მოსალოდნელია თუ არა საქართველოში ანომალიური ქარიშხალი - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 30 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება. 31 მაისს და 1 ივნისს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. 2 – 4 ივნისს იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში და ისევ დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 30- 31 მაისს +23, +28 გრადუსი იქნება, 1 – 2 ივნისს 4 - 5 გრადუსით დაიკლებს, 3 - 4 ივნისს ისევ +28 გრადუსამდე მოიმატებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით რუსეთში ანომალიური ქარიშხლის მიუხედავად საქართველოში ამინდის გაუარესება მოსალოდნელი არ არის.
მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 კი დაშავდა
მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 170 ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, 108 ადამიანი ჯერ კიდევ საავადმყოფოებშია, აქედან 22 ბავშვია.
მოსკოვში ქარიშხალი გუშინ დაფიქსირდა. ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა.
ქარიშხლის გამო, მოსკოვში შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა, აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო, 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაახლოებით 1,5 ათასი მანქანა დაზიანდა.
სატელიტური ოპერატორი SES-ი ჰაიტის ქარიშხლის შედეგად დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენაში დაეხმარება
ლუქსემბურგი, 26 ოქტომბერი, 2016 წ. -- სატელიტურმა ოპერატორმა SES S.A.-მა, როგორც emergency.lu-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა კომპანიამ, გადაწყვიტა ჰაიტის მაცხოვრებლებისათვის დამანგრეველი ქარიშხალი „მეთიუ“-ს შედეგად დაზიანებული სასიცოცხლო მნიშვნელობის კავშირგაბმულობის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფა.
მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს 4 ოქტომბერს დაატყდა თავს. 1964 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ჰაიტიზე, რომლის ქარის სიჩქარე 235 კმ/სთ.-ზე მეტი იყო. ქარიშხალმა ათასობით სახლები გაანადგურა და ასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
emergency.lu-ს მიერ შემოთავაზებული საკომუნიკაციო სერვისები უზრუნველყოფს ჰაიტიში პირველადი დახმარების ჯგუფებთან მუდმივ კავშირსა და მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან (WFP), როგორც გლობალური გადაუდებელი ტელესაკომუნიკაციო ჯგუფის (Emergency Telecommunications Cluster) წამყვან უწყებასთან.
emergency.lu-ს ტერმინალები იყენებენ SES-ის სპეციალურ თანამგზავრულ სიმძლავრეს სასიცოცლო მნიშვნელობის მატარებელი საკომუნიკაციო არხების აღსადგენად, იმისათვის რომ კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელდეს სწრაფი რეაგირება და პირველადი დახმარების აღმოჩენა. კავშირი უზრუნველყოფილია გასაბერი ანტენისა და ტერმინალის მეშვეობით, ხოლო კავშირის უწყვეტობისათვის გამოიყენება SES-6 თანამგზავრის სიმძლავრე.
"როდესაც ჰაიტის ქარიშხლის მსგავი სტიქიური უბედურებები თავს ატყდება ამა თუ იმ დასახლებულ პუნქტს, ის იწვევს ინფრასტრუქტურის სერიოზულ დაზიანებას ან მის სრულ განადგურებას. ამ დროს საკომუნიკაციო ქსელები გადატვირთულია, რადგან ადამიანები, ვისაც სჭირდება დახმარება ან ინფორმაციის მიღება ნათესავების ან ახლობლების შესახებ იყენებენ სხვადასხვა კავშირგაბმულობის საშუალებებს", აცხადებს გერჰარდ ბეტსაიდერი, “SES Techcom Services”-ის გენერალური დირექტორი. "თანამგზავრი არის ერთადერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც საკომუნიკაციო ქსელების სწრაფად აღდგენის და კოორდინირებული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საშუალებას იძლევა“.
Emergency.lu არის პლატფორმა, რომელიც წარმოადგენს პარტნიორობას ლუქსემბურგის მთავრობასა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ სამ კერძო კომპანიას შორის. ეს კომპანიებია: „SES Techcom Services“, „HITEC Luxembourg“ და ლუქსემბურგის საჰაერო სამაშველო სამსახური. Emergency.lu იყენებს კომპანია SES-ის თანამზავრულ სიმძლავრეს და მიწისზედა ინფრასტრუქტურას ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდასაჭერად საჭირო დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელების აღდგენისათვის.
17 ნოემბერს საქართველოში ძლიერ წვიმას და ქარს პროგნოზირებენ
17 ნოემბერს მაღალმთაში ქარბუქია მოსალოდნელი. როგორც "ნიუსდეის" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 16-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი.
16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9, +14 გრადუსი.
17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი.
18-19 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში +12,+17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +7,+12 გრადუსი იქნება.
კახეთის რაიონში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა
მსხვერპლი მოყვა სტიქიას კახეთში.სოფელ იორმუღალოში ქარბუქმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი. "ნიუსდეი" დამატებით დეტალებს რამდენიმე წუთში გაგაცნობთ.
ნინოწმინდაში ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათის გამავლობაში ჩაკეტილი იყო
ნინოწმინდაში თოვლისა და ქარბუქის გამო ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე საათის გამავლობაში ჩაკეტილი იყო.
გზის გასაწმენდად ინტენსიური სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ყველა მგზავრი უკვე სტიქიის ზონიდან გამოყვანილია.
სინოპტიკოსები თბილისში ძლიერ ქარს და ტემპერატურის მკვეთრ ვარდას პროგნოზირებენ
15 ნოემბრამდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ , დღის ბოლომდე საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმაც.
დღეს შესაძლოა კოლხეთის დაბლობზე ძლიერი წვიმა შენარჩუნდეს. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში კი წვიმის ნალექი შემცირდება და დღის მეორე ნახევრიდან ქარი გაძლიერდება. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, პერიოდულად იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 28 მეტრს მიაღწევს. განსაკუთრებით, თბილისის გარეუბნებსა და მდინარე მტკვრის ხეობაში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით საშუალოდ 8-13 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით 9-14 გრადუსი იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი თოვლი შენარჩუნდება. გუშინ თოვდა მესტიაში, ბახმაროსა და გუდაურში. მაღალმთაში ღამით მოსალოდნელია ყინვებიც.
ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს, თუმცა 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. 15 ნოემბერს კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.
ძლიერი ქარი და წვიმა გურიაში - ჩოხატაურში წყალი ათამდე ოჯახს სახლებში შეუვარდა
ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაში. ჩოხატაურში წყალი ათამდე ოჯახს სახლებში შეუვარდა - დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, დაზიანდა სოფელ კოხნარი-საჭამიასერის საავტომობილო გზა.
ოზურგეთში კი ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რის გამოც, ერთი საათის განმავლობაში ბათუმისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილი იყო. ანალოგიური ვითარება იყო ურეკშიც. სტიქიის გამო გურიის რამდენიმე სოფელს თითქმის მთელი ღამის განმავლობაში არ მიწოდებოდა ელეტროენერგია.
წაქცეულმა ხეებმა დააზიანა გაზის მილებიც. ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი აკეთიც დააზარალა.
ამინდის პროგნოზი
20-25 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერი 21-26 -მდე გათბება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
20, 23 და 25 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
რაც შეეხება 21-22 ოქტომბერს, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი.
ჩინეთში გამძვინვარებული სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 215 კი დაშავდა
გასული დღის განმავლობაში ტროპიკული ტაიფუნი „რადუგა“ ("მუჩჟიგე") დაატყდა თავს ჩინეთის სამხრეთით მდებარე გუანდუნის პროვინციას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
მიმდინარე დღის 12:00 საათის მონაცემებით, სტიქიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 215 კი დაშავდა.
ჩინეთის ქალაქ გუანჩჟოუს ადმინისტრაციის ცნობით, რაიონის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 134 კი დაშავდა. ამჟამად საავადმყოფოში 42 ადამიანი გადის რეაბილიტაციის კურსს.
გარდა ამისა მთლიანად, სტიქიის ზონაში 870 ათასზე მეტი ადამიანი აღმოჩნდა, აქედან 50 000 ევაკუირებულია. სტიქიამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.