"აბრეშუმის გზის ფორუმს" ჩინეთიდან მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 სექტემბერი 2015 13:45

"აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც თბილისში 15-16 ოქტომბერს გაიმართება, ჩინეთიდან არაერთი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელები საქართველოში პირადად მოიწვია.
 პეკინში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინიციატივო პროექტში-"ახალი აბრეშუმის გზა" მონაწილეობის შესახებ, რომლის მიზანიცაა თანამედროვე ეპოქაში ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის სატრანსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მიმართულება და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ისტორიული ცენტრი, შესაფერისი ადგილია აბრეშუმის გზასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დიალოგისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველომ მიაღწია გარკვეულ შედეგებს ამ სტრატეგიის ფარგლებში. კერძოდ, განხორციელდა პირველი სატვირთო სარკინიგზო რეისი ჩინეთიდან საქართველოში, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა სარეკორდო დროში - ცხრა დღეში მაშინ, როცა იმავე მარშრუტით საზღვაო გადაზიდვას სჭირდება დაახლოებით 45-60 დღე.

ირაკლი ღარიბაშვილი აზიის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 სექტემბერი 2015 11:55

საქართველოს პრემიერმინისტრმა აზიის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან მოლაპარაკება გამართა.

აზიის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო ბანკი დაინტერესებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებით, კერძოდ ჩქაროსნული ავტომაგისტრალითა და რკინიგზით.

საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს ყველა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის პრეზიდენტის წამოწყებას ახალი აბრეშუმის გზის განვითარებასთან დაკავშირებით.

აჭარასა და დალიანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 13:25

დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ორმოცდაათ წევრიანი დელეგაციის შემადგენლობაშია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე. ვიზიტის ფარგლებში მიმდინარე წლის 10 სექტემბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ და დალიანის მერმა, შენგფენგ სიაომ მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს თანასწორობის, თანამშრომლობისა და ორმხრივ სარგებელზე დაყრდნობით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მომსახურების ინდუსტრიის, ქალაქის დაგეგმარებისა და სხვა სფეროებში. ამ ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო დალიანში საქართველოს პრემიერ -მინისტრისა და მასთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბოლო ვიზიტის შემდეგ. აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას ჩამოყალიბდეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და დალიანის მუნიციპალიტეტს შორის. მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის მიღწევას უზრუნველყოფს ხელმძღვანელ პირებსა და შესაბამის უწყებებს შორის რეგულარული ურთიერთობები.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინელ კოლეგას შეხვდა.

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2015 12:10

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინელ კოლეგას შეხვდა. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.
"ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ განსაკუთრებით გავააქტიურეთ ჩინეთთან ურთიერთობები – ვიცე-პრემიერები, ასევე საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციები იმყოფებოდნენ ჩინეთში ვიზიტით. ასევე განხორციელდა ჩინური დელეგაციების ვიზიტები საქართველოში. ეს არის დადატურება იმის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე გადადის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, ჩინელ კოლეგასთან სტრატეგიული პროექტები განიხილა, მათ შორის ისაუბრეს "ახალი აბრეშუმის გზის" შესახებ.
"მქონდა ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. ჩვენ განვიხილეთ სტრატეგიული პროექტები, რომლებიც საინტერესო იქნება ორივე მხარისთვის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას "ახალი აბრეშუმის გზის" შესახებ, ეს არის კონცეფცია –"ერთი სარტყელი–ერთი გზა". ეს არის ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტი. ისტორიულად საქართველო აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და სწორედ დღეს ჩვენ გააზრებულად ვაცხადებთ, რომ გვსურს ამ პროეტის მონაწილეები გავხდეთ. მიგვაჩნია, რომ "ახალი აბრეშუმის გზა" შექმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს მოიტანს ახალ ინვესტიციებს, ეკონომიკურ განვითარებას, ვაჭრობის გააქტიურებას. 
კიდევ ერთი საკითხი, რაც განვიხილეთ, შეეხება აზიის ინფრასტრუქტურის განვითარების ინვესტიციის ბანკის მიერ რამდენიმე პროექტის დაფინანსებას. როგორც ცნობილია, ჩვენი ქვეყანა ამ ბანკის თანადამფუძნებელია. პირველ ეტაპზე, 100 მილიარდია ბანკის კაპიტალი, მაგრამ საბოლოოდ 500 მილიარდიან ინვესტიციებზეა საუბარი. მექნება ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა პეკინში და ვფიქრობ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტის დაფინანსებას შევძლებთ. ამის მზაობა და სურვილი ჩინური მხრიდან უკვე არსებობს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 14:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრს, საიხანბილეგ ჩიმედს შეხვდა. 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მონღოლეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. აღინიშნა მონღოლეთის დაინტერესება საქართველოს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებით.
საუბარი შეეხო აბრეშუმის გზის მნიშვნელობას. მონღოლეთის პრემიერ–მინისტრი მიესალმა ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის იდეას, რომელიც ევროპას და აზიას უმოკლესი გზით დააკავშირებს და შეამცირებს დროს და ხარჯს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა და პარტნიორული თანამშრომლობის განვითარებას.

ჩინეთის ქალაქ დალიანში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 13:11

ჩინეთის ქალაქ დალიანში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაძლიერებულია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება.

როგორც ცნობილია დალიანში მუშაობა დაიწყო მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა „ზაფხულის დავოსი 2015“. ამის გამო ქალაქის შესაბამისი სტრუქტურები სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან, რათა მაქსიმალურად უზრუნველყონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მაღალი დონის სტუმრების უსაფრთხოება.

მათ შორის არის საქართველოს დელეგაციაც, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. დალიანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს დალიანის ვიცე-მერი დახვდა.

9-13 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და მონაწილეობას მიიღებს ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა სესიაზე - "თანამედროვე აბრეშუმის გზა" ("The Modern Silk Road").

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა სესიაზე - "თანამედროვე აბრეშუმის გზა" ("The Modern Silk Road"), სიტყვით მიმართავს ქალაქ პეკინში საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში შეკრებილ პროფესორებს და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრება დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიურ გახსნით ცერემონიას "Champions 2015".

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.

ირაკლი ღარიბაშვილი დალიანში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ახალი ინციატივით გამოვიდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2015 13:10

საქართველოს პრემიერმინისტრი ჩინეთის ქალაქ დალიანში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ახალი ინციატივით გამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სულ რამდენიმე წუთის წინ დაწყებულ სესიაზე სახელწოდებითთანამედროვე აბრეშუმის გზა ისაუბრა პროექტზე აბრეშუმის ქარი.

საქართველოს ხელისუფლების ეს იდეა ძირითადად გულისხმობს აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით პროდუქციის ექსპორტს აღმოსავლეთიდან ევროპაში.

„როგორც ენერგო რესურსებისა და სხვა პროდუქციის უმნიშვნელოვანესმა სატრანზიტო დერეფანმა საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის სათანადო პარტნიორი. ჩვენ უკვე წამოვიწყეთ მრავალმილიარდიანი, ყოვლისმომცველი პროგრამა, რომლის მიზანიცაა ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება, რათა სათანადოდ ვუპასუხოთ ევროპასა და აზიას შორის მზარდ მიმოსვლას. ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის, მნიშვნელობას. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი უკვე წარმოადგენს მნიშვნელოვან მაკავშირებელს აბრეშუმის გზის ფარგლებში, რადგანც ის უზრუნველყოფს პირდაპირ მარშრუტს საქართველოსა და თურქეთს შორის და ერთმანეთთან აკავშირებს ევროპასა და აზიას. გარდა ამისა, ეს არის ავღანეთში და პირიქით, ტვირთის ტრანსპორტირების უმოკლესი და ყველაზე ეკონომიური სატრანზიტო მარშუტი. ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან  ერთად გადაწყვეტილი გვაქვს მულტიმოდალური სარკინიგზო პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ჩინეთიდან, ევროპისკენ მიმავალი სარკინიგზო კონტეინერების ტრანსპორტირების დერეფნის უზრუნველყოფას. პროექტი დაიწყება 2015 წლის ბოლოს. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას, რომელიც გულისხმობს ტვირთის ნაკადების, სატრანსპორტო დერეფნის შექმნას, ავღანეთს, თურქმენეთსა, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს შორის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი ჩინეთში გაემგზავრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 11:14

 პრემიერმინისტრი დელეგაციასთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილს ქალაქ დალიანსა და პეკინში მაღალი რანგის შეხვედრები აქვს დაგეგმილი. მათ შორის, ჩინეთის პრემიერმინისტრთან, ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელობასთან, აზიის ინფრასტრუქტურისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ჩინეთის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანთან.ღარიბაშვილი მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდება. საქართველოს პრემიერმინისტრი ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა სესიაზე - თანამედროვე აბრეშუმის გზა.ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილება მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. იგეგმება რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების და მემორანდუმის გაფორმება.

ირაკლი ღარიბაშვილმა და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 სექტემბერი 2015 17:45

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაNDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა თორნტონისმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.   მხარეებმა საარჩევნო გარემოსა და კანონმდებობაზე იმსჯელეს.მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესებს. აღინიშნა NDI-ის დამხმარე პროგრამებისა და სხვადასხვა თემაზე ორგანიზებული ტრენინგების მნიშვნელობა. 
შეხვედრაზე გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.

იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2015 12:31
ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში მორიგი შეხვედრა გამართა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთობები და თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება , - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოს ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და მიღწეული პროგრესი შეაფასეს. 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
მათივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. 
პირისპირ გამართული შეხვედრიდან მხარეებმა გაფართოებულ შეხვედრაზე გადაინაცვლეს, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური