ჩინეთის პრეზიდენტი სინგაპურში ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 15:48

ჩინეთის პრეზიდენტი და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი  სი ცზინპინი დღეს სინგაპურში ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მა ინცზიუს შეხვდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ტაივანის სრუტის ორივე ნაპირზე კავშირების გამყარების საკითხები.

უცხოელმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს ამ შეხვედრას და აღნიშნეს, რომ მას ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია. გარდა ამისა, მათ გამოთქვეს იმედი, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს სრუტის მშვიდობიანი გზით განვითარებას, რაც თავის მხრივ დაეხმარება რეგიონში სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

ჩინეთისა და ტაივანის ლიდერები ისტორიულ შეხვედრას მართავენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 15:34

ჩინეთისა და ტაივანის ლიდერები ისტორიულ შეხვედრას მართავენ. 66 წლის შემდეგ პირველად ლიდერები ერთმანეთს სინგაპურში დღეს შეხვდნენ. მა ინძიუ და სი ძინპინი ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრებენ, თუმცა არ იგეგმება არავითარი დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერა. ასევე, არ იგეგმება ერთობლივი განცხადებების გაკეთება.

„ორივე მხარემ ერთმანეთის ღირებულებებსა და ცხოვრების წეს პატივი უნდა სცეს“ - ციტირებს Associated Press-ი ჩინეთის ლიდერის, მა ინძიუს სიტყვებს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი შეხვედრაა, თავს ძველ მეგობრებად ვგრძნობთ. ჩვენს უკან 60-წლიანი ისტორიაა და დღეს ჩვენ თანამშრომლობის ნაყოფს ვხედავთ, და რა კონკურენციის“ - განაცხდა ტაივანის ლიდერმა.

1949 წელს ჩინეთის ნაციონალური მთავრობა ჩან კაიშის მეთაურობით ტაივანში გაიქცა, მას შემდეგ რაც სამოქალაქო ომში კომუნისტებთან დამარცხდა. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მაშინ როცა კუნძულის პოლიტიკური ძალები პეკინისგან დამოუკიდებლობას უჭერენ მხარს.

დავით უსუფაშვილმა ჩინეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 15:57

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იუე ბინთან მისი დიპლომატიური საქმიანობის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

დავით უსუფაშვილმა გაიხსენა მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტი და აღნიშნა, რომ მთელი დელეგაცია შთაბეჭდილებების ქვეშაა იმ ყურადღების გამო, რაც საქართველომ ჩინეთის უმაღლესი ლიდერების მხრიდან მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს დიდწილად ელჩის და საქართველოში ჩინეთის საელჩოს თანამშრომლების დამსახურებაა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია ეს ურთიერთობები ყველა დონეზე გაგრძელდეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, იუე ბინმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფუნდამენტი ძალიან მყარია, თანამშრომლობა ჩქარი ტემპებით ვითარდება და ასევე გაგრძელდება.

შეხვედრაზე საუბარის შეეხო ასევე აბრეშუმის გზის ინიციატივას. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივაში მონაწილეობენ, პოტენციურად ძალიან წარმატებული გზის დასაწყისში დგანან და საქართველო ამ პროექტის აქტიური წევრი იქნება, რაც ოქტომბრის თვეში, თბილისში გამართულმა აბრეშუმის გზის ფორუმმა და პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტისას აზიური პოლიტიკური პარტიების კონფერენციაზე დასწრებამაც დაადასტურა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს პროდუქტიული და წარმატებული მუშაობისათვის და მის მომდევნო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ზურაბ მარაქველიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, იუე ბინმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტს, საჩუქრად 50 პერსონალური კომპიუტერი გადმოეცა, როგორც ეს მიმიდნარე წლის ივნისში, ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის (პარლამენტის) მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ჩენგ ჩანგჭის საქართველოში ვიზიტის დროს იყო გაცხადებული.

დღეს საქართველოს ილჰამ ალიევი ეწვევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 11:02

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ალიევი გიორგი მარგველაშვილს გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. 

მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციას მოაწერენ ხელს, რის შემდეგაც პრეზიდენტები მედიისათვის კომენტარებს გააკეთებენ. 

ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან. 

ალიევს საკანონმდებლო ორგანოშიც ელოდებიან. დეპუტატებთან შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებსა და ენერგომომარაგების საკითხებს შეეხება.

პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 23:04

საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პირისპირ შეხვედრაზე.
მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტურისტული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" სომხეთის დელეგაციის მონაწილეობისთვის.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 17:26

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და განაცხადა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრისას დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და განსაზღვრეს ურთიერთსასარგებლო შეთანხმებების შემდგომი პერსპექტივები. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.

„საქართველოსა და სომხეთს აკავშირებს საერთო ინტერესები და თანამშრომლობის დიდი პერსპექტივები. საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენს.

ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ როლს კიდევ უფრო აძლიერებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება - ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენს რეგიონში სავაჭრო უთიერთობების გასაღრმავებლად“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, მან სომეხ კოლეგას გაუზიარა შეშფოთება, რომელსაც იწვევს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული ე.წ. შეთანხმება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ და აღნიშნა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპების მიმართ და დაადასტურეს ერთგულება საზღვრის ურღვევობის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების, ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო-სომხეთს შორის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც დიდი პოტენციალი არსებობს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მომავალ თანამშრომლობას.

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კმაყოფილება გამოთქვა ბოლო წლებში სომხურ-ქართული ურთიერთობების დინამიურად განვითარებისათვის, რაც ვიზიტებში და მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგში გამოიხატა.

პრესკონფერენციაზე სომხეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო - სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება სრული ურთიერთნდობის საფუძველზე ხორციელდება.

„ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის სომხეთსაც და საქართველოსაც საკმარისი პოტენციალი გააჩნია და ეს ურთიერთობები შეთანხმებების საფუძველზე აღებული ვალდებულებებით ხორციელდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების სხვადასხვა საინტეგრაციო სტრუქტურებში გაწევრიანება ხელს არ უშლის და პირიქით, უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის ურთიერთსასარგებლო პროგრამების განხორციელებისათვის.

სომხეთის გაწევრიანება ევრაზიულ კავშირში და საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა უარყოფითად არ აისახება ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე, პირიქით, ეს დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ 2014 წელს ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა იგივე ტენდენციაა 2015 წლის 9 თვის მონაცემების მიხედვითაც“, - აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.

ხიდაშელის განცხადება ვარშავის სამიტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 14:36

„საქართველო არის ერთგული, მყარი კანდიდატი ნატოს წევრობის,“ - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმსა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე.

ღონისძიების I სესია ევროატლანტიკური უსაფრთხოების და ნატოში ინტეგრაციის თემას მიეძღვნა. გამომსვლელებს შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ესტონეთის ელჩი ნატოში ლაური ლეპიკი და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კესტუტის იანკაუსკასი. სესიას „ევროატლანტიკური უსაფრთხოება: საქართველო - ნატოს ერთგული ასპირანტი აღმოსავლეთით” მოდერატორობას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი უწევდა.

სესიაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტისა და დეკემბრის მინისტერიალის მნიშვნელობაზე ისაუბრა, სადაც მისი განცხადებით, რუსეთის მიმართ მკაფიო, პირდაპირი და ძლიერი გზავნილები უნდა გაჟღერდეს:

„თუ ვარშავის სამიტზე რუსეთს არ უთხრეს, რომ აღარ არსებობს გავლენის სფეროები, რომ ევროპა არ დაუშვებს ახალი რკინის ფარდის ჩამოშვებას, რომ რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ხმის უფლებაც კი არ აქვთ - ეს იქნება ჩვენი მხრიდან სისუსტის გამოვლინება და კრემლის გამარჯვება, რომელიც მას შემდგომი აგრესიისკენ უბიძგებს“.

რუსეთის უარყოფით როლზე ბალტიისპირეთსა და შავი ზღვის აუზში ისაუბრა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯეიმს აპატურაიმაც. მან ნატოს გაფართოების პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს ასპირანტი ქვეყნებისთვის. "საქართველოს ადგილი ნატოში არის ნათელი და მზარდი. მისი ჩართულობა კი ყველაზე მაღლა დგას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში.“

აპატურაის განცხადებით, ნატო საქართველოში ყველაზე მასშტაბურადაა წარმოდგენილი, იქნება ეს განათლების თუ სხვა მიმართულებით.

კონფერენციის ფარგლებში დღეს კიდევ ორი სესიაა დაგეგმილი. მონაწილეები საინფორმაციო ომსა და მის სტრატეგიულ შედეგებზე, ასევე ვარშავის 2016 წლის სამიტამდე ნატოსა და მისი პარტნიორების შესახებ იმსჯელებენ.

"თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრა დავით უსუფაშვილთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 13:18

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. 
"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ადეკვატური შეფასებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადმისკენ მოუწოდებენ. 
"თავისუფალი დემოკრატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დაძაბული ვითარება, რომელიც ქვეყანაში არსებობს არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში და აბსოლიტურად ყველა პროცესმა გადმოინაცვლოს ქუჩიდან შენობებში," –განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

ნინო გოგუაძის განცხადებით, ქვეყანაში აუცილებელია თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოსახლეობამ შეძლოს და აირჩიოს ვინ იქნება მომავალი მთავრობა.
"მედია და საარჩევნო გარემო უნდა იყოს თავისუფალი და ყოველგვარი ძალადობისგან პოლიტიკოსებმა უნდა შეიკაონ თავი. პოლიტიკოსები არსებობენ, რომ ქვეყანაში ხალხი დააწყნარონ და პროცესები მიმდინარეობდეს სამართლებრივი გზით. ეს ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიყვანოთ წყნარად, მშვიდად ისე, რომ მომავალ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს ვინ იქნება მისი მთავრობა", – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

პრეზიდენტის შეთავაზებას პრემიერი არ იღებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 17:44

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინ გაკეთებულ შეთავაზებას - კონსულტაციების გამართვის მიზნით შეხვედრის თაობაზე - პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ იღებს. დღეს მან ჟურნალისტის კითხვას - აპირებს თუ არა პრეზიდენტთან შეხვედრას მოკლედ პასუხობს, რომ „ის თავის ხალხს ხვდება“.

მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია კი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადრესატი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეა, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ.

ამ დრომდე უცნობია დავით უსუფაშვილის პასუხი. ის გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებაზე ჯერ დუმს.

პარლამენტში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” და ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:20

ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ამ წუთებში პარლამენტში, ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდება. როგორც ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან კონსულტაციების გამართვა დაიწყეს.
“ჩვენ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ ქვეყანაში შექმნილია უკიდურესად მძიმე ვითარება. ვხედავთ, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელი აქეზებს საქართველოს მოქალაქეებს ძალადობისკენ, მეორე მხრივ კი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მიუთითებენ მასობრივ არეულობებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მიგვაჩნია, რომ პროცესებმა ქუჩიდან უნდა გადმოინაცვლოს შენობაში და ყველანაირი პოლიტიკური ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა ქვეყანაში ვითარება დარეგულირდეს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყველამ იცოდეს ჩვენი ეს პოზიცია. ასევე შეხვედრაზე მოვისმენთ მათ შეხედულებებს. შესაძლოა, ერთიან გადაწყვეტილებებზეც შევჯერდეთ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
კონსულტაციების ფარგლებში, ფრაქციის წევრები ხვალ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ორშაბათს კი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებიან.
“შეხვედრები ასევე გვექნება სახალხო დამცველთან და მედიის წარმომადგენლებთან”, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური