სულხან მოლაშვილის ოჯახს და ორ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 14:05

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სულხან მოლაშვილის ოჯახს სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული აგარაკი, ხოლო 2 დაზარალებულ მოქალაქეს ასევე უკანონოდ ჩამორთმეული 6 ავტომანქანა და თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.
დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტები. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2004 წლის 23 აპრილს, პროკურატურას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული ჰყავდა საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა  და მოთავსდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
 2004 წლის ივლისში, სულხან მოლაშვილის ძმას - თორნიკე მოლაშვილს დაუკავშირდნენ პროკურატურიდან და სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიების შეცვლის სანაცვლოდ, მოსთხოვეს ქ. თბილისში, სოფელ წავკისში მდებარე ერთ-ერთი აგარაკის შეძენა და შემდგომში სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.
 მას შემდეგ, რაც სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრები: მისი ძმა თორნიკე მოლაშვილი და მისი მეუღლე თამთა ბახტურიძე დაარწმუნეს, რომ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, მოხდებოდა სულხან მოლაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლება, ისინი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ ამ პირობის შესრულებას.  ამ მიზნით, სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრებმა ბანკიდან აიღეს სესხი და შეთანხმებისამებრ, 2004 წლის 14 ივლისს,  140 000 ლარად შეიძინეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი, რომელიც იმავე დღეს, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს. მიუხედავად სულხან მოლაშვილის ოჯახის წევრების მიერ მოთხოვნის შესრულებისა, მაინც არ მოხდა სულხან მოლაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და საპატიმრო დაწესებულებიდან მისი გათავისუფლება.
2006 წელს, მოქალაქე გია ოქრუაშვილმა თავისი მეგობრის, ვახტანგ მესხის დახმარებით  კანონიერად შეიძინა ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.
2010 წლის 01 დეკემბერს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლების მიერ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ იქნა ვახტანგ მესხი, რომელსაც პროკურატურის თანამშრომლებმა მოსთხოვეს, რომ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირობით მსჯავრზე შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჯარიმის სახით გადაიხდიდა 50 000 ლარს და მისი მეგობარი გია ოქრუაშვილი სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმობდა შეძენილ 480 კვ.მ მიწის ნაკვეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრებოდა მკაცრი სასჯელი.
პროკურატურის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გია ოქრუაშვილმა სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმო მისი კუთვნილი 480 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რის  შემდეგაც, მის მეგობარს ვახტანგ მესხს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და დაეკისრა ჯარიმა 50.000 ლარის ოდენობით.   
2011 წლის ნოემბერში მთავარ პროკურატურას ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისთვის დაკავებული ჰყავდა  შპს ,,აკვარიუმი“-ს დირექტორი გიორგი ღონღაძე. გამოძიების მსვლელობისას მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ციხიდან გათავისუფლების და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, 240 000 ლარად უკანონოდ შეასყიდინეს „ჰიუნდაი“-ს მარკის 6 ავტომანქანა, რომლებიც შემდგომ უსასყიდლოდ, ჩუქების გზით გადაეცა სახელმწიფოს. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე.
ჩვენს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე  პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხსენებულ დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდეთ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული მათი კუთვნილი ქონება: სულხან მოლაშვილის მეუღლეს თამთა ბახტურიძეს სოფელ წავკისში მდებარე აგარაკი; ბიზნესმენ გიორგი ღონღაძეს ,,ჰიუნდაის“ მარკის 6 ა/მანქანა და მოქალაქე გია ოქრუაშვილს  ქ. თბილისში, გლდანის პირველ მიკრო/რაიონში მდებარე 480 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 
რაც შეეხებათ ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით მათ მიმართ არ დაიწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას.  
ამ დროისთვის ახალი დეპარტამენტის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად  გახსნილია ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ და დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ა/მანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ. 

თურქეთში მთავრობამ 50 მილიარდიანი ქონება მიითვისა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 20 ოქტომბერი 2016 19:19

თურქეთში გადატრიალების მცდელობის შემდეგ მთავრობის მიერ მითვისებული 200-ზე მეტი კომპანიის 50 მილიარდ ლირიანი ქონების გამოძალვასთან ერთად აღნიშნულ კომპანიებში მომუშავე 30 ათასამდე დასაქმებულის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ″მოძრაობა ჰიზმეთზე″ ფინანსური მხარდაჭერის ბრალდებით თურქეთის უმსხვილეს ინდუსტრიულ საწარმოებს შორის მყოფი კომპანიები და ჰოლდინგები რიგრიგობით მთავრობის მიერ უზუროირებულ იქნა.
განვითარებული მოვლენებით, ერთის მხვრივ საერთო ჯამში 200-ზე მეტი კომპანიის საერთო ბრუნვა 50 მილიარდ ლირაზე მეტია და ამ კომპანიებში დასაქმებული 30 ათასზე მეტი თანამშრომლის ბედიც გაურკვეველია, მეორეს მხვრივ კი არსებულ ვითარებაში იმის საშიშროება არსებობს, რომ ეს ყველაფერი უცხოელი ინვესტორების შემცირებას და ქვეყნის წინსვლას შეაფერხებს.
მიტაცებული ჰოლდინგებიდან პირველი დაახლოებით 6 მილიარდ ლირიანი ბრუნვით ″Boydak″ ჰოლდინგია სადაც 12 ათასი ადამიანია დასაქმებული. 7 სხვადასხვა სექტორში 34 კომპანიის მფლობელი ჰოლდინგი, სტანბულის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამოქვეყნებულ თურქეთის უმსხვილეს 500 სამრეწველო კომპანიის ჩამონათვალში 6 კომპანია მოხვდა.
წართმეულ ჰოლდინგებს შორის არის ასევე 10 მილიარდი დოლარის ღირებულების 18 კომპანიის მფლობელი ″Koza Ipek″ ჰოლდინგიც. 1948 წელს ბიზნესმენ და გამომცემელ ალი იფექის მიერ დაფუძნებულ ჰოლდინგში, სს ″კოზა ოქროს საწარმო″, სს ″იფექ დოღან ენერგეტიკული რესურსების გამოკვლევა და წარმოება″, სს ″კოზა წარმოება და ვაჭრობა″, Rek-tur სარეკლამო და მარკეტინგულიი სავაჭრო კომპანია და იფექ ონლაინ საინფორმაციო მომსახურების მსგავსი კომპანიები შედის.
მმართველობა შეცვლილ კომპანიებს შორის არიან ასევე დუმანქაია (Dumankaya) და ფი იაფიც (Fi Yapı). დუმანქაია, 2014 წელს თურქეთის 500 ჰოლდინგს შორის, ბრუნვის ზრდის კუთხით ყველაზე წარმატებულ 25 კომპანიას შორის მესამე ადგილზე გავიდა.
2006 წელს ფიქრეთ ინანის მიერ დაფუძნებული კომპანია, Fi-Tower, Fi-Life ბრენდებით სხვადასხვა კატეგორიებში დაახლოებით 6 ათასამდე საცხოვრებელი ააშენა. კომპანიას ახლო მომავალში კიდევ 5 ათასამდე საცხოვრებელი აქვს ჩასაბარებელი.
2016 წლის 2 სექტემბერს მმართველობა ჩამოერთვა ნაქსან ჰოლდინგს რომელიც გაზიანთეპშია დაფუძნებული. 7 ათასი ადამიანის დამსაქმებელი ჰოლდინგი 4 მილიარდ დოლარის ფარგლებში აქტივებს ფლობს.
ასევე, 2016 წლის 3 სექტრმბერს მმართველობა ჩამოერთვა Kaynak ჰოლდინგს რომლის შემადგენლობაშიც 16 სხვადასხვა სექტორში მოქმედი 30 კომპანია შედის. დაახლოებით 8 ათას 500 ადამიანის დამსაქმებელი Kaynak ჰოლდინგის საერთო წლიური ბრუნვა 1.5 მილიარდი ლირაა.
ინვესტორი არ მოვა
გაზი უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებათა ფაკულტეტის ეკონომიკური დეპარტამენტის ლექტორის პროფესორ, დოქტორ აზიზ ქონუქმანის განცხადებით, საკუთრების უფლება კაპიტალიზმის აუცილებელი პირობებიდან ერთ ერთია და საგანგებო მდგომარეობის დროს კომპანიების პირდაპირ სახელმწიფოს მფლობელობაში გადაცემით ეს პრინციპი ფეხქვეშ ითელება.
″რადგან თურქეთის მთავრობა სისტემის გარე რესურსებით მართვას ცდილობს მთავარი მოსაგვარებელი პრობლემა, პირდაპირი ინვესტიციების მომატებაა. თუმცა, თუ ქვეყანაში სამართლებრივი უსაფრთხოება აღარ იქნება, საკუთრების უფლებები დაცული არ იქნება, ინვესტორები თურქეთში ფულის ჩადებისგან თავს შეიკავებენ.″-განაცხადა ქონუქმანმა.
წყარო: http://www.cumhuriyet.com.tr/haber/turkiye/616839/50_milyar_lira_el_degistirdi.html

მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 10 ივნისი 2016 16:26

სამართალწარმოების აღდგენის პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნა.დაზარალებულ მოქალაქეებს 5 ავტომანქანა და 80 ათასი ლარი საკუთრებაში ოფიციალურად მას შემდეგ გადაეცემათ, რაც საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ. აღნიშნული ქონება მოქალაქეებს 2010 წელს ჩამოერთვათ.

მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ ამ დროისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 38 ფაქტია გახსნილი.

 

მშობლების ქონება მხოლოდ ბიჭს ეკუთვნის?

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2015 15:02

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ აგრძელებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, რომელიც საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

საქართველოში გავრცელებული შეხედულებითა და პრაქტიკით, მშობლების ქონება მხოლოდ ბიჭს ეკუთვნის. ამ სტერეოტიპს ბიჭებსაც და გოგონებსაც ადრეული ასაკიდანვე აჩვევენ. საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვავს. არ არსებობსარანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემისან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ.

 

 იხილეთ გენდერისა და საკუთრების თემაზე იხილეთ საჯარო რეესტრის მომზადებული ვიდეო რგოლი:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტის „გენდერი და საკუთრება“ მიზანია, მოქალაქეებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გაცნობა და საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება შეხვედრები, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მოსახლეობას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. მომზადდება საინფორმაციო კლიპები, ბროშურები და ბუკლეტები. ამას გარდა, სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახური, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ  პირს გაუწევს კონსულტაციას.

საჯარო რეესტრი გამოხატავს მზადყოფნას, პირდაპირი შეხვედრებით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების გავრცელებითა და მასობრივი კომუნიკაციის არხებით ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ქონებრივი უფლებების სამართლიან რეალიზებას, ქონების გადანაწილების პროცესში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც ხშირად ხდება მათი სხვა სახის დისკრიმინაციის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მიზეზი.

 

 

 

„PowerChina”: მზად ვართ დავიწყოთ ანაკლია პორტის დაფინანსება და მშენებლობა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 16:47

„PowerChina” არის „ანაკლია პორტი და ინდუსტრიული ეკო პარკის“ კონსორციუმის წევრი და ქართული კომპანიის, შპს „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტის“ სტრატეგიული პარტნიორი. ის ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიციებს განახორციელებს  და გარდა ამისა, ჩინეთიდან მოიზიდავს სესხს საერთო საპროექტო ღირებულების 70%-ის ოდენობით.
„PowerChina” უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც მომსახურებების ფართო სპექტრს უზრუნველყოფს, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიის, ინფრასტრუქტურის და სხვა მიმართულებით.
კომპანიის ბიზნესი ასევე მოიცავს უძრავ ქონებას, ინვესტიციებსა და ფინანსებს. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, “PowerChina” 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი.
„PowerChina“-ს საზღვარგარეთის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა, ბატონმა დუ ჩუნგუომ განაცხადა: „საქართველო ჩინეთისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. „PowerChina“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ბაზარს. საქართველომ ძალიან კარგი გარემო შეუქმნა უცხოურ კომპანიებს, რაც მოიცავს სხვადასხვა პოლიტიკურ კურსებს და ასევე საინვესტიციო გარემოს. აქედან გამომდინარე, „PowerChina“ თანახმაა, რომ ანაკლია პორტის პროექტის კაპიტალში ინვესტიცია განახორციელოს. ჩვენ ასევე ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ აგილობრივ პარტიორთან, შპს „ანაკლია ინდუსტრიულ ეკო პარკ და პორტთან“ და გვჯერა, რომ ნაყოფიერ სამუშაოებს ჩავატარებთ და ანაკლიის პროექტი საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ განვითარებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ტენდერში წარმატებას მივაღწევთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ „PowerChina“  საკმაოდ მდიდარი გამოცდილება გააჩნია უცხოეთის ბაზარზე მუშაობისა. ჩვენ საქართველოში ოთხი გზის მშენებლობის პროექტი გვაქვს განხორციელებული. ჩვენ ასობით ადამიანი გვყავს მზადყოფნაში, რომლებიც მზად არიან პორტის ასაშენებლად. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი პარტნიორი, შპს „ანაკლია ეკო პარკი და პორტი“. თავად ბატონმა თეიმურაზ ქარჩავამ ამ პროექტისათვის ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორი კომპანიის კომბინაციით ჩვენ შევძლებთ ამ პროექტის მოგებას.“

ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება-ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 09:57

ჩამორთმეული ავტომანქანები 3 კერძო პირს დაუბრუნდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება.

"ჩამორთმეული, წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს კიდევ 12 ავტომანქანას ვუბრუნებთ 3 კერძო პირს, რომელსაც 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით დაათმობინა. ასე რომ, ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

სტიქიის დროს დაზარალებულ ოლეგ ცერცვაძეს ქონების საფასური აუნაზღაურდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 16:12

სტიქიის დროს დაზარალებულმა,ოჯახმა ქონების საფასურის ანაზღაურების შესახ შეთანხმებას ხელი მოაწერა. 13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ოლეგ ცერცვაძის ოჯახი 37-ეა, ვინც ქონების საფასურის ანაზღაურების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.წყნეთის ხევში მცხოვრებმა ცერცვაძეების 5 სულიანმა ოჯახმა თანხის ანაზღაურებაზე თანხმობა სულადობის მიხედვით განაცხადეს.სტიქიის შედეგად დაზარალებულ 37 ოჯახს სულ ჯამში 9 835 462 ლარი ჩაერიცხათ.

 

.

.

 

რუსთავი 2-ის ქონება დაყადაღებულია

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 აგვისტო 2015 17:50

საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ასევე დაყადაღებულია რუსთავი 2-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.

რუსთავი 2-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა - არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

შეგახსენებთ, არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი - 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო - 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე - 9 პროცენტი. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური