაცა-ტკუცი გაჰქონდა. ის თავის დედას ეძახდა, მივხვდი, მან აპატია დედას წყრომა, რადგანაც თავადაც დედა ხდებოდა... აპატია ყველას, რადგან ახალ სიცოცხლეს ბადებდა და ამ მიტევებით მხოლოდ მისი შვილის ბედნიერებაზე ფიქრობდა იმ მწარე წუთებშიც. პატარას კი ეხვეწებოდა, დამინდე შვილო, დამინდეო... იმ ტკივილის დროს, ჩემში ხედავდა დედას და ეძახდა, ეძახდა, ეძახდა... ლამის ჭკუიდან შევიშალე. ცრემლებს ვმალავდი... მეგონა, მუცელი გამომგლიჯეს, მინდოდა შევზიარებოდი იმ ტკივილებს, რომ მალე დასრულებულიყო ეს წამება. ვფიქრობდი, სადა ხარ გოგონას დედავ, სად? ახლა ხომ შენი შვილის გვერდით უნდა იყოოო, სადა ხარ, სად???? შენც ხომ ქალი ხარ, ქალი?....... და კიდევ, ბავშვის მამავ, რომელსაც კაცობა და ღირსება შარვალში გგონია, სიამაყით დადიხარ ქუჩებში, რადგან ,,ივაჟკაცე" და ერთი სოფლელი, წესიერი გოგონა გამოიყენე და ფეხმძიმეს ზურგი შეაქციე, შვილი უარჰყავი... რა ხარ შენ? ვინ ხარ შენ?... ეს გოგონა კი, ეს გოგონა მეხუტებოდა, ვიდექი გაქვავებული... გოგონამ სიმწრისგან რამდენჯერმე ლამის ხელებზე იკბინა. ეს იყო საშინელი ტანჯვა... და როგორც იქნა, როგორც იქნა დაიბადა... მოგვევლინა პატარა გოგონა. მაშინვე თვალი გაახილა, თითები დაპარჭყა და ომახიანად დაიწყო ტირილი... დედის გულ-მკერდზე გაირინდა და გაეღიმა... სახით მამას ჰგავს!... ღმერთმა ქნას, ბედნიერი იყოს და იმ საზოგადოებასა და სახელმწიფოში გაზრდილიყოს, სადაც სიცოცხლესა და სიყვარულს აფასებენ! მე კი უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ექიმები მილოცავდნენ, გილოცავთ ქალბატონო, შვილიშვილი შეგეძინათო!.............

მეხმა ცოლ-ქმარი და მათი 15 წლის შვილი იმსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017 12:08

უკრაინაში, ჩერკასკის რეგიონში მეხმა ერთი ოჯახის სამი წევრი - 38 წლის მამაკაცი, მისი 35 წლის ცოლი და 15 წლის შვილი იმსხვერპლა. როგორც საგანგები სიტუაციების მართვის რეგიონული სააგენტო იტყობინება, ტრაგედია მაშინ მოხდა, როცა ისინი კიტრის მოსავალს იღებდნენ.


ცოლ-ქმარი ადგილზევე დაიღუპა, ბიჭი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, 6 ივლისს, ყაზახეთში, მეხის დაცემა გახდა მასშტაბურ ტყის ხანძრის მიზეზი, რასაც მწყემსი და 1000-მდე ცხვარი ემსხვერპლა.

ქართველი დედის ზარი შვილთან, როდესაც ჯერ კიდევ არ იცის, რომ მისი ვაჟი მკვდარია (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 12 ივლისი 2017 23:28

საქართველოში გახშირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს სტუდია Maze Films-მა სოციალური რგოლი მიუძღვნა. ვიდეო კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც საჭის მართვა საკუთარი თუ სხვა ადამიანების სიცოცხლის მიმართ გვაკისრებს.

მამამ 4000 კმ გაიარა იმისთვის, რომ თავისი გარდაცვლილი შვილის გულისცემა მოესმინა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017 23:43

მამამ 4000 კმ გაიარა იმისთვის, რომ თავისი გარდაცვლილი შვილის გულისცემა მოესმინა

"დედამ სიცოცხლის ბოლო წუთებში შვილის ფანჯრიდან გადაგდება მოასწრო" - ისტორია, რომელმაც მთელი ინტერნეტი მოიცვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 27 თებერვალი 2017 23:37
ამოუცნობია, თუ რამდენად დიდი ინტუიცია აქვთ დედებს. ბავშვის დაბადებასთან ერთად ეს უწყვეტი კავშირი, სულ უფრო მეტად ძლიერდება. თითოეული დედისთვის მთავარი მიზანი შვილის სიცოცხლის შენარჩუნებაა. ისტორია, რომელიც ილინოისის შტატში, ქალაქ ვაიომინგში მოხდა უდაოდ ამ თეორიის დამადასტურებელია. 21 წლის დედა, შელბი ენ კარტერი, რომელმაც საკუთარი, 12 დღის შვილის სიცოცხლე გადაარჩინა, მხოლოდ ილინოისის შტატის გმირი არ არის. 30 ნოემბერს სახანძრო განყოფილებას, სახლში გაჩენილ ხანძარზე შეატყობინეს. 21 წლის ახალგაზრდა ქალი, საკუთარი სახლის მეორე სართულზე გარდაცვლილი იპოვეს - იგი მხუთავი აირით მოიწამლა. ბავშვი კი მასთან არ აღმოჩნდა. ამ ფაქტმა ყველა გააოცა. პატარა გოგონა კი, თავის სავარძელში უსაფრთხოდ დამაგრებული, ნაგავში იპოვეს. დედამისმა ის სავარძელზე მიამაგრა, მინა გატეხა და ბავშვი სუფთა ჰაერზე გაისროლა.

ნახეთ, როგორ ჰგავს ქეთა თოფურიას შვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2016 00:24

მომღერალი ქეთა თოფურია ინსტაგრამზე ბავშვობის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.  ფოტოდან კარგად ჩანს, რომ თავისი შვილი მას საოცრად ჰგავს.

ferg

პროკურატურა მაგდა პაპიძის დღიურში არსებულ ჩანაწერებს ავრცელებს-ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ. ტანსაცმელი.

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 14:31

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეში ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებას თავად ბრალდებულის დღიური წარმოადგენს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პაპიძის დღიურში არსებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ბრალდებულს მეუღლისა და შვილის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.

პროკურატურა სახლიდან ამოღებულ დღიურში არსებულ ჩანაწერებსაც ასაჯაროებს.

"ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს გამოძიების მიერ დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებული მაგდა პაპიძის დღიურის ჩანაწერი, (იხ. ჩანაწერი) რომელიც ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის (იხ. ექსპერტიზის დასკვნა) თანახმად, შესრულებულია მაგდა პაპიძის მიერ. დღიურში მაგდა პაპიძეს გაკეთებული აქვს შემდეგი სახის ჩანაწერი: 

"ურო (ნაჭრით გახვეული), 
პარკები დიდი გახსნილი, გამზადებული 
პროსტინა გამზად, პირსახ. გამზად. 
წყალი გავსებული ტოლჩა, ჩაინიკი
ტანსაცმელი გაუმზადო ორივეს. გავიმზ.
ტანსაცმელი. სიდენიებს გადავაფარო შავი
დიდი პარკები"

ხსენებული ჩანაწერის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მაგდა პაპიძეს წინასწარ ჰქონდა განზრახული მეუღლისა და შვილის მკვლელობა, გეგმავდა თუ როგორ უნდა განეხორციელებინა აღნიშნული და წაეშალა დანაშაულის კვალი", - ნათქვამია პროკურატურის მიერ, აღნიშნული საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ შუალედურ ანგარიშში.

მაგდა პაპიძე 5 წლის შვილთან ერთად ნაყიდი უროთი გადაადგილდება-პროკურატურა პაპიძის საქმეზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 14:26

მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა დამატებითი მტკიცებულებები მამისა და შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. გამოძიებამ გამოაქვეყნა ქუჩის სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება მაგდა პაპიძე 5 წლის შვილთან ერთად ნაყიდი უროთი ხელში. 

პროკურატურის განცხადებით, პაპიძემ ურო მაღაზიაში დანაშაულის ჩადენის დღეს შეიძინა, რასაც ადასტურებს როგორც მაღაზიის გამყიდველის ჩვენება და ამოცნობის ოქმი, ასევე ამოღებული ვიდეოჩანაწერი.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური