კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა გაიხსნა

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 15 სექტემბერი 2019 17:15

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში საზეიმოდ გაიხსნა ქართული საშუალო სკოლის ახალი, უმაღლესი სტანდარტების შენობა. 16 სექტემბრიდან, სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის 160 მოსწავლე, ახალ სასწავლო წელს შეუდგება თანამედროვე სტანდარტების შენობაში. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, სკოლის ახალი შენობის ასაშენებლად, შესაბამისი თანხა გამოიყო სახელმწიფოს მეთაურის სარეზერვო ფონდიდან. საზეიმო გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ. მან მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვა წარმატებები სწავლა-განათლების პროცესში.

 ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ქვეყნის განათლების სისტემის მესვეურებს. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ სოფელ ალიბეგლოს ქართული საშუალო სკოლის პრობლემის მოგვარება შეიძლება შეფასდეს, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების შემდგომი განვითარების საქმეში. საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს სასწავლო კაბინეტები, გაესაუბრნენ მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს. უახლოეს მომავალში, საქართველოს საელჩოს თაოსნობით დაგეგმილია შენობის სასკოლო ტექნიკით აღჭურვა.

 სკოლის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევი, საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის რაიონის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მაცხოვრებლები.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 მაისი 2018 17:39

ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე, ქაშუეთის ელკესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება, რომელიც თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმებსა და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. 

“თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დავით სუბელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კარვის გაშლას გეგმავენ. “მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს არ იქნება მოკლე პროცესი, აქციები იქნება პერმანენტული. სავარაუდოდ, აქ გვექნება კარავი, შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. აქტიური გამოსვლების და სხვა აქტივობების გეგმას დავალაგებთ“, - მიმართა სუბელიანმა შეკრებილებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. გარდა ამისა, თბილისში წყლის ჭავლის მანქანები გამოჩნდა, მანქანები ავლაბრის ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას. 
აქციის მონაწილეებს შემდეგი 4 მოთხოვნა აქვთ: პირველი - თანამდებობა დატოვოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა; მეორე - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია; მესამე - დაისაჯოს ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მეოთხე - დადგეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. საპროტესტო აქცია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ორგანიზებით იმართება.

შეიარაღებულმა პირებმა ერებუნის რაიონში საპატრულო პოლიციის განყოფილების შენობა დაიკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 17 ივლისი 2016 12:51

ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა სომხეთში, ერებუნის რაიონში საპატრულო პოლიციის განყოფილების შენობა დაიკავეს და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ რუსული წყაოები იუწყებიან.

თავდამსხმელები იარაღის უკანონო შენახვისთვის დაკავებულ, რადიკალური ოპოზიციური ფრონტის “ახალი სომხეთის” ლიდერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებასთან სომხეთის სამხედრო ქვედანაყოფებია მობილიზებული.

სეფილიანი 2015 წლის აპრილში დააკავეს და მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუაფრდეს. სეფილიანს იარაღის უკანონო შეძენასა და შენახვაში ედება ბრალი. გამოძიების მტკიცებით, ჯგუფი სეფილიანის ხელმძღვანელობით დანაშუელებრივ ქმედებებს გეგმავდა. კერძოდ, გამოძიების ცნობით, ისინი ერევანში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტის დაკავებას აპირებდნენ.

საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტი - რას ჰყვებიან "ნიუსდეისთან" ინტერვიუში მშობლები?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 10:30
 სამი მოსწავლე დაშავდა ხაშურში, მეოთხე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის დროს. ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიების დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოიყარა, რის შედეგადაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ბავშვებმა. როგორც "ნიუსდეის " ხაშურის მეოთე საჯარო სკოლის მშობლებმა განუცხადეს, შენობა უკვე წლებია ავარიულ მდგომარეობაშია  ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ბავშვის მშობელო დალი გუჯაბიძე გვიყვება, რომ ამ სკოლის რემონტს დიდი ხანია ითხოვენ. " წლებია ამ სკოლის გარემონტებას ვითოვთ, აქ ბავშვების სწავლება არ არის უსაფრთხო, ამაზე აქამდე ყურადღება არავინ გამოიჩინა,  ახლაა ბავშები მუბუქუდად დაზიანდნენ , კიდევ კარგი გადავრჩით. " -დალი  გუჯაბიძე, ისინი ახალი სკოლის აშენებას ითხოვენ.   ნიუსდეის ინფორმაციით შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 91 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 14:20

დღევანდელი დღის დილის მონაცემებით 91 ადამიანით გაიზარდა მეწყერის შედეგად დაკარგულთა რიცხვი, რომელსაც ადგილი ჰქონდა კვირას ჩინეთის ქალაქ შენჩჟენში (გუანდუნის პროვიცია, სამხრეთ ჩინეთი). ამის თაობაზე ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

დაკარგულებს შორის 59 მამაკაცია, 32 კი ქალბატონი. წინასწარი შედეგებით ცნობილია, რომ სტიქიამ დაანგრია 33 შენობა, რომლის ფართობი 380 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

ნანგრევების გაწმენდით სამუშაოებზე 151 საინჟინრო ტექნიკა მუშაობს. ექსპერტების აზრით, მეწყერის ჩამოწოლის ალბათობა მინიმალურია. 400 მეტრის სიგრძის გაზსადენი, რომელიც დაზიანდა საგანგებო სიტუაციის გამო, დროებით შეჩერებულია და მის მაგივრად ფუნქციონირებს სარეზერვო გაზსადენი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური