სახალხო დამცველისა და მთავარი პროკურორის შეხვედრა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 01 აგვისტო 2015 15:25

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის ინიციატივით დღეს შეხვედრა გაიმართა საქართველოს მთავარ პროკურორთან გიორგი ბადაშვილთან, რომელსაც სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო იმ რამდენიმე საკითხის განხილვა, რომელიც სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია ჩადენილი დანაშაულების ეფექტური გამოძიების და მსგავსი დანაშაულების პრევენციის, ასევე, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მისი რწმუნებულის ან პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის წევრისათვის დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პირების მიერ, თუნდაც არასწორი, ან ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობის დაყენების დაუშვებლობაზე. განიხილეს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტების სრულყოფილად და ეფექტურად გამოძიების, ასევე სწორი კვალიფიკაციის პრობლემები; პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებისა და წარმოების აუცილებლობა იმ შემთხვევებში, როდესაც სამართალდამცავი უწყების თანამშრომელი, სამუშაო ადგილზე მის მიმართ განხორციელებულ იძულებასა თუ მუქარაზე საუბრობს. სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მსგავს საქმეებს სწორედ მთავარი პროკურატურა იძიებდეს.

სახალხო დამცველი დაინტერესდა მიმდინარე წლის თებერვალში მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მუშაობით, რომელიც წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, ასევე ქონების დათმობის მიზნით, მოქალაქეების მიმართ განხორციელებული მუქარისა თუ იძულების ფაქტებს შეისწავლის და იმედი გამოთქვა რომ ამ დეპარტამენტის მუშაობა გამჭვირვალე იქნება და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას პროაქტიულად მიეწოდება.

დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალი თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, პრობლემური საკითხების სამუშაო ფორმატში განხილვისა და თანამშრომელთა სწავლება/გადამზადების კუთხით.

 

თავდაცვის მინისტრი მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 16:57

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, აკადემიური საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს შეხვდა. მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე. თავდაცვის მინისტრმა აკადემიკოსებთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

„თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ დიდი სეგმენტი აქვს საგანმანათლებლო სივრცისა და სამეცნიერო საქმიანობის კუთხით, საკუთარი ფუნქციებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება ამ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ კი სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის აქტუალურ საკითხებად ისეთი თემები დაასახელა, როგორებიცაა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება, სამხედრო თემატიკის მეცნიერული კვლევების დაფინანსება და სამხედროების კვება. აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, მეცნიერებათა აკადემიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე მოქმედი მემორანდუმის გადახედვაც იგეგმება.

სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 16:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას.

პრემიერმა გუბერნატორებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე პროექტების შესახებ. მთავრობის მეთაური ასევე დაინტერესდა, რამდენად არიან მზად რეგიონები ტურისტული სეზონისთვის.
შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 09 ივლისი 2015 15:28

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარემ და იუვალ ფუქსმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. არჩილ ხაბაძემ სტუმარს რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ებრაელი ინვესტორებისთვის საინტერესო მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ყოველთვის მიხარია ბათუმში სტრუმრობა. პირველად არჩილ ხაბაძეს 2 წლის წინ შევხვდი, მას შემდეგ რეგიონში ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით პროგრესი შეიმჩნევა.  ჩვენ დაინტერესებული ვართ ტურიზმითა და სოფლის მეურნეობით, რაშიც აჭარას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ ქართველებსა და ებრაელებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე, ინვესტიციებზე. ვფიქრობ, წელს ბევრი ებრაელი ტურისტი ეყოლება ბათუმს,“ - განაცხადა იუვალ ფუქსმა შეხვედრის შემდეგ.

ისრაელის ელჩმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისრაელში მიიწვია.

გვერდი 12/ 12-დან

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური