ირაკლი კობახიძე - გადაწყდა, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 12:07

გადაწყდა, რომ წარმოდგენილი იყოს ჩანაწერი, რომ ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ადამიანის უფლბათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ცვლილების მთავარი ამოცანა არის, რომ გარკვეულ ჯგუფებს არ მიეცეთ საშუალება ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობის გაღვივებისთვის. 

"იურიდიული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ქორწინების დეფინიცია უნდა შეესაბამებოდეს სოციალურ აღქმას და სოციალური აღმქა ზუსტად არის ასახული პირველ პუნქტში. ეს არ ნიშნავს დისკრიმინაციის რაიმე ფორმით წახალისებას, ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ჯგუფის, მათ შორის უმცირესობების ულებებს და ინტერესებს. შესაბამისად, ეს ჩანაწერი ვერ გახდება დისკრიმინაციის საფუძველი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომიტეტის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ მონაკვეთს აცნობს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება.

ქორწინებების რაოდენობა შემცირდა - განქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 31 მარტი 2017 16:50

2016 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 13,9 პროცენტით შემცირდა და 25 101 შეადგინა,- ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2016 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 9 539 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4,7 პროცემდით გაიზარდა.

2016 წელს 2015 წელთან შედარებით 6,7 პროცენტით გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი 0- 10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში. განქორწინებათა საერთო რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალია (8,8 პროცენტი).

„ვერანაირი ხელმოწერები ვერ გახდება საფუძველი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისა“ - ვახტანგ ხმალაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 13 აგვისტო 2016 10:43

„მინდა გითხრათ, რომ სამოქალაქო კოდექსით სრულიად ცალსახად არის განსაზღვრული, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და აქვე იმასაც დავამატებ, რომ მაშინ 1995 წელს, როდესაც კონსტიტუცია იწერებოდა და როდესაც ეს ჩანაწერი გაჩნდა მასში, რომ ქორწინება ეყრდნობა მეუღლეთა თანასწორუფლებიანობას, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მეუღლეებში მხოლოდ ქალი და მამაკაცი იგულისხმებოდა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ჩემი მონაწილეობით ხდებოდა ამ ნორმების ჩამოყალიბება და არავის თავში აზრად სხვა რამ არ მოსვლია.“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ სტარვიზიაზე და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ვახტანგ ხმალაძე პასუხობს.

ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 10 მაისი 2016 14:20

ევროინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი - საქართველოს პრეზიდენტმა ლექცია ამ თემაზე პირველ გიმნაზიაში წაიკითხა. გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეების შეკითხვებსაც უპასუხა, სადაც კიდევ ერთი მთავარი თემა ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება იყო. პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მოგონილი უწოდა."როდესაც ამბობთ ქართველი ადამიანი, რატომ აკეთებთ ამ თემის იდენტიფიცირებას ქართულ კულტურასთან. მე მგონია, რომ ეს არის მოგონილი თემა. იმის მაგივრად, რომ მე დავიწყო ფიქრი - ვინ ვარ მე, როგორ იფიქრებდა ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა, დავუბრუნდე რუსთაველს, ჩემს წინაპრებს და დრამატული ინტელექტუალური პროცესი გავიარო ნებისმიერ ასეთ საკითხთან მიმართებაში, ამის ნაცვლად მე მაძლევენ მზა რეცეპტს, რომ ქართველობა - ეს არის ქორწინების საკითხი," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური