ლიბერთი ბანკი თავის მომხმარებლებს სესხებზე 3 თვიან შეღავათებს სთავაზობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 13 მარტი 2020 13:41

ლიბერთი ბანკმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, თავის მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით მიიღო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შესთავაზოს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი. დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც (პენსია, სოციალური სარგო, დევნილობა და დემოგრაფიული) და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.*

ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს. ბანკი ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მიაწოდებს ინდივიდუალურად.

‘გადაწყვეტილება მივიღეთ 12 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მიერ ეკონომიკური სტიმულირების გეგმის განხილვის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას. ლიბერთი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოსაფრთხილებელ სეგმენტს და პასუხისმგებლობა გვაქვს გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს ისარგებლონ დისტანციური მომსახურებით და შევახსენებთ, რომ სოციალური ბარათებით გადახდისას შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მათზე მორგებული, სპეციალური ფასდაკლებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს აფთიაქების და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით.’ - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.


* მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება ლიბერთის ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე
** ნებისმიერი შეკითხვით მომხმარებლებმა უნდა მიმართონ ბანკის ცხელ ხაზს: 032 255 55 00

ბიზნესსექტორი საგადასახადო შეღავათების მყისიერ ეფექტს ელის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 02 მარტი 2018 15:51

თბილისი (GBC)  - ბიზნესსექტორი  საგადასახადო  შეღავათების მყისიერ ეფექტს ელის.

მნიშვნელოვან ინიციატივებზე ყურადღებას ლევან სურგულაძე (ფინანსისტი, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე) ამახვილებს, რომლებიც  მიღებისთანავე, მყისიერად  დაიწყებს ეკონომიკის ზრდაზე მუშაობას.

„ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა მისასალმებელია. მცირე მეწარმის სტატუსისთვის, ბრუნვის 5-ჯერ გაზრდილი  ზღვარი, ₾100,000- დან ₾500,000 -მდე, გაცილებით მეტ მეწარმეს აძლევს შესაძლებლობას, უპრეცედენტო შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით ისარგებლოს, რომელიც გადასახადის 5-ჯერ, ანუ 1%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, ხოლო უკვე რეგისტრირებულ მეწარმეებს უმცირებს საგადასახადო ტვირთს და უჩენს მეტ საბრუნავ კაპიტალს. და, შესაბამისად, ბიზნესის გაფართოების საშუალებას.

ეს მნიშვნელოვანი სტიმულია, რომელიც უფრო მეტ მეწარმეს წაახალისებს,  გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდეს, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკის ისე საბიუჯეტო შემოსავლების, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის  ხვედრითი წილის  ზრდას.

ასევე მნიშვნელოვანი ბენეფიტია  საგადასახადო აღრიცხვა/რეპორტინგის რადიკალური გამარტივება და   გადასახადის ავანსის სახით გადახდის წესის გაუქმება. აქვე, უნდა აღინიშნოს დღგ-ს გადამხდელად დადგომის არჩევანი და დღგ-ს ჩათვლა / ზედმეტობის რამოდენიმე დღეში უკან დაბრუნების შესაძლებლობა“, - აღნიშნა ლევან სურგულაძემ.

ფინანსისტი  ავტომობილების (რე)ექსპორტის ხელშეწყობას  და  ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, აქციზის 100%-ის უკან დაბრუნების ინიციატივასთან დაკავშირებით.

„სატრანსპორტო საშუალებების (რე)ექსპორტს მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს ახალი ინიციატივა, ავტომობილების იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან (განბაჟება) 90 კალენდარული დღის ვადაში ექსპორტისას, რა შემთხვევაშიც გადახდილი აქციზის თანხა გადამხდელს 15 დღეში სრულად (100%) უბრუნდება.

მოგეხსენებათ, საქართველო გამოკვეთილად იძენს რეგიონალური საავტომობილო „ჰაბის“ ფუნქციებს. იმპორტირებული ავტომობილები, მათ შორის დაზიანებული, მათი აღდგენის  შემდეგ რეექსპორტზე გადის მეზობელ ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვან სავალუტო შემოსავალს ტოვებს ქვეყნის ეკონომიკაში.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 90 დღე ყოველთვის არ იყო საკმარისი ასეთი ავტომობილების აღსადგენად, რეექსპორტისთვის მოსამზადებლად და სარეალიზაციოდ. ახალი ინიციატივით,  90 დღის ამოწურვის შემდეგ, ავტომობილი  შესაძლოა („დროებით“) განბაჟდეს და დამატებითი 90 დღის განმავლობაში დასრულდეს მისი რეექსპორტისთვის მომზადება და რეალიზაცია.

ახალი ინიციატივით, სააქციზიო გადასახადისგან 3 წელში ერთხელ თავისუფლდება, ავტომობილები, რომლებიც იმპორტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირადი გამოყენებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური, ისე , ავტოიმპორტიორების ბიზნესის თვალსაზრისითაც.

ნინო შუბითიძე

http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=99338

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური