რას პასუხობს ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 03 მარტი 2017 00:54
ქიბარ ხალვაში რუსთავი2-ის შეთავაზებას პასუხობს. როგორც მან "გურია ნიუსს" განუცხადა "ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას" "გვარამია არ არის გვარამია. ის არის მიშა. როცა გულუბრყვილო ვიყავი, ვცდილობდი პრობლემების დროს მოლაპარაკებას. ეს დრო წავიდა. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მე თვითონ შევთავაზებდი მოლაპარაკებას," - აცხადებს ქიბარ ხალვაში. მისი თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშილმა და ნიკა გვარამიამ მას ზარალი მიაყენეს. „ვიცით, რომ მილიონები მისთვის არის minor issue ამხელა საქმისთვის. მაგათ, ალბათ, დაავიწყდათ, რა ზარალი მოგვაყენეს მიშამ, გვარამიამ და მათმა თანაგუნდელებმა. დაავიწყდათ, ალბათ, რა გვიქნეს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს,“ - აცხადებს ქიბარ ხალვაში. ცნობისთვის, ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, ”რუსთავი 2” მის კოლექტივს მიჰყიდოს.

"მე არა ვარ მიშა სააკაშვილი და არ ვაპირებ გვარამიას გამოკვებას"- ხალვაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 22:45
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამია დარჩეს დაბალია. „არავითარი გეგმა არ მაქვს რომელიმე ცვლილების ჩატარების, თქვენ წარმოიდგინეთ გვარამიასთან დაკავშირებით. ძალიან დაბალი შანსია, ვფიქრობ, რომ გვარამიასთვის შეუთავსებელი ადამიანი ვარ, მე არა ვარ მიშა სააკაშვილი და არ ვაპირებ გვარამიას გამოკვებას პოლიტიკური ტელევიზიის ჩამოყალიბებით, როგორც დღეს ხდება. დღეს არის გვარამია მიშა სააკაშვილის ინტერესის გამტარებელი. ურეკავს მიშა სააკაშვილს და ადეიშვილს, ელაპარაკება, იღებს დავალებებს და იღებს დამსახურებულ ხელფასს. მე არ ვარ ის ადმიანი, რომელიც იგივეს გაუკეთებს გვარამია,ს რასაც უკეთებენ,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

"მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება" - ხალვაში "რუსთავი 2"-ს ყიდის?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 22:44
ქიბარ ხალვაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ -ის მფლობელი გახდა, რუსთავი 2-ის გაყიდვაზე ალაპარაკდა. "მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება..." მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ ან დავიცვა ჩემი პარტიული ინტერესი, ან გავამრავლო ჩემი ქონება... ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება. მე არ ვაპირებ ტელევიზიის გაყიდვას, მაგრამ მე არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები", - განაცახა ქიბარ ხალვაშმა ტვ პირველის ეთერში.

"დვალსა და აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენ წილს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით"- ხალვაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 22:26
ქიბარ ხალვაშის თქმით ის დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუფორმებს ტელეკომპანიის წილს. ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „მოამბეში“ განაცხადა. „დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით. მგონია, რომ გაუგებრობას ადგილი არ ექნება. კონკრეტულად რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი, მათთან შეუთანხმებლად ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მათგან განსხვავებით “,- განაცხადა ხალვაშმა. „მოამბის“ წამყვანის კითხვაზე, დარჩება თუ არა ამ შეთხანხმების შემდეგ საკონტროლო პაკეტი ხალვაშს ხელში, ის აცხადებს, რომ შეეცდება ტელევიზია იყოს ისეთი, როგორიც მას წარმოუდგენია. „ტელევიზიას ისე არ მოვექცევი, რომ ის სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს და შევეცდები, ის ისეთი იყოს, როგორც წარმომიდგენია“,- განაცხადა ხალვაშმა. დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძესთან ერთად გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშთან შეთანხმება იყო ტელეკომპანიის 50%-სა და მართვის უფლებაზე.

ქიბარ ხალვაში, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და რევაზ საყევარიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 09:37

ქიბარ ხალვაში, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და რევაზ საყევარიშვილი დღეს ერთობლივ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ, თუმცა ადგილი და დრო არ კონკრეტდება.

მათ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.   ერთადერთი მცირე სატელეფონო კომენტარი მხოლოდ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა გააკეთა.

საგანგებო ბრიფინგის შესახებ ინფორმაცია პაატა სალიამ გაავრცელა.

საუბარია , მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე, რის საფუძველზეც რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი , რუსთავი 2 ის დროებით მმართველად დანიშნენ. 

 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაზე პირველ განმარტებას აკეთებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 00:46

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ რამდენიმე საათის წინ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე პირველ კომენტარს აკეთებს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია. მისი განმარტებით ოფიციალური განცხადება სამაუწყებლო კომპანიაში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ ხვალ გაკეთდება. 

"საჯარო რეესტრში წარდგენილია სასამართლო განჩინება და დარეგისტრირდება სავარაუდოდ თუ დღეს უკვე არ დარეგისტრირდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლების საფუძველზე მოვითხოვეთ ამის უზრუნველყოფა. არ მაქვს უფლებამოსილება ამაზე მეტი გითხრათ,"-აცხადებს პაატა სალია. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით რამდენიმე საათის წინ რუსთავი 2-ისდროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. 

მოსამართლე ურთმელიძემ რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი რუსთავი 2-ის დროებით მმართველებად დანიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 00:25

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილების შესახებ. ურთმელიძემ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ახალი დროებითი მენეჯმენტი დაუნიშნა. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, არხის მოქმედი ხელმძვანელობის უფლებამოსილება შეჩერებულია.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, განჩინება დღეს გამოქვეყნა.

განჩინებაში ურთმელიძე მეხუთე მუხლში მიუთითებს, რომ "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი".

მეექვსე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ.

მეშვიდე პუნტქტით კი მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.

ურთმელიძე განჩინებაში ასევე წერს "დროებით მმართველს განემარტოს, რომ თუ ის (ისინი) არ შეასრულებს საწარმოს კეთილსინდისიერად მართვის მოვალეობას, იგი საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ვალდებულებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ".

ურთმელიძე აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება განჩინების გამოქვეყნებისთანავე უნდა აღსრულდეს, ანუ 5 ნოემბერს.

რუსთავი 2 აგრძელებს ბრძოლას და დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება-თამთა მურადაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 18:07

„დღეს ვიხილეთ როგორ განახორციელა საკუთარი სუიციდი,“ - ასე შეაფასა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დღევანდელი გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა.

„თამაზ ურთმელიძემ ბეჭედი დაუსვა იმას, რომ ის შევა ისტორიაში როგორც სამარცხვინო მოსამართლე. მან თავდაყირა დააყენა მთელი კანონმდებლობა სასმართლოსი და ეს გადაწყვეტილება არის სრულიად უკანონო. მოსამართლე ურთმელიძე კი ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. უკვე აღარავის ეჭვი არ ეპარება, რომ მიდის ბრძოლა სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ,“ - აცხადებს თამთა მურადაშვილი.

ადვოკატის განცხადებით, რუსთავი 2 აგრძელებს ბრძოლას და დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება.

„ბოევიკები“ სააკაშვილისა და ბოკერიას კონტროლირებადი არასამთავრობოებით ჩაანაცვლეს“-ქიბარ ხალვაშის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 17:29

“რუსთავი 2″–ის ამჟამინდელი, თუმცა დროებითი მეპატრონის სააკაშვილის ახალ ინიციატივას, ტელეკომპანიის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, გავეცანი და მიმაჩნია, რომ ეს მისი მხრიდან სუსტი ნაბიჯია, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა.
როგორც ხალვაში აღნიშნავს, საბჭოს შემადგენლობაში “ნაციონალების” მხარდამჭერები და წევრები არიან, თუმცა, მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მან მოიგო სამართლებრივი დავა ტელეკომპანიასთან, საბჭო იქნება ქმედითუნარიანი და არა უბრალოდ, შირმა.
“რუსთავი 2″–ის ამჟამინდელი, თუმცა დროებითი მეპატრონის სააკაშვილის ახალ ინიციატივას გავეცანი. საუბარია საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე. ეს ნაბიჯი სუსტი, თუმცა მაინც ერთგვარი მანევრია სააკაშვილი-ბოკერიას მხრიდან, რომლებიც გადატრიალებაში მხილების შემდეგ, ისევ ცდილობენ “რუსთავი 2″–ის საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ დატოვებას.
სამწუხაროა, რომ “რუსთავი 2″–ის საინფორმაციო და სარედაქციო პოლიტიკაში საზოგადოების მაღალი ჩართულობის ჩემს იდეას (რომელიც არაერთხელ გავახმაურე ინტერვიუებსა თუ მიმართვებში), მისი ასეთი შინაარსით წარმოჩენით, პროფანაცია გაუკეთეს და საბჭოს წევრებად, ახლო წარსულში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წევრები და მხარდამჭერები წარმოუდგინეს საზოგადოებას. არაუშავს. „რუსთავი 2“–ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო მას შემდეგ, თუ ჩემი სამართლებრივი დავა ტელეკომპანიის დასაბრუნებლად წარმატებით დასრულდება.
საბჭო იქნება ქმედითი და უნარიანი და არა უბრალო შირმა, როგორც სააკაშვილის ახალი ინიციატივის შინაარსში იკითხება. საბჭოს წევრი ორგანიზაციები თუ პერსონები იქნებიან სუბიექტები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას ეჭვის ნატამალიც კი არ დარჩება, რომ მათ, შესაძლოა, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიები გააჩნიათ. არაფერს ვლაპარაკობ ნაციონალური მოძრაობის, რეალურად სიტყვის თავისუფლების და საკუთრების უფლების მტერი პოლიტიკური ძალის მიმართ სიმპათიების მქონე პერსონების თუ ორგანიზაციების წევრობაზე”, – აცხადებს ხალვაში.
როგორ ხალვაში აღნიშნავს, მისთვის ფარსია იმ ადამიანების მხრიდან თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე დგომა, რომლებიც წარსულში, წინა ხელისუფლების დროს, სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდნენ, ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ და დანაშაულს აფარებდნენ ხელს.
“როგორ შეიძლება სააკაშვილის მიერ დაკომპლექტებული „რუსთავი 2“–ის საზოგადოებრივი საბჭო იყოს მართლაც საზოგადოებრივი, ანუ მიუკერძოებელი თავისი არსით, როცა მის წევრებად სააკაშვილი უმეტესწილად 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალების“ სპეციალური დავალებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ნიშნავს?!
როგორ შეიძლება ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ძალადობრივ რეჟიმს ემსახურებოდნენ, ახდენდენ მისი ნამოქმედარის გათეთრებასა და გამართლებას, ხელს აფარებდნენ და თავად მონაწილეობდნენ სისტემურ დანაშაულში, დღეს ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობა დაიცვან, სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დადგნენ?! სწორედ ასეთია უმეტესობა სააკაშვილის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან”, – აცხადებს ხალვაში.
მისივე თქმით, ტელეკომპანიასთან სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში, ნამდვილად ეყოლება “რუსთავი 2″-ს საბჭო, რომელიც ყველა იმ პოლიტიკური ძალისგან დაკომპლექტდება, რომელსაც სააკაშვილთან და მის პარტიასთან შეხება არ ჰქონიათ.
“კიდევ ერთხელ ვაცხადებ, – “რუსთავი 2″–ს მართლაც ეყოლება საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც დაკომპლექტდება ყველა პოლიტიკური ძალისგან, პირველ რიგში კი, “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებული პირებისგან. იმ პირებისგან, ვინც არ ფინანსდებოდა ნაციონალური მოძრაობისგან წლების განმავლობაში. ეს არის მთავარი, როცა “რუსთავი 2″–ის საზოგადოებრივ საბჭოზეა საუბარი.
სავალალოა, რომ კარგ იდეას, რომელიც არაერთხელ გავახმაურე “რუსთავი 2″-ის მომავალთან დაკავშირებით, სააკაშვილმა უბადრუკი ნაბიჯით უპასუხა – ბარიკადებზე სისხლს მოწყურებული და ქართველების ცხვირ-პირის დანაყვით აღგზნებული ბოევიკები, ნაცების რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ყოფილი მოხელეების არასამთავრობოებით ჩაანაცვლა.
P.S. მაგ საბჭოს კიდევ 2 არასამთარობო ორგანიზაცია აკლია: კეზერაშვილის „ოპერის მოყვარულთა საზოგადოება“ და ადეიშვილის „საკუთრების ახევის ასოციაცია”, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.

შესაძლოა ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა დაუყონებლივ აღსრულება მოითხოვონ

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 11:32

ქიბარ ხალვაშის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე ურთმელიძე მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, არ არის გამორიცხული დაუყოვნებლივი აღსრულება მოითხოვონ. სალია ამბობს, რომ ადვოკატებსა და ხალვაშს შორის ამ თემაზე პოზიციები ჯერ არ არის შეჯერებული. 

იურისტი სალია თვლის, რომ დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნა ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც დასავლეთში მიღებული ფორმაა. 

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

 საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური