თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017 12:18

კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 3 ოქტომბერს თბილისის ნაწილსელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

კრწანისის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საპნის ქარხნის ტერიტორიის, გორგასლის, გულიას, კრწანისის, ნიშნიანიძის, სადგურის, სირაძის და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ჩხიკვაძის, ნუცუბიძის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, გელოვანის, ჩაჩავას, გვიმრაძის, ალმასიანის, ბერბუკის, ალექსიძის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

ისნის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის IV კვარტლის და პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

 

ვაკის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

მთაწმინდის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის და ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

 გლდანის რაიონი

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

სამგორის რაიონი
გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე ნახევარი საათის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, სამასი არაგველის, მოსტკოვის, გუმათგესის, იდუმალის, ფრონეს, ქვილითაიას, სამგორის, ფაღავას, სანაძის, გუგუშვილის, ბაღდავაძის და მამისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მონაკვეთზე შეზღუდვა მოიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 იანვარი 2017 11:26

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ100 (ხაიში-ლახამულა) მონაკვეთზე, მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. ლიპყინულის გამო, შეზღუდვა რჩება მხოლოდ კმ100-კმ188 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 13 დეკემბერი 2016 11:09

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფიქსირდება ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 30 ოქტომბერი 2016 11:16

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მედია ცენტრში ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ.

ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფიქსირდება რამდენიმე შემთხვევა ამომრჩევლის უფლებების შეზღუდვის. მათ შორის მარნეულის 48-ე უბანზე, სადაც საუბნო კომისიის თავმჯდომარემ წილის ყრის პროცედურები ისე ჩაატარა, რომ ამას არ დაასწრო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე თელვის მე-13 უბანზე აგრესიულად ექცეოდნენ  საიას დამკვირვებელს.

ნაცვლიშვილის ინფორმაციით, მას არ მისცეს შესაძლებლობა, გაცნობოდა ჩანაწერთა წიგნში შეტანილ მონაცემებს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, პრობლემა აღმოიფხვრა მას შემდეგ, რაც მათი თხოვნით პროცესში ჩაერია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 

მათი ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა ასევე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისში და საქართველოს რეგიონებში მითითება აქვთ მიცემული საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომ მათ გააკეთონ არჩევანი განსხვავებული ფორმით, კერძოდ, ოთხკუთხედი ფორმით შემოხაზონ სიებში მათთვის მისაღები პარტია. თუ ასეთ ფაქტს აქვს ადგილი ეს იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო დავალება.

მათთვის ასევე არის ცნობილი კიდევ ერთი მითითების შესახებ, რომ ფოტო და ვიდე გადაღება მოეხდინათ მათ მიერ შემოხაზული ბიულეტინების.

ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ასეთ მითითებას ადგილი არ ქონია. თუმცა ანა ნაცვლიშვილი ამომრჩეველს მიმართავს, რომ მსგავსი ზეწოლის და მუქარის შემთხვევაში, ორგანიზაცი მზად არის სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინოს მათ.

ორგანიზაცია ასევე მიმართავს პოლიტიკურ სუბიექტებს ნუ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს და ნუ განახორციელებენ რაიმე ფორმით ზემოქმედებას ამომრჩევლის ნებაზე.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 მარტი 2016 12:58

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა .დიდი მოცულობის კლდის მასა  სოფელ ციცხვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოიშალა. 

მომხდარის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 

უწყების წარმომადგენლების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დღის მეორე ნახევარში აღდგება .

საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 თებერვალი 2016 10:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: 

  • ლიპყინულის  გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  • უდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
  • მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
  • ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს:

  • თოვისა და ლიპყინულის გამო,  ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურისსაავტომობილო გზის კმ37-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.
  • დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  კმ100-კმ173 (ლახამურა-კალა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.  კმ1-კმ30   (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 10:38

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის  138-ე და 157-ე კილომეტრზე ,ინტენსიური თოვის გამო 

მისაბლმელიანი და ნახევდრადმისაბმელიანი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დანარჩენი სახის ავტოტრასპორტის მოძრაობა ამ მონაკვეთზე თავისუფალია. ასევე გზის დარჩენილ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვებია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზებზეც.

საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური - კობის მონაკვეთზე შეზღუდული ხილვადობის გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვებია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური და კობი-ლარსის მონაკვეთზე.

თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის მე-100-ე და 188-ე კილომეტრზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვებია კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე.ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.  

 

საავტომობილო გზებზე შეზღუდვები გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 12:13

საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდვები მოქმედებს.  ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ71 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთზე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის თავისუფალია.

მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების 3 მონაკვეთზე: თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. ინტენსიური წვიმების შედეგად გამოწვეული ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ173-კმ188 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ70-კმ172 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ69 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა (ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ინფორმაციას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 17:49

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავტოტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით შეზღუდვებს აწესებს. 
როგორც "ნიუსდეის" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი, თოვლი, სუსტი ხილვადობა) შეზღუდვებს აწესებს: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94–კმ110 (ნარდევანი–როდიონოვკა (ფარავანი) ). მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ80-კმ136 (მლეთა-დარიალის ხეობა) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
დიდთოვლობის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ147-კმ188 (მულახი-უშგული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 22 ნოემბერი 2015 17:15

ფარავნის უხელტეხილზე მოძრაობა გაიხსნა. კოდა ფარცხისი მანგლისი წალკა ნინოწმინდის საავტომობილო გზის ტიკმონტაჟის მონაკვეთზე მოძრაობა 2 დღიანი გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ აღდგა. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ,მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნინოწმინდამდე მოკლე გზით მივიდნენ. როცა აღნიშნული მონაკვეთი დაკეტილია მაშინ მოძრაობა შესაძლებელია ხაშური -ახალციხე -ნინოწმინდის გზაზე ხორციელდება . 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური