31 ქვეყანა შეუერთდა მშვიდობისათვის მედიის გლობალური ქსელის შექმნის იდეას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 27 ოქტომბერი 2018 18:34

მე -2 საერთაშორისო კონფერენცია მშვიდობის მშენებლობის შესახებ გლობალური ქსელის შექმნის თაობაზე: მშვიდობის ინიციატივის საერთაშორისო მედია საზოგადოება „სამშვიდობო ინიციატივა“
19 სექტემბერს, სეულში /სამხრეთ კორეა/, 31 ქვეყნის მედიის წარმომადგენელმა და 110 ჟურნალისტმა მონაწილეობა მიიღო მე -2 საერთაშორისო კონფერენციაში მშვიდობის მშენებლობის შესახებ გლობალური ქსელის შექმნის შესახებ, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა მედია-პლატფორმა „სამშვიდობო ინიციატივა“ (PI).
„სამშვიდობო ინიციატივა“ განკუთვნილია ჟურნალისტებისთვის მსოფლიოს გარშემო, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობის შესახებ ახალი ამბების გავრცელება და პრესის თავისუფლების დაცვის მიზნით, მშვიდობიანი ჟურნალისტიკის გავრცელების ხელშეწყობა. PI- თან თანამშრომლობის შექმნის მიზნით, 13 ქვეყნის 13 მედია-საშუალების წარმომადგენელმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის HWPL- თან ერთად გაეროს ECOSOC- ის ფარგლებში.
სიტყვით გამოსვლისას, ტუნისის ყოფილმა პრეზიდენტმა მიმართა მონაწილეებს და ხაზი გაუსვა მედიის როლის მნიშვნელობას საზოგადოების წინაშე. მისივე თქმით, „დღეს ახალი მისია გამოჩნდა. სიძულვილის, ჭორების და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მხოლოდ პატიოსანი და პასუხისმგებელი ჟურნალისტები არიან სიმართლის დამცველები. ეს არის წინაპირობა მშვიდობის დამყარებისა ხალხის გულებში და გონებაში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გაუმკლავდებით ამ ამოცანას და გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან მისიაში", - აღნიშნა ტუნისის ყოფილმა პრეზიდენტმა. 
ავთანდილ ოთინაშვილმა, News Day Georgia-ს ხელმძღვანელმა საქართველოში განაცხადა: “ჩემთვის, როგორც მასმედიის წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ეს მაძლევს საშუალებას საკუთარი გამოცდილება და ხედვა გავუზიარო ჩემს კოლეგებს და საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლებს. ამ კონტექსტში HWPL-მა და სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტებმა განვიხილეთ „მსოფლიოს მასმედიის გლობალური ქსელის“ შექმნის აუცილებლობის საკითხი, რათა არა მარტო ვაცნობოთ მოსახლეობას კონფლიქტების არსებობის შესახებ, არამედ კონფლიქტების მოგვარების გზებიც დავსახოთ. ეს პროექტი „სამშვიდობო ჟურნალისტიკის“ ფარგლებში ხორციელდებაჩემი კოლეგების დახმარებით, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ HWPL-თან „სამშვიდობო ინიციატივის“ ფარგლებში, იგეგმება ვებ-გვერდის შექმნაც. დარწმუნებული ვართ, ეს კონტენტი, რომლის სახელწოდებაა peaceinitiative.net გახდება ის პლატფორმა, რომელიც დაამზადებს და გაავრცელებს ინფორმაციებს მშვიდობის თემაზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მშვიდობის პოპულარიზაციას და დამყარებას ჩვენს პლანეტაზე".
ა. ოთინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე აქ თქვენს გვერდით ვიმყოფები. ეს არის HWPL-ის მთავარი გზავნილი - კონფლიქტებისა და ომების აღმოფხვრა იარაღის გარეშე. „მე სრულად ვეთანხმები ამ მიზანს, ვინაიდან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. ისევე, როგორც HWPL-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა ლი მან ჰი-მ, მეც საკუთარი თვალით ვნახე ის თუ რა საშინელების მოტანა შეუძლია ომს კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის. აქედან გამომდინარე მე მსურს ჩემი ჟურნალისტური საქმიანობიდან გამომდინარე, მოკრძალებული წვლილი შევიტანო ომების შეწყვეტაში და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების სანუკვარი მიზნის მიღწევაში.
როდესაც ბატონი ლი მან ჰი აცხადებს, რომ ომი ძალიან დიდი ტრაგედიაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რათა მომავალმა თაობებმა მონაწილეობა აღარ მიიღონ ამ ტრაგედიაში, ეს სრული სიმართლეა. მისი სიტყვები - „ჩვენ ყველას გვსურს გაერთიანება ერთი სლოგანის გარშემო - შეწყდეს ომები და დაისადგუროს მშვიდობამ ყველგან. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთად უნდა დავდგეთ“, ჭეშმარიტებაა, და თუკი თითოეული ჩვენთაგანი ძალისხმევას არ დაიშურებს, თუკი გავერთიანდებით სამშვიდობო ორგანიზაცია – HWPL-ის სამშვიდობო ინიციატივის გარშემო, რომელიც ამბობს - „ჩვენ ვართ ერთი ოჯახი მშვიდობისათვის - ჩვენ ვართ HWPL“, აუცილებლად მივაღწევთ სანუკვარ მიზანს და შევძლებთ ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომელსაც არასოდეს ეცოდინება თუ რა არის ის საშინელება, რომელის სახელწოდებაა - ომი. ჩვენ ერთნი ვართ - ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და სამშვიდობო მოლაპარაკებებს კი არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. 
კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილემ ხელი მოაწერა "ერთობლივ განცხადებას მედიასთან თანამშრომლობის შესახებ პრესისა და გლობალური სამყაროს თავისუფლების შესახებ". დოკუმენტში საუბარია ერთობლივ თანამშრომლობაზე მშვიდობის დამარების ხელშეწყობაზე მთელს მსოფლიოში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან და ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით სისასტიკის წინააღმდეგ მიმართებაში.
თავის მხრივ, სამიტის ორგანიზატორმა, HWPL- ის თავმჯდომარემ ლი მანი ჰიმ ყველა სესიაში მიიღო მონაწილეობ. როგორც მან განაცხადა, "ჩვენ შევქმენით HWPL მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. თუმცა, HWPL-ს არ შეუძლია თავად დაამყაროს მშვიდობა და შეწყვიტოს ომი დედამიწაზე. მაგრამ თუ ჩვენ მოვახდენთ კონსოლიდაციას, ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ ჩვენი ძალები. სამშვიდობო და ომის შეწყვეტის შესახებ დეკლარაციის (DPCW) 38 პუნქტისა და მე-10 სტატიის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას. ამ მიზეზის გამო, ყველამ უნდა აღიაროს ეს დოკუმენტი და იმუშაოს მისი ამოქმედებისათვის. მოდი ვიყოთ ერთნი და მივაღწიოთ მშვიდობას მსოფლიოში. ჩვენ ერთნი ვართ!", - დასძინა HWPL- ის თავმჯდომარემ ლი მანი ჰიმ.
რამოდენიმე ათეული წელია უკვე, რაც კორეის ნახევარკუნძულზე თემა „ომი და მშვიდობა“ განსაკუთრებით აქტუალურია. კორეელ ხალხს ასევე კარგად ესმის მშვიდობის ფასი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა შეინარჩუნოს ეს მშვიდობა.
იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ მშვიდობის განსამტკიცებლად, განსაკუთრებული როლი ენიჭება სამხრეთ კორეულ საერთაშორისო, სამშვიდობო ორგანიზაციას – Heavenly Culture, World Peace, Restoration of Light /HWPL/, რომელსაც კორეის ომის ვეტერანი ბატონი ლი მან ჰი ხელმძღვანელობს.
სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL-ი იღწვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობის დასამყარებლად. ისინი ყველა ეროვნების ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს აერთიანებენ ერთი მიზნის მისაღწევად - კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა იარაღის გარეშე.
2016 წლის 14 მარტს, HWPL-მა სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოამზადა და გამოსცა დეკლარაცია „მშვიდობასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW). დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ, მთელს მსოფლიოში დაიწყო კამპანია „ დავაკანონოთ მშვიდობა“. 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე აღნიშნულ დეკლარაციას, მსოფლიოს 167 ქვეყნის 535 493 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვა ქვეყნების პარალელურად, რამოდენიმე წლის წინ, საქართველოც შეუერთდა ამ სამშვიდობო ინიციატივას. HWPL-ის მოხალისეების ძალისხმევით, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში, საზოგადოების ფართო ფენები, მათ შორის - მასმედიის, განათლების, კულტურის, მეცნიერების და რელიგიის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ სამშვიდობო აქტივობებში.
2018 წლის 30 მარტს თბილისში, საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა 2016 წლის 14 მარტს სამხრეთ კორეული სამშვიდობო ორგანიზაცია –HWPL-ის მიერ სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გამოცემული დეკლარაციის „მშვიდობის დამყარებასა და ომების შეწყვეტის“ თაობაზე (DPCW) დეკლარაციის გამოცხადების მეორე წლისთავს.

ავთანდილ ოთინაშვილი

თურქმენეთი - ქვეყანა, რომელმაც მარადიულ სიმბოლოდ აქცია თავისი ეროვნული სიამაყე - ახალთექური ცხენი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ორშაბათი, 21 მაისი 2018 10:47

მსოფლიო ცხენოსნების ხელოვნების ფესტივალი და თურქმენული ცხენის საერთაშორისო დღე 2019 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გაიმართება. ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა 25 აპრილს ახალთექური ცხენოსნების საერთაშორისო ასოციაციის VIII სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. სასტუმრო „ოგუზკენტის“ სხდომათა დარბაზში გამართულ ახალთექური ცხენოსნების საერთაშორისო ასოციაციის VIII სხდომას თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი პირადად უძღვებოდა. მიმდინარე წელს, თურქმენული ცხენის საერთაშორისო დღეს, რომელიც ეძღვნება ახალთექური ცხენის ჯიშს და რომელიც 1992 წლიდან აღინიშნება, ეროვნული დღესასწაულის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის დადგენილებას ხელი თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა მოაწერა. 
თურქმენეთის პრეზიდენტმა დღის წესრიგი გააცნო მონაწილეებს და აღნიშნა, რომ მიმდინარე სხდომა, რომლის დევიზია „თურქმენეთი - დიდი აბრეშუმის გზის გული“ მოწოდებულია გახდეს მიმდინარე წლის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობა. მისივე თქმით, სხდომაზე განიხილება საერთაშორისო არენაზე ახალთექური ჯიშისა და საცხენოსნო სპორტის განვითარების საკითხები. “ახალთექური ცხენოსნების საერთაშორისო ასოციაციის შექმნის წყალობით მყარი საფუძველი ჩაეყარა პლანეტაზე ახალთექური ჯიშის შენარჩუნებას და მათი რაოდენობის გაზრდას მთელ მსოფლიოში”, - დასძინა თურქმენეთის პრეზიდენტმა.
ახალთექური ცხენი, რომელიც თურქმენეთის სახელმწიფო გერბზეა გამოსახული, ქვეყნის ეროვნულ მონაპოვრად ითვლება. ახალთექური ცხენის ჯიში ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი საცხენოსნო ჯიშია მსოფლიოში. მეცნიერები მის ასაკს 5 ათასი წლით განსაზღვრავენ. ამ ჯიშმა განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ბევრი ცნობილ ჯიშებზე, მათ შორის არაბულ და ინგლისურზეც. 
ახალთექური ცხენოსნების საერთაშორისო ასოციაციის VIII სხდომაში მონაწილეობის მისაღებად აშხაბადში იმყოფებოდნენ ცხენოსნობის სფეროს ცნობილი მოღვაწეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, კანადიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, და უზბეკეთიდან.
სხდომაზე ხაზი გაესვა ამ ფართომასშტაბიანი ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც მხარეებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარ ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილება. ასევე შეიტყონ ცხენოსნობის სფეროში არსებული სიახლეების შესახებ. კონგრესი არის პლატფორმა, სადაც ხალხს ეძლევა შესაძლებლობა გასაცნობად გამოიტანონ მეცხენეობასა და ცხენოსნობაში მიღწეული მონაპოვარი.საქართველო ოდითგანვეა დაკავშირებული მეცხენეობისა და ცხენის კულტის ტრადიციებთან. ჩვენი ქვეყანა ევროპა-აზიის გასაყარზეა და, ბუნებრივია, მის ყოფაში აისახა კულტურათა მრავალფეროვნება. ბუნებრივია ისიც, რომ საქართველოში, გარდა ენდემურისა, გავრცელდა ცხენთა სხვადასხვა ჯიშები, მათ შორის ახალთექური (თურქმენული). თურქმენი ხალხის ყოფისა და კულტურის განუყოფელია ახალთექური ცხენი.
კონგრესის პარალელურად, აშხაბადის „სერგი კოშგის“ საგამოფენო ცენტრში მოეწყო სპეციალური გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა, პროფესიონალებმა და ბიზნესმენებმა. უნდა აღინიშნოს, ის რომ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა საქართველოს წარმომადგენელიც. ცნობილი ბიზნესმენი მამუჩარ ყიფიანი ცხენოსნობის სფეროს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია და მის მიერ დამზადებულ ცხენის წამალს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია. სწორედ თავისი ახალი პროდუქცია ჰქონდა ჩამოტანილი და წარმოდგენილი „სერგი კოშგის“ ცენტრის საგამოფენო სტენდზე მ. ყიფიანს.
გარდა ამისა კონგრესის მასპინძლებმა სპეციალურად ჟურნალისტებისათვის მოაწყვეს პრეს-ტური აზიის თამაშებისადმი აგებულ აშხაბადის ოლიმპიურ ქალაქში. ეს გახლავთ უნიკალური სპორტული კოლპლექსი, სადაც ერთ სივრცეში წარმოდგენილია სპორტის ყველა სახეობა. ერთი კომპლექსის ფარგლებში თავმოყრილია ყველა სახეობა და უმოკლეს ხანებში - საჰაერო ტრამვაის საშუალებით შეგიძლიათ გადაადგილდეთ ერთი ადგილიდან მეორეში. სპორტულ კომპლექსში არსებული დანადგარები უახლესი მოდელისაა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სპორტული კომპლექსი თანამედროვე საინჟინრო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. 
კიდევ ერთი ღირშესანიშნაობა, რომელიც ამ დღესასწაულს თან ერთვოდა გახლდათ სადღესასწაულო დოღები. მსოფლიო ცხენოსნების ხელოვნების ფესტივლის ფარგლებში მოეწყო დოღები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნულ დოღებს პირადად ესწრებოდა თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი და სწორედ მან დააჯილდოვა დოღებში გამარჯვებული ცხენოსნები. როგორც ამბობენ თვითონ თურქმენეთის პრეზიდენტი უბადლო მოჯირითეა და ყველასთვის მაგალითის მიმცემია. სწორედ მისი დამსახურებაა ახალთექური ჯიშის ცხენის ეროვნულ ფასეულობების დონეზე აყვანა. კაცობრიობა კი ვალშია ცხენის წინაშე და მისი დამსახურება ღირსეულად უნდა დაფასდეს. სწორედ ამის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა თურქმენეთმა, რომელმაც ქვეყნის მარადიულ სიმბოლოდ აქცია თავისი ეროვნული სიამაყე - ახალთექური ჯიშის ცხენი.

ავთანდილ ოთინაშვილი
აშხაბადი-თბილისი-აშხაბადი

18 ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა განვითარებულ სამყაროში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 08 ივნისი 2016 16:17

ყოველ წელს, გლობალური ანტიკორუფციული კოალიცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის ინდექსს აქვეყნებს — იმ ქვეყანათა ჩამონათვალს, სადაც ხალხი ყველაზე მეტად გრძნობს კორუფციას. 

„სხვადასხვა ქვეყნებში კორუფციის აბსოლუტური დონის განსაზღვრა დამოკიდებულია რთულ ემპირიულ მონაცემებზე, რადგან მისი ბუნებიდან გამომდინარე, კორუფცია როგორც წესი, საზოგადოებისაგან დამალულია“, — აღნიშნავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

ორგანიზაცია რანჟირებას სხვა კორუფციულ კვლევებზე დაყრდნობით ახდენს. 168 ქვეყნიდან იწყებს 100-ით, რომელშიც 100 ქულის მქონე ქვეყანა ყველაზე ნაკბელ კორუმპირებულია, 0-ის კი ყველაზე კორუმპირებული. 

Business Insider-მა გადაწყვიტა მომოეხილა განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნები და გაერკვია, რომლებია მათ შორის ყველაზე მეტად კორუმპირებული. 

18. ირლანდია — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული ქვეყანა იყო. თუმცა, 2015 წელს ტელეარხ RTE-ზე გასული დოკუმენტური ფილმიდან გაირკვა, რომ ამ ქვეყანაში, ყველა დონის პოლიტიკოსი დეკლარაციებს არასწორად ავსებდა, თავიანთ ინტერესების გათვალისწინებით.

17. იაპონია — მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში კორუფციის დონე ძალიან დაბალია, GAN Integrity-ს ანტიკორუფციული პორტალი შენიშნავს, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ტრადციული პრაქტიკა, როდესაც სამსახურიდან დათხოვნილ ოფიციალურ პირებს იაპონური კომპანიების მოწინავე პოზიციებზე ნიშნავენ, იმის მიუხედავადაც კი, რომ მათ შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ.

16. ჩილე — მიუხედავად იმისა, რომ ჩილე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად ითვლება, იგი ყველაზე ნაკლებ კორუმპირებულია ლათინურ ამერიკაში, სადაც კორუფციის მაჩვენებლით ბრაზილია, ვენესუელა და პარაგვაი ლიდერობენ. საერთო ჯამში, ჩილემ 70 ქულა დააგროვა, გასულ წელთან შედარებით სამჯერ ნაკლები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, ჩილე ოდნავ მეტად კორუმპირებული გახდა.

15. ესტონეთი — 2012 წელს, ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა ანტიკორუფციული აქტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც საჯარო სექტორის მეტი გამჭვირვალობა იყო. დოკუმენტი ქვეყანას დაეხმარა, კორუფციის ინდექსში 69-დან 70-ე ადგილზე გადაენაცვლებინა.

14. საფრანგეთი — გასულ წელს, საფრანგეთი შედარებით ნაკლებ კორუმპირებული გახდა. ამ ქვეყანაში კორუფციის მასშტაბი საკმაოდ მცირეა.

13. პორტუგალია — Ernst & Young-ს მიერ 2015 წლის ივნისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პორტუგალიის მოქალაქეთა 83% აცხადებდა, რომ კორუფცია და მექრთამეობა მთელ ქვეყანაშია მოდებული. 2014 წელს კი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟოზე სოკრატესი გადასახადების დამალვისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. პორტუგალიამ კორუფციის ინდექსში 63 ქულა მიიღო.

12. პოლონეთი — პოლონეთმა 62 ქულა დააგროვა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ათი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის სიიდან გავიდა. 

11. ისრაელი — 2015 წლის მაისში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი დამნაშავედ სცნეს ამერიკელი ბიზნეს-მაგნატისგან არალეგალურად $150 000-ის მიღებაში. ისრაელმა 61 ქულა მიიღო.

10. სლოვენია — ბოლო წლებში, სლოვენიაში რამდენიმე კორუფციული სკანდალი აგორდა. 2013-2014 წლებში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლები მოეწყო, რადგან მას საკუთრების დეკლარაცია არასწორად ჰქონდა შევსებული.

9. ესპანეთი — ხელახლა არჩევამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი მთავარი ოპოზიციონერების მიერ კორუფციაში იქნა დადანაშაულებული. ცოტა ხნის წინ კი მმართველი სახალხო პარტიის 24 წევრი ქრთამის აღების ბრალდებით დაკავეს. საერთო ჯამში, Transparency International-მა ესპანეთს 58 ქულა დაუწერა.

8. ჩეხეთი — ბოლო შეფასებაში, ჩეხეთმა 51 ქულიდან 56-ზე გადაინაცვლა, რაც 2013 წლის იმ კორუფციის სკანდალის დასასრულს უკავშირდება, რამაც პრემიერ-მინისტრს გადადგომა აიძულა.

7. სამხრეთ კორეა — 2015 წელს კორუფცია ამ ქვეყნისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. პრემიერ-მინისტრი ლი ვან-კოო იძლებული იყო გადამდგარიყო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მოწინავე ბიზნესმენი სუიციდის წინ დაწერილ წერილში მას თანხის გამოძალვაში ადანაშაულებდა. სამხრეთ კორეამ 100-დან 56 ქულა მიიღო.

6. უნგრეთი — გასული წლისგან განსხვავებით, უნგრეთმა 54 ქულიდან 51-ზე გადაინაცვლა, ანუ ქვეყანა მეტად კორუმპირებული გახდა. ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ქრთამის მიცემა ექიმებისა და ქირურგებისათვის. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, უნგრელთა 92% მსგავს ქმედებას სრულიად მისაღებად მიიჩნევს.

5. სლოვაკეთი — 51 ქულით, სლოვაკეთი ევროპის სამ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანას შორისაა. 

4. საბერძნეთი — გასულ წელთან შედარებით, საბერძნეთში კორუფციამ მოიმატა. 46 ქულიდან ქვეყანა 43 ქულაზე გადავიდა. 

3. იტალია — ევროზონის მესამე უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში კორუფცია ძირითადად ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის სახელს უკავშირდება, რომელიც მსგავს ქმედებაში მრავალჯერ დაადანაშაულეს. იტალიამ კორუფციის ინდექსში 44 ქულა მიიღო.

2. თურქეთი — 42 ქულით, თურქეთი ევროპის მასშტაბით ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად დასახელდა. 2013 წელს, ქვეყანაში მასობრივი სკანდალი აგორდა სახელმწიფო ბანკის დირექტორისა და მრავალი ბიზნესმენის ჩართულობის გამო მექრთამეობაში, გადასახადების დამალვასა და ფულის გათეთრებაში.

1. მექსიკა — ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა 35 ქულით. ეს ძირითადად იმის გამო, რომ მექსიკა ლათინური ამერიკიდან აშშ-ში ნარკოტიკების არალეგალურად შეტანის მთავარი კვანძია. ასევე ცნობილი გახდა, რომ ნარკობარონმა „ელ ჩაპომ“ ციხიდან გაქცევა ორჯერ მოახერხა, რისთვისაც ციხის ხელმძღვანელობას მან უზარმაზარი ქრთამი მისცა.

ქვეყანაში საწვავზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:56

გარემოს დაცვის სამინისტრო ქვეყანაში საწვავზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. 

ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები შემაშფოთებელია. თუ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნას დავეყრდნობით, ჰაერის დაბინძურების გამო, დაავადებების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. 

აგულაშვილის უწყების მიერ დაანონსებული ახალი ზომები სანქციების გამკაცრებას და ავტომობილების ტექნიკურად გამართვას გულისხმობს. 

„სირიის ხელისუფლებაში ასადის დარჩენა ქვეყანას არაფერს მოუტანს“-არეშიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 16:35

 კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის თქმით, სირიის ხელისუფლებაში ასადის დარჩენა ქვეყანას არაფერს მოუტანს.

„თუ სირიის ხელისუფლებაში მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ასადი დარჩება, მაშინ სირიისათვის არაფერი შეიცვლება. ხოლო, თუ იგი წავა, მაშინ, შეიძლება, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩამოყალიბდება გარკვეული კოალიცია და ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლა  ეფექტური გახდება“,-აღნიშნა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში მამუკა არეშიძემ.

სირიაში ჩატარდება საერთაშორისო დონის შეხვედრა, რომელშიც ბაშარ ასადის მთავრობისა და ოპოზიციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. ამ შეხვედრის შედეგად, უნდა შეიქმნას ახალი გარდამავალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას ახალ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც სირიაში ახალ კონსტიტუციას მიიღებენ. 

ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ ძალას,ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა არ აქვს -ალასანია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 03 ნოემბერი 2015 14:09

ისეთი პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საკუთარი ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა , ირაკლი ალასანიამ ისნის რაიონული ორგანიზაციის სადამფუძნებლო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე აზრით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი ალტერანტიული პარტია სწორედ "თავისუფალი დემოკრატებია", რომლის ამოცანაა, ხალხს პოლიტიკური ძალებისადმი ნდობა დაუბრუნოს.
"ისეთი პოლიტიკური ძალა მართავს ქვეყანას, რომელსაც არ აქვს საკუთარი ხალხის მიმართ ვალდებულების განცდა. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ხალხს აღვუდგინოთ პოლიტიკური ძალებისადმი ნდობა. ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ უნდა გავაკეთოთ. ამას სხვა ვერავინ მიხედავს, რადგან "თავისუფალი დემოკრატები" არის ახალი, ალტერნატიული ძალა. სხვა ყველამ გადაგაგდოთ, სხვა ყველამ 25 წლის განმავლობაში დაპირებების მეტი არაფერი მოგცათ", - მიმართა ირაკლი ალასანიამ ყრილობის მონაწილეებს.
ამასთან, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შექმნილ ეკონომიკურ სიტუაციაზეც ისაუბრა და "სამწუხარო" უწოდა იმას, რომ "ეკონომიკურმა გუნდმა საქმისადმი აბსოლუტურად არაპროფესიონალური მიდგომით ვერ გაართვა თავი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს".
"თუ ეკონომიკური წინსვლა არ გვექნება, არც ჯანდაცვის, არც განათლების და არც ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის გვექნება ფინანსური სახსრები. 2012 წლის შემდეგ ველოდებოდით, რომ ეკონომიკური ზრდა იქნებოდა 5-6 %. უშუალოდ "თავისუფალმა დემოკრატებმა" ჩვენი საკეთებელი თავდაცვის სამინისტროშიც, საგარეო უწყებაშიც, პარლამენტშიც გავაკეთეთ და რეალური შედეგიც დადგა. თავდაცვის სამინისტროში მოვახერხეთ ის, რაც ახლა სასურველია, გაკეთდეს ყველა სამინისტროსა და ზოგადად აღმასრულებელ სტრუქტურაში – ჩვენ მოვახდინეთ სამხედრო პოლიციის დეპოლიტიზება, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების მანქანა იყო. ასევე, გავზარდეთ სამხედრო მოსამსახურეების ხელლფასები, მინისტრის და რიგითი ჯარისკაცის სამედიცინო უზრუნველყოფა კი ერთნაირი გახდა, ანუ ჩვენ რეალურად გადავდგით ის ნაბიჯები, რისთვისაც საზოგადოებამ ნდობა გამოგვიცხადა. საქმეში დავადასტურეთ ის, რასაც არჩევნებამდე ვიძახდით. ძალიან სამწუხაროა და ამაზე ჩვენც მოგვიწევს გარკვეული პასუხისმგებლობის აღება, რომ ეკონომიკურმა გუნდმა საქმისადმი აბსოლუტურად არაპროფესიონალური მიდგომით ვერ გაართვა თავი ჩვენს წინაშე მდგრად ეკონომიკურ გამოწვევებს", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ. 
"თავისუფალმა დემოკრატებმა" დღეს ისნის ორგანიზაცია დააფუძნეს. დამფუძნებელ ყრილობაზე გამგეობის შემადგენლობა და თავმჯდომარე აირჩიეს.

"თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრა დავით უსუფაშვილთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 13:18

"თავისუფალი დემოკრატების" წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდნენ. შეხვედრა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. 
"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ადეკვატური შეფასებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადმისკენ მოუწოდებენ. 
"თავისუფალი დემოკრატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დაძაბული ვითარება, რომელიც ქვეყანაში არსებობს არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში და აბსოლიტურად ყველა პროცესმა გადმოინაცვლოს ქუჩიდან შენობებში," –განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

ნინო გოგუაძის განცხადებით, ქვეყანაში აუცილებელია თავისუფალი საარჩევნო გარემო, რათა მოსახლეობამ შეძლოს და აირჩიოს ვინ იქნება მომავალი მთავრობა.
"მედია და საარჩევნო გარემო უნდა იყოს თავისუფალი და ყოველგვარი ძალადობისგან პოლიტიკოსებმა უნდა შეიკაონ თავი. პოლიტიკოსები არსებობენ, რომ ქვეყანაში ხალხი დააწყნარონ და პროცესები მიმდინარეობდეს სამართლებრივი გზით. ეს ქვეყანა არჩევნებამდე უნდა მივიყვანოთ წყნარად, მშვიდად ისე, რომ მომავალ არჩევნებში საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტოს ვინ იქნება მისი მთავრობა", – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

"სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება"-ნინო სუხიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 16:53

,,საფრთხე ემუქრება სიტყვის თავისუფლებას და ქვეყნის იმიჯს"– ასე ეხმაურება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი, ნინო სუხიშვილი.

,,ჩემი აზრით, ის რაც ხდება უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი კერძო კომპანიის პრობლემა, არ აქვს მნიშნელობა მოგვწონს თუ არ მოგვწონს კონკრეტულად ეს ტელეკომპანია. აქ საფრთხე ემუქრება სიტყვის თავისუფლებას და საერთოდ ქვეყნის იმიჯს,“- განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე ურთმელიძე გონივრულ გადაწყვეტილებას გამოიტანს და საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება.

ბიზნეს ნიუსი

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP-ს პარტნიორი ევროპის ნომერი პირველი კოსმეტიკის ბრენდი Essence გახდა

PSP მომხმარებელს ცნობილ გერმანულ დეკორატიული კოსმე...

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური