აშშ-ში შეიარაღებულ თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 01 აპრილი 2021 14:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა ორი სხვადასხვა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.

მათი მონაცემებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიის შტატის ქალაქ ორანჯის ბიზნეს ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას, დაჭრილი დააკავეს.

ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან გამოძიება გრძელდება, დაშავებულთა შესახებ კი დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დედაქალაქ ვაშინგტონში, მეტროს სადგურთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და ინფორმაცია თავდამსხმელების შესახებ არ გაავრცელეს.

"ნატო-საქართველოს სწავლება 2019"-ის სპეციფიკაციის კონფერენცია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 18:31

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში სამეთაურო-საშტაბო სწავლების „NATO-GEO EX 19“-ის სპეციფიკაციის კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრაზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების მომზადებისა და განხორციელების დეტალები განიხილეს.

 "ნატო-საქართველოს სწავლება 2019" ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის (JFTC), პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ორგანიზებით იმართება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ტარდება.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაა, რომელიც კომპიუტერული მხარდაჭერით ჩატარდება. სწავლება ქართველი ოფიცრების ხელმძღვანელობით მოქმედ მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წევრებს კრიზისის საპასუხო ოპერაციის დაგეგმვის, კოორდინირებისა და აღსრულებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწაში დაეხმარება. სწავლება 2019 წელს ჩატარდება და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის შემადგენლობაში მიიღებენ მონაწილეობას.

 

დავით დონდუამ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების 5-ე მიმოხილვით კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 22:21

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების 5-ე მიმოხილვითი კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით.
კონფერენციის ფარგლებში ბატონმა დავით დონდუამ საქართველოს სახელით განცხადება გააკეთა.  თავის გამოსვლაში იგი შეეხო ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის სფეროში არსებულ კრიზისს, მის გამომწვევ მიზეზებსა და დაძლევის შესაძლო გზებს. მან აღნიშნა, რომ კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზი არის არა იმდენად სისტემის შეუსაბამობა 21-ე საუკუნის მოთხოვნებთან, არამედ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობოდ და პირნათლად შესრულების პრობლემა. ქართველმა დიპლომატმა დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მიმართ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულ სამხედრო აგრესია და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის აღმშენებლობა. რუსეთის ფედერაციის უპასუხისმგებლო და დესტრუქციულმა ქმედებებმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშმა დარღვევამ ეჩშძ რეჟიმი ღრმა კრიზისამდე მიიყვანა, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. 
საქართველოს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული კრიზისის დაძლევაზე მიმართული ნებისმიერი ძალისხმევა უნდა ეყრდნობოდეს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფუძემდებლური დოკუმენტებით განსაზღვრულ   უმნიშვნელოვანეს ნორმებსა და პრინციპებს.
დავით დონდუამ დაადასტურა საქართველოს  ერთგულება ეჩშძ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისადმი და მოუწოდა წევრ-სახელმწიფოებს ამ უმნიშვნელოვანესი რეჟიმის პირნათელი შესრულებისაკენ.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამართა ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

შეიარაღებულმა პირებმა ინდოეთის საკონსულოში შეჭრა სცადეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 11:53

გვიან ღამით შეიარაღებულმა პირებმა ინდოეთის საკონსულოში შეჭრა სცადეს, მაგრამ გეგმა ვერ განახორციელეს და დიპლომატიური უწყების გვერდით მდებარე შენობა დაიკავეს.

სამართალდამცველებმა დღეს დილით ალყაში მოაქციეს ამბოხებულები და შტურმის დასაწყებად ემზადებიან.

გავრცელებული ცნობით, სროლის შედეგად ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. საკონსულოს თანამშრომლები კი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

წუხანდელ თავდასხმას წინ უძღოდა შეტაკება ინდოეთის სამხედრო ავიაბაზაზე, რომელსაც შაბათს ასევე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ბრძოლა ბაზაზე დღესაც გრძელდება.

საქართველოს შეიარაღებული ძალებს 14 პროფესიონალი მზვერავი შეემატა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 15:21

 ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ რეინჯერთა მომზადების სკოლის „დაზვერვის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის“ პირველი ნაკადის გამოშვების ცერემონია მანავის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. 
ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო. 
გენერალ-მაიორმა კაპანაემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და სწავლების დასრულება მიულოცა.
„დღევანდელ დღეს, მით უმეტეს საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციის დროულ მიღებას და დამუშავებას. ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყნაში თუ რეგიონში არსებობს, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა დაზვერვის განვითარება. ძალიან მიხარია, რომ დღეს სხვა ოფიცრებთან ერთად დაზვერვის კურსი გაიარეს აკადემიადამთავრებულებმაც. ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან ამაღლებული გრძნობაა, როდესაც ახალგაზრდა მზვერავებს უყურებ, ვხედავ მათ თვალებს და იმედი გვაქვს, რომ ეს არის ძალიან დიდი შენატანი შეიარაღებულ ძალებში“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
კურსის დასრულების ცერემონიას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ლევან ბერია და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ.
მზვერავების მომზადების კურსი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. კურსდამთავრებულებმა ტოპოგრაფიული, კავშირგაბმულობის, აერომობილური, საცეცხლე და ტაქტიკური და საფუძვლიანი სადაზვერვო მომზადება გაიარეს. 
რეინჯერთა სკოლაში გამართული ცერემონიალი წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის სერთიფიკატების გადაცემით დასრულდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური