სასჯელაღსრულების თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 11:15

ქრთამის აღების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-15 დაწესებულების რეჟიმის ცვლის კონტროლიორი გოჩა ნოზაძე დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას მოქალაქეს დაჰპირდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე15 დაწესებულებაში, შემდგომში პატიმრისთვის გადასაცემად შეიტანდა მობილური ტელეფონის სიმ-ბარათს, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით, მოითხოვა და აიღო 7000 ლარი. 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 6- დან 9  წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ქრთამის აღების ფაქტზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 11:07

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელი, ნიკოლოზ ირემაშვილი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს, სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფისა და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1200 ლარი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 12:43
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ჯონ ეში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. "ბიბისი"-ს ინფორმაციით, მან ჩინელი ბიზნესმენებისგან ჯამში 1,3 მილიონი აშშ დოლარის თანხა აიღო, სანაცვლოდ კი, თანამდებობრივი სტატუსის გამოყენებით, მათთვის სასურველი ინვესტიციების მოზიდვასა და კონტრაქტების გაფორმებაში ეხმარებოდა. თანხის გარდა, ჯონ ეშმა "როლექსის" საათი და ძვირადღირებული ავტომობილი მიიღო, მისი სახლის ტერიტორიაზე კი 30 000 დოლარის ღირებულების საკალათბურთო მოედანი ააშენეს. ჯონ ეშის გარდა, ბრალდება ოთხ ბიზნესმენს წაუყენეს, რომლებიც გამოძიების თანახმად, კორუფციულ სქემაში წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ. ჯონ ეშის საქმის გამო გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა.

დღეს ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესი განახლდება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 11:15
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსის ჯოკია ბოდოკიას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული. დღევანდელ სხდომაზე ჯოკია ბოდოკიას დაკითხვა და ბრალდების წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. ჯოკია ბოდოკია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% - 180 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი აიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს , რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯოკია ბოდოკია ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.

ქრთამის აღების ფაქტზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 10:39

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული, მერაბ საცერაძე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმეს, სამეწარმეო საქმიანობისათვის ტერიტორიის უკანონოდ გამოყოფისა და შემდგომში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 აშშ დოლარი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.

დღეს ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესი განახლდება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 12:20

ჯოკია ბოდოკიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდება, რომელზეც მისი დაკითხვა იგეგმება.. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის ყოფილი უფროსი ჯოკია ბოდოკია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული.

ბოდოკიას ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, ჩვენების მიცემის დროს, ბრალდებული ვრცლად ისაუბრებს ყველა დეტალთან დაკავშირებით.

გამოძიების ინფორმაციით, ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10% - 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოდოკიას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია მოქალაქე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 სექტემბერი 2015 10:45

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად , თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საქართველოს მოქალაქე ოთარ ც. დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ც. აფხაზეთიდან დევნილ ცოლ-ქმარს, საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეგობრო წრის დახმარებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბინის მისაღებად საჭირო ქულების მომატებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ მოითხოვა ფულადი თანხა 8000 ლარი.

ქულების მიღების მიზნით, ოთარ ც-მ დევნილი ცოლ-ქმარი მიიყვანა ქ.თბილისში მდებარე ორ კლინიკაში თავის ნაცნობ ექიმებთან, სადაც მათ ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება, რომლის საფუძველზე გასცეს ყალბი სამედიცინო ცნობები - ფორმა N100, რომელთა მიხედვით აღნიშნულ პირებს თითქოს და აღენიშნებათ ფილტვების ქრონიკული დაავადება.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის 28 სექტემბერს ოთარ ც-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი თანხა 8000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია (საქართველის სსკ-ის კოდექსის 19 -180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიება გრძელდება და დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვის ქმედებებშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება.

ამერიკიდან ჩინეთში განხორციელდა მძიმე დანაშაულში ეწვმიტანილი პირის ექსტრადაცია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2015 15:21

ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური და იუსტიციის ორგანოების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ამერიკიდან განხორციელდა ჩინეთის მოქალაქის ექსტრადაცია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

ჩინეთის მოქალაქე კუან ვანფანი 14 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმალებოდა. მას ბრალად ედება კორუფცია და დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ამერიკიდან მოხდა მძიმე დანაშაულში ეწვმიტანილი პირის ექსტრადირება. 18 სექტემბერს ამერიკის სამართალდამცავებმა ჩინეთს გადასცეს იან ცზინცინუნია, რომელიც ასევე კორუფციასა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული.

ჩინეთის მოქალაქე კუან ვანფანი გუანდუნის პროვინციაში დაიბადა 1967 წელს. იგი თანამონაწილეებთან ერთად 2001 წელს გაიქცა ამერიკაში. ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური და იუსტიციის ორგანოების მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ამერიკის სამართალდამცავებმა დააკავეს კუან ვანფანი და სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

 

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სკოლის დირექტორი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 13:00

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზაქირ მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ზაქირ მ. მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ ხუთი კლასის განათლება, ყოველგვარი გამოცდების ჩაბარების გარეშე ცხრა კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის დამზადებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა 500 აშშ დოლარი და წინასწარ აიღო 250 აშშ დოლარი.

2015 წლის 22 სექტემბერს ზაქირ მ-მ მოქალაქეს დაუმზადა ატესტატი და გამოართვა დარჩენილი 250 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6 დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური