შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2 თვის განმავლობაში 400-ზე მეტი დევნილი შეიფარა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019 11:29

2008 აგვისტოს მოვლენების დროს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა 2 თვის განმავლობაში შეიფარა 400-ზე მეტი დევნილი. შეუქმნა მათ საცხოვრებელი პირობები, უზრუნველეყო კვებით, პირველადი დახმარების საშუალებით.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მრავალი თვეების განმავლობაში დევნილებს უწევდა დახმარებას, იმ კომპაქტურ დასახლებაშიც, სადაც ისინი შემდგომში გადავიდნენ საცხოვრებლად.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს სასწავლო გრანტს!

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 15 იანვარი 2018 13:47

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩაატარებს ოლიმპიადას. ოლიმპიადაში გამარჯვებულები, თუკი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოისურვებენ ჩაბარებას, სწავლის გადასახადის 100 % -იან, 75%-იან და 50 %-იან დაფინანსებას მიიღებენ.

ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ საგნებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავს 3 საგანში ტესტირებას: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა. ჰუმანიტარული მიმართულება, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, მარნეულისა და მიმდებარე რაიონების ნებისმიერ მე-12 კლასის მოსწავლეს სრულიად უფასოდ შეუძლია.

ტესტებზე პასუხების გასაცემად 100 წუთი იქნებათ მოსწავლეებს და 75 კითხვისგან შედგება. გამარჯვებულები დაჯილდოვდებებიან Ipad-ით, უახლესი მოდელის ტელეფონით, ყურსასმენითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია IBSU-ს 100 % -იანი, 75%-იანი და 50 %-იანი სასწავლო გრანტით.
ოლიმფიადა ჩატარდება 2018 წლის 11 მარტს და დაიწყება 11 საათზე.  რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბუმულზე:

https://abiturienti.ibsu.edu.ge/olympics/

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 12:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე სტუმრობდა და სტუდენტებისთვის საფრანგეთი -საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად ვითარდება.
ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში, ტელევიზია იბერიისთვის მომზადდება სატელევიზიო გადაცემა.

მაშველებმა 12 საათის განმავლობაში შტორმის დროს 31 ადამიანი გადაარჩინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 25 აგვისტო 2017 12:15

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

შსს-ს მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

ამ დროისათვის, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები.

შტორმის დასრულებისთანავე, როგორც კი ზღვაში შესვლა უსაფრთხო იქნება, სანაპირო ზოლზე არსებულ საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება.

თბილისის მერი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 01 მარტი 2017 13:27
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით თბილისის მერის დავით ნარმანიას საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "ადგილობრივი მმართველობის პოლიტ-ეკონომიკური საფუძვლები". აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის ერთობლივი პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში. მომდევნო ორი თვის განმავლობაში გაიმართება საჯარო ლექციების სერია, რომელსაც გაუძღვებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები, ექსპერტები, ადგილობრივი თუ მოწვეული და ლექტორები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადება

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 19 ივლისი 2016 18:58

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეხმაურება ბოლო დროს პრესასა და ტელევიზიაში თურქოლოგ რომან კვიციანის და პოლიტიკოსს ჯონდი ბაღათურიას მიერ უნივერსიტეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უნივერსიტეტს კავშირი აქვს რელიგიური და ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე პირებთან. ეს არის აბსურდი და ემსახურება მათ მიერ გაურკვეველი მიზნების მიღწევას.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სეკულარული უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და თავისუფალია ყოველგვარი იდეოლოგიისაგან. მისი დამფუძნებლები არიან ადგილობრივი და გერმანული იურიდიული პირები.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 21 წელია ემსახურება ახალგაზრდების აღზრდას და ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს კერძო უნივერსიტეტებს შორის. მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ დისკრიმინაციული და ცილისმწამებლური განცხადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი კერძო უნივერსიტეტებს შორის ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს. IBSU-ში 290 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს 19 ქვეყნიდან, გაცვლითი პროგრამით კი სტუდენტები 90-ზე მეტ საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტში ეუფლებიან განათლებას. საერთშორისო დონის განათლება, აკადემიური თავისუფლება და ყოველგვარი იდეოლოგიისგან დაცლილი გარემო, წლებია სწორედ ამან გააერთაიანა ასობით მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი და ათასობით სტუდენტი", - ნათქვამია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური