საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა დახმარება გაუწია 1000 დაბალშემოსავლიან ოჯახს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 მაისი 2020 12:37

COVID19-ის პანდემია არის ტესტი ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებისთვისაც. დღეისათვის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია კოროვირუსული პანდემიის ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს, სოციალური იზოლაციის პერიოდში დაბალი შემოსავლისა და დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი არის ერთ-ერთი იმ ორგანიზაცითაგანი, რომელიც თანმიმდევრულად და სისტემატურად ახორციელებს კამპანიას დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების დასახმარებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენტაციების გათვალისწინებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, 23 მარტიდან ქვეყნის მაშტაბით პირველად მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადდა მკაცრი საგარანტინო რეჟიმი.

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დახმარება გაუწია მარნეულში (250 ოჯახი), ბოლნისში (150 ოჯახი), თელავში (100 ოჯახი), საგარეჯოში (100 ოჯახი), ლაგოდეხში (100 ოჯახი), დმანისში (100 ოჯახი), გარდაბანსა (100 ოჯახი) და რუსთავში (100 ოჯახი) მცხოვრები, დროებით სირთულეების წინაშე დამდგარი დაბალშემოსავლიან ოჯახებს.

დახმარების აქციების ჩასატარებლად ოფიციალური წერილებით მივმართედ მარნეულის, ბოლნისის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხის, რუსთავის, გარდაბნის და დმანისის მერებს. შემდეგ, სასურსათო პაკეტები, რომელშიც შედიოდა ფქვილი, ბრინჯი, მაკარონი, ვერმიშელი, წიწიბურა, შაქრის ფხვნილი, შაქარი, ზეთი, მარილი და ჩაი, ადრესატთან მიტანის მიზნით გადავეცით ამ მერიების წარმომადგენლებს.

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილმა, ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარემ კ. ჯამბურიამ და საგარეჯოს მერიამ თავიანთი facebook გვერდებიდან საქველმოქმედო აქციისთვის მადლობა გადაუხადეს საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს.

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილის მადლობის სტატუსზე ნათქვამი იყო: „საქველმოქმედო აქციას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა“ ჩვენი მოქალაქეებისთვის 150 სასურსათო პაკეტი გადმოგვცა. სურსათი ქვემო ბოლნისში, ფარიზისა და ზვარეთში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს დაურიგდა. მსურს, „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს“ ქველმოქმედებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. საკარანტინო მდგომარეობისას ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასამთავრებო სექტორის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ერთობლივი ძალებითა და მსგავსი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, კორონავირუსის პანდემიას უმოკლეს დროში გავუმკლავდებით“.

ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კ. ჯამბურიამ კი აღნიშნა, რომ შექმნილს სიტუაციაში არასამტავრობო სექტორის მხარდაჭერა ძალზედ მნიშვნელოვანია: „ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს. ერთობლივი ძალისხმევით უმოკლეს დროში დავამარცხებთ კორონავირუსულ პანტემიას“.

საგარეჯოს მერიის მადლობის წერილში ნათქვამი იყო: „საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა საგარეჯოს მერიას, 100 დაბალშემოსავლიან ოჯახებისთვის გადასაცემათ გადმოსცა სასურსატო პაკეტები. საციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში საგარეჯოს თვითმმართველობამ პირველ ეტაბზე 1500 ოჯახს, ასევე კერძო სექტორის მხარდაჭერით 130 დაბალშემოსავლიან ოჯახს გაუწია დახმარება. საგარეჯოს მერია მადლობას უხდის კორონავირუსთან ბრძოლაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებსა და ბიზნესმენებს.

მოგახსენებთ, რომ საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრი 2019 წლის 3 აპრილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის მხარდაჭერით დაიწყო თავისი საქმიანობა.

დიაბეტის სიმპტომები და მისი მკურნალობის გზები-რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 18:17

დიაბეტი, ეს არის სისხლში მუდმივად, შაქრის მაღალი დოზა. არსებობს მისი ორი კატეგორია:
– ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინის ჰორმონს. ეს მარეგულირებელი ქიმიური ნივთიერება შაქარს ნახშირწყლებიდან უჯრედებად გარდაქმნის. პირველი ტიპის დიაბეტით დაავადებულებს სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. ორგანიზმი ანადგურებს იმ უჯრედებს, რომლებიც გამოიმუშავებენ ინსულინს. დიაბეტის ეს ტიპი ვითარდება ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში და ასეთ შემთხვევაში, ინსულინის დღიური მიღება აუცილებელია.

– მეორე ტიპის დიაბეტის შემთხვევაში, ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს ინსულინს ან ვერ იყენებს მას სწორად. სიმპტომები, როგორც წესი, გამოვლინდება ხოლმე მოზრდილობაში. დიაბეტის ეს ფორმა ყველაზე გავრცელებულია და ინსულინის ყოველდღიური მიღება არაა საჭირო. როგორც დაავადება, მისი მართვა შედარებით იოლია.

თანამედროვე ცხოვრება, დიაბეტით დაავადებულთათვის, იძლევა იმის საშუალებას, რომ პაციენტებმა სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრონ.

დიაბეტმა შესაძლოა, გამოიწვიოს სხვა სახის დაავადებებიც,მათგან პრევენციის მიზნით , აუცილებელია შემდეგი რჩევების გათვალისწინება :

დიაბეტით დაავადებულმა ადამიანებმა უნდა მიიღონ ვიტამინებით სავსე საკვები. როგორიცაა:

– ბოჭკოვანი საკვები: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული და ხორბლეული

– გულისათვის სასარგებლო ცხიმი: თხილი, კაკალი, მარცვლეული, ავოკადო, თევზი

– ნაკლებად ცხიმოვანი საკვები: ყველი, დაბალი ცხიმიანობის მქონე რძე, იოგურტი

– ნატრიუმის დაბალი დოზის შემცველი საკვები

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ნახშირწყლებით სავსე საკვების მიღებასაც. ხოლო, შაქრის შემცველი სასმელის დალევა უნდა აიკრძალოს.

მოწევის დოზის შემცირება აუცილებელია. 

ვარჯიში

ვარჯიშის შედეგად, ორგანიზმი ინსულინს უფრო იოლად გამოიმუშავებს. ფიზიკური აქტივობა შაქარს უჯრედებად გარდაქმნის და ხელს უშლის მის სისხლში დატოვებას. არსებობს მოსაზრება, რომ შესაბამისი დიეტა და ვარჯიში დიაბეტისგან განკურნების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. შედეგად:

– მცირდება წნევა და ქოლესტერინი დონე

– ორგანიზმში მიმდინარეობს მბრუნავი ცირკულაცია

– ორგანიზმი თავისუფლდება ზედმეტი წონისგან

– მცირდება სტრესის დონე

– ძლიერდება კუნთები და ძვლები

– ჯანსაღი გულ-სისხლძარღვთა სისტემა

დიაბეტით დაავადებულმა პაციენტმა ყოველდღიურად, 30 წუთის განმავლობაში მაინც უნდა ივარჯიშოს. თავდაპირველად, ფიზიკური აქტივობა უნდა გრძელდებოდეს მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში და ნელ-ნელა, გაიზარდოს. შემდეგში, შესაძლებელია, რომ 30 წუთი დაიყოს 10-10 წუთად. ვარჯიშის უსაფრთხო ფორმებია: ფეხით სიარული, ცურვა, ცეკვა, იოგა და ველოსიპედით სიარული.

სისხლში შაქრის დონე უნდა გაკონტროლდეს ვარჯიშის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ, ეს ეფექტს გამოავლენს.

ექიმები აცხადებენ, რომ ფიზიკური აქტივობა არაა საჭირო მაშინ, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმაზე დაბალი ან მაღალია. ვარჯიშის ნაცვლად, შეგიძლიათ, 15 გრამი ნახშირწყალი მიიღოთ. მაგალითად:

– ხილის პატარა ნაჭერი

– 1 ფინჯანი ნატურალური იოგურტი

– 1 ფინჯანი მოხდილი რძე

– გრანოლას ბატონი

თუ ფიზიკური დატვირთვა ერთი საათის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, საუზმე უნდა შედგებოდეს ნახშირწყლებისა და პროტეინისგან. პროტეინი ანელებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის პროცესს.

რა უნდა მიირთვათ საუზმედ, თუ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას ეწევით:

– 5 ცალი მთლიანი მარცვლეულის მქონე კრეკერი და 4 ცალი კამათლის ზომის ყველის კუბი

– 5 ცალი მთლიანი მარცვლეულის მქონე კრეკერი და 1 ს/კ არაქისის კარაქი

– ¼ ფინჯანი ხაჭო და 1 ფინჯან ხილთან ერთად

– ბრინჯის ღვეზელი, 1 ს/კ არაქისის 

 კარაქთან ერთად.

როდესაც გლუკოზის დოზაა 3 kg / m3 , შესაძლოა, ვარჯიში სარისკო იყოს, ორგანიზმს კი მოუწიოს, ცხიმის გამოყენება, ინსულინის დაბალი დოზის შესავსებად. ამიტომ, ვარჯიშისთვის იდეალურ მდგომარეობას, ექიმი გადაწყვეტს.

დიბეტით დაავადებულმა ადამიანებმა ექიმს ყოველ 6 თვეში ერთხელ უნდა მიაკითხონ. აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს:

– წნევა-ჰიპერტონია გულზე დატვირთვას აძლიერებს. ამან შესაძლოა, გმაოწვიოს ინფარქტი, გულის შეტევა, თირკმელების დაავადებები და ბუნდოვანი ხედვა.

– A1C სისხლის გლუკოზა-აკონტროლებს სისხლში შაქრის შემცველობას, 3-თვიანი ინტერვალებით

ასევე, პაციენტებმა ყოველწლიურად უნდა გაიკეთონ გრიპის ვაქცინაცია. პნევმონიის ვაქცინა უნდა გაიკეთონ ადამიანებმა 65 წლიდან და ზემოთ, მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში. გამონაკლისის შემთხვევაში, თუ ადამიანმა პნევმონიის ვაქცინა 65 წლამდე გაიკეთა, მაშინ, ეს უნდა განმეორდეს ხუთი წლის შემდეგაც.

გრიპის ვაქცინა უნდა გაიკეთონ დიაბეტით დაავადებული ადამიანის ოჯახის წევრებმაც. ამისათვის, საუკეთესო დრო სექტემბერია. ხოლო, პნევმონიის აცრის გაკეთება წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

 აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი

დიაბეტით დაავადებულების უმრავლესობამ, გლუკოზას დოზა დღეში ორჯერ უნდა გააკონტროლოს.

ხედვის გართულება

სიბრმავისგან თავის დასაცავად, პაციენტებმა უნდა:

– აკონტროლონ სისხლში შაქრის შემცველობა

– შეამცირონ მოწევა

– პერმანენტულად უნდა ესტუმრონ ოფთალმოლოგს

ოფთალმოლოგი შეამოწმებს:

– გლაუკომას დონეს-მაღალი ოკულარული წნევა აზიანებს თვალის სისხლ-ძარღვებს, რომლებიც კვებავენ ოპტიკურ ნერვსა და თვალის ბადისებრ გარსს
– კატარაქტას რისკს-ფარავს თვალის ლინზას და ბლოკავს ოპტიკურ სინათლეს.

ხედვის პრობლემების სიმპტომებია:

– შავი ლაქები

– ვიზუალური ხვრელები

– სუსტი ჩრდილები

თირკმელების დაავადება

გლუკოზის მაღალმა დოზამ შესაძლოა, თირკმელების სისხლ-ძარღვები დააზიანოს. შესაბამისად, წყალი და მარილი აღარ გამოიდევნება. თირკმელების დაავადების სიმპტომებია:

– საშარდე ტრაქტის ინფექცია

– ღამით, ხშირი შარდვა

– გულისრევა და ღებინება

– მადის დაქვეითება

– სისუსტე და დაღლილობა

– ფერმკრთალობა

– ქავილი

– კუნთების დაჭიმვა

ნერვული სისტემის დაზიანება

არსებობს ნევროპათიის რამდენიმე სახეობა. სიმპტომები მოიცავს: ტკივილს, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს, თავბრუსხვევას, ცხელებას, ყურებში ხმაურს, სისუსტესა და სხვ.

პირის ღრუს დაავადებები

როდესაც კბილები და ღრძილები სისხლით საკმარისად არ მარაგდება, ისინი ინფექციის წყარო ხდება. ეს კი ღრძილების დაავადების წინაპირობაა.

პაციენტებმა ხშირად უნდა იარონ სტომატოლოგთან, 6 თვეში ერთხელ მაინც. ხოლო, თუ ღრძილების დაავადება აწუხებთ, 4 თვეში ერთხელ.

დაიცავით ჰიგიენის ნორმები: კბილები დღეში 2-ჯერ, 2 წუთის განმავლობაში უნდა გაიხეხოთ, ფთოროვანი ნაერთის შემცველი კბილის პასტით. ასევე, უნდა გაიწმინდოთ ენაც.

კანის დაავადებები

კანის დაავადებების უმეტესობა იოლად იკურნება, თუ მას დროულად აღმოვაჩენთ. ამისათვის, გამოიყენება საცხები და აბები. ასევე, მზისგან დამცავი საცხი.

ფეხების მოვლა

პაციენტებმა ფეხები ყოველდღე უნდ დაიბანონ და გაიშრონ. არ უნდა იარონ ფეხშიშველებმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური