პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 13:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ა.ს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 30 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს

​პრეზიდენტმა ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 მარტი 2019 17:46

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და პირველი შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.

პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, რეგიონის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს.

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში ეთნიკური უმცირესობების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ქართული ენის სწავლების მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ყურადღება გამახვილდა ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის ზრდაზე, კულტურული და ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავებასა და წამოწევაზე, სხვადასხვა ფესტივალების ხელშეწყობაზე, განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით.

მარნეულის გამგობაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომაის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩვევლები ქეთევან მახარაშვილი და ქეთევან თათოშვილი, კოტე ნაცვლიშვილი.

პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მარნეულში, სოფელ თამარისში სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან შეხვედრა, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობის ,,მზა ჩითილი“ მონახულება, ბოლნისში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება, ბოლნისის გერმანული უბნის -კატერენენფელდისა და ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი საწარმოს დათვალიერება.

საქართველოს პრეზიდენტი რეგიონულ შეხვედრებს 20 მარტს გარდაბანში დაასრულებს და ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობის სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ-ბაირამს მიულოცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში ნახევარი კილო ჰეროინი ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018 15:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1988 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბანში იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას, სავარაუდოდ, ნახევარი კილო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
 
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 12:25

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი, გოდერძი ჩანქსელიანი დიდი ირაგას, პატარა ირაგას,ჯიგრაშენის,ალექსეევკას,მენკალისისა და ჯვარას მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ადგილობრივები ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტებით კმაყოფილები არიან.

„სოფლებთან მისასვლელი გზები მოხრეშილია,სტიქიისგან დანგრეული ხიდები შეკეთებულია. აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებული ადამიანების პრობლემა დაუმტკიცებელი და გადაუფორმებელი სახლებია,მე გპირდებით რომ არჩევნების დამთავრების შემდგომ ეს სახლები თქვენს მფლობელობაში გადმოვა,მთავრობის დადგენილებით ეს პროექტი უკვე ძალაშია და ეტაპობრივად ხორციელდება. ჩვენი პარტია და მთავრობა ორიენტირებულია ადამიანებზე,თქვენი არცერთი პრობლემა არ დარჩება ყურადღების მიღმა“,-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, სავალან მირზოევი ნაზარლოსა და ჯანდარის სოფლების ამომრჩეველს შეხვდა.

შეხვედრაზე სავალან მირზოევმა ადგილობრივებს სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია, რომ სასკოლო სახელმძღვანელოები კვლავ უფასო იქნება. ამასთან, გაგრძელდება უფასო ჯანდაცვის პროგრამები და სახელწმიფოს მიერ დაწყებული არაერთი პროგრამა.

სავალან მირზოევი მოსახლეობას მიწის რეფორმის შესახებაც ესაუბრა და მათ რეგისტრაციის გამარტივებული წესის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები შეხვედრებს განაგრძობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2016 12:40

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს  განაგრძობენ

„მოსახლეობასთან შეხვედრები საშუალებას გვაძლევს პრობლემების სწორი იდენთიფიცირება მოვახდინოთ, რათა შემდგომში მის კომპლექსურ მოგვარებაზე ვიმუშავოთ“,- „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“  ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოგი მეშველიანმა ამომრჩეველთან მორიგი შეხვედრა სოფელ კიანეთში, ჯავშანიანში,ქვეშში, მუშევანსა და საბერეთში გამართა.

 გოგი მეშველიანმა მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ადგილობრივებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სოფლებში მოგვარდა სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა, აშენდა და მოწესრიგდა რიტუალების სახლები, სოფელ საბერეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა გზას.

 „საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა.დღეს, ხალხი მთავრობის ლეგიტიმაციის რეალური წყაროა. ჩვენი ამოცანაა სოფლად გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ადგილზე მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. განვავითაროთ სოფლის მეურნეობის სექტორი და ამ სფეროში დასაქმებული მოსახლეობის სტაბილური შემოსავლის უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, განვახორციელეთ ადგილობრივი მნიშვნელობის სარწყავი არხების გაწმენდა- გაფართოების ღონისძიებები. 2012 წლიდან დღემდე, ქვემო ქართლის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 18 სარეაბილიტაციო პროექტი.შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 24 500 ჰექტრიდან 43 500 ჰექტრამდეა გაზრდილი. დღეისათვის ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ობიექტის 6,ხოლო საქართველოს მასშტაბით 24 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სავალან მირზოევი. ამჯერად იგი სოფელ ვახტანგისის მოსახლეობას შეხვდა და სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა C ჰეპატიტის პროგრამის მნიშვნელობასა და საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. სავალან მირზოევმა ამომრჩეველს ინფორმაცია მიწების რეგისტრაციის გამარტივებული კანონის შესახებაც მიაწოდა და ამ საკითხის გარშემო, მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

-- 

ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 31 აგვისტო 2016 12:19

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს  განაგრძობენ

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის 35-ე ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რუსლან გაჯიევი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

 ამჯერად იგი სოფლების- აღმამედლოსა და ულაშლოს უხუცესებს შეხვდა. შეხვედრაზე რუსლან გაჯიევმა ამომრჩევლებს  საკუთარი პოლიტიკური ხედვები გააცნო. ასევე ისაუბრა დაგეგმილ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

როგორც რუსლან გაჯიევმა განაცხადა, იგი საკუთარ ხმას მიაწვდის შესაბამის უწყებებს და  პირადად ჩაერთვება საკითხების გადაწყვეტაში.

ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი.  

 იგი სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა, მათი საჭიროებები მოისმინა და მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის ყურადღება ჯანდაცვის პროგრამაზე გაამახვილა.

 „ადამიანებისთვის ავადმყოფობა განაჩენი აღარ არის, უსახსრობის გამო მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება,  ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას სახლ-კარის გაყიდვა, სესხის აღება და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენა აღარ უწევთ. გაუმჯობესდა სოციალური დაცვის პაკეტი, მნიშვნელოვნად გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსია, სახელმწიფო ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე.  ადამიანისა და მისი ღირსების დაცვა, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა , თვისუფალი ბიზნესი, გამოხატვის თავისუფლება- ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია. სახელმწიფომ სოფელი მთავარ საზრუნავად აქცია და ხმამაღლა განაცხადა , რომ ძლიერი ქვეყანა ძლიერი სოფლიდან იწყება. სოფლის დასახმარებლად მრავალი პროექტი განხორციელდა, მთავრობამ ამ მიმართულებით 1 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა",-- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს „ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ქვემო ქართლში მიწისძვრა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 18:28

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით,საქართველოში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, მიწისქვეშა ბიძგები ქვემო ქართლში დაფიქსირდა.მიწისძვრა ქალაქი დმანისის დასავლეთით 20 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა.არსებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
შაბათი, 15 აგვისტო 2015 12:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო პროცედურების გავლისას, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1947 წელს დაბადებული ფრუნზიკ ა. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს საბაჟო გამშვები პუნქტ „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 10 საბრძოლო ვაზნა წესის დარღვევით შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური