შსს-მ ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი მ.ს. ბათუმში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
მ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი, 8 ვაზნა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კარის საკეტების გასაღები ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების იდენტიფიცირების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ავღანეთში მომხადრ ინციდენტთან დაკავშირებით
ქურდმა ქურდობის შემდეგ კამერა შენიშნა და აი, რა მოიმოქმედა (ვიდეო)
ქურდმა ქურდობის შემდეგ კამერა შენიშნა და აი, რა მოიმოქმედა.
პროკურატურის განცხადება ავტომანქანიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტზე
პროკურატურა ქურდობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეში მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების არსებობის ფაქტს, განცხადებით ეხმაურება:
"საქმე ეხება 2015 წლის 5 მარტს, ავტომანქანიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული თამარ წილოსანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, სიონის ქუჩაზე მდებარე საგამოფენო ცენტრ ,,ქარვასლაში“. შენობაში შესვლამდე მან საკუთარი ხელჩანთა მეგობრის, ნიკოლოზ სანაიას იქვე მდგარ ავტომანქანაში დატოვა. საგამოფენო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოძიებით დაუდგენელი პირი, ნიკოლოზ სანაიას ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა დაზარალებულის ხელჩანთას და მასში არსებულ ნივთებს, რომელთა ღირებულებაც 150 ლარს შეადგენს.
მომხდარი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს ძველი თბილისის სამმართველომ დაიწყო. გამოძიებამ სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან ერთად, ზემოხსენებული ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთისა და უკანა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან ამოიღო თითის კვლები, საიდანაც ორი თითის ანაბეჭდი მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების იდენტური აღმოჩნდა.
ჩატარებული გამოძიებით მოწმეთა და თვით დაზარალებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ დავით სესიაშვილი არის ავტომანქანის მფლობელი ნიკოლოზ სანაიას ბავშვობის მეგობარი და დაზარალებულ თამარ წილოსანის ნაცნობი. ნიკოლოზ სანაიას განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული „Volkswagen Vento“-ს მარკის ავტომანქანით ხშირად სარგებლობდა დავით სესიაშვილი, მათ შორის იმ პერიოდში, როცა მოხდა დანაშაული, იგივე დაადასტურა დ.სესიაშვილმა და განმარტა, რომ ვინაიდან იგი ხშირად სარგებლობდა ხსენებული ავტომანქანით, ამიტომაც არსებობდა მისი თითის ანაბეჭდები ავტომანქანაზე. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმ დროს, როდესაც 2015 წლის 05 მარტს 19:00 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში სიონის ქუჩაზე, რომელიც არის ძველი თბილისის რაიონის ტერიტორიაზე, მოხდა ზემოხსენებული დანაშაული, დავით სესიაშვილი მის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის მომსახურე ანძების მიხედვით იმყოფებოდა ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე.
ამდენად საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას და მის რაიმე კავშირს თ. წილოსანის ჩანთის ქურდობის ფაქტთან.
საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა დადგენილ იქნას ქურდობის ჩამდენი პირი," - აღნისნულია პროკურატურის განცხადებაში.
ნაქურდალი მობილურების გასაღების ფაქტი
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრ „პასაჟი 2000“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ნაქურდალი მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახორციელებდნენ.
სამართალდამცველებმა ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, რა დროსაც 1976 წელს დაბადებული ზ.გ., 1976 წელს დაბადებული ო.გ., 1968 წელს დაბადებული თ.პ., 1985 წელს დაბადებული მ. ჯ., 1989 წელს დაბადებული ი.ქ., 1983 წელს დაბადებული გ.ბ., 1979 წელს დაბადებული შ.თ. და 1954 წელს დაბადებული ზ. კ. მოწმის სახით დაკითხეს. აღნიშნულმა პირებმა ნებაყოფლობით წარმოადგინეს Iphone-ის, Samsung-ის, HTC-ის, Nokia-ს, Lenovo-ს და Huawei-ს ფირმის 14 მობილური ტელეფონი და „პინდაქსისის“ ფირმის ფოტოაპარატი.
გამოძიება ნაქურდალი ნივთის შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ალკოჰოლიანის სასმელის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1974 წელს დაბადებული კობა პ. ქურდობის ბრალდებით, ხობში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭითაწყარში, თანამზრახველებთან ერთად, ფარულად შეაღწია ერთ-ერთი კერძო კომპანიის საწყობში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სატვირთო ავტომანქანას, რომელიც სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელებით იყო დატვირთული.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლისა და ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, 2925 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ ავტომანქანა ზუგდიდში მიტოვებული იპოვა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)
შსს-მ ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გიორგი მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კვერნაძის ქუჩაზე, მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც პერსონალური კომპიუტერი, 2 მობილური ტელეფონი, პლანშეტური კომპიუტერი, ფოტოაპარატი და სამკაულები მოიპარა.
სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ნუცუბიძის ქუჩაძე მაღაზია დააყაჩაღეს
ნუცუბიძის ქუჩის 14 ნომერში მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა დილით მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.ამ ეტაპზე უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული.
ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, დიდი ოდენობით ნედლი ნავთობის ქურდობის ფაქტზე,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავა.
უწყება ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ისინი სისტემატიურად, ფარულად ეუფლებოდნენ მაგისტრალურ მილსადენში გამავალ ნედლ ნავთობს. ბრალდებულებმა, ქარელის რაიონ სოფელ რუისში, სპეციალური ტენქიკური მოწყობილობებით, მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილსადენი, შემდგომში დააზიანეს ბრიტიშ-პეტროლიუმის საკუთრებაში არსებული ბაქო-სუფსის მაგისტრალი, დაზიანებულ ადგილზე დაამონტაჟეს სპეციალური ონკანი და სისტემატურად ახორციელებდნენ ცენტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის გადადინებას მათ საკუთრებაში არსებულ რეზერვუარებში.
მოპარული ნავთობის ტრანსპორტირებისას კი ავტომანქანაში არსებულ რეზერვუარებს შენიღბვის მიზნით ფარავდნენ ბოსტნეულით.
ბრალდებულები მოპარული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ახდენდნენ თბილისში, თავჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ძველი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ რეზერვუარებში, სადაც შემდგომში ახდენდნენ მის გადამუშავებას და სარეალიზაციოდ გამზადებას.
გამოძიება გრძელდება. სასჯელი 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს .