"ყველაფერი უნდათ მიაწერონ ბიძინა კუჭავას"-ბიძინა კუჭავას მეუღლე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 12:27

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ყველაფერი უნდათ მიაწერონ ბიძინა კუჭავას,“ - განაცხადა ბიძინა კუჭავას მეუღლემ მარინე ნიკოლოზაშვილი, მათ კუთვნილ ავტოფარეხში საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ.

ავტოფარეხში სამართალდამცველებმა გუშინ ძვლის ფრაგმენტი იპოვეს. პოლიცია დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ ცნობილია, რომ ნივთმტკიცება უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

ავტოფარეხში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სპეციალურმა მოწყობილობამ ბეტონის საფარის ქვეშ ანომალიური ნივთის არსებობა დააფიქსირა. თუმცა, გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტეს სამართალდამცველებმა ფარეხის რადარით შემოწმება.

სამართალდამცავებმა ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში ძვალი იპოვეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 05 თებერვალი 2016 10:20

ბიძინა კუჭავას ავტოფარეხში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძვალი იპოვეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტოფარეხიდან მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებებებია ამოღებული, თუმცა დეტალები არ კონკრეტდება. ამჟამად ყველაფერი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი. კუჭავას ავტოფარეხში დამატებითი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ავტოფარეხში სპეციალურმა მოწყობილობა გეო-რადარმა ბეტონის საფარის ქვეშ ანომალიური ნივთის არსებობა დააფიქსირა.არის თუ არა კავშირში ეს ნივთმტკიცება ქირია-კუჭავას საქმესთან, ამ დროისთვის გამოძიება არ აკონკრეტებს.

ბიძინა კუჭავას ადვოკატის სკანდალური განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 17:59

ბიძინა კუჭავას ადვოკატი ბიზნესმენის მკვლელობაში დავით პოპოვს ადანაშაულებს. განცხადება ნათია კორკოტაძემ ექსპერტიზის დაწყებამდე გააკეთა, რომელიც თბილისის პოლიციის მთავარ სამართველოში მიმდინარეობს.

“არ არის გამორიცხული, რომ ეს ეგრეწოდებული ოქროს მოწმეც იყოს პოპოვი იმიტომ, რომ პოპოვმა სავარაუდოდ იცის ყველაფერი, დეტალები და საქმის კურსშია.  ველოდები რომ პოპოვს წაუყენებენ ბრალს“ - განაცხადა  ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ.

კუჭავას მეუღლეს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ვერსიით პოპოვი მთავარი რგოლია და შესაბამისად მისი დაკავებაც უნდა მოხდეს.

“მიკვირს რა თქმა უნდა ასეთი მიდგომა ამ პიროვნების მიმართ, რომ გარეთ არის და არ არის საათანადო ღონისძიებები ჩატარებული ამ ადამიანის მიმართ. პოპოვი უნდა დააკავნონ იმიტომ, რომ მე როგორც ვთვლი, რომელ ვერსიასაც არ უნდა გაყვე მთავარი რგოლია ეს ადამიანი, ან მონაწილეა ან დაფარვაშია, ან სერიოზული მოწმეა“- აღნიშნა მარინა ნიკოლოზაშვილმა.  

პროკურორის მკვლელობის მოტივზე შოთაძე საუბრობს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 29 იანვარი 2016 16:15

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბიძინა კუჭავას საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ პროცესში პროკურატურა მაქსიმალურად ღიად მუშაობს და დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციას აწვდის. 

"საქართველოს პროკურატურამ წარმოაჩინა, რომ ჩვენ ამ საქმეში და ამ გამოძიებაში დასამალი არაფერი არ გვაქვს, პირიქით ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ჰქონდეს მიმდინარე გამოძიების შესახებ. სწორედ ამ მიზნით ჩვენ ჩავრთეთ დამოუკიდებელი ექსპერტი, რაც ჩვენი ნების გამოხატულებაა, ამის ვალდებულება არ გვქონია. ასევე სრული წვდომა ექნებათ საქმის მსალებზე ამ შემთხვევაში კუჭავას ოჯახს და მეორე შემთხვევაში ქირიას ოჯახს.

"ფაქტი არის, რომ ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე რაც ბიძინა კუჭავასა და ვახტანგ ქირიას შორის არსებობდა-ნათესავური ურთიერთობა, მოტივი ლოგიკურად არ უნდა იყოს დაკავშირებული ქირიას სამსახურეობრივ საქმიანობასთან,"-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მოკლული პროკურორის სავარაუდო ავტომობილი სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიტანეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 იანვარი 2016 09:04

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. მანქანა ცოტა ხნის წინ სპეციალურ ავტოსადგომზე გადაიტანეს. ის არ არის დაზიანებული, მხოლოდ უკანა საბურავია დაშვებული.

ადგილობრივების თქმით, გაჩერებული E კლასის Mercedes რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, თუმცა, როგორც ამბობენ, მათ არ იციან ვის ეკუთვნის ავტომობილი და არც ის დაუნახავთ ვინ დააყენა იქ.

13 იანვარს გაუჩინარებული პროკურორი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 იანვარს იპოვეს მოკლული, რადიო საქართველოს ხმის დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას მიერ დაქირავებულ ბინაში. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

ამ წუთებში პროკურატურაში ბიძინა კუჭავას საქმეზე შეხვედრა იწყება

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 14:00

 ამ წუთებში ბიძინა კუჭავას საქმეზე პროკურატურაში შეხვედრა იწყება,სადაც ოჯახის ადვოკატები გარდაცვლილის სტატუსის დადგენას შეეცდებიან.

იურისტების განმარტებით, თუკი ის პროკურორ ქირიას მკვლელობის საქმეში ბრალდებულად უკვე ოფიციალურად ირიცხება, მათ, როგორც მხარეს საქმის მასალები უნდა გადაეცეთ.

პროკურატურისგან ექსპერტიზის ნიმუშებთან და დალუქულ მანქანასთან წვდომის მიღებას ელოდება ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც.

ბიძინა კუჭავას პირველი ცოლი ქირიებს უსამძიმრებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 13:28

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ყოფილი მეუღლე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს .
მაია კუჭავა გამორიცხავს, რომ მისმა ყოფილმა ქმარმა, პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლა და შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 
"მინდა გითხრათ, რომ ეხლა ჩემთვის ძალიან მძიმე დღეებია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არანაკლები ვიდრე მქონდა 2006 წლის იანვარში. სწორედ ამიტომ მინდა მოგახსენოთ ჩემი პოზიცია და გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი.
ბიძინა კუჭავა ეს იყო ადამიანი, რომელთანაც მაკავშირებს მთელი ცხოვრება. რომელთანაც მაკავშირებს შვილები და საერთოდ, ყველა და ყველაფერი. ჩვენ მრავალი წელი ვცხოვრობდით ერთად და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საკუთარ თავზე მეტად ვიცნობდი.
მე თავს ვერავისზე ვერ დავდებ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ბიძინა კუჭავა იყო საკმაოდ ძლიერი და ჭკვიანი პიროვნება და ის ამ სცენარით არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედებდა.
ამიტომაც, ჩემთვის მიუღებელი და დაუჯერებელია ეს ყველაფერი. პირადად მე ამის არ მჯერა, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდვია განსასჯელად. აქვე, გულწრფელად მინდა მივუსამძიმრო ბატონ ვახტანგ ქირიას ოჯახს და ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო"- აღნიშნავს ბრალდებულის ყოფილი მეუღლე.ბიძინა კუჭავას პირველ მეუღლესთან შვილი და შვილიშვილები ყავდა . შეგახსენებთ, რომ პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათ საღამოს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავი მოიკლა. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ კუჭავას ოჯახის წევრებს და ადვოკატებს. მათ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ.
ბიძინა კუჭავას 21 იანვარს დაკრძალავენ. 

დავით პოპოვის სუს-თან შესაძლო კავშირზე ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ისაუბრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2016 12:15

პროკურორთან შეხვედრამდე ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რის დაყენებასაც ოჯახი უწყებაში გეგმავს. ერთ-ერთი თემა კვლავ გამოძიების მთავარი მოწმე დავით პოპოვია.

ეჭვები პროკურორ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს მას შემდეგ კიდევ უფრო გაუღრმავდა, რაც მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე პოპოვი ჩამწერი აპარატურით მივიდა.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ ის სავარაუდოდ სუს-ის მიერ იყო აღჭურვილი შესაბამისი ჩამწერი აპარატურით.

„მას უნდოდა, რომ მე დამესვა მისთვის შეკითხვები, შემდეგ ამ ვიდეო ფირს მიიტანდა სუს-ის განყოფილებაში, ალბათ და იქ გამოიკვეთებოდა, რომ მე როგორც ადვოკატი, ზეწოლას ვახდენდი მოწმეზე და სავარაუდოდ, ჩემს მიმართ აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე,“ - ნათია კორკოტაძე

დღესვე ადვოკატმა განაცხადა, რომ პოპოვის მიერ დასახელებული გოჩა კუჭავას შესახებ გამოძიებისთვის პირველივე დღიდან იყო ცნობილი.

მისი ინფორმაციით, გოჩა კუჭავამ, რომელიც სავარაუდოდ ამ დროისთვის მოსკოვში იმყოფება, 16 იანვარს, საღამოს დაურეკა ბიძინა კუჭავას მეუღლეს და უთხრა, რომ მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა.

რა ურთიერთობა ქონდა გოჩა კუჭავას დავით პოპოვთან, ამის გარკვევას ადვოკატები დღეს შეეცდებიან.

ისინი ქალაქის პროკურატურაში დღეს 2 საათისთვის მივლენ, სადაც გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაცნობას აპირებენ. 

ქირიას ე.წ. კასრების საქმესთან კავშირი არ აქვს-პროკურატურის განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 17:41

"პროკურორ ვახტანგ ქირიას არანაირი შეხება არ ჰქონია ე.წ. კასრების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან," - ამის შესახებ განცხადება პროკურატურაში გაკეთდა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ კასრების საქმეზე გამოძიება 2013 წლის 15 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიწყო და მასზე საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებდნენ მთავარი პროკურატურის შესაბამისი დეპარტამენტის პროკურორები გიორგი კავსაძე და ზვიად ფხაკაძე.

მათივე განმარტებით, განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული პროკურორების მონაწილეობით მიმდინარეობს საქმის განხილვა და ვისაც სურვილი აქვს შეუძლია დაესწროს პროცესს.

 

შესაძლოა,ბიძინა კუჭავას სახელი ქირიას მკვლელობის გარდა, კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებდეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 17:02

კუჭავას გვარი, შესაძლოა, ვახტანგ ქირიას მკვლელობის გარდა, კიდევ ერთ საქმეში ფიგურირებდეს, 2007 წელს მოკლული გოჩა მაღალდაძის ახლობლები საქმეში "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ბრალეულობაზე ღიად ალაპარაკდნენ. როგორც,მაღალდაძის მეგობარი ამბობს  გოჩა მაღალდაძის მკვლელობის უკან სწორედ კუჭავა დგას.თუმცა სამართალდამცავებმა მას დანაშაული ვერ დაუმტკიცეს. მათ შორის უთანხმოება ფულის გამო ხდებოდა. მაღალდაძე 2007 წლის 9 მაისს, გამთენიისას. თბილისში, მცხეთის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მოკლეს. მას საქართველოში ბიზნესი ჰქონდა, მათ შორის სამორინე "ფორტუნა".

 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური