დავით ზალკალიანი გვატემალელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 სექტემბერი 2019 13:47

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრს, სანდრა ხოველ პოლანკოს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი და სამომავლო პრიორიტეტები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ,  კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ისე მრავალმხრივ ფორმატებში აქტუალურ საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერის გზით.

აღინიშნა საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები როგორც ორმხრივ დონეზე, ისე ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) ეგიდით, სადაც საქართველოს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. დაფიქსირდა პოზიციების სრული თანხვედრა ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში სანდრა ხოველ პოლანკომ გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოინახულა იუსტიციის სახლი და გაეცნო სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. 

დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან.

აღსანისნავია, რომ გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს

დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 11 სექტემბერი 2018 15:23

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან, რომელიც საქართველოში სამუშაოვიზიტით - თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, რაც გახლავთ ლიეტუვას მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობის კიდევ ერთი გამოხატულება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება გახლავთ საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისია.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებს. ლინას ლინკევიჩიუსი დაინტერესდა მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის - შემუშავების მიმდინარეობით და ქართულ მხარეს ამ პროცესში ლიეტუვის მხარდაჭერა და ექსპერტული დახმარების გამოყენება შესთავაზა.
განსაკუთრებით აღინიშნა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ლიეტუველ კოლეგას საქართველოს მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის და განსაკუთრებით გამოჰყო ის ფაქტი, რომ ლიეტუვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც დააწესა შეზღუდვები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში მყოფი პირებისთვის.
დავით ზალკალიანმა ასევე საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს პოლონელ და ლატვიელ კოლეგებთან და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრთან ერთად ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავს უკავშირდებოდა.
მინისტრებმა, ასევე, გაუზიარეს ერთმანეთს შეფასებები ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. მათ დადებითად შეაფასეს წლის განმავლობაში ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული დინამიკა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ლინკევიჩიუსი მონაწილეობს 2018 წლის 11-12 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018“.
მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, ხოლო დღის განმავლობაში დაგეგმილია მისი სამუშაო შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

შინაგან საქმეთა მინისტრი ახალ წელს „112“-ში შეხვდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 01 იანვარი 2018 11:39

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ახალ წელს „112“-ის თანამშრომლებთან ერთად შეხვდა. გიორგი გახარიამ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატება უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერა. გიორგი გახარია "112"-ის მუშაობას, ასევე, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს გაეცნო.

საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 11:50

ამ წუთებში საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით მსჯელობენ. საპატრიარქოში საქართველოს სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისი აცხადებენ რომ მთავარია სიმართლე სწრაფად გაირკვეს.



ალექსანდრე ჯეჯელავა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 10:06

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში, იოჰანეს დუმას უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მინისტრმა ელჩს გააცნო ხედვები საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში არაფორმალური განათლების კომპონენტის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჰოლანდიური პროექტის „ტოლერანტულობის სწავლება და სამოქალაქო განათლება“ ფარგლებში თანამშრომლობის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების, საერთო სტიპენდიების შეთავაზებისა და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების კუთხით.

გიორგი მარგველაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს პირისპირ შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:53

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვარშავის სამიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს პირისპირ შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრისას საქართველო - NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
მხარეებმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს და ყურადღება გაამახვილეს იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას.
აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.

დავით უსუფაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 13:54

საგაზაფხულო სესიის დაწყებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდება. 

შეხვედრა ნახევარ საათში დაიწყება. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. 

საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნება. ბიურო დღის წესრიგს დაადგენს, რომლის მიხედვითაც დეპუტატები კანონშემოქმედებით საქმიანობას განაახლებენ. 

საგაზაფხულო სესიაზე სასამართლოს რეფორმირების მიზნით ინიცირებული ახალი კანონპროექტები განიხილება. დეპუტატები ასევე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს განიხილავენ. კანონპროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური