ირაკლი ღარიბაშვილი პენსიის ზრდაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 14:39

საქართველოს პრემიერმინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ღირსეული პირობები შეუქმნას ხანდაზმულებს და აქვე ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მაქსიმუმს აკეთებს. 

"ჩვენი ხელისუფლების ამოცანა არის ხანდაზმულთა მშვიდი და ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა. მომავალი წლის ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება, მთაში - 216 ლარი. 80 ლარიანი მატებაა 2012 წლის შემდეგ. ეს მესმის, რომ საკმარისი არ არის იმ ხალხის დასაფასებლად რომლებიც ერთგულად ემსახურნენ ქვეყანას, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი რაც სახელმწიფოს შეუძლია,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილის თქმით მუშაობენ დაგროვებითი პენსიის საკითხზეც. 

"გაიზარდა საბიუჯეტო სისტემის გამჭვირვალობა"-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 14:18

პრემიერმინისტრი თბილისის საკრებულოში ანგარიში წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. მისი განცხადებით, სამი წლის განმავლობაში გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობის ჩამოყალიბება მოხერხდა. მისივე განმარტებით, გაიზარდა საბიუჯეტო სისტემის გამჭვირვალობა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნის მიზნით.

"მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევის მიხედვით ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა მრავალი პარამეტრით, მათ შორის მთავრობის ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის კლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა მიღწევა, რომლის უკან, მისი თქმით ხელისუფლების დიდი ძალისხმევა დგას.

"უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში ჩვენიო გონივრული, პრაგმატული და თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური კურსით ჩვენი ხელისუფლება ახერხებს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პოლიტიკური, " - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი განვლილ 3 წელს აჯამებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 14:22

"ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს," - ეს ერთ-ერთი მთავარი მესიჯია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა 3 წლის შეფასების დროს გააჟღერა. პრემიერმინისტრი კონკრეტულად საუბრობს ამ თემაზე და აცხადებს, რომ იმისათვის, რომ იყოს ინსტიტუტი ძლიერი, აუცილებელია მას სწორი ადამიანები მართავდნენ. 

"ინსტიტუტები ძლიერია, თუ მას ძლიერი ლიდერები, სწორი და პასუხისმგებლიანი
ადამიანები მართავენ. ჩვენ 3 წლის განმავლობაში გვყავს გამჭვირვალე ანგარიშვალდებული მთავრობა და მმართველობის სისტემა,"- აცხადებს ღარიბაშვილი. 

ამასთან ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის მუშაობაში ხელისუფლება არ ერევა. მისივე თქმით ჩარევისგან თავისუფალია მედია და დეპოლიტიზირებულია პოლიციაც. 

"შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია ადამიანები განთავისუფლდნენ შიშისგან. დეპოლიტიზირებულია პოლიცია შექმნილია უმთავრესი წინაპირობა ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებისთვის. უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, მედიის საქმიანობაში ხელისუფლება არ ერევა, თავისუფალია სასამართლო ჩარევისგან," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრმა მთავრობის წევრებს და მოქალაქეებს რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის გადაწყვეტილება მიულოცა, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ და პარტნიორ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ. 

"2012 წელს ჩვენ მიზნად დავისახეთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. ანუ ისეთი საქართველოს რომელშიც ხორცს შეისხამდა ჩვენი წინაპრების მუდმივი მისწრაფება, ვყოფილიყავით ერთიანი, ძლიერი განვითარებული ქვეყანა.

ამ მანდატით მოვედით ხელისუფლებაში და მას შემდეგ თავდაუზოგავად ვშრომობთ იმისათვის რომ ვიყოთ ხელისუფლება რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს.

ჩვენი შრომის პირველი ისტორიული შედეგი სახეზეა. ევროპა უმაღლეს შეფასებას აძლევს ჩვენს წარმატებებს. ევროკავშირი ფართოდ გვიხსნის საზღვრებს. ეს ჩვენი შრომის უმაღლესი
შეფასებაა. ყველას გილოცავთ ამ მიღწევას. ამიერიდან საქართველოს წინაშე ახალი შესაძლებლობები ისახება.

საზეიმო განწყობამ არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემები. თვალი უნდა გავუსწოროთ იმ პრობლემებს რაც გაგვაჩნია. ჩვენ ხალხს უნდა ვაჩვენოთ რომ ქვეყანას
სწორად ვმართავთ,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლებისთვის ფუნდამენტური ღირებულებაა ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლება. 

გულით მჯერა, სიკეთე გადამდებია-ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 10:45

ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო სოლიდარობის საერთაშორისო დღე სახელობითი წერილით მიულოცა “საქართველოს სოლიდარობის ფონდში” გაწევრიანებულ თითოეულ ადამიანს.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდმა გააერთიანა ის ადამიანები, ვისთვისაც სოლიდარობა მთავარი ღირებულებაა და სწამთ, რომ ერთად გაცილებით მეტი სიკეთის გაკეთებაა შესაძლებელი.
“მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერისათვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვცდილობთ მძიმე სენით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადარჩენას. მეამაყება, რომ ერთად ვართ და რეალური იმედი შეგვაქვს იმ ოჯახებში, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და ერთსულოვნება. დღეს მსოფლიო სოლიდარობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ერთად მოვახერხეთ 182 ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის მკურნალობის სრულად დაფინანსება. ფონდმა გააერთიანა ის ადამიანები, ვისთვისაც სოლიდარობა მთავარი ღირებულებაა, ვისაც სწამს, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ ადამიანებს სიკეთე მოვუტანოთ. მინდა პირადად დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას და სიკეთეს. გულით მჯერა, სიკეთე გადამდებია!,-ნათქვამია მისალოც წერილში.
პრემიერ-მინისტრის წერილი საჯარო მოხელეებმა და ყველა იმ პირმა, ვინც “სოლიდარობის ფონდში“ დონაციას ახორციელებს, ელექტორონული ფოსტით მიიღო.

ორი ახალი საწარმო შეიქნება - მთავრობის სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 11:22

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პროექტ "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში განსახორციელებელ კიდევ ორ ახალ პროექტზე იმსჯელებენ. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, იქმნება ორი ახალი საწარმო. "პირველი არის სამშენებლო პროდუქტის საწარმო, რომელიც მარტყოფში შეიქმნება, რისთვისაც 800 ათას ლარზე მეტი ინვესტიცია ჩაიდება. მეორე, ეს არის კასპის რაიონში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც დაახლოებით ამდენივე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამ შემთხვევაში 60-მდე ადამიანი დასაქმდება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ანი მიროტაძე რუსეთთან უვიზო მიმოსვლაზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 18:16

რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე კომენტარებს აკეთებენ პარლამენტში. საპარლამეტო უმრავლესობა ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დადიბითად აფასებენ.

დეპუტატები ამბობენ, რომ ამ განცხადების შემდეგ, უმჯობესი იქნება თუ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები.

„თუ ის ფიქრობს, რომ შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადადგას, მაშინ ქმედებაც მათი განსახორციელებელია და ალბათ ეს იქნება ერთი კარგი ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინაიდან საქართველოს ბევრი მოქალქე ცხოვრობს რუსეთის ტეროტორიაზე და ეს მოცემულობა ჩვენ ხშირად გვაიძულებს, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მივიღოთ. ერთი არის ფაქტი, რომ არაფერს ამის სანაცვლოდ საქართველო არ დათმობს,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.

ამავე თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა დავით ბერძენიშვილმა. 

„საქართველოს არ აქვს რუსეთთან სავიზო რეჟიმი, რუსეთის მოქალაქეები უვიზოდ შემოდიან საქართველოში. ეს რუსეთს ეხება და არა საქართველოს,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ღარიბაშვილი პუტინის განცხადებას აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 18:07

"სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია,"- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც პუტინმა მზაობა გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს. 

"ნიუსდეი"პრემიერმინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გავეცანით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა სავიზო მოთხოვნა რუსეთის მოქალაქეებისათვის. მიმდინარე წელს ჩვენ კიდევ უფრო გავახანგრძლივეთ საქართველოში მათი შესაძლო ყოფნის პერიოდი, რადგან დაინტერესებული ვართ, რომ საქართველოს მეტი ტურისტი ეწვიოს რუსეთიდან და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს ადამიანებს შორის კონტაქტები.

გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამემამულეების, ასევე ქართველი ბიზნესმენების და რიგითი მოქალაქეების ინტერესი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.  მათი სურვილია, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მინიმალური სირთულეებით ხორციელდებოდეს.

მიუხედავად საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული პრინციპული ხასიათის უთანხმოებებისა, მათ შორის 2008 წლის ომის გამომწვევ მიზეზებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ვაჭრობის, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში გარკვეული ნაბიჯები გადაგვედგა. მზად ვართ გავაგრძელოთ არჩეული პრაგმატული კურსი რუსეთთან მიმართებაში და რუსეთის მხრიდანაც ველით ანალოგიურ მიდგომას.

უახლოეს დღეებში ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც  ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ზოგადად, ჩვენი მთავრობის პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების მაქსიმალური საშუალება.

ჩვენი ხელისუფლების გააზრებულ საგარეო პოლიტიკას სერიოზული ხელშესახები შედეგები მოაქვს. სწორედ ასე აღიქვამენ ამას როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე  დასავლელი პარტნიორები,"- ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრი კორეის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 16:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან, კიმ ჩანგ გუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრმა კიმ ჩანგ გუს წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში, საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.

პრემიერი ვიზალიბერალიზაციაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 11:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირს, საქართველოს მიმართ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა აქვს.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნების გადადება მხოლოდ ტექნიკურ დეტალებს უკავშირდება.
“საუბარია რაღაც ტექნიკურ დეტალებზე, რაც ჩვენს ქვეყანას არ ეხება. ასე რომ გთხოვთ, დაველოდოთ ევროკომისიის საბოლოო ანგარიშს, რომლის გამოქვეყნება უახლოეს დღეებში მოხდება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც დღეს იგეგმებოდა, გადაიდო.

პრემიერმა პატრიარქზე განცხადება გააკეთა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 16:18

პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 
პრემიერი შეწყალების საკითხზე პატრიარქის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საუბარი იყო მხოლოდ უწმინდესობის ჩართულობის გაზრდაზე იმ პროცესში, რასაც შეწყალება ჰქვია.
"ძალიან ნიჭიერი პატიმრები გყავთ. სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია თქვენს მიერ ორგანიზებულმა სპექტაკლმა პატიმრების მონაწილეობით. ისე, რა საოცარი რაღაც მოხდა იმ დღეს. ძალიან ემოციური დღე იყო. როგორც იცით, პატრიარქიც ესწრებოდა და ლამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს იმ დღეს", - მიმართა პრემიერმა სასჯელაღსრულების მინისტრს.
მისივე განმარტებით, მთავრობის წევრებს ანტისახელმწიფოებრიობა დააბრალეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც თავად არ იციან სახელმწიფოს ცნება.
"დაგვაბრალეს ანტისახელმწიფოებრიობა და ა.შ. ადამიანებმა, რომლებმაც მე მგონია, არ იციან რა არის სახელმწიფო, ან სამშობლო, მაგრამ ეს გასაგებია ჩვენთვის. უბრალოდ საწყენია - ეს ადამიანები საცოდავები არიან, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ თავდასხმა გააკეთონ, იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, პატრიარქის პიროვნება თუ მთავრობა, ჩემზე აღარ არის საუბარი. ჩვენზე მიზეზები არ სჭირდებათ, ისედაც გვესხმიან თავს, ამას შეჩვეულები ვართ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციით შეწყალების საკითხი დარეგულირებულია.
"ჩემი განცხადებაც თუ ნახეთ, ვფიქრობ, იქ ყველაფერი წესრიგში იყო. მე იმაზეც მივანიშნე, რომ ეს საკითხი არის დარეგულირებული კონსტიტუციით. შეწყალების კომისიაში ჩართულია საპატრიარქოს წარმომადგენელი, ერთ-ერთი ეპისკოპოსი. მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მიმართვა, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდა ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლებისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქცია არის სწორედ შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის გაზრდა ამ პროცესში. აქ რა იყო გაუგებარი, ან ანტისახელმწიფოებრივი არ მესმის. ეს არის უბრალოდ მიზეზი. კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ ეს ადამიანები, რომლებიც თავს დაგვესხნენ ჩვენ ყველას. დაწყებული საპატრიარქოთი - მთავრობაზე აღარ ვსაუბრობ. მე უბრალოდ მაინტერესებს, ამდენი სიძულვილი და აგრესია საიდან დაუგროვდათ ამ ადამიანებს?", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური