H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 10:47
H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში სულ 317 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 13 დაიღუპა. ლეტალური შემთხვევების გამომწვევ მიზეზად მედიკოსები დაგვიანებულ მკურნალობას და ქრონიკულ დაავადებებს ასახელებენ. მედიკოსების თქმით, რისკჯგუფს ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვები წარმოადგენენ.

ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 14:54

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.  შემთხვევა დიღომში მოხდა , გარდაცვლილი ქალბატონი 58 წლის იყო, როგორც მისი ოჯახის წევრები ყვებიან, ქალბატონი ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობდა. შედეგად ე.წ. ღორის გრიპით დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ , ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად ავადობის დროს დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს ან გამოიძახონ ექიმი . 

ე.წ. ღორის გრიპით ჯარისკაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 17:46

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ ღორის გრიპით ჯარისკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 38 წლის იყო და  სპეციალური ოპერაციის ძალებში მსახურობდა. ჯარისკაცი გორის ჰოსპიტალში რამდენიმე დღე მკურნალობდა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გრიპის ვირუსით ინფიცირებული სულ 12 ჯარისკაცი მკურნალობს.

 

თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 13:41

განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, პრევენციის მიზნით, 3 დღით შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.

სამინისტროს ცნობით, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.

„გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს.

2 და 3 თებერვალს განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.

მშობლებთან ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში ავადობის გამო არ დადის, მოსწავლეთა ნაწილის გაცდენები კი, პოსტ გრიპულ პერიოდს უკავშირდება. კერძოდ, პრევენციის მიზნით, იმ მოსწავლეების სკოლაში გაშვებას, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, მშობლები ერიდებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება. (სკოლების ჩამონათვალი იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.mes.gov.ge)

სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი კვლავ პერმანენტულად განხორციელდება. სამინისტრო სკოლებს კვლავ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც მოსწავლეთა დაავადების შემცირების აუცილებელი პირობაა“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

აჭარაში ვირუსით კიდევ ერთი ქალბატონი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 10:56

სავარაუდოდ, ვირუსული ინფექცია გახდა აჭარაში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სინჯი უკვე აღებულია და რამდენიმე დღეში გაირკვევა, უკავშირდება თუ არა ქალის გარდაცვალება H1N1-ის ვირუსს, ე.წ. ღორის გრიპს. აჭარის მასშტაბით, H1N1-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 31 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 9 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს, ხოლო ორი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. სულ H1N1-ის ვირუსით 8 ადამიანია გარდაცვლილი. 

გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა იზრდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 10:10

გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა 100 ათას მოსახლეზე 357-მდე გაიზარდა. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ის არ ცილდება დაშვებულ ზღვარს.

ბოლო ინფორმაციით, გრიპის ვირუსით 8 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან 7 - H1N1, ერთი კი H3N2 შტამის გრიპის ვირუსით. ჯერ-ჯერობით უცნობია, გახდა თუ არა გუშინ, აჭარაში 39 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზი გრიპის ვირუსი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისაკენ მოუწოდებს და ექიმთან დროულად მიმართვას ურჩევს.

რაც შეეხება სკოლებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთ სკოლაში სწავლა შეწყვეტილი არ არის. მინისტრის თქმით, მონიტორინგი გრძელება. ამ ეტაპზე კი პროცესის შეჩერების აუცილებლობა არ არსებობს.

ბოლო ინფორმაციით გრიპის ვირუსით 8 ადამიანია გარდაცვლილი.

სასწავლო პროცესი საქართველოს 343 სკოლაშია შეწყვეტილი-განათლების მინისტრი

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 17:05

ბოლო მონაცემებით სასწავლო პროცესი საქართველოს 343 სკოლაშია შეწყვეტილი. 61 სკოლაში სწავლების შეჩერების მიზეზი დიდთოვლობა გახდა. ამის შესახებ დღეს განათლების მინისტრმა  განაცხადა.  

მინისტრის ინფორმაციით, ამ წუთებში სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები სკოლებში მონიტორინგს ატარებენ, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება სასწავლო დაწესებულებებში რეკომენდაციების გათვალისწინება. 

თამარ სანიკიძის თქმით, ვირუსების კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ შეინიშნება. 

ზუგდიდში H1N1 ვირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 16:25

H1N1 ვირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. სამი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.     

სამივე გალის რაიონიდან  დაგვიანებით გადმოიყვანეს.  ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტთა მონაცემები უკვე გაგზავნილია ლაბორატორიული კვლევებისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრში. 

ყველა პაციენტს კლინიკაში შესვლისას ჰქონდა პნევმონიის გართულებული ფორმა.

ვირუსის გამო სწავლა კიდევ 15 სკოლაში წყდება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 10:59

გრიპის ვირუსის გავრცელების გამო დღეს კიდევ 15 სკოლაში შეწყდება სწავლა. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით უკვე 282 სკოლაშია შეჩერებული სწავლის პროცესი. სწავლა განახლდა რაიონული სკოლების უმეტეს ნაწილში, სადაც მოსწავლეები დიდთოვლობის გამო ვერ მიდიოდნენ. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ოთხშაბათს შეჩერებული სწავლა ყველა სკოლაში 1 თებერვალს განახლდება, ისევე როგორც აღმზრდელობითი პროცესი საბავშვო ბაღებში.

გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული კამპანია დაიწყო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 18:29

ჯანდაცვის სამინისტრომ გრიპის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული კამპანია დაიწყო.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში დეზინფექცია ჩატარდება.

დღეს უწყების ინიციატივას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შეუერთდა. უნივერსიტეტის ყველა კორპუსი და პარტნიორი კლინიკები დისპანსერებით უკვე აღიჭურვა.

უნივერსიტეტში დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა. ნინო ბერძული სტუდენტებს, გრიპის პრევენციის შესახებ ესაუბრა.

„ხელების დაბანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვირუსული გრიპის გავრცელების პრევენციისათვის ძალიან კარგი ინიციატივაა, სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, რომ მოხდა ხელების სადეზინფექციო საშუალებების დამონტაჟება, სამედიცინო უნივერისტეტის ყველა კორპუსში,“ - განაცხადა ნინო ბერძულმა. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური