შვეიცარია და საქართველო მიგრაციის კუთხით აძლიერებენ თანამშრომლობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019 18:30

შვეიცარია და საქართველო აძლიერებენ ძალისხმევას არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად. 2019 წლის 16 სექტემბერს თბილისში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას. 2018 წლიდან შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო მე-5 ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების თითქმის არანაირი შანსი არა აქვთ. თავშესაფრის დაუსაბუთებელ მოთხოვნასთან დაკავშირებული პრობლემის გადასაწყვეტად, შვეიცარიამ და საქართველომ განახორციელეს სხვადასხვა ღონისძიებები და ამ მიმართულებით განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას.

ორშაბათს, 16 სექტემბერს, სახელმწიფო მდივანმა მარიო გატიკერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკონტროლო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, შვეიცარიაში მკვეთრად გაიზარდა დაუსაბუთებელი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი (2018 წელს 2016 წელთან შედარებით 87%-ით გაიზარდა).

ეს განაცხადები შვეიცარიის მხრიდან არ დაკმაყოფილდება (ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა: 0%). გარდა ამისა, თავშესაფრის მაძიებელ ზოგიერთ პირს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, რაც  მათ საქართველოში დაბრუნებას კიდევ უფრო ართულებს. ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ შვეიცარიამ ქართულ მხარეს მიმართა თხოვნით მიეღო გარკვეული ზომები. შვეიცარია,თავის მხრივ, ატარებს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების სწრაფ და თანმიმდევრულ პოლიტიკას.

მიმდინარე წლის მაისში მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნომ, საქართველოში შვეიცარიის საელჩომ  და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომდაიწყესთანამშრომლობასაქართველოდან ჯანმრთელობის პრობლემის მქონე თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაჩქარებული წესით განხილვის მიმართულებით. აღნიშნულითანამშრომლობა ამარტივებს საქართველოში სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობების სწრაფ მოძიებას და, შესაბამისად, პირის ქვეყანაში დაბრუნების შეფასებას. ვიზიტის ფარგლებში,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეხვედრის შემდეგ, მარიო გატიკერი თბილისში არსებულ ონკოლოგიურკლინიკას ესტუმრა, რათა თავად ენახა საქართველოში სიმსივნით დაავადებულთა მკურნალობის დონე.

კიდევ ერთი ზომა შვეიცარიისა და საქართველოს მიერ საზღვრების კონტროლის გამკაცრებას უკავშირდება. ივნისში,Frontex-ის (საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტო) ფარგლებში,შვეიცარიამ ქუთაისის აეროპორტში შვეიცარიელი მესაზღვრე ერთი თვით განათავსა, რომელიც ადგილობრივ მესაზღვრეებს ტექნიკურ დახმარებას უწევდა.

28 აგვისტოს ფედერალურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშიშეეყვანა. 2019 წლის 1 ოქტომბერს საქართველო შეუერთდება იმ ქვეყნების რიგს, სადაც თავშესაფრის მაძიებელთა დაბრუნება გონივრულია.

 სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი დასრულდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრით, შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

 საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის საპასუხოდ, შვეიცარიამ და საქართველომ ჯერ კიდევ 2018 წელს მიიღეს ზომები, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა. კერძოდ, შვეიცარიამ გააძლიერა გარე საზღვრები და შემოიღო შესვლის აკრძალვა თავშესაფრის მაძიებელთა დაუსაბუთებელი განაცხადების შემთხვევაში. თავის მხრივ, საქართველო ეცადა გაეძლიერებინა საზღვრების კონტროლი და ჩაატარა რამდენიმე საინფორმაციო კამპანია შენგენის ზონაში მოგზაურთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. საქართველომ, ასევე, გაამკაცრა სისხლის სამართლის კოდექსი არალეგალური მიგრაციის საპასუხოდ.

 

 

საქართველო ითვლება უსაფრთხო ქვეყნად: ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 30 აგვისტო 2019 17:03

ბერნი. 2019 წლის 28 აგვისტო. საქართველო „უსაფრთხო ქვეყნად“ ითვლება და, შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელთა საქართველოში დაბრუნება  შესაძლებელია. ეს გადაწყვეტილება ძალაში  2019 წლის 1 ოქტომბრიდან შედის. 2019 წლის 28 აგვისტოს სხდომაზე ფედერალურმა საბჭომ გააფართოვა „უსაფრთხო ქვეყნების“ და იმ ქვეყნების სია, სადაც დაბრუნება შესაძლებელია.

ფედერალურ საბჭოს შეუძლია უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს ის ქვეყნები, რომლებშიც, მისი შეფასებით, დაბრუნება და ცხოვრება უსაფრთხოა. ამ შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტიკური სტაბილურობა და, ასევე, ევროკავშირის, EFTA-ს ქვეყნების და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასება. უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის ძიების საქმეები დაჩქარებული წესით განიხილება და, როგორც წესი, პასუხი უარყოფითია. ამჟამად ეს სია შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ალბანეთი, ბენინი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბურკინა-ფასო, განა, ინდოეთი, კოსოვო, მოლდოვა (გარდა დნესტრისპირეთისა) მონღოლეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სენეგალი, სერბეთი და ასევე ყველა ევროკავშირისა და EFTA-ს ქვეყნები. ფედერალურმა საბჭომ  ამ სიაში საქართველოც შეიყვანა.

გარდა ამისა, საქართველო ასრულებს ყველა პირობას, რათა ქვეყანა ჩაითვალოს უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის. ამის გათვალისწინებით, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელთა უკან დაბრუნება გაადვილებულია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა და საკმარისი საბაზისო სამედიცინო მომსახურების არსებობა.  2019 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს, ევროკავშირისა და EFTA-ს ყველა ქვეყნის პარალელურად, იმ ქვეყნების სიაში, რომლებშიც დაბრუნება უსაფრთხოა ასევე შედის: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.

იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის (EJPD) მიერ მუდმივად ხდება ორივე სიის გადამოწმება. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი ავალებს ფედერალურ საბჭოს სიაში ცვლილებები შეძლებისდაგვარად შეიტანოს.

საქართველო ითვლება უსაფრთხო ქვეყნად: ამ ქვეყანაში დაბრუნება შესაძლებელია

თავშესაფრის მაძიებელთა მაღალი რაოდენობა

2017 წლის შემოდგომის შემდეგ ევროპასა და შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ საქართველოდან იმატა. ეს მოვლენა მჭიდროდ არის დაკავშირებული შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებას, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე შევიდა ძალაში. ამ პროცესიდან გამომდინარე, შვეიცარიამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. განხორციელდა გარე საზღვრების დაცვის გაძლიერება და დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში, პირისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის დაწესება. მიუხედავად ამისა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელეთა რაოდენობა მაღალი რჩება. საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება იმას ნიშნავს, რომ შვეიცარია განაგრძობს საჭირო ღონისძიებების გატარებას, რათა თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი შემთხვევები შეამციროს და სამშობლოში დაბრუნების პროცესი უფრო ეფექტური გახადოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ejpd.admin.ch

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ: JLIB_HTML_CLOAKING ; +41 58 465 78 44

პასუხისმგებელი დეპარტამენტი: იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტი (EJPD)

 

"მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი სტრატეგია და ხედვა რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისათვის" - პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 დეკემბერი 2017 15:21

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის ანექსიური, აგრესიული, პროვოკაციული ქმედებები და შვეიცარიის განსაკუთრებული როლი საქართველო - რუსეთის ურთიერთობების საკითხებში - აღნიშნული თემები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან დორის ლოიტჰარდთან პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრისას განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობის განხილვის თვალსაზრისით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო-შვეიცარიის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და მადლობა გადაუხადა დორის ლოიტჰარდს შვეიცარიის მიერ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შესრულებული უმნიშვნელოვანესი მისიისათვის - შუამავლის როლისა და საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისათვის.

საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს პოზიტიური ნაბიჯისა, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციასა და ანექსიასთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ფაქტობრივი ანექსიის ნათელი ნიშანია რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები.

საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული ნაბიჯები და ცალსახა აგრესია უწოდა ნოემბრის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნასა და ცხინვალში ე.წ. საბაჟო პუნქტის შექმნის შესახებ განცხადებას, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის გასანადგურებლად.

როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობა, მათი ერთიანი სტრატეგია და ხედვა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებისა და რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისათვის.

პრეზიდენტებმა უსაფრთხოების საკითხები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს.

დავით უსუფაშვილი შვეიცარიისპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 17:55

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, კრისტა მარკვალდერს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა შვეიცარიის იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მას მედიატორის სახით, საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში აკისრია.

დანით შეიარაღებულმა პირმა მატარებელში ხანძარი გააჩინა და 6 ადამიანი დაჭრა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 14 აგვისტო 2016 13:07

შვეიცარიაში დანით შეიარაღებულმა პირმა სალეზის ავტოსადგურის მახლობლად, მატარებელში ხანძარი გააჩინა და 6 ადამიანი დაჭრა. რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ზოგიერთს დანით მიყენებული ჭრილობების გარდა დამწვრობაც აღენიშნება. დაჭრილებს შორის 6 წლის ბავშვიც არის.

 

საავადმყოფოშია მოთავსებული თავად 27 წლის თავდამსხმელიც. გამოძიება მომხდარის ვერსიებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აღიარებს, რომ ტერორისტულ მოტივსაც არ გამორიცხავს.

საქართველოს შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 28 ივნისი 2016 18:02

5-6 სექტემბერს, საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი ეწვევა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის შეხვედრისას აღინიშნა.
გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, კრისტა მარკვალდერმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, ქართული პროდუქციის, მათ შორის ღვინის ექსპორტს. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია კომერციული ატაშეს ინსტიტუტის შექმნის შესახებ, რაც, ექსპორტისა და ვაჭრობის წახალისების მიზნით, საზღვარგარეთ, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სავაჭრო წარმომადგენლის განთავსებას გულისხმობს.

მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ასევე აფასებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერას, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში.

პრემიერის ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიაში დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 18:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი შვეიცარიის კონფედერაციაში დაიწყო.
საქართველოს მთავრობის მეთაურს ბერნის საერთაშორისო აეროპორტში შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი დახვდა.
გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია  საპატიო ყარაულის მონაწილეობით, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტს საქართველოს დელეგაციის წევრები წარუდგინა.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 27 ივნისი 2016 10:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 27-28 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა.

ბერნის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი დახვდება. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრა.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის, რომელიც ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას აერთიანებს; ასევე, გაიმართება შვეიცარია-საქართველოს ბიზნესმიღება.
ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, მუშაობის დაწყება მთა-თუშეთის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფთან გაიმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაურს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერი.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, ტურიზმის, მეწარმეობის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებიან.

საპარლამენტო დელეგაცია შვეიცარიაში შეხვედრებს გამართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 17:57

საქართველოს პარლამენტის შვეიცარიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბერნში იმყოფება. 5-8 აპრილს ქართველი კანონმდებლები შვეიცარიელ კოლეგებთან შეხვედრებზე ორი ქვეყნის პარლამენტის ურთიერთობების გამყარების და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ყურადღება ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკური მხარდაჭერის ასპექტებზე გამახვილდება. შეხვედრებზე მხარეები ჟენევის სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში შვეიცარიის როლის გაზრდაზეც იმსჯელებენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას შვეიცარიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია, უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი და პარლამენტის წევრი, ფატი ხალვაში წარმოადგენენ.

მიხეილ ჯანელიძე შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 17:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ქ. ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე ბურჰგალტერს შეხვდა.
 შეხვედრაზე მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA) და საქართველოს შორის თავისუფალის ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაზე.
როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, რაც თავის მხრივ საქართველოში გაზრდის ევროპის აღნიშნული სახელმწიფოებიდან ინვესტიციების მოცულობას.
 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად გაზრდის შვეიცარიის კონფედერაციასა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას.„შვეიცარიის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრირებული ბაზარი და ვაჭრობის მეტი მოცულობა ამ ქვეყანასთან გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ასევე ორმხრივ თანამშრომლობას“- განაცხადა მინისტრმა.

 შვეიცარიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შვეიცარიის კონფედერაცია მზად არის ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ქართულ მხარეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.„მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ მოლაპარაკებები EFTA-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს განამტკიცებს ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ახლა მთავარია მისი იმპლემენტაცია, შვეიცარიის კონფედერაცია მზად არის დაეხმაროს საქართველოს შეთანხმების განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური თუ ექსპერტული ნაწილით. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაში“- განაცხადა დიდიე ბურჰალტერმა.

საქართველოსა და ევროპის თავისუფალ სავაჭრო ასოციაციას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, მხარეები დოკუმენტის ტექსტზე საბოლოოდ შეჯერდნენ, რის შემდეგაც შეთანხმებას ხელი მოეწერება.

 შვეიცარიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს  ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას 2016-2018 წლის პერიოდში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ასპარეზზე ადამიანის უფლებადა დაცვის საკითხებში.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური