რატომ იმსახურებს ყურადღებას უკრაინის ბრძოლა კორონავირუსთან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 13 მაისი 2020 10:39

ერთი შეხედვით, არაფერია განსაკუთრებული იმაში, თუ როგორ ებრძვის უკრაინა კორონავირუსს. სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია, რა მოხდება შემდეგ, არსებობს რაღაც უკრაინის ეპიდემიასთან ბრძოლაში, რაც იმსახურებს ყურადღებას.

ერთი შეხედვით, უკრაინის კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული არაფერია. ამჟამინდელ ეტაპზე, უკრაინაში ეპიდემიის მასშტაბები უფრო მცირეა, ვიდრე ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. იგი არ შედის იმ ქვეყნების სიაში, სადაც ეპიდემიით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია; დაღუპულთა რიცხვმა ახლახანს მიაღწია 100-ს (დღეში 5-დან 10 გარდაცვალებამდე). შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი 20 000-ს უტოლდება, დაახლოებით იგივე ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში, ხოლო გერმანიაში ეს მაჩვენებელი 3000-ზე მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რა მოხდება შემდეგ, უკრაინის კორონავირუსთან ბრძოლაში არსებობს რაღაც, რაც იმსახურებს ყურადღებას. საკვანძო მომენტი: მკაცრი საკარანტინო წესები ქვეყანაში ძალიან სწრაფად შემოიღეს. იგი 11 მარტს გამოცხადდა და ამ დროისთვის მხოლოდ ერთი (!) ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. უკრაინამ დახურა თავისი საზღვრები მარტის შუა რიცხვებში, როდესაც დაფიქსირდა ინფიცირების 10-ზე ნაკლები შემთხვევა, ხოლო ვირუსის შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ამგვარი ადრეული რეაქციის ახსნა მარტივია: უკრაინელებს საფრთხეების ეშინიათ. ისინი უდგებიან მათ სერიოზულად, საფრთხეები მათ ექმნებათ ხშირად, მათ კარგად ესმით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სწრაფად უნდა იმოქმედონ. უკრაინელები არც ისე კარგად იცნობენ უსაფრთხოების განცდას, ისინი ცხოვრობენ მუდმივი საფრთხეების ატმოსფეროში და ხშირად ურჩევნიათ იმოქმედონ ძალიან ადრე, ვიდრე ძალიან გვიან.

ევგენი გლებოვიცკის, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოაზროვნეს, უკრაინელი ინტელიგენციის წარმომადგენელს, უყვარს გამეორება, რომ უკრაინელები ალბათ მსოფლიო ჩემპიონები არიან გადარჩენის კუთხით. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სურვილები საერთო ღირებულებებია უკრაინელებისთვის, და ისინი ენობრივ, პიროვნულ, რელიგიურ და ეკონომიკურ წინააღმდეგობებსაც კი აღემატება.

მსოფლიო ფასეულობების რეიტინგის მონაცემების თანახმად, უკრაინას  რაციონალური ფასეულობები უფრო ურჩევნია, ვიდრე ტრადიციული; მაგრამ ის ნაკლებად აფასებს თვითგამოხატვის შესაძლებლობებს და ძალზედ მაღალი აქვს გადარჩენის ინსტიქტი. ეს ნიშნავს, რომ უკრაინელები, მართალია, უფრო რაციონალურები არიან, მაგრამ ისინი არჩევანს თვითგადარჩენაზე გააკეთებენ და არა განვითარებაზე.

ეს გასაგებია, თუ გავიხსენებთ უკრაინის ისტორიის თავისებურებებს. 1932-1933 წლების სტალინური „შიმშილობის“ შედეგად უკრაინამ დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი დაკარგა; დაახლოებით მილიონი ადამიანი გარდაიცვალა შიმშილით 1920-იან და 1946-1947 წლებში. მეორე მსოფლიო ომის დროს ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა მეოთხედით: დაახლოებით 10 მილიონი ადამიანით, რომელთაგან 3 ან 4 მილიონი დაიღუპა, იბრძოდნენ რა წითელი არმიის რიგებში; ჰოლოკოსტის 6 მილიონი მსხვერპლიდან 1 მილიონი უკრაინიდან არის. მილიონობით უკრაინელი დაიღუპა „გულაგში“, 1930-იან წლებში თითქმის მთლიანად განადგურდა უკრაინული ინტელიგენცია და მრავალი ცნობილი დისიდენტი დევნილთა ბანაკებში გადაასახლეს ე.წ. "ხრუშჩოვის დათბობის" პოლიტიკის შემდეგ.

2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმისა და უკრაინის დონბასის ნაწილების ოკუპაციამ და მას შემდეგ თითქმის ყოველდღიურმა ცნობებმა ფრონტის ხაზზე დაღუპულთა შესახებ, დღეს კიდევ უფრო გაზარდა დაუცველობის განცდა, რაც უკრაინულ საზოგადოებას კიდევ უფრო აფერხებს. გარდა ამისა, ამჟამად არსებობს კორონავირუსული პანდემიის საფრთხე, აგრეთვე იყო ჩერნობილის ზონაში ბოლოდროინდელი ტყის ხანძარი, როდესაც უკრაინული საზოგადოება ცხოვრობდა იმის შიშით, რომ ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიაღწევდა.

დაუცველობის ასეთი შეგრძნება არსებობს როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი სახით. საზღვრის გარედან, უკრაინას არ აქვს სათანადო დაცვა, რომელითაც „ნატო“-ს ქვეყნები სარგებლობენ (ყოველ შემთხვევაში, თეორიულად), მაშინ როდესაც ქვეყნის შიგნით, უკრაინელები ხშირად სამართალდამცავ სისტემას განიილავენ, როგორც დამატებით საფრთხეს და არა როგორც დამცავ მექანიზმს.

 

უკრაინული ანდაზა ამბობს, რომ უმჯობესია საფრთხის გადაფასება, ვიდრე მისი არშეფასება სათანადოდ. სწორედ ეს ლოგიკა უდევს საფუძვლად კარანტინის ასეთ ადრეულეტაპზე შემოღება.

 

გასაკვირია, მაგრამ კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების მკვეთრი მატების მიზეზი შეიძლება გახდეს რელიგია. კიდევ უფრო გასაკვირია, რომ საფრთხე მოედინება უკრაინაში არსებული რუსეთის ეკლესიის მხრიდან. ადრე, ამ ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, პაველმა, კიევ-პეჩორის ლავრის მღვდელმა განაცხადა, რომ ”არ არის საჭირო გეშინოდეთ ეპიდემიის”, და რომ მორწმუნეებმა ”უნდა იჩქარონ ეკლესიაში და ჩაეხუტონ ერთმანეთს”. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ლავრა გახდა კიევის ეპიდემიის ერთ-ერთი ეპიცენტრი. ახლახანს, მიტროპოლიტმა ონუფრიმ, აღნიშნა, რომ მისი ეკლესიები მსახურებას აღავლენენ აღდგომის კვირას, 19 აპრილს, მიუხედავად საკარანტინო ზომებისა და მოწოდებებისა, რომ დარჩენილიყვნენ სახლში. შესაბამისად თუკი ტაძრებში დასწრება არ შეიზღუდება, მრევლი აღდგომის დღესასწაულზე მივა ეკლესიაში და გაჩნდება ინფიცირების დიდი რისკი.

შედეგად, აღდგომის მომდევნო კვირა აჩვენებს, თუ რამდენად რაციონალურები არიან უკრაინელები და რამდენად ძლიერია მათი გადარჩენის ინსტინქტი, რათა დარჩნენ სახლში.

ამასთან, თუ უკრაინელები უსაფრთხოების საკითხს უფრო მაღლა დააყენებენ, ამან შეიძლება მომავალში გლობალური საკითხი წარმოშვას. კერძოდ: უნდა დომინირებდეს თუ არა უსაფრთხოების საკითხი, ვიდრე თავისუფლების?

ნეო-ავტორიტარული ლიდერები, რომლებიც პანდემიას ხედავენ, როგორც დამატებით არგუმენტს დემოკრატიისა და გამჭვირვალეობის წინააღმდეგ, უკვე ადანაშაულებენ მას. აღნიშნულს უფრო მეტად იყენებს რუსული პროპაგანდა დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში. კორონავირუსის პანდემიამ ახალი გლობალური კამათი წამოიწყო, რომლის დროსაც ლიბერალურ დემოკრატიაზე მიმდინარეობს აგრესიული თავდასხმა.

”ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა და საზოგადოებამ მკაფიოდ განასხვავონ: მეტი უსაფრთხოება არ ნიშნავს ნაკლებ დემოკრატიას. თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია, როდესაც აუცილებელია ჯანმრთელობის და ზოგადი უსაფრთხოების დაცვა, მაგრამ არა როგორც ყველა სხვა პრობლემის გადაჭრის მექანიზმი”.

ბალანსი უსაფრთხოებასა და თავისუფლებას შორის, როგორც ბოლო წლებში ბევრმა უკრაინელმა მოაზროვნემ  გაუსვა ხაზი, უნდა გახდეს რეალური. საჭიროა ისეთი წონასწორობის დაცვა, როდესაც თავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობაა, ხოლო უსაფრთხოება განიხილება, როგორც ჩვენი სიცოცხლისა და ჩვენი ძირითადი ფასეულობების დაცვის მექანიზმი - თავად თავისუფლების ჩათვლით.

 

აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა «Ukraine Verstehen» და საიტზე «UkraineWorld».

ავტორი: ვლადიმირ ერმოლენკო

მთავარი რედაქტორი UkraineWorld- ში და ანალიტიკოსი «Интерньюз-Украина»- ში.

ყირიმის საზღვართან უკრაინელმა სამხედროებმა მანევრები დაიწყეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 აგვისტო 2016 12:59
ყირიმის საზღვართან უკრაინელმა სამხედროებმა მანევრები მას შემდეგ დაიწყეს, რაც უკრაინის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა. 

ყირიმში მიმდინარე მოვლენებს  შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოემხმაურა და მხარეებს  თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

 

დონბასის და ყირიმის დასაბრუნებლად,ვიზალიბერალიზაცია სერიოზული ინსტრუმენტია-პოროშენკოს განცხადება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 18:10

„შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა სერიოზული ინსტრუმენტია იმისათვის, რომ დონბასი და ყირიმი დავიბრუნოთ“, - ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. 

„ვიზალიბერალიზაციის პროცესმა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს იმის მოტივაცია უნდა მისცეს, რომ აირჩიონ თავისუფლება, დემოკრატია, ინვესტიციები და სხვა უპირატესობები, ან უნდა ისხდნენ ოკუპირებულ ყირიმში უმუშევრად და არსად გასვლის საშუალება არ ეძლეოდეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 11:08

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით. 

“თურქეთი მხარს უჭერს  უკრაინის დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ პატივისცემას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ხელშეუხებლობას და ამაში ყირიმიც იგულისხმება” ,– აღნიშნა ჩავუშოღლუმ.  

ყირიმის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად რუსეთმა ენერგოხიდის მშენებლობა დაიწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 17:15

რუსეთმა ყუბანიდან ყირიმში ენერგოხიდის მშენებლობა დაიწყო. პროექტი, რომლის საშუალებითაც ყირიმის ნახევარკუნძული ელექტროენერგიით რუსეთიდან მომარაგდება, პრეზიდენტმა პუტინმა სიმფეროპოლში თავად გახსნა. 

ამ დრომდე ყირიმის ნახევარკუნძულს 70 პროცენტით უკრაინა ამარაგებდა. თუმცა, ნოემბერში ხერსონის ოლქში ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებისა და ადგილობრივი თათრების მიერ ტერიტორიის ბლოკადის გამო, ყირიმი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ყირიმის ნახევარკუნძული ჩაბნელებულია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 22 ნოემბერი 2015 17:46

ყირიმის ნახევარკუნძულზე საგანგებო სიტუაციის რეჟიმია შემოღებული. რამდენიმე დღის წინ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაუდგენელმა პირებმა მაღალი ძაბვის გადამცემები ააფეთეს, რითაც ყირიმს ელექტროენერგია მიეწოდებოდა. ამ დროისთვის ყირიმის ნახევარკუნძულზე ენეგროკრიზისია. სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მომარაგება ხორციელდება კვების სარეზერვო წყაროებით. როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აცხადებენ, სევასტოპოლს ელექტროენერგია მიეწოდება ყოველსაათობრივი სპეციალური გრაფიკით.

როგორც ცნობილია, ყირიმის ნახევარკუნძული გასული წლის მარტის თვიდან ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. კიევი და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ყირიმის ანექსიას და მას უკრიანის ტეროტორიად აღიარებს.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური