ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე ონლაინ-დიალოგის ფორმატში იმსჯელეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 11 მაისი 2020 12:28

აბრეშუმის გზის პროექტ "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას მონაწილეობით  ჩინეთის ქალაქ პენგლაისთან ონლაინ-დიალოგი გაიმართა, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზრის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ღვინის პოპულარიზაციის ახალ გზებსა და ქართული ღვინის მარკეტინგის სამომავლო სტრატეგიას დაეთმო.

ონლაინ-დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრის დირექტორი იუტონ-ადამ ჰუანგი, პენგლაის ვაზისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ცენტრის დირექტორი ძიან ფუმანი და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელებისა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ვან ცუმინი.

ონლაინ-დიალოგი გადაცემაში „Yanjiu Night Talks” გაიმართა (მედია კომპანია „Beijing Yunjiu Media“) და მას  70 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ღვინის ეროვნულმა სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებებზე, მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე. ლევან მეხუზლამ ისაუბრა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.

გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის ფონზე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა ჩინეთში მარკეტინგული აქტიობები. თუმცა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები,  დაიწყეს ახალი გზებისა და მოდელების ძიება, მათი გაცნობა უცხოელი პარტნიორებისათვის, რაშიც ქართული მხარის ჩართულობა და ინტერესი დიდია.

დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ღვინის ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება და პანდემიის შემდეგ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს.

ქართული ღვინის სახლი ჩინეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 იანვარი 2016 13:28

„ქართული ღვინის სახლი“  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჭძიანგის პროვინციის ქალაქ ლიშვეიში გაიხსნა. 

ღონისძიებას ქართულ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

ქართული ღვინის სახლი „სუოლუნ“ კომპანიამ გახსნა და რიგით მეორე ღვინის სახლია ბოლო 7 თვის განმავლობაში ამ კომპანიის მიერ გახსნილი. საზეიმო გახსნაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი დისტრიბუტორები, დილერები და მედიის წარმომადგენლები. „სუოლუნ“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ისიაო ძიუნუმ სტუმრებს ქართული ღვინის პრეზენტაცია წარუდგინა და ჩინეთში „ქართული ღვინის სახლების“ ქსელის მნიშვნელობა გააცნო.

ღვინის ტურიზმის მინისტერიალი 2016 წელს საქართველოში გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 17:38

გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ღვინის ტურიზმის მინისტერიალი პირველად 2016 წელს საქართველოში გაიმართება. 

კახეთში გაერო-ს წევრი ქვეყნებიდან ტურიზმის 20 მინისტრი და ინვესტორები ჩამოვლენ. გაიმართება შეხვედრები მეწარმეებთანაც. 

ორგანიზატორები, ღონისძიების პოლიტიკურ მნიშვნელობასთან ერთად, აქცენტს აკეთებენ ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებზეც.

“ყველაზე მეტი ქართული ღვინო ექპსპორტზე წელს ჩინეთში გავიდა“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 15:45

კომპანია „Schuchmann-Wines Georgia“ -ს საერთაშორისო გაყიდვების დირექტორის, ეკატერინე ჯავახიას განცხადებით, 2015 წლის 9 თვეში ქართული ღვინის ექპორტის კლების მიზეზი, უკრაინასა და რუსეთსში განვითარებული მოვლენებია.

„წელს რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში ნაკლები ექსპორტი დაფიქსირდა, რაც ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი ჩინეთში დაფიქსირდა“,-განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ეკატერინე ჯავახიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განვლილი 9 თვის განმავლობაში, ქართული ღვინის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 44%-ით შემცირდა. საქართველოდან მსოფლიოს 41 ქვეყანაში ექსპორტირებულია 24 071 200  ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 66,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

 საანგარიშო პერიოდის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი - 90%, სადაც ექსპორტირებულია 1,5 მლნ ბოთლზე მეტი. ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილს იკავებს რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

ამ დროისთვის გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 13:30

29 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი.

ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 52 მლნ ლარს მიაღწია. ღვინის კომპანიებს ყურძენი  11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

გადამუშავებულია რქაწითელი - 39,5 ათას ტ., საფერავი - 33,5 ათას ტ., 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და 9 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 29 ათას ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემებია: თელავი - 17,5 ათასი ტ., ყვარელი - 15,5 ათასი ტ., სიღნაღი - 7,3 ათას ტ., ლაგოდეხი- 6,7 ათასი ტ., საგარეჯო - 3,5 ათასი ტ., ახმეტა - 2,2 ათასი ტ. და დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა.

ამ ეტაპზე გადამუშავების პროცესში ჩართულია 67 კერძო და  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური