ანსამბლი ,,ბასიანი” იაპონიაში ქართული ღვინის გამოფენაზე მონაწილეობს

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 15 მარტი 2019 11:26

იაპონიაში პროექტის - „საქართველო-ღვინის სამშობლო“ - ქართული ღვინის გამოფენა გაიმართება. მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში საქართველო მეორედ წარსდგება იაპონური საზოგადოების წინაშე. გამოფენის ოფიციალური გახსნისთვის ანსამბლი ,,ბასიანი" რამდენიმე ქართულ ტრადიციულ სიმღერას შეასრულებს.

,, ქართული მრავალხმიანობა, ღვინო, ვაზი განუყოფელია ერთმანეთისაგან. ღვინის უნიკალური გამოფენა იაპონიაში - ,,საქართველო ღვინის სამშობლო" უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ანსამბლი ,,ბასიანი" იმღერებს: ,,კახურ მრავალჟამიერს",გურულ კრიმანჭულს - “ხასანბეგურა”, ,,შენ ხარ ვენახსა" და ,,ჩაკრულოს" - აცხადებს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა, რომელსაც დამთვალიერებელი საგამოფენო ცენტრში„Terrada Warehouse“ იხილავს.

ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა.

ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 15 მარტიდან 7 მაისამდე გაგრძელდება.

 

ქართული ღვინის კომპანიები შანხაიში საერთაშიროსო გამოფენაში მონაწილეობენ

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 14 ნოემბერი 2018 10:18
ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „Prowine China-2018“ მონაწილეობს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართულ ღვინის კომპანიებს უკვე მესამედ ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინონ „Prowein China“-ზე, რომელსაც ტრადიციულად 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.
გამოფენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად აზიის რეგიონში. მასში წარმოდგენილია მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის 700-მდე კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები. 
საერთაშორისო გამოფენის მიზანია ჩინეთის ბაზარზე საერთაშორისო მწარმოებლების წარდგენა, რათა ადგილობრივ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ თანამედროვე ღვინის ინდუსტრიას. 
ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 5,4 მლნ ბოთლი ღვინო.

ვაზის დარგვა სახლიდან გაუსვლელად - სტარტაპი MyWay.wine

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი 2018 10:57

ღვინის ინდუსტრიის ინოვაციური  სტარტაპი  - MyWay.wine . ქართული ღვინის მოყვარულებსა და ვაზის გულშემატკივრებს უკვე შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად დარგონ ვაზი და დაარქვან მას სახელი. ვაზის მოვლისა და მოსავლის აღების პროცეს კი დისტანციურად დააკვირდნენ, მომხმარებელი შეძლებს თვალი ადევნოს საკუთარი ვაზის ზრდას,  სახლიდან გაუსვლელად მიიღებს მოსავალს . 

ქართულ ბაზარზე ეს შესაძლებლობა პლატფორმა MyWay.wine-მა გააჩინა. ეს არის სტარტაპერების – ილია დათუნაშვილის, ბაჩო ხაჩიძისა და ლუკა ბახსოლიანის ინოვაციური იდეა. "ყოველ დილით ჩვენ ვიღვიძებთ ფიქრით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი, რაც მთელი სამყაროსთვის საჭირო და სასარგებლო იქნება? სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია ნებისმიერ საქმეში, რასაც ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი ფილოსოფია, რომლის ჩატევასაც ვცდილობთ თითოეულ ბოთლ ღვინოში "- ამბობენ  სტარტაპერები.  როგორც გვითხრეს, მოხდება ვენახის დრონით სკანირება და მომხმარებელი რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას ვენახის ზრდის, არსებული კონდიციისა და პერსონალური ღვინის ჩამოსხმის შესახებ.

ეს რის ინოვაციარომლითაც ნებისმიერ ადამიანსსაქართველოში ვენახების გაშენებისა და ღვინის კულტურის განვითარების პორცესში თანამონაწილეობის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზოს.  სტარტაპერებს ვენახები კონდოლში, წინანდლის მიკროზონაში აქვთ და ის ყოველდღე იზრდება. მომხმარებლის ჩართვა ვენახის გაშენების საკითხში, სტარტაპერებისთვის ვაზისა და ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი გზაა. გარდა ამისა, მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული დამხმარე რეალობის საშუალებით და ღვინის ბოთლზე დატანილი QR კოდის ამოცნობით, მომხმარებელს თავისი ვევენახის ფოტოს და კოორდინატების ამოცნობის შესაძლებლობა აქვს. სტარტაპი ერთი თვეა, რაც ფუნქციონირებს. იდეის უფრო ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენად კი ფინანსური რესურსების მოძიების ეტაპზეა. ამჟამად, ვაზის დარგვა 39-დან 99 ლარამდეა შესაძლებელი.  "ორი ბოთლი ღვინის ყიდვა შეგიძლია ნებისმიერ ადგილას, თუმცა, ვაზის დარგვა, მოსავლის ლოდინი და მიღება სულ სხვა გრძნობებს უკავშირდება“, – MyWay.wine. 

ეწვიეთ საიტს და დარგეთ ვაზი თქვენს სახელზე

 MyWay.wine 

პოლონეთის ქალაქებში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 20 ნოემბერი 2017 14:05

ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა „EnoExpo 2017”-ზე იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას პოლონეთში საქართველოს ელჩის მრჩეველი ნატალია თოფჩიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი“, „ვაზიანი“, „ვინაგორა“, „ბრუალე“, „შატო ნეკრესი“, „კახური ღვინის მარანი“, „შილდა“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ყვარლის მარანი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „მათრობელა ვაინსი“, „ჯიველი“, „ბატონო“, „გოზაური“, KTW, „ბესინი“, „კახური“ და „შუხმან ვაინს ჯორჯია“.

„EnoExpo 2017”-ს ფარგლებში გამართულ კონკურსში ქართული კომპანია „გიუაანის“ ღვინომ „მწვანე ქვევრი 2014“ ოქროს მედალი დაიმსახურა. სულ კონკურსის ფარგლებში 5 ოქროს მედალი გაიცა და ერთ-ერთი სწორედ ქართულ ღვინოს ერგო. ამავე კომპანიის ღვინოებმა - „მწვანე ქვევრი 2016“ და „ქისი ქვევრი 2016“ ბრინჯაოს მედლები მიიღეს. კომპანიის „თელავის ღვინის მარანი“ ღვინომ „სატრაპეზო 10 ქვევრი 2014“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ კრაკოვში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარიც გაიმართა, რომელსაც სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,Vinisfera“-ს ხელმძღვანელი მარიუშ კაპჩინსკი უძღვებოდა, ხოლო ქალაქ ზაკოპანეში ასევე სააგენტოს კონტრაქტორმა კომპანიამ ’’Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K.“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გამართა. ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით პოლონურმა რადიომ “ZET” ინტერვიუ ჩაწერა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ირაკლი ჩოლობარგიასთან.

ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, პოლონეთში გამართული ღონისძიები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოლონეთის ბაზარზე დამკვიდრებაში და ზოგადად მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზარზე. „პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მსგავს ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 2,15 მლნ ბოთლი ღვინო, ზრდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 18% შეადგინა“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

ქართული ღვინო ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 მაისი 2017 15:54

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair 2017”, რომელიც 22-24 მაისს საგამოფენო ცენტრ „Kensington Olympia“-ში გაიმართა, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმასპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის პროფესიონალებისმხრიდან საკმაოდ დიდი იყო.

„აღნიშნული გამოფენა არის ერთი-ერთი წარმატებული გამოფენა დიდ ბრიტანეთში, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწეუამრავ ვიზიტორს იზიდავს. გამოფენას ესწრებიან იმპორტიორები, დისტრიბიუტორები, რესტორნებისა და ბარებისმფლობელები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობა არის უნიკალური შანსი ქართული ღვინისმწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ წარუდგინოს საკუთარი პროდუქცია ევროპელ მომხამარებელს, რაც ხელს უწყობსქართული ღვინის ექსპორტის ზრდას და ბაზარზე ლოიალურობის დამკვიდრებას“ - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ქართული ღვინისთვის, სადაც ღვინის ეროვნულისააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „London Wine Fair 2017”-ში მონაწილეობას იღებდა შემდეგი 17 ქართულიკომპანია: “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, “ქინძმარაული მარანი”, „Georgian Wine Hospitality Investment“, „თბილღვინო“, „CAP-Georgia“, „კახური ღვინის მარანი“, „ასკანელი ძმები“, „შუმი“, „მეღვინეობა ხარება“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მილდიანი/ წინანდლის ძველი მარანი“, „მათრობელა ღვინოები“, „გიუაანი“, „ვაზიანი კომპანი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „მარნისკარი“ და „ჯიმშერი“.

„London Wine Fair 2017”, წელს უკვე 37-ედ ჩატარდა და მასზე მსოფლიოს 40 ქვეყნის 10 ათასამდე დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

იაპონელი ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოს იკვლევს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 05 მაისი 2017 12:21

ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ქართულიღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. იაპონელ ღვინისპროფესიონალს თან ახლავს იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალის (JSA) წარმომადგენელი,ღვინის მწერალი აკიჰიკო იამამოტო, რომელიც 2018 წელს JSA-ში გამოსაქვეყნებლად ქართულღვინოზე  ვრცელ სტატიას ამზადებს.

   კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და მისი ვიზიტის მიზანი ქართულიღვინის ადგილზე გაცნობა და იაპონელ მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. საქართველოში ვიზიტისპირველ დღეს იაპონელმა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში,დაათვალიერეს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა, ეწვიენ ღვინის კომპანიას „შატო მუხრანს“.  ვიზიტიკახეთში გაგრძელდა და სტუმრებს საერთო ჯამში შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ 100-ზემეტი სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო.

   კენიჩი ოჰაშიზე ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

„ქართულ ღვინოზე ფანტასტიური შთაბეჭდილება დამრჩა,  ჩემთვის ნამდვილად სამარცხვინოა, რომაქამდე არ ვიცნობდი ქართულ ღვინოს. იაპონელებს მოსწონდათ საქართველოს  ისტორია, მაგრამღვინოს არ ვიცნობდით. როდესაც აქ ჩამოვედი უამრავი ინფორმაცია მივიღე, მათ შორისსაქართველოს ღვინის 8 000-წლიანი ისტორიის შესახებ. საქართველო ნამდვილად ღვინის პირველიმწარმოებელია, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება.ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ იაპონიაში ქართული ღვინისშესახებ, რადგან ეს უძველესი ისტორიული  ცოდნაა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალია. მოხარულივარ აქ ყოფნით, ჩემი აზრით ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს. როგორც იცით,იაპონური სამზარეულო იუნესკოს  არამატერიალურ ძეგლს წარმოადგენს და ქვევრში ღვინისდამზადებაც ასევე მსოფლიოს არამატერიალურ ძეგლთა სიაშია, მათი კომბინაცია კი ორმაგარამატერიალურ მემკვიდრეობას ქმნის. ქართული ღვინოების უმრავლესობა მკვეთრადგამორჩეულია. ქართული ღვინო იაპონურ სამზარეულოს არაჩვეულებრივად ესადაგება, აქედანგამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იაპონურ ბაზარზე ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალიაქვს” - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.

  იაპონელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ღვინის კომპანიებისღვინოები: „შატო მუხრანი“, „გიუაანი“, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“,  ‘შუმი“, „თელავისღვინის მარანი“, „თელედა“, „შუხმანის ღვინოები“, „ვაზიანი კომპანი“, „შალაურის ღვინის მარანი“, „მარანული“, „კახა ჭოტიაშვილის მეღვინეობა“, „მეღვინეობა ხარება“, ასვე ესტუმრნენ ქვევრისმწარმოებელს ზაზა კბილაშვილს, სადაც ადგილზე გაეცნენ ქვევრის წარმოების ტექნოლოგიას,ქართლში დააგემოვნეს „გოცას ღვინოები“.  

  როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისდეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, კენიჩი ოჰაში წარმოადგენს სააგენტოსკონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიას „Red Bridge“, რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართულიღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში

ესტონეთში ქართული ღვინის პოპულარობა იზრდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:30

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სვენ მიკსერი ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სამუშაო ვახშამზე ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა. 

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს ესტონეთის მხრიდან დიდა ინტერესი ქართული ღვინით და ქართული ღვინის იმპორტი ბოლო წლების განმალობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ესტონური მხრიდან ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დაინტერესება. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. 

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 13:55

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2017” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 14 ქართული ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება, სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - 8 ათასი რთველი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა.  სემინარის მიმართ ღვინის პროფესიონალებისა და ადგილობრივი მედიის მხრიდან ინტერესი დიდი იყო - მასზე დასასწრებად ცნობილი სომელიეები და ღვინის პროფესიონალები იაპონიის სხვადასხვა პრეფექტურიდან ჩამოვიდნენ.

გამოფენას საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო. ელჩი იმედოვნებს, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის იმპორტის ზრდას იაპონიაში.

„ქართული ღვინის ცნობადობა იაპონიაში ყოველწლიურად იზრდება, რაც გამოწვეულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჩვენი საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით. ქართული ღვინის იმპორტი წლიდან წლამდე 15-20%-ით იზრდება. იაპონიის ბაზარს ყოველწლიურად  მინიმუმ სამი იმპორტიორო კომპანია ემატება, რომელსაც ქართული ღვინო შემოაქვს, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში საქართველოდან იაპონიაში ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო, ძალიან კარგად ეხამება იაპონურ სამზარეულოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“ - აღნიშნა ლევან ცინცაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, იაპონია 2014 წელს გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი.

„იაპონიაში სამომავლოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები გვაქვს დაგეგმილი, თუმცა 2015 წლიდან ჩვენ უკვე ვიღებთ მონაწილეობას ორ მნიშვნელოვან გამოფენაში „FoodEx Japan” და „Wine and Gourmet“, რომელთა ფარგლებში ასევე ცალკე იმართება ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები. აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, მის ბაზარზე დამკვიდრების და ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. ქართულ ღვინოს თავისი უნიკალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე,  დიდი პოტენციალი აქვს დამკვიდრდეს იაპონიის ბაზარზე - საქართველოს ბევრი აქვს შესათავაზებელი ამ ბაზრისთვის“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

საქართველოს ერთიან სტენდზე წარმოდგენილი იყო 14 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, ,,იმერი“, „კახური“, „კახური ტრადიციული მეღვინოება“,  „ვაინმენი“, „მარანული“, „შილდა“, „გიუაანი“ „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, ,,შუმი“, ,,საწნახელი“ და „როიალ ხვანჭკარა“.

2017 წელს „Wine and Gourmet Japan“ -ს  75 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენად ითვლება აზიის მასშტაბით. 

ქართული ღვინო დიუსელდორფის ProWein-ზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 მარტი 2017 11:34

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein-2017 ჩატარდა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის 2 დეგუსტაცია გაიმართა ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ (Vinum) სტენდზე, რომელსაც გამოცემის მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი (Rudolf Knoll) უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 14 დასახელების ქართული ღვინო.

როგორც რუდოლფ კნოლმა განაცხადა, დეგუსტაციის მიმართ იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ მას გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი სტუმარი დაესწრო.

“გამოფენის ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია ვინუმის სტენდზე.  სტუმართა რაოდენობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რაც, ვფიქრობ გამოწვეულია იმით, რომ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში უკვე აღიარებულია. რასაკვირველია, დიდი ინტერესია ქვევრის ღვინისადმი და ქართული ღვინის ჯიშებისადმი - ვუსურვებ ქართულ ღვინოს წარმატებას და წინსვლას“ - აღნიშნა რუდოლფ კნოლმა.

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თინა კეზელმა აღნიშნა, რომ საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ქართული სტენდი ასეთი წარმომადგელობითი არასდროს ყოფილა.

„ეს გამოფენა არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ქართველი მეღვინეებისთვის. ეს არის მსოფლიოს  ნომერი ერთი გამოფენა მეღვინეობის დარგში. ქართულ სტენდზე სულ წარმოდგენილია 23 ქართული კომპანია, ამდენი კომპანია არასდროს გვყოლია პროვაინზე.   ინტერესი კიდევ მეტ კომპანიას აქვს, ამიტომ ვფოქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იქნება ქართული სტენდი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერესი ქვევრის ღვინის მიმართ“ - აღნიშნა თინა კეზელმა.

ProWein 2017-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. წარმოდგენილი იყო 23 კომპანიის ღვინოები: „ასკანელი ძმები“, „ბადაგონი“, „ბაგრატიონი 1882“, „ბესინი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“,  „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეგობრების მარანი“, „ქართული ღვინის სახლი“, Georgian Hospitality Investment, „ჯიველი“, „საქართველოს ღვინის და სპირტის კომპანია“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „ქიმერიონი“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი“, „ვაზიანი კომპანი“, „შუმი“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“.

გამოფენის ფარგლებში კომპანია „ბესინის“ ღვინოს “Besini Premium”, წითელი მშრალი, 2013 გადაეცა საერთაშორისო კონკურს „მუნდუს ვინი“-ს ოქროს პრიზი და ჯილდო “Best of show Georgia”.

მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის ქვეყნებიდან.

ProWein 1994 წლიდან ტარდება. მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და წელს, საქართველო ოცდასამმა კომპანიამ წარადგინა.

ქართული ღვინის ექსპორტი გაორმაგდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 11:11
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის 2 თვის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 777 275 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 94%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 20,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 91%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. „თებერვლის თვის მონაცემებით, ექსპორტის ტენდენცია არის მატებისკენ, რაც ძალიან მისასალმებელია და რაც უმთავრესად განპირობებულია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, სადაც დასტაბილურდა მდგომარეობა. ეს წელი მართლაც აქტიურად დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (5 717 289 ბოთლი), უკრაინა (859 756), ჩინეთი (832 552), ყაზახეთი (389 040) და პოლონეთი (312 650). ღვინის ექსპორტის ზრდა წლის დასაწყისისთვის ძირითად საექსპორტო ქვეყნებში ასე გამოიყურება: აშშ - 3206% (31 740 ბოთლი) ჩინეთი - 280% (832 552) კანადა - 238% (24 360) გერმანია - 151% (86 374) რუსეთი - 123% (5 717 289) ლატვია - 85% (183 720) ყაზახეთი - 15% (389 040) უკრაინა - 32% (859756) ამასთან, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 162 305 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 5,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 53% შეადგინა. 138%-ით გაზრდილია ჭაჭის ექსპორტიც. სულ 33 874 ბოთლი ჭაჭა მსოფლიოს 13 ქვეყანაში გაიგზავნა. ექსპორტირებულმა ჭაჭამ თანხაში 99 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 119%-ით მეტია გასული წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე. მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 40,1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის გაორმაგებულია 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, როდესაც აღნიშნულმა შემოსავლებმა 20 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური