18 ოქტომბერს ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა გაიხსნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 11:21

18 ოქტომბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიის - ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა გაიხსნა. ამის თაობაზე ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

პარტიის დღის წესრიგი ახალი ხელმძღვანელობის არჩევასა და მომავალი საქმიანობის დაგეგმვას ითვალისწინებს. დელეგატები ყრილობაზე ასევე განიხილავენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მე-18 მოწვევის მოხსენებას, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომისიის ანგარიშს დისციპლინასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წესდებაში შესატან ცვლილებებს.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობაზე ასევე მოსალოდნელია ჩინეთის სახელმწიფოს განვითარების შემდგომი 5 წლიანი გეგმის შემუშავება. ჩინეთში კომუნისტური პარტიის ყრილობა ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება.

ყრილობას 2287 დელეგატი ესწრება, რომელიც პარტიის 89 მილიონ წევრს წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს დელეგაციები წარმოადგენენ 31 ადმინისტრაციულ ერთეულს პროვინციების დონეზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უწყებებს, ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებს, ცენტრალურ ფინანსურ სისტემას, შეიარაღებულ პოლიციას, აგრეთვე ტაივანური წარმოშობის  ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს.

 

18 ოქტომბერს ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა გაიმართება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017 17:25

18 ოქტომბერს ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა გაიმართება და მასში მონაწილეობის მისაღებად პეკინში 38-ივე დელეგაცია სრული შემადგენლობით ჩავიდა. ამის შესახებ უდიდესი ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

ეს დელეგაციები წარმოადგენენ 31 ადმინისტრაციულ ერთეულს პროვინციების დონეზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უწყებებს, ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებს, ცენტრალურ ფინანსურ სისტემას, შეიარაღებულ პოლიციას, აგრეთვე ტაივანური წარმოშობის  ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებს.

2200- ზე მეტი დელეგატი, რომლებიც არჩეულია  89 მილიონი ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის მუშაობაში.

დელეგატები ყრილობაზე განიხილავენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მე-18 მოწვევის მოხსენებას, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომისიის ანგარიშს დისციპლინასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩინეთის კომუნისტური პარტიის წესდებაში შესატან ცვლილებებს.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობაზე ასევე მოსალოდნელია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახალი ხელმძღვანელობის წარდგენა და სახელმწიფოს განვითარების შემდგომი 5 წლიანი გეგმის შემუშავება.

"ქართული ოცნების“ ყრილობას შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრონ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 მაისი 2016 17:28

"მოსაწვევები, რა თქმა უნდა, პარტიას გაგზავნილი აქვს როგორც ბატონ ბიძინა ივანიშვილისთვის - ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ასევე პარტიის ყოფილი თავმჯდომარისთვის, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ორივე დაესწრება ყრილობას,"- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ქართული ოცნების“ ყრილობა ხვალ, 14 მაისს გაიმართება.

 

ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა, ”ქართული ოცნების” ყრილობას დაესწროს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 15 აპრილი 2016 12:23

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა 14 მაისს დაგეგმილ პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობას დაესწროს, - ამის შესახებ, ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაესწრება თუ არა პარტიის ყრილობას ბიძინა ივანიშვილი. 
”ამაზე გუნდში ვიმსჯელებთ. ჯერ არ ყოფილა საუბარი. შეიძლება იყოს მოწვეული სტუმრის სტატუსით”, - განაცხადა კალაძემ.


დარჩება თუ არა "ეროვნული ფორუმი" კოალიციაში რიგგარეშე ყრილობაზე გადაწყდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 მარტი 2016 12:50

დარჩება თუ არა "ეროვნული ფორუმი" კოალიციაში შირიგგარეშე ყრილობაზე გადაწყდება.

,,ეროვნული ფორმუმი” ამ ეტაპზე დელეგატებს ირჩევს, რომლებმაც კოალიციაში დარჩენის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციურ ფორმატში მონაწილეობას გეგმავენ "რესპუბლიკელები". პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე უცვლელია. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ  პარტიებს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა კოალიციის ერთიანობას საფრთხეს არ უქმნის.  

მოდით, ცოტა დავწიოთ ცხვირი, ავწიოთ თავი და წავიდეთ წინ-უსუფაშვილის მიმართვა რესპუბლიკელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 06 დეკემბერი 2015 16:15

მოდით, ცოტა დავწიოთ ცხვირი, ავწიოთ თავი და წავიდეთ წინ, მაშინ გაცილებით მეტი ხალხი გამოგვყვება ჩვენ, - ამ სიტყვებით დავით უსუფაშვილმა დღევანდელ ყრილობაზე "რესპუბლიკური პარტიის" წევრებს მიმართა.
"ცხვირის და თავის აწევა, ეს პრაქტიკულად ერთი და იგივე მოქმედებაა. ამ ამბავს ერთი და იგივე კუნთები უზრუნველყოფს. მაგრამ განსხვავება ძალიან დიდია – ცხვირის აწევის დროს ეს რეცეპტორები ტვინის ერთი უჯრედებიდან მოდის, ხოლო თავის აწევის დროს ეს სიგნალი ტვინის სხვა უჯრედებიდან მოდის. მოდით, ცოტა დავწიოთ ცხვირი, ავწიოთ თავი და წავიდეთ წინ. მაშინ გაცილებით მეტი ხალხი გამოგვყვება ჩვენ", - ამ სიტყვებით დაასრულა დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტიის" დელეგატებისადმი მიმართვა.

"რესპუპლიკური პარტია" დღეს თავმჯდომარეს აირჩევს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 06 დეკემბერი 2015 10:57

რესპუბლიკური პარტია დღეს ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პარტიის მოქმედი თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, ყრილობაზე მოხდება ეროვნული კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის არჩევა, რომლებიც პარტიის მთავრი მმართველი ორგანოებია. მისივე თქმით, დღის ბოლოს ახალი ეროვნული კომიტეტი თავმჯდომარეს აირჩევს.

რესპუბლიკური პარტიის მე-16 ყრილობა საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას 11-ე პავილიონში ,ამ წუთებში დაიწყო

ჩვენი მთავარი ამოცანაა საზოგადოებას პოლიტიკის მიმართ ნდობა დავუბრუნოთ-ირაკლი ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 14:37

"თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს ყრილობა გამართეს, სადაც ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის გამგეობის წევრები და თავმჯდომარე აირჩიეს. 
ჩუღურეთის რაიონულ ორგანიზაციას ლელა ჯოხაძე უხელმძღვანელებს. პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" მიზანი მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებისთვის პოლიტიკის მიმართ ნდობის დაბრუნება და 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებაა. 
"თავისუფალი დემოკრატები" ვძლიერდებით. დღეს ჩვენ ჩუღურეთში ავირჩიეთ გამგეობა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის დავუბრუნოთ საზოგადოებას ნდობა პოლიტიკის მიმართ, იმიტომ, რომ იმედგაცრუებულია თითქმის ყველა. "თავისუფალ დემოკრატებს" გვაქვს შანსი საზოგადოების ნდობა მოვიპოვოთ და გავიმარჯვოთ არჩევნებზე. ყველა პარტიულ ორგანიზაციას ჩვენ დიდი დაკვირვებით ვქმნით იმიტომ, რომ პარტიის წარმატება სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 
ირაკლი ალასანიას თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" უახლოეს მომავალში თბილისის მასშტაბით კიდევ სამი რაიონული ორგანიზაციის შექმნას გეგმავს. 

"დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 22 ნოემბერი 2015 16:01

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების დებულება და თავმჯდომარეობის კანდიდატები დაამტკიცეს პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის რაიონული ორგანიზაციები, დებულების შესაბამისად, მუშაობას სრული დატვირთვით განაგრძობენ.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია საოლქო პარტიული კონფერენციების შესახებ, რომელიც 9 რაიონში ჩატარდა. კონფერენციებზე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები აირჩიეს. საოლქო პარტიული კონფერენციები წლის ბოლომდე ყველა რაიონში ჩატარდება.

სასტუმრო "ჰოლიდეი ინთან" სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
შაბათი, 03 ოქტომბერი 2015 14:47

სასტუმრო „ჰოლიდეი ინთან“ მცირე დაპირისპირება მოხდა რეზი არველაძის ძმას შოთა არველაძესა და ლევან კობიაშვილის მხარდამჭერებს შორის. შოთა არველაძემ აქციაზე შეკრებილებს მიმართა და ჰკითხა თუ ვის დავალებებს ასრულებენ ისინი. „ნიუსდეის“ კორესპოდენტის ინფორმაციით, არველაძემ ასევე ჟურნალისტებს მიმართა "რატომ დააკავეს ერთი დელეგატი, რატომ მოხსნეს 10 დელეგატი და რატომ ჩაჩეხეს ყველა; ჟურნალისტები არ ხართ?! გაარკვიეთ!"

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი პასუხად უთხრა არველაძეს, რომ „"როცა ბიჭებს იჭერდნენ, მაშინ არველაძეები გაჩერებულები იყვნენ".

აქციაზე ინციდენტი ამოწურულია. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური