ევროსაბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 12 მაისი 2020 09:42

ახალი კორონავირუსის /COVID-19/ პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების ონლაინ-კვირეულს სთავაზობს. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

„2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისეში“ გაიმართა.

ამჯერად, COVID-19-ის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ რეჟიმში სთავაზობს“, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

მათივე ინფორმაციით, 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებგვერდზე კინომოყვარულები შემდეგი ქართული ფილმების ნახვას შესძლებენ:

ლანა ღოღობერიძის „ოქროს ძაფი“
ზაზა ხალვაშის „ნამე
ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“
ნინო ჟვანიას „აღლუმი“
ლევან თუთბერიძის „მოირა
ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“
დიმიტრი ცინცაძის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე
სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა“
რატი ონელის „მზის ქალაქი“

goEast ქართულ ფილმებს უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 28 მარტი 2017 14:41

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი goEast ქართულ ფილმებს უმასპინძლებს, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა გაავრცელა.

კინოფესტივალი გერმანიაში 26 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართება და მასზე რამდენიმე ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი.

„goEast ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მხატვრული ფილმით "ჩემი ბედნიერი ოჯახი" გაიხსნება. ფილმი ცოტა ხნის წინ სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე აჩვენეს, მოგვიანებით კი სოფიას კინოფესტივალზე ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის აიღო.

კინოფესტივალზე goEast ნახავენ ბერლინის კინოფესტივალის მონაწილე კიდევ ერთ ქართულ ფილმს, რატი ონელის დოკუმენტურ ნამუშევარს "მზის ქალაქი". ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმი "ბუბა", ლანა ღოღობერიძის ფილმი "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და ნუცა ალქესი-მესხიშვილის ფილმი "ბედნიერება", - აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური