დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 10:10

ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ყველა ძირითად ასპექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სტრატეგიული მხარდამჭერი ყველა საკითხში, რაც აქტუალურია აშშ-ის დღის წესრიგში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შედგა შეთანხმება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ერთობლივი მოქმედებების გეგმებზე.

პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ახალი გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს ახალ გეოპოლიტიკურ სურათში და ამ მხრივ აშშ-ის ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოითქვა სურვილი, რომ ახალი რეალობების გათვალისწინებით, ამ სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

დავით ზალკალიანისა და ფიონა ჰილის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. დავით ზალკალიანის განცხადებით შეხვედრაზე ამერიკული მხარემ დააფიქსირა, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საკითხების ფართო სპექტრს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა, რისი დასტურიცაა  რესპუბლიკელი კონგრესმენის ფრენსის რუნის ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია.

მაიკ პენსი: „აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პარტნიორობას და ვუთხრათ ქართველ მეგობრებს, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017 10:44

„ჩვენ თქვენს გვერდზე ვდგავართ იმიტომ, რომ ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“. შესაბამისად, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით. აქ აშშ-ის პრეზიდენტის დავალებით ვიმყოფები, რათა მადლობა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოს თავისუფლების დასაცავად უწევთ. თქვენ საუკეთესონი ხართ! აშშ და საქართველო საერთო ღირებულებებს იზიარებენ, რაც თავისუფლებისკენ სწრაფვას გულისხმობს. აქ ვდგავართ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ურყევ პარტნიორობას და ქართველ მეგობრებს ვუთხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე.

სიტყვით მიმართვისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა სწავლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა: „ერთობლივი წვრთნები ამის ნათელი გამოხატულებაა. იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ძლიერები გავხდეთ, „ღირსეული პარტნიორი 2017“  თავს უყრის საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს. ეს საშუალებას აძლევს საქართველოს თავი დაიცვას მომავალში, აძლევს საშუალებას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების მონაწილე გახდეს. გარწმუნებთ, რომ ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე“.

მაიკ პენსმა ავღანეთში დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელებიც  გაიხსენა და ხაზი გაუსვა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ხალხს მუდამ ემახსოვრება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააჟღერა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში არცერთ ქვეყანას არ მიეცემა უფლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ქართულ და ამერიკულ სამხედრო ქვედანაყოფებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიესალმნენ. „ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდი-გვერდ იმყოფებიან ქართულ მიწაზე ჩვენი ღირსების, უსაფრთხოების და თავისუფლების დასაცავად. ამიტომაც ბრძანდებით ღირსეულები და თქვენი პარტნიორობა ჩვენი  საერთო კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება მრავალეროვნული სწავლებისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა: „სახელწოდება - „ღირსეული  პარტნიორი“  შემთხვევით არ შერჩეულა. ეს სახელი, ჩვენმა სამხედროებმა  იმ წვლილისთვის, სანდოობისა და თავდადებისთვის დაიმსახურეს,  რომელიც მათ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეაქვთ. ამ გამოწვევების წინაშე მდგარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე დემოკრატიული განვითარების მტკიცე მხარდაჭერაა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში“.

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გამართული ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს პირადად გაესაუბრა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე სამხედროებთან შეხვედრით მაიკ პენსმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 16:27

 შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო.ყურადღება გამახვილდა იმ მძიმე წინასაარჩევნო ფონზე რაც ხელისუფლებამ შექმნა საქართველოში და იმ ტრაგიკულ ვითარებაზე რომელიც ყოველდღიურად მძაფრდება უკანონო ბორდერიზაციით, მოსახლეობის მძევლად აყვანით, მათი მკვლელობით საოკუპაციო ხაზზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.გაიმართა შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორ - ელჩ ჯონ ჰერბსტთან. შემდგომში მოლაპარაკებები გაგრძელდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ სეშენსთან და კონგრესის დაზვერვის კომიტეტის საკომუნიკაციო დირექტორ ჯეკ ლანგერთან.

 
 
 
 

შეერთებული შტატები უკრაინის პარლამენტს მოკლე დროში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 აპრილი 2016 09:53

შეერთებული შტატები უკრაინის პარლამენტს მოკლე დროში მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისკენმოუწოდებს. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მარკ ტონერმა გააკეთა."ჩვენ გვჯერა, რომ ახალი კაბინეტი მხარს დაუჭერს ქვეყნისთვის საჭირო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და მსოფლიო სავალუტო ფონდის და ევროკავშირის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს"– განცხადა მარკ ტონერმა.უკრაინის პრემიერის გადადგომას გამოეხმაურნენ თეთრ სახლშიც.“თეთრი სახლის ადმინისტრაცია დიდი ხანია აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. პრემიერმა იაცენიუკმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაშინ როდესაც ქვეყანა რთული გამოწვევების წინაშე იდგა. ის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი იყო,” - განაცხადა თეთრი სახლის პრეს მდივანმა, ჯოშ ერნესტმა.

ძლიერი შტორმი შეერთებულ შტატებში-არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 13:29
ძლიერმა შტორმმა შეერთებული შტატების სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებს გადაუარა. სტიქიამ ყველაზე მეტად ვირჯინია დააზარალა. არის მსხვერპლიც. 3 ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბავშვი, იმ დროს დაიღუპა, როდესაც მათი საცხოვრებელი ქარმა წაიღო. დაზარალებულ რეგიონებში ვირჯინიის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. უამინდობის გამო სტიქიის ზონაში ამ დრომდე შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა. სასწავლო პროცესი შეწყდა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის, ჯორჯიისა და ფლორიდის შტატებშიც.

შეერთებული შტატების წინასაარჩევნო პრაიმერის პირველადი შედეგები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 10:32

შეერთებული შტატების ნიუ ჰემფშირის შტატში პრაიმერისის პირველადი შედეგებით გამარჯვება მილიარდერმა დონალდ ტრამპმა და სენატორმა ბერნი სანდერსმა მოიპოვეს. ამ უკანასკნელმა დემოკრატების კანდიდატი კლინტონი დაამარცხა.

რესპუბლკელების მხრიდან კი დონალდ ტრამპის გამარჯვება მას ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ნიუ ჰემფშირი აიოვას შემდეგ მეორე შტატია, სადაც კანდიდატები წარადგინეს. აიოვაში კი გამარჯვება ჰილარი კლინტონმა და ტედ კრუზმა მოიპოვეს.

პოპულარული

« აპრილი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური