ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გენდერული თანასწორობისადმი მიძღვნილ კონკურსში დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 11 მარტი 2017 13:57
2017 წლის 9 მარტს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამორჯვებულები გამოვლინდნენ. ესენი არიან - კომპანია „ჯეოსელი“, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსიდა კომპანია „დიო“. ღონისძიება გახსნეს და გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ საქართველოში ნიკოლას ბერლინელმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ერიკა კვაპილოვამ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ჯილდო „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შემდეგი მიღწევებისთვის გადაეცათ: აქტიურად უწყობს ხელს გენდერულ თანასწორობას და ქალების მონაწილეობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში. დასაქმებაში გათვალისწინებულია გენდერული ბალანსი და აკადემიური თანამდებობის 40% ქალებს უკავიათ. უნივერსიტეტის ხუთი ფაკულტეტიდან კი - ოთხს ქალი ხელმძღვანელობს. თანამშრომლებს ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამებში, როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. უნივერსიტეტი აფინანსებს სოციალურად დაუცველი ქალების და განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტების სწავლას. დასაქმების პოლიტიკა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ზღუდავს სამუშაოს მაძიებლების სქესს, ასაკსა და ფიზიკურ მონაცემებს. ოჯახური ვალდებულებების მქონე და ორსული ქალები მეტი შეღავათებით სარგებლობენ, სახელფასო პოლიტიკა თანაბარი სამუშაოსთვის თანაბარ ანაზღაურებას უზრუნველყოფს. კონკურსი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერ შემუშავებული ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზების მიზნით. კერძოდ, აღნიშნული კონკურსი ეძღვნება ს მეოთხე პრინციპის - ქალების განათლების, სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ბიზნესში გენდერული თანასწორობისთვის - პოპულარიზებას. აღნიშნული პრინციპი პასუხობს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ძირითად ამოცანას - უზრუნველყოს ქალები თანაბარი შესაძლებლობებით.

ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 17 დეკემბერი 2016 21:53

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოცილურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის საჯარო ლექცია - "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე" გაიმართა.
საჯარო ლექცია ჩატარდა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში.
სტუმარმა სტუდენტებთან ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების, საქართველოს და ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
“უკვე მეორედვარ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ჩემთვის დიდი პატივია სტუდენტებთან შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე მათ შორის ევროკაშირისა და საქართველოს ურთიერთბებზე. შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ინფორმირება მიმდინარე ფროცესებზე„- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 10:31

სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელძღვანელი უილიამ ლეჰიუ ეწვია.
უილიუმ ლეჰიუ უნივერსიტეტში სტუმრობისას შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს ილიას ჩილოღლუს და გაეცნო უნივერსიტეტის საქმიანობას.
სტუმარმა შემდეგ შეხვდა სტუდენტებს და ნატოს სამეკავშირეო მისიის და ზოგადად ორგანიზაციის მნიშვნელობაზე, ნატო - საქართველოს ურთიერთობასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მაღალი რანგის სტუმრისგანდამატებითი ინფორმაცია მოეპოვებინათ და პრობლემატურ საკითხებზე შეკითხვები დაესვათ მისთვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ამერიკის საელჩოს მხარდამჭერით ამერიკისმცოდნეობის კონფერენცია ჩაატარა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 21:11

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-9 ყოველწლიური საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის გახსნაზე სიტყვით ამერიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ბატონი ნიკოლას ბერლინერი გამოვიდა.

ნიკოლას რ. ბერლინერმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რასაც საელჩო დიდად აფასებს და მრავალნაირ მხარდაჭერას უცხადებს, იქნება ეს ძვირადღირებული სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკით უზრუნველყოფა, თუ მაღალი რანგის ამერიკელი ექსპერტების და ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორების მოწვევა, მათ შორის ფულბრაიტის პროგრამის მეცნიერებისა. გარდა ამისა, საელჩო ამერიკისმცოდნეობის სტუდენტებს ყოველწლიურად პროექტებსა და ყველა საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში რთავს.

 

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ''სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 21 სექტემბერი 2016 19:28

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პირველ საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ''სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა.
20-21 სექტემბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ამა წლის 17-25 სექტემბერს დაგეგმილ თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი (ბაქო, აზერბაიჯანი)), ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ''ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში“ (HALC-2016).
ღონისძიებაში 100-მდე გამომსვლელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ასევე, ირანიდან, ეგვიპტიდან და ინდოეთიდან.
კონფერენციიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და მანჩესტერის სამეცნიერო ტექნოლოგიისა და ცივილიზაციის უნივერსიტეტის პროფესორი სალიმ აიდუზი.

IBSU-ს ბოულინგის ჩემპიონატი მედიისთვის

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 21:25

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით ''IBSU-ს ბოულინგის ჩემპიონატი მედიისთვის 2016'' გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას 10-ზე მეტი ქართული მედიასაშუალების წარმოამდგენელი იღებდა.
ჩემპიონატის გამარჯვება და IBSU-ს თასი წილად ხვდა ტელეკომპანია რუსთავის 2-ს (721ქ.), მეორე ადგილი News Day Georgia-ს გუნდმა დაიკავა (547ქ.), ხოლო მესამე ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდს ერგო (508ქ.).

აღნიშნული ჩემპიონატი ტრადიციული ხასიათისაა და მომავალშიც გაიმართება. 

კულტურის ფესტივალი შავი ზღვის უნივერსიტეტში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 24 მაისი 2016 17:28

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით მე-3 კულტურის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში უნივერსიტეტის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებმა ეროვნული სამოსი, ფოლკლორი, კერძები და სუვენირები წარმოადგინეს.

შავი ზღვის სერთშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე 11 საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 21 მაისი 2016 23:22

20-21 მაისს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია ''ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა და მეცნიერებებში''გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 19 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობას. 93 სამეცნიერო ნაშრომს 145 მომხსენებელი წარადგინეს.  
ღონისძიების პარტნიორები არიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩინეთი).
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან, ასევე, კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც ჩატარდა.

აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016 17:46

20 მაისს,10:00საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენცია''ინოვაციები ბიზნესში, განათლებასა და მეცნიერებებში'' გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 19 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს, 93 სამეცნიერო ნაშრომს 145 მომხსენებელი წარადგენს.

ღონისძიების პარტნიორები არიან: ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, სახელმწიფო სერვისების განვითარებისსააგენტო და ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ჩინეთი).

კონფერენციაზე მოწვეულნი არიან კერძო, საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აბრეშუმის გზის მე-11 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება.

 

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 18 ქვეყნის მონაწილეობით განათლების კონფერენცია ჩაატარა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 14:09

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით მე-6 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც განათლების, ინგლისური ენის სწავლების, ინგლისური ენისა და ინგლისურენოვანი ლიტერატურის საკითხების კვლევას ეძღვნებოდა.
ყოველწლიური კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს მკვლევარებს, პრაქტიკოსებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს იმსჯელონ და განიხილონ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, დაძლიონ გამოწვევები, განვითარდნენ პროფესიულად, გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტი გამოცდილი და ცნობილი პედაგოგი, პროფესორი, განათლების სპეციალისტი, რომლებიც წარმოადგენენ 18 ქყვეყანას: საქართველო, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, ეგვიპტე, ესპანეთი, კანადა, აზერბაიჯანი, უკრაინა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ირანი, ერაყი, ყაზახეთი, ჩინეთი, ომანი, იორდანია, თურქმენეთი, ნიგერია, რუსეთი.
წარმოდგენილი ნაშრომები მოიცავენ საინტერესო შემდეგ თემებს:
• განათლება (ისტორია, ფსიქოლოგია, განათლების თეორიული საკითხები)
• სასწავლო გარემოს მენეჯმენტი
• განათლების ლიდერობა, მენეჯმენტი და ადმინისტრირება
• უცხოური ენების სწავლების მეთოდები (სიახლეები და ეფექტუროაბ)
• საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
• ანგლო-ამერიკული ლინგვისტიკა და ლიტერატურა
• ენა და კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური