ნუგზარ სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე ღვაწლმოსილ ექიმს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 16:51

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ნუგზარ სურმანიძე და მუხრან ვახტანგაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ექიმს - ლამარა კალანდარიშვილს სახლში ეწვივნენ და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს.

ლამარა კალანდარიშვილს პედიატრად საქმიანობის 59 წლიანი გამოცდილება აქვს, მუშაობდა ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში. ქალბატონი ლამარა მედიკოსად ამჟამადაც საქმიანობს.

დეპუტატობის კანდიდატები ღვაწლმოსილ ექიმს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროგრამის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებაზე ესაუბრნენ და მისი მოსაზრებები მოისმინეს.  

პარტიის საარჩევნო პროგრამის ჯანდაცვითი ნაწილი ითვალისწინებს:  პენსიონერთა დასაქმების პროგრამის - „ცხოვრება გრძელდება“ ამოქმედებას,  ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაბამისად პენსის ეტაპობრივ ზრდას, პირველადი მოხმარების 300 დასახელების მედიკამენტზე ზღვრული ფასის დაწესებას, ქრონიკული დაავადებების მქონე უმწეო პენსიონერებისათვის პირველადი მოხმარების მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებას, პირველადი ჯანდაცვის მიწვდომადობისა და ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე, დაავადებების ადრეულ სტადიაზე დამარცხების ალბათობის 80% მდე გაზრდას, 2020 წელისათვის საქართველოში C-ჰეპატიტის პრობლემის სრულად აღმოფხვრას.

არჩილ თალაკვაძე სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ და ინიცირებულ საწარმოებში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 16:49

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებთან შეხვედრებს განაგრძობს.

„სასიამოვნოა, როცა ეკონომიკის მინისტრს ან მის მოადგილეს უკავშირდები და მათგან ოზურგეთში ათეულობით წარმატებული პროექტის  შესახებ იღებ ინფორმაციას. თქვენი წარმატების მაგალითები არის ჩვენთვის ძალა შემდგომი სწრაფი განვითარების და ეკონომიკური წინსვლის მისაღწევად.

ოპოზიციის რიტორიკული შეკითხვა „სად არის თქვენს მიერ შექმნილი სამუშაო ადგილები და მხარდაჭერილი საწარმოები?“ თავიდანვე უსამართლოა. უსამართლოა იმიტომ, რომ ეს შეკითხვა უგულებელყოფს თქვენს შრომას, თქვენს მიღწევებს და თქვენს მიერ შექმნილ დოვლათს“ - მიმართა მეწარმეებს არჩილ თალაკვაძემ.   

გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ორბელსა და ჩხუტელის მცხოვრებლებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 16:46

“ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების, ორბელსა და ჩხუტელის მცხოვრებლებს შეხვდა. გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას შეხვედრისა და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ვიცით, რას ითხოვს საზოგადოება ჩვენგან. „ქართული ოცნება“ იძლევა რეალურ დაპირებებს. ჩვენ გუნდური მუშაობით შევძლებთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ უმუშევართა რიცხვი. მადლობა ასეთი მხარდაჭრისათვის. საზოგადოების ნდობა ის ძალაა, რომელიც გვაძლევს რწმენას, რომ ყველა ბარიერს გადავლახავთ. ჩვენ გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა. 8 ოქტომბერს საქართველოს წისვლას და წარმატებას, სწრაფ განვითარებას ავირჩევთ“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ბექა ნაცვლიშვილი - „ განათლება არის საფუძველი ჩვენი კეთილდღეობისა”

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 16:45

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი განათლების ,მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან ერთად პედაგოგებს შეხვდა.

ბექა ნაცვლიშვილმა მთავრობის მიერ განხორციელებულ და მომავალში განსახირციელებელ ცვლილებებზე ისაუბრა, ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პედაგოგებს საარჩევნო პროგრამა. “ განათლების გარეშე შეუძლებელია რამე განვითარებაზე საუბარი , ჩვენ ვგეგმავთ ფუნდამენტურ ცვლილებებს უმაღლეს განათლებაში, ვგეგმავთ ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმას პროფესიული განათლების მიმართულებით” განაცხადა პედაგოგებთან შეხვედრისას ბექა ნაცვლიშვილმა

გურამ მაჭარაშვილი ნინიგორის და სვიდებას მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 16:07

 ლაგოდეხსა და ყვარელში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი სოფლების ნინიგორის და სვიდებას მოსახლეობას შეხვდა.

 მაჭარაშვილმა შეხვედრისას ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ გეგმები გააცნო. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, დასრულდება სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული პროექტები, სწრაფი ტემპებით დაიწყება მუნიციპალიტეტის გავითარების პროცესი.

 „2017 წელს ლაგოდეხის პრაქტიკულად ყველა სოფელს ექნება ბუნებრივი აირი, გაგრძელდება შიდა გზების ასფალტირების სამუშაოები. თბილისი - ლაგოდეხის მიმართულებით დაიწყება ახალი ავტობანის მშენებლობა, რომელის გამტარუნარიანობა დღევანდელზე 4-ჯერ უფრო მეტი იქნება. შენარჩუნდება და დაიხვეწება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის და ჯანდაცვის პროგრამები“ - აღნიშნა კანდიდატმა.

 მისივე თქმით, პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ლაგოდეხის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. შეხვედრაზე ითქვა, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურის პირობებში ლაგოდეხსა და ყვარელში მკვეთრად გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, მცირე საოჯახო ბიზნესის განვითარებას. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცაციის საკითხებზეც. გურამ მაჭარაშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს აქვს კონკრეტული გეგემები ევროპისა და ჩინეთის ბაზრებზე ქართული პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით.

„მეწარმეები თქვენგან, ფერმერებისგან შეიძენენ სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მომავალი წლიდან უკვე შესაძლებელი გახდება ამ პროდუქციის სხვადსხვა სახით გატანა ჩინეთის ბაზარზე,ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით“,-აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილი სპორტსმენებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 13:03

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი სპორტსმენებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა ქართული სპორტის განვითარების შესაძლებლობებზე და იმედი გამოთქვა რომ ყოველწლიურად ინტერესი ქართული სპორტის მიმართ უფრო გაიზრდება. „თქვენ, ქართველ სპორტსმენებს უდიდესი ამაგი გაქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე, მრავალჯერ ასახელეთ ჩვენი სამშობლო“,-აღნიშნა ქუცნაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მთავარი მიზანია, სწორედ სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით დავძლიოთ ნარკომანია, როგორც 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მშვიდ წინასაარჩევნო გარემოსაც. „იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩაივლის და ყოველგვარი აგრესიისა და ძალდატანების გარეშე იქცევა იმ შეჯიბრად, სადაც, მხოლოდ ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ. სპორტიც და პოლიტიკაც ძლიერ, ღირსეულ და კაცთმოყვარე ადამიანებს ეკუთვნით“,-აღნიშნა ქუცანშვილმა. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ ზურა ზვიადაური, მსოფლიო ჩემპიონი ავთო ცინცაძე, თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი გია პაპიაშვილი, ძიუდოისტი თამაზ კარიაული.

შოთა ხაბარელი ორხევის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 13:00

„ქართული ოცნება - დემოკრატიული
საქართველოს“ სამგორის მე-13 ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ორხევის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა გამართა.

შოთა ხაბარელმა შეკრებილ მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

  „ჩვენ ვაგრძელებთ ყოველდღიურ შეხვედრებს.  ნებისმიერი შეხვედრა მოსახლეობასთან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა კიდევ ერთხელ ყურადღება გავამახვილო 8 ოქტომბრის არჩევნებზე. ჩვენ ყველას კარგათ გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობში ჩვენს ქვეყანაში, როგორი ზეწოლა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე, ჩვენ ყველამ ერთად, მშვიდობიანი გზით მოვახერხეთ და შევცვალეთ წინა ხელისუფლება, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. დარწმუნებული ვარ, აღარასოდეს დაბრუნდება ის დრო, როცა ძალადობდნენ მოქალაქეებზე, იმიტომ რომ დღეს ჩვენი საზოგადოება ერთიანია, უთხრათ არა იმ წარსულს, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ თავისუფლად მივიდეთ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დავაფიქსიროთ“,-განაცხადა შოთა ხაბარელმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცნობილი სახეები, მათ შორის სპორტსმენები.

“ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის ჩვენი საზოგადოების სოლიდარულობის საუკეთესო გამოხატულება - ლევან კობერიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 12:56

 “ჩემთვის საყოველთაო ჯანდაცვა არის ჩვენი საზოგადოების სოლიდარულობის საუკეთესო გამოხატულება - ეს არის სისტემა, რომლის დახმარებითან ქვეყანაში შექმნილი საერთო სიკეთე სამართლიანად ნაწილდება მის ყველა მოქალაქეზე.” ლევან კობერიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

მუხიანი-გლდანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მედიკოსებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

„ ჯანდაცვის რეფორმა არის ქართული ოცნების ყველაზე ხელშესახები მიღწევა. ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც ყველა მოქალაქე გრძნობს და რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.“  განაცხადა ლევან კობერიძემ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჯანდაცვის მინისტრი მედ-პერსონალს ჯანდაცვის არსებულ სისტემის გაუმჯობესებისა და დახვეწის გზებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

"მოვუწოდებთ „რუსთავი2“-ს ბოდიში მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის"- ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 12:42

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე "რუსთავი 2"-ის მეშვეობით გავრცელებულ პარტიულ რეიტინგებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

„გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ სიცრუესთან და სიყალბესთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა „რუსთავი2“-ის მეშვეობით პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებით. 

პირველ რიგში გავიხსენებთ იმას, რომ გაყალბდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, ისე იყო წარმოჩენილი მისი სიტყვები, რომ თითქოს ის მიიჩნევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ჰქონდა 30%-იანი რეიტინგი, სინამდვილეში მთლიანად კონტექსტიდან იყო მოწყვეტილი ეს ყველაფერი. საუბარი იყო იმაზე, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, მხარდაჭერა შეადგენს 150 ათას, 200 ათას კაცს, რაც პროცენტებში რომ გადავიყვანოთ არის ბევრად ნაკლები, ვიდრე 30%. 30%-ი სიტყვები იყო ნათქვამი საერთოდ სხვა კონტექსტში, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა ვიდეო ჩანაწერიდან, რომელიც იყო გავრცელებეული, თუმცა კიდევ ერთხელ ყალბი ფორმით მიეწოდა ინფორმაცია ჩვენს ტელე მაყურებელს. 

გარდა ამისა, იმავე დღეს, მომდევნო დღეებში „რუსთავი2“-ის ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ცდილობდნენ ჩვენი წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეცდომაში შეყვანას. ისინი სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ ე.წ. ჩამჭრელი კითხვების დასმას და იმის დადასტურებას ჩვენი მხრიდან, რომ 30 %-ი რეიტინგი ნაც.მოძრაობის შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა მიზანს რეალურად ვერ მიაღწიეს იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ 30 %-ი მაჩვენებელი ნაც.მოძრაობის არის არის მთლიანად აცდენილი რეალობას. კიდევ ერთხელ, ნაც.მოძრაობის რეიტინგი არის ბევრად ნაკლები, რამდენჯერმე ნაკლები, ვიდრე 30%. რეალურად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვების გაყალბება საბოლოო ჯამში ნიკა გვარამიას დასჭირდა გაყალბებული კვლევის შედეგების შესაფუთად. ეს იყო მთავარი მიზანი. გაყალბებულია აბსოლუტურად ის მაჩვენებლები, რომლებიც შემოგვთავაზეს ჩვენ „რუსთავი2“-ის მეშვეობით. ეს კვლევა მოგეხსენებათ ჩაატარა ნაც.მოძრაობასთან პირდაპირ ასოცირებულმა ადგილობრივმა კვლევითმა ორგანიზაციებმა, საველე ორგანიზაციები სწორედ მის მიერ ჩატარდა „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის პოლიტიკური აპილაციის შესახებ ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება. ჩვენ ზოგადად მიჩვეულები ვართ ნიკა გვარამიას მხრიდან, „რუსთავი2“-ის მხრიდან მისი ხელმძღვანელობით სამწუხაროდ, სიყალბეს და სიცრუეს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერზე არ გავამახვილებდით ყურადღებას ეს ყველაფერი რომ არ იყოს იმ ჩაფიქრებული რევოლუციური სცენარის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოაზრებულია აქვთ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. მათ შორის ბატონ ნიკა გვარამიას. ჩვენ კიდევ ერთხელ დაფავიქსირებთ, რომ ამ რევოლუციურ სცენარს საქართველოში განხორციელება არ უწერია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „რუსთავი2“-ს ბოდიში მოუხადონ ტელემაყურებელს სიყალბის ტირაჟირებისთვის. ჩვენ მოგაწვდით ვიდეო მასალას, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები არის გაყალბებული. მას არცერთხელ არ უხსენებია, რომ ნაც. მოძრაობას აქვს 30%-ი რეიტინგი. რეალურად, ნაც. მოძრაობის რეიტინგი არის რამდენჯერმე ნაკლები 30%-იან მაჩვენებელზე”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოთარ დანელია და დავით სეერგენკო მარტვილში ექიმებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 03 ოქტომბერი 2016 12:40

„პირველადი ჯანდაცვა, კერძოდ, სოფლის ექიმების რგოლი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. აუცილებელია ამ პროცესში ადგლობრივი მედპერსონალის ჩართულობა. საჭიროა რომ მათ ჰქონდეთ სათანადო ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამბულატორიების რესტავრაცია - კეთილმოწყობაა, რომელსაც თქვენი მომავალი დეპუტატის, ოთარ დანელიას შუამავლობით აუცილებლად განვახორციელებთ“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მარტვილში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილი - აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ დანელია ესწრებოდა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროექტებზე და სამედიცინო პერსონალს სამომავლო გეგმები გააცნო - საყოველთაო და პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინასების, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის, ჯანდაცვის სერვისების, მედიკამენტების ხარიხის უზრუნველყოფის და სამედიცინო განათლების სისტემური რეფორმების კუთხით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, ოთარ დანელიასთან ერთად მარტვილის სამედიცინო დაწესებულება „ევექსი“ დაათვალიერა და მედპერსონალს გაესაუბრა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური