აშშ-ში შეიარაღებულ თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპა ორი სხვადასხვა შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "TRT-ქართული" ავრცელებს.
მათი მონაცემებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალიფორნიის შტატის ქალაქ ორანჯის ბიზნეს ცენტრში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.
თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას, დაჭრილი დააკავეს.
ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის მხრიდან გამოძიება გრძელდება, დაშავებულთა შესახებ კი დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
დედაქალაქ ვაშინგტონში, მეტროს სადგურთან მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება და ინფორმაცია თავდამსხმელების შესახებ არ გაავრცელეს.