შსს-მ ოზურგეთში ქურდობის ფაქტი აღკვეთა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 11:22

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოზურგეთში მცხოვრები ძმები - 1987 წელს დაბადებული, ნოდარ თ. ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, ხოლო 1997 წელს დაბადებული თორნიკე თ. პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნოდარ თ. ოზურგეთში, ჭანტურიას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ძმასთან - თორნიკე თ-სთან ერთად ფულის წაღებას აპირებდა. ძმებმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ე.წ. „ზუბილა“, სახრახნისი და ტყავის ხელთათმანები.

გამოძიება ქურდობის მცდელობის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლით და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მეჩეთის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 15:00

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ელბრუს ე. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩაზე, ჯუმა მეჩეთში ფარულად შეაღწია, მოლებისთვის განკუთვნილი ოთახიდან პორტატიული კომპიუტერი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ელბრუს ე. სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მოპარული კომპიუტერი დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 10:03

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შაჰინ ბ, 1992 წელს დაბადებული სირხან ა, 1994 წელს დაბადებული ნურბაბა ხ, და 1995 წელს დაბადებული თაჯირ ჯ. ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სირხან ა-მ, ნურბაბა ხ-მ, და თაჯირ ჯ-მ საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრში ღამით ფანჯრიდან ფარულად შეაღწიეს, სეიფი, პლასტიკური აგრობარათები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ასევე დადგინდა, რომ ოთხივე ბრალდებულმა, საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში, 17 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ფერმიდან მოიპარეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე დღეში საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოსა და სოფელ ლამბალოში დააკავეს. მოპარული სეიფი სოფელ ლამბალოში წყლის არხიდან, ხოლო ნურბაბა ხ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საბანკო პლასტიკური აგრობარათები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე სირხან ა-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებულია არარეგისტრირებული, ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი და 8 საბრძოლო ვაზნა, ხოლო შაჰინ ბ-ს პირადი ჩხრეკისას – არარეგისტრირებული პისტოლეტი ერთი მჭიდით და 7 საბრძოლო ვაზნით. სამართალდამცველებმა გაყიდულ 5 სულ პირუტყვს სოფელ ლამბალოში მიაკვლიეს და პატრონებს დაუბრუნეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს.

გამოძიება ოთხივე დაკავებულის მიმართ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (პირველ ეპიზოდზე – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, მეორე ეპიზოდზე – სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

ხოლო სირხან ა-ს მიმართ გამოძიება ასევე მიმდინარებს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ხოლო შაჰინ ბ-ს მიმართ - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით); თაჯირ ჯ-ს მიმართ გამოძიება - ერთ ეპიზოდში დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, ხოლო მეორე ეპიზოდში კი ქურდობის ჩადენაში დახმარებისათვის მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 375-ე და სსკ-ის 24-177-ე მუხლებით).

დადიანის ქუჩაზე "თიბისი ფეის" აპარატი გაქურდეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 11:57

თბილისში, დადიანის ქუჩაზე „თი-ბი-სი ფეის“ აპარატი გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. დაზიანებულია ფეის აპარატიც.

როგორც „ნიუსდეის“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 177-ე, ქურობის მუხლით მიმდინარეობს, ჯერ ჯერობით მოპარული თანხის რაოდენობა არ კონკრეტდება . 

მოსკოვში 2 ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 17:36

მოსკოვის პოლიციამ, ერთ-ერთ რესტორანში კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრისას 40-ზე მეტი დაჯგუფების ლიდერი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, კრიმინალური დაჯგუფებების წევრებთან ერთად, სამი „კანონიერი ქურდი“, მათგან 2 ეროვნებით ქართველი დააკავა.

რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული კრიმინალური „ავტორიტეტები“ არიან : ვიტალი იზგილოვა, რომან ლომთაძე - იგივე მუსუსა და შალვა ხუჩუა , იგივე როკო.

სამინისტროს თანახმად, შეკრების მიზანი მოსკოვში გავლენის სფეროებისა და ფულის ნაკადის გადანაწილება იყო.

შსს-მ დედოფლისწყაროში „სილქნეტის“ სერვისცენტრის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 30 აგვისტო 2015 12:08

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თეიმურაზ ქ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ღამით, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „სილქნეტის“ სერვისცენტრის საკეტი დააზიანა, შენობაში ფარულად შეაღწია და სათვალთვალო ვიდეოკამერა, 13 ცალი მოდემი, კომპიუტერის მონიტორი და კავშირგაბმულობის ტექნიკის დეტალები მოიპარა. მომხდარი ქურდობის შედეგად, კომპანია „სილქნეტმა“ 602 ლარის ოდენობით ზარალი მიიღო.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თეიმურაზ ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, დედოფლისწყაროში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით).

ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 25 აგვისტო 2015 11:13

შსს-მ ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

დაკავებულმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების საკურორტო დასახლება შეკვეთილში, სასტუმრო „ოლიმპის“ ერთ-ერთ ნომერში უკანონოდ შეაღწია და მოქალაქის კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ კი მან შეკვეთილში, სასტუმრო „გურია პალასის“ ერთ-ერთი ნომრიდან მოქალაქის კუთვნილი, „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიხეილ კ. შეკვეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება წურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 22 აგვისტო 2015 12:44

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული იური ბ. ქურდობის ბრალდებით თეთრიწყაროს რაიონში დააკავეს.

დაკავებული მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მაგისტრალის მე-12 კილომეტრზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ თანამზრახველთან ერთად, მატარებლის სპილენძის საკონტაქტო სადენსა და გვარლს ე.წ. „ტროსს“ იპარავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების მისვლის შემდეგ, ბრალდებულის თანამზრახველმა პოლიციის მისამართით გასროლა მოახდინა და გაქცევა მოახერხა, ხოლო იური ბ. დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველები თანამზრახველის დაკავების მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

პოლიციამ მოპარული სადენები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 7300 ლარს შეადგენს, შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური