„ნაციონალური მოძრაობა რომ არ იკადრებს, ისეთი ნაბიჯი ძნელი წარმოსადგენია“ - ზვიად ძიძიგური (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 01 ოქტომბერი 2016 10:53

„საფრთხე რეალურია იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ არ იკადრებს ისეთი ნაბიჯი ძნელი წარმოსადგენია. კარგად ვიცნობ მე მათ მოდგმას და ვიცი, რომ ისინი ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ კი ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მეორე საკითხია - რამდენად შეუძლიათ მათ ამ ყველაფრის განხორციელება. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა შესაზლებლობა აქვთ მათ ამ ყველაფრის გაკეთების, თუმცა რა თქმა უნდა, სურვილი დესტაბილიზაციის და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების არევა მათ ინტერესში შედის.“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ზვიად ძიძგური პასუხობს.

"მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ხალხი შეიცვალა"- კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:36

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ყველაზე პასუხისმგებლობიანი, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის და პირნათლად გვატარებს წინ, ჩვენი წინაპრების წინაშე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლდანის მოსახლეობას, რომელსაც რაიონში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, კობა კობალაძე, ლევან კობიაშვილი და ლევან კობერიძე წარუდგინა. 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დღეს, ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს იმ მიღწევას, რასაც დიდი პოლიტიკური ცვლილება, მშვიდობიანი არჩევნები, ადამიანის ღირსების დაცვა და ადამიანის ყველაზე მაღალ ფასეულობად მიჩნევა ჰქვია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოში აღარასოდეს გაითელება ფეხქვეშ ადამიანის ღირსება, რაც ყველაზე დიდი მიღწევაა. 

"მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ხალხი შეიცვალა, დღეს ყველაზე მეტად ფასობს არა გიჟური, ზედმეტად ემოციური მოწოდებები, არა ის, რომ ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ გაუმართლებელი რისკებისა და საფრთხეების წინაშე, არამედ ის, რომ სტაბილურად, მშვიდობიანად, მაგრამ ძალიან ჩქარა წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა წინ, გაცილებით უფრო გაფერადებული, გაცილებით უფრო განვითარეუბლი, გაცილებით აგუგუნებული ქვეყნისაკენ და ყველანი ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ჯანდაცვის, სოფლის მურნეობის რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მოსახლეობ აქალაქიდან სოფელს უბრუნდება, სადაც საკუთარი საქმის წამოწყებისა და ოჯახის ღირსეულად რჩენის შესაძლებლობაა. 

"აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ დღეს ადამიანები ქუჩაში აღარ იხოცებიან და აღარავინ იჩაგრება უსამართლოდ. ეს ყველაფერი ჩვენი მონაპოვარია და იმის შედეგია, რომ 2012 წლიდან საქართველო განვითარების აბსოლუტურად განსხვავებულ რელსებზე გდავიდა. ჩვენი ქვეყანა დღეს სრულიად სხვა რამეს უყრის კენჭს და სხვა რამის გამო მიდის არჩევნებზე - იმიტომ, რომ აღარ უნდა წარსულში დაბრუნება, ჩვენ გვინდა უკეთესი მომავალი, მშვიდი ცხოვრება, ისეთი საქართველო, სადაც ადამიანები არ ხრავენ, არ ჭამენ ერთმანეთს და არ აყენებენ შეურაცხყოფას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმი,თ მმართველი გუნდის მთავარი მიზანია, გააერთიანოს ქვეყანა, საზოგადოება და ასე მოიტანოს უკეთესი მომავალი.

"მინდა, კიდევ ერთხელ გაგამხნევოთ, მიუხედავად იმისა, რასაც ისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამწუხაროდ, არიან ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო დააბრუნონ წარსულში, ეს ვერ მოხერხდება, რადგან საქართველოს მოსახლეობა დღეს მხარს უჭერს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ქვეყნის სიყვარულის გარეშე, საკუთარი ქვეყნის წინსვლის სურვილის გარეშე, რომელსაც აქვს ძალიან ნათელი, კარგად წარმოდგენილი, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, როგორ უნდ გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემა, როგორ დავაფასოთ მეტად ჩვენი პედაგოგები, როგორ შევცვალოთ ინფრასტრუქტურა, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო პირობები კერძო სექტორისთვის, მეტი დასაქმება მოვიტანოთ ქვეყანაში და როგორ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის სისტემა, რომ მეტად იყოს ორიენტირებული თითოეული ადამიანის მომსახურებაზე. ჩვენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მოსამსახურეები ვართ, მაგრამ ამავე დროს, გაცნობიერებული გვაქვს ის როლი, რომელიც ჩვენ დაგვეკისრა და გულიხმობს იმას, რომ დღეიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ უნდა მივიყვანოთ დანიშნულების ადგილას ჩვენი ქვეყანა და ეს დანიშნულების ადგილი უნდა იყოს გაჩირაღდნებული, აგუგუნებული, გაფერადებული, დაქოქილი ქვეყანა, რომელიც კეთილდღეობას მიიტანს ყველა თქვენგანის ოჯახში. ეს არის ჩვენი მიზანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ახალი, კომპლექსური სარაგბო ბაზის შესახებ, რომელიც მარტყოფში დღეს გაიხსნა და განაცხადა, რომ რაგბი არის სპორტის ის სახეობა, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ადამიანების გვერდში დგომა. 

"სწორედ ეს არის ქართველების დამახასიათებელი ყველაზე საჭირო თვისება, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ დღეს და ყველას, ვინც ქართველი ხალხისგან, საქართველოს მოსახლეობისგან პასუხს ელოდება, 8 ოქტომბერს უნდა ვუთხრათ - ჩვენ გავაცნობიერეთ ის წარმატებები, რომლებსაც მივაღწიეთ, ვუფრთხილდებით ამ წარმატებებს, უნდა შევინარჩუნოთ ყველაფერი კარგი და კიდევ უფრო სწრაფად უნდა გავავითაროთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ისე, რომ არც ერთი უდანაშაულო ცრემლი აღარ უნდა ვნახოთ საქართველოში. ყველა ბავშვი უნდა ვნახოთ გაღიმებული, ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ღირსება ჩვენს ხალხს და ხელის გულზე ვატაროთ ყველა ის სანუკვარი გრძნობა, სითბო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის, რომლის მოსპობასაც სამწუხაროდ შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანის გულში სანთელივით, ჩირაღდანივით ანთია, ის ერთმანეთის გაფრთხილების ყველაზე ძვირფასი გრძნობა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ამას გავუფრთხილდეთ, მეგობრებო, და თუ ამას გავუფრთხილდებით, ყოველთვის ვიქნებით წარმატებულები, ყოველთვის მოვიტანთ უკეთეს მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის, რისიც მე მჯერა ჩემი გონების, ჩემი სხეულის ყველა უჯრედით და ამით ვცოცხლობ, ამით ვსუნთქავთ ეს გუნდი, რომელსაც ახლა ხედავთ და ამიტომ მჯერა, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რეალური იქნება", - მიმართა პრემიერმა მოსახლეობას და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ "ქართული ოცნების" გამორჩეულ კანდიდატებს - კობა კობალაძეს, ლევან კობიაშვილსა და ლევან კობერიძეს.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, თითოეული მათგანი, საამაყო ადამიანია.
"კობა გამორჩეული პატრიოტია, გენერალი კობალაძე არის ადამიანი, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს საკუთარი ქვეყნის წინაშე; ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ძალიან დიდი რისკის ქვეშ დააყენა და არის გმირი, ყველა მისი თანატოლისთვის და არა მხოლოდ მათთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, გამორჩეული პარლამენტარი იქნება ლევან კობიაშვილი, რომელიც ყველასთვის ძალიან საყვარელი ადამიანია.

"მან არაერთი გამორჩეული წუთი აჩუქა ჩვენს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, ბევრი სიხარული მოგვიტანა ჩვე ნდა არის ადამიანი, რომელიც გულანთებული დაიცავს თითოეული თქვენგანის ინტერესს საქართველოს პარლაამენტში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ძალიან პერსპექტიული ახალი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვის, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ლევან კობერიძე.

"ლევანი არის განსაკუთრებული ადამიანი, გამორჩეული ახალგაზრდა კაცი, სტრატეგიული მარკეტინგის პროფესიონალი, რომელმაც ძალიან სერიოზული გამოცდილება მიიღო კერძო სექტორში მუშაობით და, კობასთან და ლევანთან ერთად, არის ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გედევან ფოფხაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:26

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების დამალის, ნიჯგორის, იდუმალის, ოშორის და დაბა ასპინძის ამომრჩევლებს შეხვდა. 

გედევან ფოფხაძემ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ენზელ მკოიანი და გიგლა აგულაშვილი ახალქალაქის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:18

”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხანდოს, კიროვაკანის, გუმბურდოს, ოკამის, აზმანას, აფნიას, გოგაშენის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. „მეამაყება, რომ დეპუტატობის ასეთი კანდიდატი ჰყავს ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“. ენზელ მკოიანი იქნება ახალქალაქისა და ნინოწმინდის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში“,-აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა. მინისტრმა ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისაკენ და ენზელ მკოიანის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:12

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე საგურამოსა და ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა. დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩევლებს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მცხეთის რაიონში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. “საგურამოში, ნიჩბისსა და სხვა სოფლებში ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა. დაწყებულია მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მალე დასრულდება. რაც მთავარია, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში უკვე შექმნილია 800-მდე სამუშაო ადგილი. კერძო ბიზნესის დახმარებით მალე შეიქმნება კიდევ ათასობით დამატებითი სამუშაო ადგილი.“, - განაცხადა ხუდნაძემ . მისივე თქმით, ბოლო ორის წლის განმავლობაში მცხეთის სოფლებში ბევრი რამ გაკეთდა. „ზემო ნიჩბისში, სადაც არასოდეს არაფერი გაკეთებულა, დღეს თითქმის ყველაფერი გაკეთდა: წყალი, გაზი, განათება და სხვა. მალე დაიგება გზაც და მთის სოფელში საცხოვრებლად სრული კომფორტი იქნება. ხალხი ამას ხედავს და აფასებს“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

"ყველა პრობლემა ისე უნდა გადავჭრათ, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს"- ზაზა პაპუაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:10

დიდუბის მე-15 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. ზაზა პაპუაშვილი ამჯერად წინამძღვრიშვილის ქუჩის N137ა-ს მცხოვრებლებს შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობის პრობლემას გაეცნო, რომელთა შორის ერთ-ერთი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოუწესრიგებლობა და გარე ვაჭრობაა.

როგორც ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრობლემა მერიასთან თანამშრომლობის შედეგად, ყველა მხარის ინტერესების დაცვით მოგვარდება.

„ყველა პრობლემა ისე უნდა გადავჭრათ, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს. ნებისმიერი საკითხის მოგვარებისას დაცული უნდა იყოს ყველა ადამიანის ინტერესი და უფლება“,- განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ირაკლი სესიაშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:07

თელავსა და ყვარელში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს. მორიგი შეხვედრა სესიაშვილმა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს, კერძოდ, როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, უნივერსიტეტებში დაიწყო პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსება და 21 ფაკულტეტი უფასო გახდა. ასევე, იგეგმება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა, რომელიც ორიენტირებულია დასაქმებაზე. ახალგაზრდა, რომელსაც სურს, მიიღოს პროფესიული განათლება, სახელმწიფოსგან მიიღებს ვაუჩერს, რომლითაც შეძლებს შესაბამისი განათლების მიღებას. გარდა ამისა, სესიაშვილმა სტუდენტებთან ისაუბრა ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

"ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს მომავალ თაობას. სულ მალე თელავში დაიწყება სპორტკომპლექსის მშენებლობა. სპორტულ და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების მასობრივი ჩართვა და ჯანმრთელობის ხელშემწყობი გარემოს შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი",- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, ირაკლი სესიაშვილის მხარდასაჭერად თელავში ღონსიძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, „ქართული ხმები“, ანსამბლი „შვიდკაცა“, „ალილო“, სოფო ბედია, ანსამბლი „წინანდალი“, დათუნა სირბილაძე, ნათია ქოროღლიშვილი, დავით როსტომაშვილი და სხვები.

გელა სამხარაული სოფელ ბაბანეურის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:05

 “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული სოფელ   ბაბანეურის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო   ადგილობრივებისთვის შეწყვეტილ სოციალურ დახმარებებს,  საგზაო ინფრასტრუქტურის,სასმელი და სარწყავი წყლის საკითხების მოწესრიგებას. მოსახლეობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბაბანეურის ტყე-ნაკრძალით სარგებლობის საკითხი.

 გელა სამხარაულმა  არსებული მდგომარეობა შეაფასა და ვრცლად ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და სოფლის განვითარების პერსპექტივებზე.

 „ჩემთვის პრინციპულია,არა მხოლოდ თქვენი სოფლისთვის,ზოგადად ახმეტელებისთვის ტყის რესურსით სარგებლობის უფლების დაბრუნება. მუშაობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებული მაქვს. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს აქვს თავისი ბუნებრივ კლიმატური მახასიათებლები, რომლის სწორად დაგეგმვა- გამოყენების შემთხვევაში, მცირე მეურნეობებიც კი ოჯახებისთვის კარგი შემოსავლის წყარო გახდება. ჩვენ დაგეხმარებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში“, -განაცხადა გელა სამხარაულმა.

ზაზა გაბუნიას მხარდასაჭერად საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა მატჩი გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 18:03

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თემქისა და სანზონის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაზა გაბუნიას მხარდასაჭერად, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა საჩვენებელი მატჩი გამართეს.

"მოხარული ვარ, რომ ბიჭები ჩვენს გვერდით არიან, რომ აქ, თემქაზე თემქელებს აქვთ მათთან საფეხბურთო სტადიონზე შეხვედრის შესაძლებლობა. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა და მინდა მადლობა ვუთხრა ყველას",-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მან ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათობით აღდგენილი სპორტული მოედნის შემდეგ, თემქაზე და სანზონაში განხორციელდება ყველა დარჩენილი სტადიონის რეაბილიტაცია.

ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე - მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 13:59

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის, ასევე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ნინო წილოსანი და არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების (ნაგომარი, ძიმითი, ჯუმათი, სილაური და ბაილეთი) მოსახლეობას შეხვდნენ. 

შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა წარადგინეს.

„ მე ვარ სამი შვილის დედა და მჯერა ეს არჩევანი კეთდება სწორედ ჩვენი შვილებისთვის და მათი უკეთესი მომავლისთვის. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ, "ქართული ოცნების" გუნდი შევქმნით ეკონომიკურად სტაბილურ და მშვიდ სახელმწიფოს, რომელიც თქვენს ოჯახებს მისცემს ეკონომიკური წინსვლის საშუალებას. ახალი ინფრასტრუქტურა სოფლებში, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი, საყოველთაო ჯანდაცვა და ძლიერი სოფლის მეურნეობა - ეს არის ჩვენი გეგმები შემდეგი 4 წლის განმავლობაში“-  განაცხადა ნინო წილოსანმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ არჩევნების შემდეგ მუდმივ ურთიერთობას შეინარჩუნებს სოფელთან, რათა პროგრამა, რომელიც აქვს  ქართული ოცნების მომავალ საპარლამენტო გუნდს, დროულად შესრულდეს და შედეგი ყველა ოჯახმა დაინახოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური