პატრულ-ინსპექტორი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 დეკემბერი 2018 13:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი 1984 წელს დაბადებული ნ.შ. ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურში მოქალაქე კ.მ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საკუთარი სამგზავრო ბარათის გამოყენებით, ტურნიკეტის გავლით, მოქალაქეებს უკანონოდ ატარებდა. აღნიშნული დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა მეტროპოლიტენის საპატრულო პოლიციის თანამშრომლისთვის, რომელმაც მ.კ.-ს მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ მორიგეობაზე გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ნ.შ. მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, მეტროსადგურ ვარკეთილში მორიგი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

სუსმა ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 20 აპრილი 2018 12:32

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის ქვემო ქართლის ადმინისტრირების, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს მთავარი ოფიცერი ლაშა ჩ.დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,რომ ლაშა ჩ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, ერთ-ერთი სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანების- 107 000 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 20 000 ლარამდე შემცირებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 5000 ლარი. ლაშა ჩ-მ, იმავე მოქალაქეს, 2018 წლის 16 აპრილს, წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი- 1000 ლარი, ხოლო 2018 წლის 18 აპრილს, ასევე გამოართვა 1000 ლარი, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 17:34

დევნილთა და განსახლების სამინისტრო თანამშრომლის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს, სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. 

2012 წლიდან დღემდე, თაღლითობის ფაქტზე სამინისტროს 2 თანამშრომელია დაკავებული, ხოლო ფინანსური მაქინაციების ბრალდებით 4 თანამშრომელი, რომელთა საქმეები გადაგზავნილია პროკურატურაში და მიმდინარეობს ძიება. 

ყველა ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობდა სამართალდამცავ სტრუქტურებთან, გარდა უკანასკნელი შემთხვევისა. აღნიშნული ფაქტი, სამინისტროსთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა. 

აქვე, კიდევ მივმართავთ დევნილ მოსახლეობასა და საზოგადოებას - არ დაუჯეროთ მსგავს შემოთავაზებას. ბინების განაწილდება ხდება კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ. ყოველი ასეთი ფაქტი გამოაშკარავებული იქნება. 

მოვუწოდებთ დევნილებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან სამინისტროს ანონიმურობა დაცული იქნება,"- აღნიშნულია სამინისტოს განცხადებაში.

ქრთამის აღების ფაქტზე განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 14:56

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თეკლა ხ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თეკლა ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით,რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 13 ივნისი 2016 14:27

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, საბიუჯეტო-საფინანსო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე თემურ პლაჭიაშვილი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ პლაჭიაშვილმა კანონით გათვალისწინებული პროცედურების გვერდის ავლით, სახელმწიფოს კუთვნილი 150ჰა მიწის ფართობის დროებით სარგებლობაში გადაცემისა და შემდგომი მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით თემურ პლაჭიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

 

თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 11 მარტი 2016 11:03

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოახდინა.

ბრალდებულებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის ფონდის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრისა და სამასალე მერქანის დამზადების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვეს 1 500 ლარი.

საგამოძიებო სამსახურმა რეინჯერები მოთხოვნილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. სასჯელი  7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2016 11:08
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელი გიორგი კუპრაშვილი დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული კორუფციულ გარიგებაში შევიდა ერთ-ერთ მეწარმესთან, მას დაჰპირდა, რომ აუცილებლად გაამარჯვებინებდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 547 778 ლარიანი სამშენებლო ტენდერში, სანაცვლოდ კი ტენდერის ღირებულების 25 პროცენტი - 136 944 ლარი მოსთხოვა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებული საგამოძიებო სამსახურმა მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის - 10 000 ლარის აღების ფაქტზე დააკავა. თანხა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. ტყიბულის გამგეობის დაკავებულ თანამშრომელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 15:50

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული თბილსერვის ჯგუფისთანამშრომელი, დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი.

“თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 12:13

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი, მიხეილ მეთაფლიშვილი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს  დაპირდა „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 1500 ლარი.  

საჯარო მოხელე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 12:01

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ბრალდებულმა, ერთერთი კომპანიის წარმომადგენელს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი დაამზადებინა, რის საფუძველზეც მერიიდან აღნიშნულ კომპანიას საბანკო ანგარიშზე 5 ათასი ლარი ჩაერიცხა. სანაცვლოდ ბრალდებულმა ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო თანხის ნახევარი, 2500 ლარი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, სასჯელი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური