ღარიბაშვილმა თადეოს გურამიშვილის რესტავრირებული მარანი გახსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 15:59

საგურამოში ახალმა ტურისტულმა ობიექტმა დაიწყო ფუნქციონირება -საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თადეოს გურამიშვილის რესტავრირებულ-აღდგენილი მარანი გახსნა. პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობმა“ განახორციელა. ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი - თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო. პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის გადამამუშავებელ საცავს, სადეგუსტაციო დარბაზს და სხვა ინფრასტრუქტურას.პროექტისთვის კომპანია „კახურმა ტრადიციულიმა მეღვინეობამ“ 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ილია ჭავჭავაძისეული სავენახე მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადაეცა კომპანიას, ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების აღდგენასა და განვითარებას მოემსახურება. კომპანიამ უკვე გააშენა იშვიათი და მივიწყებული ქართული ჯიშის ვენახი, კეთილმოაწყო ტერიტორია და აღჭურვა თანამედროვე წყალმომარაგების სისტემით.თადეოს გურამიშვილის რესტავრირებული მარნის გახსნას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ილია ჭავჭავაძეს მოეწონებოდა-პრემიერის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 08 ნოემბერი 2015 13:50

ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ილია ჭავჭავაძეს მოეწონებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგურამოში განაცხადა, სადაც ის ილიაობის დღესასწაულს დაესწრო.
პრემიერმა საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა, განსაკუთრებით კი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორს და თანამშრომლებს. 
"ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ილიას ღვაწლზე, მის მოღვაწეობაზე, მის აზროვნებაზე. მართლაც ძალიან აქტუალურია ილიას ნააზრევი, რომელიც იყო აქტუალური ერთი საუკუნის წინ და მე მჯერა, ასევე იქნება აქტუალური ერთი საუკუნის შემდეგ. ყოველი მისი ნაბიჯი, ყოველი მისი მოღვაწეობა და ქმედება იყო გამიზნული იმისკენ, რომ გაძლიერებულიყო ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება. სწორედ ილიას დამსახურებაა ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში გაღვივდა ეროვნული თვითშეგნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ განსაკუთრებულად დავაფასოთ ამ უდიდესი ქართველის, ჩვენთვის საამაყო ადამიანის მოღვაწეობა და ვიცხოვროთ ისე, როგორც მოეწონებოდა ილია ჭავჭავაძეს; მივსდიოთ მის გზას, რომელიც არის სიმართლის გზა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 07 ნოემბერი 2015 16:27

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეა.

„7 ნოემბერი არის საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. თარიღი, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება სამართლიანობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლოდ. მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად, გონივრული ნაბიჯებით, ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებით, შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 8 წლის წინ 7 ნოემბერს ოპოზიციის საპროტესტო აქციები სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის , ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს

საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები - შეხვედრა თბილისში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 14:42

საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები იყო განხილვის თემა თბილისში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც ესწრებოდა. 

 შეხვედრაზე ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა განიხილეს და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების გზებზე იმსჯელეს. 

დისკუსიაში პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ეკონომისტები მონაწილეობდნენ. დისკუსია ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრისა და ადენაუსის ფონდის ორგანიზებით გაიმართა. 

“ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მალე ექნებათ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება”

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 15:23

ვიმედოვნებ, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან მალე ექნებათ ევროპაში თავისუფალი გადაადგილების საშუალება, – ამის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლიტვის პრემიერმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ალგირდას ბუტკევიჩიუსმა ორი ქვეყნის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის საქმიანობას, რომელიც ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას და საქართველო-ლიტვის მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმაებას შეუწყობს ხელს.
ლიტველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ხელისუფლების გადაწყვეტილებაა რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებულზე ბევრად მეტის განხორციელება. ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულება და ამ მიმართულებით ევროკავშირის პოზიტიური დასკვნის იმედი გამოთქვა.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ვისაუბრეთ ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მნიშვნელობაზე, რომელიც ვაჭრობის, ინვესტიციების, ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში თანაშრომლობის გააქტიურებას, ასევე კერძო სექტორებს შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. ერთობლივი განცხადებები მედიისთვის ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

ლიტვის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 14:26

ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. როგორც "ნიუსდეის" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ლიტვის ეკონომიკის მინისტრი ევალდას გუსტასი დახვდა. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე შედიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი,ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა.

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 10:01

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, 4-5 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკას ეწვევა. 
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტველ კოლეგას, ალგირდას ბუტკევიჩიუსს შეხვდება, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 
მათივე განმარტებით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან ლორეტა გრაუჟინიენესთან. 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური, ლიტველ კოლეგასთან ერთად, საქართველო-ლიტვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის პირველ შეხვედრას გახსნის, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერის გახსნის ცერემონიაში, გვირგვინით შეამკობს ლიტვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს და 1918-1921 საქართველოს პირველი რესპუბლიკის ემიგრირებული ოფიცრის დათიკო მაჭავარიანის საფლავს. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვილნიუსში ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრსაც დაათვალიერებს, ასევე ესტუმრება ვილნიუსის უნივერსიტეტს, სადაც რექტორს და ქართული ენის შემსწავლელ ლიტველ და ქართველ სტუდენტებს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ლიტველ ბიზნესმენებთან. 
საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე იმყოფებიან.

ჩვენ ქინძის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ-პრემიერის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 18:49

პრემიერი ბოლო დღეებში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება, სადაც ექსპრეზიდენტის, ნიკა გვარამიას და სოფო ნიჟარაძის სატელეფონო საუბარია ასახული.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება უჭირს.

„გავრცელდა აუდიო ჩანაწერები ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის, რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ეს სასაცილოა. ჩვენ ქინძის განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღეს სახელმწიფო იმაზე ძლიერი, ვიდრე სამი წლის წინ. დღეს დემოკრატიული სახელმწიფო ვართ, სადაც კაონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული. არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვეც ქინძი და ვერც სხვა მოქალაქე“, - ამბობს ღარიბაშვილი.

პრემიერის პირველი კომენტარი R2-ის საქმის განაჩენზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 18:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

პრემიერის თქმით, ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის და მისთვის მთავარია, რომ საქართველოში მედია არ იყოს პოლიტიზირებული.

„ჩემთვის არ არის საინტერესო, თუ ვინ იქნება რეალური მფლობელი "რუსთავი 2"-ის. ჩემთვის მთავარია, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები იყვნენ დაცული და მედია არ იყოს პოლიტიზირებული. ეს არის დავა ორ სუბიექტს შორის. ჩვენი ჩართულობა ამ პროცესებში გამორიცხულია. უნდა მივეჩვიოთ, რომ ცივილიზებულ საქართველოში ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილება, არ გვაქვს უფლება, რომ რაიმე კომენტარი ვთქვათ. მხარეებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. არ არის საჭირო პროცესის დრამატიზირება. მინდა მოგმართოთ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, რომ თქვენ ხართ პროფესიონალები და მინდა ღიად დავაფიქსირო პატივისცემა და მხარდაჭერა თქვენდამი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა

შეხვედრა ესტონეთის პრეზიდენტთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 15:58

ესტონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს მთავრობის მეთაურს ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სასახლეში უმასპინძლა.
ტოომას ჰენდრიკ ილვესი სტუმარს საპატიო ყარაულით დახვდა.
ორ ქვეყანას შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები,საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ტოომას ჰენდრიკ ილვესის პირისპირ შეხვედრაზე.
მხარეებმა საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების სტრატეგიული საკითხებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში.
პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ტოომას ჰენრიკ ილვესმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ორი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორობისდადასტურებად შეფასა და კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს ევროპულიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში მტკიცე მხარდაჭერის მზადყოფნა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესზე. ხაზი გაესვა არსებით ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული ყველაელემენტის განხორციელების დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობასდა გამოითქვა იმედი, რომ სამიტზე ადეკვატურად აისახება საქართველოს მიერნატო-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი.
ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელიც არის ჩემი ძველი მეგობარი. ჩვენი საუბრის ძირითადი თემა ეხებოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. მე ჩემი მხრივ მივაწოდე ინფორმაცია ესტონეთში მიმდინარე პროცესებზე,"-განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. 
გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი დაესწრნენ.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური