აშშ-ში შეიარაღებულ თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021 14:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა ორი სხვადასხვა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიის შტატის ქალაქ ორანჯის ბიზნეს ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას, დაჭრილი დააკავეს.

ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან გამოძიება გრძელდება, დაშავებულთა შესახებ კი დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დედაქალაქ ვაშინგტონში, მეტროს სადგურთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და ინფორმაცია თავდამსხმელების შესახებ არ გაავრცელეს.

შეიარაღებული თავდასხმა კოლორადოს შტატში. დაღუპულია 10 ადამიანი

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 23 მარტი 2021 15:22

ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი მონაცემებით, დაღუპულებს შორის ერთი პოლიციელიცაა. მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც დაჭრილია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

მეორეს მხრივ, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ ფსაკიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ინფორმაცია მიაწოდეს.

შეიარაღებული თავდასხმა აშშ-ში: დაღუპულია 8 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 17 მარტი 2021 11:49

ამერიკის შეერთებული შტატების, ჯორჯიის შტატში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 8 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმები შტატების  ქალაქ ატლანტასა და მის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილას, მასაჟის სალონსა და სპა ცენტრებში მოხდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ამერიკელმა სამართალდამცავებმა ერთი ეჭვმიტანილი, რობერტ აარონ ლონგი დააკავეს, რომელიც ჯორჯიის შტატში ცხოვრობს.

გამოძიება დარწმუნებულია, რომ სამივე ადგილზე თავდასხმა ერთმა და იმავე შეიარაღებულმა პირმა განახორციელა.

სანამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდებოდა, ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმების შედეგად გარდაცვლილთაგან ექვსი, აზიური წარმოშობის ქალია.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური