24 მაისს საქართველოს პარლამენტი ADAMI Media Prize-ის ღონისძიებას უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 23 მაისი 2019 11:29

24 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში გაიმართება  “ADAMI მედიის პრიზის" ახალი პროგრამის ADAMI TANDEM წარდგენა და ADAMI-ის კონკურსში ნომინირებული ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მარიამ ჯაში და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნორში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში კოტე ნაცვლიშვილი.

ADAMI TANDEM-ის პროგრამას ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადებენ შტეფან ტოლცი, ADAMI მედიის პრიზი კულტურის მრავალფეროვნების აღმოსავლეთ ევროპაში დირექტორი და ქრისტიან ტრიპე, Deutsche Welle-ს უსაფრთხოების პოლიტიკისა და სოციალური საკითხების ხელმძღვანელი.

ADAMI TANDEM არის ახალი მედია ინიციატივა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული სამაუწყებლო კომპანიებისთვის, რომელიც სატელევიზიო ჟურნალისტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაამყარონ კავშირები დასავლეთ ევროპის წამყვან მაუწყებლებთან და ერთობლივად აწარმოონ კულტურული მრავალფეროვნების თემატიკასთან დაკავშირებული სატელევიზიო სიუჟეტები.

ADAMI TANDEM-ში მონაწილე ტელეარხებს შორისაა ZDF და SWR გერმანიიდან, ფრანგულ-გერმანული კულტურული არხი ARTE და Deutsche Welle. ADAMI TANDEM იმართება ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU) მჭიდრო თანამშრომლობით.

ღონისძიება ტარდება  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტ  “ევროპა, საქართველო” ფარგლებში,   საქართველოს პარლამენტის და  პრეზიდენტის მხარდაჭერისა და მფარველობის ქვეშ.

ADAMI მედიის პრიზი დაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკრედიტ ჰოლდინგის (გერმანია) მიერ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ღონისიებაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში საჭიროა გამოგზავნოთ დასტური შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING 23 მაისის 18 საათამდე.

 

იხილეთ ADAMI SHOWCASE კინოჩვენების პროგრამა:

1. „ჩასარბენი ციხე“ / The Tower

ავტორი - სალომე ჯაში / Author - Salome Jashi

ხანგრძლივობა - 4 წთ. / Length - 4 min

 

2. ახალგაზრდობა აშაგი სარალში / Being Young in Ashagi Saral

ავტორები - ალი ქანიევი და აზიზ ქანიევი / Author - Aziz and Ali Ganievs

ხანგრძლივობა- 5.10 / Lenght - 5.10

 

3.მრავალფეროვნების სახეები: ჰურიე / Images of Diversity – Hurie

ავტორი - ბესო გვენეტაძე / Author - Beso Gvenetadze

ხანგრძლივობა: 5.10 წთ. / Length: 5.10

 

4. „მატუშკა“ / Matushka

ავტორები - მანანა ხიდაშელი, ნინო ჩუტკერაშვილი / Author: Manana Khidasheli, Nino Chutkerashvili

ხანგრძლივობა - 38 წთ. / Length: 38 mins.

 

5. "სათაურს მიღმა" / A look Beyond the Headlines

ავტორი - თაკო რობაქიძე / Author: Tako Robakidze

ხანგრძლივობა - 5.20 წთ. / Length: 5.20 mins.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 08 მარტი 2019 12:27

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის პროგრამის მიერ ორგანიზებული ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საპატიო სტუმრად ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე ელიზაბედ რუდი ესწრებოდა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ისინი დიდი ხანია ამერიკის საელჩოსთან თანამშრომლობენ და მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში მათი პარტნიორებიც არიან ჩართული.

„დღეს უნივერსიტეტში აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, რომლის ფარგლებში ვმართავთ კონფერენციას ქალთა უფლებების თემაზე. ჩვენ დიდი ხანია ამერიკის საელჩოსთან ვთანამშრომლობთ, ამიტომ დღევანდელ ღონისძიებსთან დაკავშირებით გვეწვია ქალბატონი ელიზაბეთ რუდი, რომ ერთად აღვნიშნოთ ეს შესანიშნავი დღე“,- განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ელიზაბედ რუდმაც, მან იმედი გამოთქვა, რომ ერთმანეთთან თანადგომით მალე აღმოიფხვრება ის მწვავე პრობლემები, რაც ქალთა უფლებების დაცვის კუთხით დგას. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს საყვარელ უნივერსიტეტში აღვნიშნავთ ამ დღეს. ეს არის დღესასწაული, როდესაც მეტად ფიქრობენ ქალების დაფასებაზე, ჩუქნიან ყვავილებს, ბარათებს, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ქალებს კვლავ უწევთ ბრძოლა სამართლიანობისთვის და ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს პრობლემა ამერიკაშიც მწვავედ დგას. თანადგომის გარეშე ჩვენ ვერაფერს შევძლებთ. ვიმედოვნებ, რომ ერთსულოვნებით მაგალითს ავიღებთ იმ ძლიერი ქალებისგან, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ქალთა უფლებების დაცვასა და შენარჩუნებაში“, – აღნიშნა ელიზაბედ რუდმა.

როგორც კონფერენციაზე გახდა ცნობილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 2017 წელს გადაეცა Millenium Challenge- ის მიერ გენდერული თანასწორობის ჯილდო.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა გამარჯვებული 2017 წელს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ ჯილდოსი, რომელიც იყო ორგანიზებული „ათასწლეულის გამოწვევების ფონდი საქართველოს მიერ და ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის მიერ. მონაწილეობას იღებდა 33 კომპანია საქართველოს მასშტაბით. ჩვენი უნივერსიტეტი გამოირჩა ტოპ სამ კომპანიას შორის, როგორც ერთ-ერთი ხელისშემწყობი ორგანიზაცია, რომელიც იმპლემენტაციას უკეთებს ქალთა უფლებების დაცვას და სოციალიზაციას. ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ საგანმანათლებლო სფეროს ასევე გვაქვს ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ქალბატონებისთვის, რომელიც ხელს უწყობს მათ რესოციალიზაციას და ინტეგრაციას საზოგადოებაში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არსებობს უთანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის“, – განაცხადა ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელმა თამთა ცხოვრებაძემ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ლექცია თემაზე „აშშ-ს ქალთა მოძრაობის დინამიკა საქართველოში ამერიკისმცოდნეობის პერსპექტივით”, რომლის ფარგლებშიც მოხსენებები წაიკითხეს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, აფილირებულმა პროფესორმა დოქტრომა თამარ შიოშვილმა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამამთვარებელი კურსების სტუდენტებმა მედეა ნიკოლაიშვილმა და თათია ფარადაშვილმა.

ოტავაში ქართული მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 19 თებერვალი 2019 16:15

კანადა-საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოტავაში ქართული მეღვინეობის ისტორიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ. თავის გამოსვლაში ელჩმა ქართული მეღვინეობის განსაკუთრებულ კულტურულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ისტორიის, ტრადიციების  და კულტურის შესახებ.
 
ელჩმა აღნიშნა,  რომ საქართველოში დღესაც არსებობს მეღვინეობის უძველესი ტრადიციები. სწორედ ამიტომ, UNESO-მ ქართული ღვინის დაყენების მეთოდი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.
 
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ცენტრის პროფესორის, საქართველოში კანადური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, სტივენ ბატიუკის ლექცია თემაზე „ვაზის წარმოშობის კვლევა: უძველესი მეღვინეობის ისტორია და არქეოლოგიური შესწავლა“. აღსანიშნავია, რომ სტეფან ბატიუკი იყო იმ საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი, რომელმაც მეცნიერულად დაამტკიცა, რომ საქართველო კულტურული მეღვინეობის სამშობლოა.
 
ლექციის შემდეგ მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს საელჩოს მიერ მომზადებულ ფოტოგამოფენას „საქართველო - ღვინის აკვანი“ და დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო.
 
ღონისძიებას, რომელიც ხმელთაშუაზღვის სწავლებების კანადურ ინსტიტუტთან, კარლტონის უნივერსიტეტთან და ამერიკის არქეოლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა, კანადელი მეცნიერები, არქეოლოგები, ოტავასა და კარლტონის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და ქართული დიაპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 

რომში გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 29 ნოემბერი 2018 16:32

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ. რომში ველაბროს წმინდა გიორგის ტაძარში ქართველი კომპოზიტორის გია გია ყანჩელის მუსიკა შესრულდა. გია ყანჩელის ნაწარმოებები იტალიელმა მუსიკოსებმა: პიანისტმა ალესანდრო სტელამ და ფლეიტისტმა მაურო კონტიმ შეასრულეს.

წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალმა ჯანფრანკო რავაზიმ და კომპოზიტორმა ნიკოლა სანიმ,რომელმაც გია ყანჩელის მუსიკის შესახებ ისაუბრა.

კონცერტს, რომელზეც პირველად შესრულდა ფორტეპიანოსა და ფლეიტისთვის შექმნილი ნაწარმოები 'Ninna Nanna per Anna', ესწრებოდნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომის კურიის წევრები და სხვა სტუმრები.
 

გიორგი შარვაშიძემ ჩეხეთისა და სლოვაკეთის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 20 ოქტომბერი 2018 15:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ჩეხოსლოვაკიის სახით  დაფუძნების  100 წლისთავს.

გიორგი შერვაშიძემ  დამსწრე სტუმრების მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჩეხეთსა და სლოვაკეთს საიუბილეო თარიღი მიულოცა. მისი განცხადებით, აღნიშნული თარიღი, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩეხებისა და სლოვაკებისთვის, არამედ მთელი თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსთვის.

„1918 წელს, ჩეხოსლოვაკიის მიერ დამოუკიდებლობის მიღწევა  გახლდათ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ისტორიაში გარდატეხის წერტილი, რამაც განაპირობა განვითარებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფი სვლა. მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ხალხთა შორისი კავშირების ინტენსიფიკაციას. ძალიან მნიშნველოვანია, რომ ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია“. - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირზე და აღნიშნა, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია საერთო ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, ადამიანური ღირსება, მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება.

სადღესასწაულო ღონისძიება, საქართველოში ჩეხეთისა სლოვაკეთის საელჩოების ორგანიზებით,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აღინიშნა. საღამოზე ჯაზ ბენდის “Fats Jazz Band” კონცერტი გაიმართა.

„დიდგორი 2017“-ის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 12 დეკემბერი 2017 13:50

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ დღეს უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“-ის ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. სწავლების ხელმძღვანელობამ საქართველოს თავდაცვის მინიტრს ლევან იზორიას, „დიდგორი 2017“-ის მიმდინარეობის და განხორციელების შედეგები გააცნო. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლები, ბრიგადის გენერლები შავლეგო ტაბატაძე და გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. შემაჯამებელი ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დიდგორი 2017“-ის შემაჯამებელი ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სწავლების მონაწილეებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ სერტიფიკატები გადასცეს.

„დიდგორი 2017“ სამთავრობო უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება იყო, რომელიც სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობებში 13-დან 18 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.

მასში სამთავრობო უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციების ათასზე მეტმა წარმომადგენლმა მიიღო მონაწილეობა.

სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კოორდინაციის გაღრმავება, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების ეფექტურების გაძლიერება იყო.

ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 17:47

დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ლტოლვილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. 

ღონისძიება საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისა“ (CHCA) და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილთა სათემო ორგანიზაციების, დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

„მრგვალი მაგიდის“ ფარგლებში, თემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა განიხილეს დევნილთა ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში, მათი საჭიროებები და გზები პრობლემის აღმოსაფხვრელად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური ჩართულობა დევნილთა საარსებო წყაროების გაზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით. 

ღონისძიებაზე ცენტრ „აფხაზეთის“ ბოლო კვლევის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც სწორედ პრობლემის შედეგებსა და საჭიროებებს ასახავს.

საზეიმო ღონისძიება პრეზიდენტის რეზიდენციაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 იანვარი 2016 15:00

14 იანვარი ქვეყანაში სახელმწიფო დროში დღეა, ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციაში საზეიმო ღონიძიება იმართება . გიორგი მარგველაშვილი იუნკერებთან ერთად , 9 საზღვრისპირა რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს შეხვდება, რომლებმაც დღეს ადმინისტრაციულ შენობებთან სახელმწიფო დროშები აღმართეს.

საახალწლო ღონისძიებებისთვის სამზადისი გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 10:08

საახალწლო ღონისძიებებისთვის სამზადისი გრძელდება. გალა კონცერტი თავისუფლების მოედანზე ღამის 11-ის ნახევარზე დაიწყება და სამ საათს გასტანს.

პროექტი ქართულ-ევროპულ, კლასიკურსა და თანამედროვე მუსიკას გააერთიანებს. სამ ნაწილიან კონცერტში მონაწილეობას 200-მდე შემსრულებელი მიიღებს.

მთავარი საახალწლო ნაძვის ხე კი პარლამენტის წინ ხვალ საღამოს 7 საათზე განათდება. ახალი წლის ღონისძიებებისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ-ნახევარი ლარია გათვალისწინებული.

“კინო სკოლაში”დასკვნითი ღონისძიება ფილარმონიაში გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 11:13

პროექტის – „კინო სკოლაში” სეზონის დახურვა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დასკვნითი ღონისძიებით აღინიშნა. სეზონის დახურვას საქართველოს ყველა რეგიონიდან 2000-მდე კინოსკოლელი დაესწრო. ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 6 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართა.
„კინო სკოლაში” ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კინოჩვენებებისა და დისკუსიების გარდა, პროექტის ფარგლებში კინოსკოლელების მიერ 150 კინოპოსტერი შეიქმნა. საუკეთესო 10 ნამუშევარი პროფესიონალების მიერ გამოვლინდა. გამარჯვებული „კინოსკოლელები“ საქართველოს 10 რეგიონიდან მათივე რეგიონების წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე დააჯილდოვეს. პროექტში მონაწილე სკოლებს კი სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ღონიძიებაზე ასევე შედგა „კინოსკოლელების“ მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებისა და ქართველი პროფესიონალი რეჟისორების – დათა ფირცხალავას, ტატო კოტეტიშილის, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.
პროექტი „კინო სკოლაში” 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლა მოიცვა. ამჟამინდელი მონაცემებით კიპროექტში ჩართულია საქართველოს ყველა რეგიონი, 207 სკოლა, 120 სოფელი, მათ შორის საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები. ისეთები როგორიცაა: შუაფხო, ღები, განმუხური, კოკი, რუხი, პანკისის ხეობა, ერგნეთი, კნოლევი… „კინო სკოლაში” ახალ სეზონს 2016 წლის მარტში დაიწყებს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური