ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის ახალ შესაძლებლობებზე ონლაინ-დიალოგის ფორმატში იმსჯელეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 11 მაისი 2020 12:28

აბრეშუმის გზის პროექტ "ერთი გზა ერთი სარტყელი"-ს ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას მონაწილეობით  ჩინეთის ქალაქ პენგლაისთან ონლაინ-დიალოგი გაიმართა, რომელიც ჩინეთის ღვინის ბაზრის ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, ღვინის პოპულარიზაციის ახალ გზებსა და ქართული ღვინის მარკეტინგის სამომავლო სტრატეგიას დაეთმო.

ონლაინ-დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრის დირექტორი იუტონ-ადამ ჰუანგი, პენგლაის ვაზისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების ცენტრის დირექტორი ძიან ფუმანი და ჩინეთის ალკოჰოლური სასმელებისა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ვან ცუმინი.

ონლაინ-დიალოგი გადაცემაში „Yanjiu Night Talks” გაიმართა (მედია კომპანია „Beijing Yunjiu Media“) და მას  70 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ღვინის ეროვნულმა სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის პრეზენტაცია წარმოადგინა, ისაუბრა ქართული ღვინის წარმატებებზე, მეღვინეობის თანამედროვე ინდუსტრიაში არსებულ ვითარებასა და პერსპექტივებზე. ლევან მეხუზლამ ისაუბრა ქართული ღვინისთვის ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობაზე, რომელმაც ბოლო წლებში მყარად დაიმკვიდრა ადგილი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში.

გადაცემის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის ფონზე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა ჩინეთში მარკეტინგული აქტიობები. თუმცა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობები,  დაიწყეს ახალი გზებისა და მოდელების ძიება, მათი გაცნობა უცხოელი პარტნიორებისათვის, რაშიც ქართული მხარის ჩართულობა და ინტერესი დიდია.

დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთის ღვინის ბაზარი გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება და პანდემიის შემდეგ ბევრ სიახლეს შესთავაზებს მსოფლიოს.

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიაში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 13:55

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2017” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 14 ქართული ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება, სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - 8 ათასი რთველი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა.  სემინარის მიმართ ღვინის პროფესიონალებისა და ადგილობრივი მედიის მხრიდან ინტერესი დიდი იყო - მასზე დასასწრებად ცნობილი სომელიეები და ღვინის პროფესიონალები იაპონიის სხვადასხვა პრეფექტურიდან ჩამოვიდნენ.

გამოფენას საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო. ელჩი იმედოვნებს, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის იმპორტის ზრდას იაპონიაში.

„ქართული ღვინის ცნობადობა იაპონიაში ყოველწლიურად იზრდება, რაც გამოწვეულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჩვენი საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით. ქართული ღვინის იმპორტი წლიდან წლამდე 15-20%-ით იზრდება. იაპონიის ბაზარს ყოველწლიურად  მინიმუმ სამი იმპორტიორო კომპანია ემატება, რომელსაც ქართული ღვინო შემოაქვს, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში საქართველოდან იაპონიაში ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო, ძალიან კარგად ეხამება იაპონურ სამზარეულოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“ - აღნიშნა ლევან ცინცაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, იაპონია 2014 წელს გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი.

„იაპონიაში სამომავლოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები გვაქვს დაგეგმილი, თუმცა 2015 წლიდან ჩვენ უკვე ვიღებთ მონაწილეობას ორ მნიშვნელოვან გამოფენაში „FoodEx Japan” და „Wine and Gourmet“, რომელთა ფარგლებში ასევე ცალკე იმართება ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები. აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, მის ბაზარზე დამკვიდრების და ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. ქართულ ღვინოს თავისი უნიკალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე,  დიდი პოტენციალი აქვს დამკვიდრდეს იაპონიის ბაზარზე - საქართველოს ბევრი აქვს შესათავაზებელი ამ ბაზრისთვის“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.

საქართველოს ერთიან სტენდზე წარმოდგენილი იყო 14 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, ,,იმერი“, „კახური“, „კახური ტრადიციული მეღვინოება“,  „ვაინმენი“, „მარანული“, „შილდა“, „გიუაანი“ „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, ,,შუმი“, ,,საწნახელი“ და „როიალ ხვანჭკარა“.

2017 წელს „Wine and Gourmet Japan“ -ს  75 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენად ითვლება აზიის მასშტაბით. 

ქართული ღვინო დიუსელდორფის ProWein-ზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 მარტი 2017 11:34

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ProWein-2017 ჩატარდა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის 2 დეგუსტაცია გაიმართა ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ „ვინუმის“ (Vinum) სტენდზე, რომელსაც გამოცემის მთავარი რედაქტორი რუდოლფ კნოლი (Rudolf Knoll) უძღვებოდა. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 14 დასახელების ქართული ღვინო.

როგორც რუდოლფ კნოლმა განაცხადა, დეგუსტაციის მიმართ იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ მას გათვალისწინებულზე ორჯერ მეტი სტუმარი დაესწრო.

“გამოფენის ფარგლებში, 2 დღის განმავლობაში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია ვინუმის სტენდზე.  სტუმართა რაოდენობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რაც, ვფიქრობ გამოწვეულია იმით, რომ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში უკვე აღიარებულია. რასაკვირველია, დიდი ინტერესია ქვევრის ღვინისადმი და ქართული ღვინის ჯიშებისადმი - ვუსურვებ ქართულ ღვინოს წარმატებას და წინსვლას“ - აღნიშნა რუდოლფ კნოლმა.

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თინა კეზელმა აღნიშნა, რომ საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ქართული სტენდი ასეთი წარმომადგელობითი არასდროს ყოფილა.

„ეს გამოფენა არის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა ქართველი მეღვინეებისთვის. ეს არის მსოფლიოს  ნომერი ერთი გამოფენა მეღვინეობის დარგში. ქართულ სტენდზე სულ წარმოდგენილია 23 ქართული კომპანია, ამდენი კომპანია არასდროს გვყოლია პროვაინზე.   ინტერესი კიდევ მეტ კომპანიას აქვს, ამიტომ ვფოქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იქნება ქართული სტენდი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ინტერესი ქვევრის ღვინის მიმართ“ - აღნიშნა თინა კეზელმა.

ProWein 2017-ის დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. წარმოდგენილი იყო 23 კომპანიის ღვინოები: „ასკანელი ძმები“, „ბადაგონი“, „ბაგრატიონი 1882“, „ბესინი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“,  „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მეგობრების მარანი“, „ქართული ღვინის სახლი“, Georgian Hospitality Investment, „ჯიველი“, „საქართველოს ღვინის და სპირტის კომპანია“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „კახური“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „ქიმერიონი“, „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი“, „ვაზიანი კომპანი“, „შუმი“, „ვაინმენი“, „მეღვინეობა ხარება“.

გამოფენის ფარგლებში კომპანია „ბესინის“ ღვინოს “Besini Premium”, წითელი მშრალი, 2013 გადაეცა საერთაშორისო კონკურს „მუნდუს ვინი“-ს ოქროს პრიზი და ჯილდო “Best of show Georgia”.

მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები. გამოფენის ფარგლებში იმართება მოლაპარაკებები იმპორტიორებთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ევროპიდან, კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზიის ქვეყნებიდან.

ProWein 1994 წლიდან ტარდება. მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ გამოფენაში საქართველო 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობას მხოლოდ 5 კომპანია იღებდა. ProWein-ის გამოფენის მასშტაბებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქართული კომპანიების მხრიდან ინტერესიც გაიზარდა და წელს, საქართველო ოცდასამმა კომპანიამ წარადგინა.

რუსეთში ონლაინ-გაყიდვებიდან ქართული იმიტირებული ღვინოებია ამოღებული

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 12:55

სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის ღვინის ბაზარზე ოპერირებადი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „აგორას“ ონლაინ-გაყიდვებიდან ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების ღვინის იმიტაციით წარმოებული ღვინის ამოღება მოხდა.

2016 წლის სექტემბრში ღვინის ეროვნულ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „აგორა“ (http://www.agora-group.ru/)ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების - „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“ - იმიტაციით, კრასნოდარისმხარეში წარმოებული ღვინის რეალიზაციას ახდენდა. კერძოდ, სარეალიზაციოდ შეთავაზებული პროდუქტის ეტიკეტებზედატანილი იყო აღნიშნვნა „ХВАНЧМАРАУЛИ“.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპანიის ონლაინ გაყიდვებიდან ამოღებულია ქართული ღვინის დაცულიადგილწარმოშობის დასახელებების - „ხვანჭკარასა“ და „ქინძმარაულის“ იმიტაციით ეტიკეტირებული ღვინო.

„აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ 2016 წელს „საქპატენტის“ მიერ რუსეთისფედერაციაში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელზე დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობისდასახელებები „ხვანჭკარა“ და „ქინძმარაული“. ღვინის ეროვნულ სააგენტო კვლავაც განაგრძობს მუშაობას ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო დაცვის კუთხით“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.

ქართულმა ღვინოებმა პოლონეთში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 21 ნოემბერი 2016 12:34

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, მე-14 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა „EnoExpo 2016” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მონაწილეობდა: „ვაზიანი“, „მეღვინეობა ხარება“, „ასკანელი ძმები“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ბესინის ღვინის მარანი“, „ვაინმენი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, „შილდა“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მარანული“, „ნაღდი მარანი“ და „ქიმერიონი“. 

გამოფენის ფარგლებში გამართულ სადეგუსტაციო კონკურსზე ორი ქართული კომპანიის ოთხმა ღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ესენია:

კომპანია „გოცას ღვინოები“, „თავკვერი 2014“ - ბრინჯაო; 

კომპანია „თელავის ღვინის მარანი“: „Reserve 2007 - ვერცხლი”; „კონდოლის ვენახები სამი“ - 2012 - ვერცხლი; „სატრაპეზო 10 ქვევრი 2013“ - ვერცხლი.

სამდღიანი გამოფენის ბოლო დღეს გაიმართა ქართული ღვინისა და სამზარეულოს შეხამება, იქვე გამოცხვა ხაჭაპური, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობაც გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს მიეცა.

გამოფენაზე ღვინის კომპანიებმა საქმიანი მოლაპარაკებები გამართეს ადგილობრივ იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან. მსგავს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ცნობადობის ამაღლებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარებზე.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. აღნიშნული ქვეყანა წლებია სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. 

2016 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან პოლონეთში ექსპორტირებულია 1,81 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ჩინეთის 70-მილიონიანი ჰუნანის პროვინციის ბაზარი ქართული ღვინისთვის იხსნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 12:37

 ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 70 მილიონიანი მოსახლეობის ჰუნანის პროვინციაში იწყება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 გიორგი სამანიშვილი ჰუნანის პროვინციის ადმინისტრაციულ დედაქალაქ ჩანშაში სავაჭრო ცენტრის გახსნაზე საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. აღნიშნულ ცენტრში ქართული ღვინოც არის წარმოდგენილი.

 „70 მილიონიანი ჰუნანის პროვინციის დედაქალაქ ჩანშაში, ჩინეთში სიდიდით მესამე სავაჭრო ცენტრი გაიხსნა, სადაც ქართული ღვინოც არის წარმოდგენილი. ჩანშაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გავმართეთ პროვინციის ვიცე-გუბერნატორთან, ასევე სავაჭრო ცენტრის კომერციულ დირექტორთან, სადაც განხილული იყო ქართული ღვინის პერსპექტივები აღნიშნულ პროვინციაში. ჰუნანის პროვინციის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინის იმპორტით და ამ მიზნით, მომავალი წლის დასაწყისში ვიზიტით ეწვევიან საქართველოს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, შანხაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში მდებარე ღვინის ცენტრში (ბირჟა) ასევე გაიხსნა ქართული ღვინის სივრცე, სადაც ამ ეტაპზე წარმოდგენილია 10 ქართული ღვინის კომპანიის პროდუქცია. სამანიშვილის განცხადებით,  იგეგმება სამომავლო ღონისძიებები, რათა აღნიშნულ ცენტრში კიდევ უფრო მეტი ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი.

„შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას და ქართული ღვინის აქ წარდგენა მნიშვნელოვანია როგორც პრესტიჟულობის, ასევე კონკრეტული შედეგების,  კერძოდ, ჩინეთში ქართული ღვინის გაყიდვების გაზრდის თვალსაზრისით“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

მიმდინარე წლის 27 ივლისს, შანხაიში, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „Silk Road Chamber of International Commerce”-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ცენტრში (Shanghai Free Trade Zone Wine Exchange Center) ქართული ღვინის ეროვნული კუთხის მოწყობას. 

ქართული ღვინო გასულ კვირას ასევე წარმოდგენილი იყო შანხაიში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე - „Prowein China 2016“. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში  საქართველოდან ღვინის მწარმოებელი 30კომპანია მონაწილეობდა.  გამოფენის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის სემინარი/დეგუსტაცია ღვინის იმპორტიორებისა და მედია წარმომადგენლებისთვის, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. დებრა მეიბურგის ორგანიზებით შანხაიში  „Wine In China Conference”-ის ფარგლებში ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

 

ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 ნოემბერი 2016 12:35

აშშ- ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე (RAW WINE) ქვევრისღვინო იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგისქართული ღვინის კულტურაზე დაწერილი წიგნის „ღვინის სიყვარულისთვისმოგზაურობა მსოფლიოსუძველეს ღვინის კულტურაში“ პრეზენტაციაც გაიმართა.

ორდღიან გამოფენასრომლის ორგანიზატორიც ცნობილი ღვინის ექსპერტიღვინის მაგისტრი იზაბელლეჟერონია (საფრანგეთი), ათასობით ღვინის პროფესიონალიმოყვარულირესტორნებისა და სავაჭროქსელების წარმომადგენლები დაესწრნენრაც ქართული ღვინის მწარმოებლებს ახალი იმპორტიორებისა დაპარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: „გოცას ღვინოები“, „მეღვინეობა ნიკა“, „ხოხბის ცრემლები“, „ჩვენი ღვინო“, “ორგო“ და „ამირან ვეფხვაძის ღვინო“

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგერნელმა ელენე კიკნაძემ აღნიშნაამერიკის შეერთებულიშტატები ქართული ღვინის პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარიასადაც ღვინის ეროვნული სააგენტოქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გზარდის მიზნით, აქტიურ მარკეტინგულღონისძიებებს ახორციელებს და გეგმავს მომავალშიც.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული  ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარიასადაცღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობითტარდება მრავალი მარკეტინგული აქტივობაგამოფენაზეწარმოდგენილი იყო 6 ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანიაქართულ სტენდს უამრავი ღვინისპროფესიონალი და მოყვარული ესტუმრარაც ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემსმოიძიონ ახალი იმპორტიორები" - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგერნელმა ელენეკიკნაძემ.

ელის ფეირინგის (Alice Feiring ) წიგნის „ღვინის სიყვარულისთვისმოგზაურობა მსოფლიოს უძველესი ღვინისკულტურაში“ (My Odyssey through the World’s Most Ancient Wine Cultureპრეზენტაციამ ღვინის პროფესიონალებისდიდი ინტერესი დაიმსახურა.

მიმდინარე წლის ზაფხულში  ჟურნალ New York Times -ში გამოქვეყნდა ფრაგმენტები აღნიშნული წიგნიდან.ავტორი თავის გამოცემაში აღნიშნავსრომ საქართველო ღვინის სამშობლოა და მაღალი ხარისხისქარვისფერი” ღვინის შემქმნელირომელიც დამსახურებულად ამაყობს 8 ათასწლიანი რთველის ისტორიით.

"ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე"

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 12:15
საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 7 თვეში წარმატებით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქციას გაეხსნება მსოფლიოში ყველაზე დიდი - 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული შეთანხმება ისტორიული მნიშვნელობისაა. 

"გარდამავალი პერიოდის გარეშე, ქართული ღვინო იქნება დაშვებული ჩინურ ბაზარზე, ყოველგვარი საბაჟო გადასახადის გარეშე. წელს ჩვენ ველოდებოდით 2,5 მილიონი ბოთლის გაყიდვას ჩინურ ბაზარზე და უკვე 8 თვის მონაცემებით, 3,5 მილიონი ბოთლია გაყიდული.ჩვენ ვავითარებთ ქართული ღვინის მაღაზიების ქსელს ჩინეთში და ვფიქრობთ, რომ ჩინეთი გახდება ქართული ღვინის ექსპორტის დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და არა მხოლოდ ღვინის, ბევრი სხვა სასაქონლო დასახელების მიმართულებით. ეს არის უდიდესი მიღწევა და ვფიქრობთ, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებისთვის ამას ექნება დიდი მნიშვნელობა," - აღნიშნა პრემიერმა.

 

ჩინეთის „ქართული ღვინის სახლებში“ 10 კონტეინერი ქართული ღვინო განთავსდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 16:48

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გაფორმდა. პროდუქცია ჩინეთში ქართული ღვინის სახლებისთვისაა განკუთვნილი.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, კომპანია „თბილინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და ჩინური კომპანია „სუოლუნის“ გენერალური დირექტორი შიაოჯუნ იი.

 

„ქართული ღვინის სახლი“ ქართული მხრიდან "თბილინვესტ ჯგუფის”, ჩინური მხრიდან კი კომპანია „სუოლუნის“ ერთობლივი პროექტია. პირველი „ქართული ღვინის სახლი“  2015 წლის ივლისში ქალაქ იუში გაიხსნა. ქართულმა ღვინომ პოპულარობა მალე მოიხვეჭა და დღეს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში 10 ასეთი სახლი ფუნქციონირებს.  ქალაქ იუშია ასევე განთავსებული სპეციალური საბაჟო საწყობი, სადაც ქართული ღვინო შეინახება და არსებული ღვინის სახლები სწორედ ამ საწყობიდან მომარაგდება. იუს საბაჟო საწყობში განთავსება დამატებით კომფორტს უქმნის ქართული ღვინის მყიდველებს  და ამასთან, პროდუქცია დაცულია ფალსიფიკაციისაგან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, 2016 წლის ბოლოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება რეალურია. „მხარეები შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იქნება ბოლო, დარჩენილ რამდენიმე ღია საკითხზე კი მხარეები მოლაპარაკებას სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვაგრძობთ, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ კუთხით, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია, განსაკუთრებით კი ქართული ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ლუდი და ბოსტნეულის დიდი ნაწილი ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით და, უმეტეს შემთხვევაში, ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფებით შევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევა ამ მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი. ქართული და ჩინური სამთავრობო დელეგაციები და კერძო კომპანიები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა დონის შეხვედრებში, კონფერენციებში, გამოფენებში. აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მკვეთრ ზრდაში უკვე აისახა,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ივლისის ბოლოს ჩინეთში განხორციელდა საქართველოს წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომლის დროსაც ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში. კერძოდ, „სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” არსებობს, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში იყიდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.

 

 

 

 

 

ქართული ღვინის ფესტივალი შანხაისა და ჰონგ-კონგში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 11:41

ქართული ღვინის ფესტივალი შანხაისა და ჰონგკონგში ჩატარდა, სადაც ქართული ღვინისმწარმოებელი 9 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები იყო წარმოდგენილი.

ფესტივალს ორი დღის განმავლობაში შანხაის „რუზველტის სახლი“ და ჰონგ-კონგის სასტუმრო„კორდისი“ მასპინძლობდა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულისააგენტოს მხარდაჭერითა და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „Meiburg Wine Media”-ისორგანიზებით ჩატარდა.

ქართული ღვინის მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს კომპანია „Meiburg Wine Media”-ისხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ფესტივალს ღვინის ეროვნულისააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინისმოხმარება და ცნობადობა სულ უფრო და უფრო იზრდება.

 „ჩინეთში ზრდის ტენდენცია შარშაწინ დაიწყო და შენარჩუნებულია დღემდე. იზრდება ქართულიღვინის ცნობადობა, რაც განაპირობა ჩატარებულმა მნიშვნელოვანმა სამუშაოებმა. მეღვინეობისდარგი მთლიანად არის ჩართული ქართული ღვინის პრომოციაში ჩინეთის ბაზარზე - იქნება ესღვინის ეროვნული სააგენტო, თუ ღვინის კომპანიები. ჩინეთთან ურთიერთობები სამთავრობოდონეზე ძალიან უმჯობესდება, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ღვინის გაყიდვებზე“ - აღნიშნაგიორგი სამანიშვილმა.

ღვინის მაგისტრმა, დებრა მეიბურგა ქართული ღვინის გამორჩეულობაზე ისაუბრა.

„ქართულ ღვინოს დიდი ნაირსახეობის შემოთავაზება შეუძლია. მაგალითად, ახალი ტიპისღვინოები, შედარებით დაბალალკოჰოლური ღვინოები, რომელსაც ახასიათებს ცოცხალი ხილისარომატი, შემფასებლების  მოწონებას იმსახურებს საფერავი, ის განსხვავებულია. სხვადასხვაგემოვნების მქონე ჩინელ მომხმარებელს შეუძლია ამ ნაირსახეობებიდან შეარჩიოს ღვინო თავისიმოთხოვნების შესაბამისად” - აღნიშნა მეიბურგმა.

 

ქართული ღვინის ფესტივალს მრავალი ვიზიტორი ესტუმრა: ადგილობრივი მედიის, ღვინისინდუსტრიის, სასტუმროებისა და რესტორნების, იმპორტიორი კომპანიების, ღვინისსაგანმანათლებლო, ღვინის მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლები, რაც ძალიანმნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ჩინეთის ბაზარზე.

მთელი დღის განმავლობაში სტუმრები ეცნობოდნენ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას,აგემოვნებდნენ ქართულ ღვინოებს ადგილობრივ პოპულარულ კერძებთან ერთად.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული ღვინის კომპანიების სხვადასხვა სტილისღვინოები: „ბაგრატიონი“, „შატო მუხრანი“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, “GWS”, “კახურიტრადიციული მეღვინეობა“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“, „მილდიანი’ „უსახელაურის ვენახები“.

ჰონგკონგში ვიზიტის დროს გიორგი სამანიშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოსწარმომადგენელმა ჩინეთში მაია ცქიტიშვილმა  შეხვედრები გამართეს ჰონგ-კონგის ღვინისაკადემიის წარმომადგენელთან ქრის ლაისთან (Chris Lai)  და ტერსინა შეისთან (Tersina Shieh),რომელიც არის ღვინის კონსულტანტი, მარკეტოლოგი, კულინარიისა და ღვინის შეხამებისმრჩეველი და ბლოგერი. შეხვედრებზე განხილული იყო ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზეგავრცელებისა და პოპულარიზაციის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით ჩინეთში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო, რაც148%-ით აღემატება გასულის წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2015 წელი განსაკუთრებითმნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით -ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, ექსპორტმა ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ)შეადგინა.

 
გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური