გიორგი თოთლაძე სოფელ შინდისის მოსახლეობას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 18:36

"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე, წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში, გორის რაიონის სოფელ შინდისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სოფლებში არსებულ სოციალურ პრობლემებსა და მათი გამოსწორების გზებზე ისაუბრეს. „ქართული ოცნება“ იბრძოდა და ყოველთვის იბრძოლებს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას და ერთად გავაძლიერებთ ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა გიორგი თოთლაძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

გოჩა ენუქიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 18:35

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე ჭრებალოს და ნიკორწმინდას მოსახლეობას შეხვდა. გოჩა ენუქიძემ შეხვედრაზე სოფლების განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობის კითხვეს უპასუხა. “ჩვენს პატარა ქვეყანაში ძალიან გამჭრიახი და ღრმადმოაზროვნე ადამიანები ცხოვრობენ. ვითვალისწინებთ თქვენს ყველა მოსაზრებას. პირველ ეტაპზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, ახლა კი განვითარების და წინსვლის დროა. ის მხარდაჭერა, რომელსაც „ქართული ოცნებისადმი“ იჩენთ, გამოწვეულია დიდი იმედით, რომ სულ მალე ჩვენი ქვეყანა ძლიერი და განვითარებული ქვეყნების რიგში დადგება. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც სულ მალე კვლავ ქვეყნის სათავეში იქნება და ყველა წინააღმდეგობას თქვენთან ერთად გაუმკლავდება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ

დავით სერგეენკომ და რუსთავში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 18:33

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და რუსთავში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებმა ამომრჩევლებთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. პირველი შეხვედრა „აზოტის“ ქარხნის დარბაზში რუსთაველ მედიკოსებთან გაიმართა.

„რუსთაველი კოლეგებისგან დავალებული ვარ. პირველი ნაბიჯები, როგორც ექიმმა რუსთავში გადავდგი, აქაურები მხარში მედგნენ დამწყებ ექიმს და ბევრი რამ სწორედ მათგან ვისწავლე. თუმცა, ახლა უფრო საინტერესოა, თუ რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ რუსთავთან მიმართებაში. მთავარია თქვენ სწორი არჩევანი გააკეთოთ, რადგან ნებისმიერი სახელმწიფოს წამოწყება მოქალაქეთა მხარდაჭერის და შრომის გარეშე ვერ განხორციელდება. მე რომ რუსთაველი ვიყო, ზუსტად ვიცი, ვის მივცემდი ხმას და ვის ვანდობდი ამ ქალაქის ბედს“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა პაატა მხეიძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მხარდაჭერისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ საფუძველი ჩაუყარა სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპზე დაფუძნებულ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკას, რომლის შემდგომი სრულყოფა საქართველოში თითოეული ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ეს პროგრამა სახელმწიფოს ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება. ჩვენი თანაქალაქელები შეხვედრის დროს არაერთგზის გამოხატავდნენ მადლიერებას სწორედ ჯანდაცვის მინისტრის მიმართ“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა, პაატა მხეიძემ. 30-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ მადლობა გადაუხადა რუსთაველ მედიკოსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ღირსეული მონაწილეობისათვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მედიკოსებმა მინისტრს ჯანდაცვის პროგრამაში განსახორციელებელ ცვლილებებზე კითხვები დაუსვეს.

"მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ"- გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 18:32

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე.


"ჩემო მეგობრებო, საქართველოში დადგა არჩევნების დრო, მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებაში. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მივიღოთ საკუთარი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებათა ერთობლიობაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებით განვითარდება საქართველო უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 8 ოქტომბერს აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და კეთილდღეობას, ყველამ ერთად ვიტვირთოთ პასუხისმგებლობა მომავალზე.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ერთად ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ, ვსწავლობდით თავისუფლებას და დემოკრატიას, საფუძველი ჩავუყარეთ სახელმწიფოს, რომელიც ადამიანზე ზრუნავს და იცავს მას. ბევრი რამ შევძელით ერთად, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში შევქმენით განვითარებისთვის აუცილებელი თავისუფალი გარემო, მომზადდა პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი, რასაც უნდა დაეფუძნოს დიდი ეკონომიკური აღმავლობა. მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომელთაც არა აქვთ სამუშაო და რომლებიც იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას; ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, სრულად შეიგრძნონ თავისუფლების სიკეთე. ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლა და სიღარიბის დაძლევა არ არის მხოლოდ ცალკეული ადამიანების და ოჯახების გამოწვევა, ეს მთელი ქვეყნის ამოცანას წარმოადგენს და მისი გადაწყვეტა თითოეული ჩვენგანის სოლიდარულ ძალისხმევას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ქვეყნის სწრაფი განვითარების აუცილებლობაზე ვსაუბრობ, ეს ჩემთვის ეკონომიკური პროგრამის ნაწილს ან წინასაარჩევნო დაპირებას კი არ წარმოადგენს, ეს ჩემი ცხოვრების უმთავრესი მიზანი და ოცნებაა, და მე გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემდეგი ოთხი წელი იყოს ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე დინამიკური განვითარების პერიოდი.

ჩვენ ღმერთმა ბევრი სიმდიდრე გვიბოძა - მდებარეობა, ულამაზესი ბუნება, მთა, ზღვა, წყალი, წიაღისეული, რაც მთავარია, ნიჭიერი და შრომისმოყვარე ხალხი, რომელსაც აქვს ჭირში თმენის და ქვეყნის აღორძინების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, დიდი კულტურა, ანუ ყველა მონაცემი გვაქვს, რომ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ოღონდ გვჭირდება ჩვენი შესაძლებლობების სწორად გამოყენება, საზოგადოების გაერთიანება და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევის მიმართვა ერთიანი და ძლიერი საქართველოს ასაშენებლად.

მე მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ ერთად ვართ ქვეყანა!"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მარიამ ჯაშმა და რატი იონათამიშვილმა ადაპტირებული პროგრამის პრეზენტაცია გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 13:04

პირველად, საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, დამზადდა ადაპტირებული მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოების ყველა წევრს დეტალურად გაეცნოს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს,-ადაპტირებული პროგრამის პრეზენტაცია დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მარიამ ჯაშმა და რატი იონათამიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართეს.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა გამოიცა ბრაილის შრიფტით, ჩაიწერა აუდიო ვერსია. სმენათაქვეითებულებისთვის კი, ჟესტურ ენაზე პროგრამის ვიდეო ვერსია მომზადდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროდუქტების შემუშავებასა და დამზადებაში. ასევე, მინდა დავადასტურო, რომ პირადად მე, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მეამაყება, რომ ვიქნები ადვოკატთა ძალიან ძლიერი ლობისტური ჯგუფის წევრი, რომელიც იზრუნებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თავისუფალი უფლებებისა და თვაისუფალი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ეს მოიცავს როგორც ფაკულტატურული ოქმის მიღებასა და იმპლემენტაციის ხელშეწყობას, ასევე დღემდე დარჩენილი საკითხების მოგვარებას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოებისთვის და ჩვენი თანამოქალეებისთვის არის პროდუქტული“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.

„როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვეციის რატიფიცირება, ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ იქიდანვე არის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ, რომ გაგვეთვალისწინებინა კონვენციის მე-9-ე მუხლი და პროგრამა ყოფილიყო ადაპტირებული, რათა ეს არის ერთგვარი ნაბიჯი და სიგნალი იმისი, რომ ეს პრინციპი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ადაპტირებული პროგრამა ჩვენს ამომჩეველს, მოქალაქეებს მისცემს საშუალებას 8 ოქტომბერს სწორი გადაწყვეტილება მიიღოს“,-დასძინა მან.

 

გრიგოლ ლილუაშვილი დავით სერგეენკოსთან ერთად ხონსა და ვანში ექიმებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 13:02

„უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს ყველა ის პროგრამა, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ჯანდაცვის სისტემაში ანხორციელებს”- აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ ლილუაშვილი, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგენკოსთან ერთად ხონსა და ვანში ადგილობრივ მოსახლეობას და ექიმებს შეხვდა. მინისტრმა და კანდიდატმა ჯანდაცვის სფეროში 2012 წლიდან დღემდე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ის პრობლემები, რომელიც რეგიონებშია დაგეგმილი. „ ჩვენ არ ვაპირებთ საყოველთაო ჯანდაცვის შეჩერებას, რადაგან ეს არის მოსახლეობის დაკვეთა. იმისთვის, რომ დაწყებული პროგრამები განვითარდეს აუცილებელია თქვენი მხარდაჭერა და არჩევნებზე მისვლა, სადაც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვინ დარჩეს და ვინ წავიდეს.“–აღნიშნა „ქართულინ ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე.

ზაზა გაბუნიამ "თემქის განვითარების გეგმა 2016-2020წ.წ." პრეზენტაციას გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 13:00

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ "თემქის განვითარების გეგმა 2016-2020წ.წ." პრეზენტაციას გამართა.

 

მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, დასაქმების გეგმაზე და თემქისა და სანზონის პოტენციალის ფართოდ განვითარების შესახებ ესაუბრა. კანდიდატმა ამომრჩეველს ასევე ის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, რომლებზე მუშაობასაც მისი არჩევის შემთხვევაში ზაზა გაბუნია პარლამენტში გეგმავს:

 

1. დასრულდა თბილისის ზღვის გენერალური გეგმა. იწყება 5317 ჰა ფართობის ტერიტორიის საკურორტო ზონად განვითარების პროცესი, რომლის ფარგლებში აშენდება სხვადასხვა ტიპის და კლასის სასტუმროები, გოლფის მოედნები, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრები, ამფითეატრი, ფეინთბოლის მოედანი, ვენახი, საფარი პარკი, მუნიციპალური ღია სანაპირო, თავისუფალი ვარდნის ატრაქციონი, ხელოვნური სათხილამური ტრასა, საბაგირო და სხვა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, გარემოს გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას.

 

2. მუშავდება თემქის ხევის განვითარების პროექტი, რომლის მიხედვითაც ხევის 11 ჰექტარზე მოეწყობა თანამედროვე კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე, სახალხო პარკი.

 

3. დაიწყება თემქის ცენტრალური სანიაღვრე ქსელის მოწყობა

 

4. დაიწყება მეწყერსაშიში ზონების გეოლოგიური კვლევა

 

5. წელს იწყება სპორტული კომპლექსის მსენებლობა აუზებით და სპორტული დარბაზებით.

 

6. თემქაზე ფუნქციონირებას დაიწყებს "მაკდონალდსი" და სხვა ბრენდები

 

7. საგზაო სამუშაოები განხორციელდება სადმელის, ანტონ მეორის, ავშნის, მონადირის ქუჩებსა და ყველა შიდაკვარტლურ გზასა და კორპუსების ეზოში

 

8. დაიწყება კორპუსების გამაგრება და ფასადების მოწესრიგება.

 

9. აშენდება საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი და ჩამოყალიბდება საფეხბურთო გუნდი

 

10. გაიზრდება თემქიდან დედაქალაქის დაფარვის ზონა სატრანსპორტო თვალსაზრისით

 

11. აქტიურად გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა.

 

12. გაკეთდება ველოტრასა თბილისის ზღვაზე

 

13. დაიწყება ავარიული სკოლების აღდგენა-რეაბილიტაცია

 

14. იგეგმება ყველა სპორტული სტადიონის რეაბილიტაცია

 

15. განხორციელდება პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია

 

16. გაიხსნება ახალი აფთიაქები და სუპერმარკეტები

 

17. უსახლკარო მოქალაქეებისათვის მოხდება სპეციალური საცხოვრებელი პროგრამის შემუშავება.

 

18. მოხდება გურამიშვილის გამზირისა და ანაპის ქუჩის რეაბილიტაცია-ადაპტაცია შშმ პირებისთვის.

 

19. ყველა კორპუსში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, საჭიროების მიხედვით

 

20. მოხდება მეტროსადგურების "სარაჯიშვილისა" და "გურამიშვილის" რეაბილიტაცია.

 

21. იგეგმება მაღალსართულიანი, საერთაშორისო სტანდარტების ტიპის პარკინგების მშენებლობა.

 

 

 

პრეზენტაციის გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

თეა წულუკიანი და ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 12:58

„ოთარ დანელია არის პიროვნება, რომელსაც მთავრობა ენდობა. მას არ სჭირდება შუამავლები სამინისტროში, რომ თქვენი გასაჭირი შესაბამის უწყებებთან მიიტანოს. მჯერა, რომ მარტვილისა და აბაშის მოსახლეობა მაგალითს აჩვენებს და სწორ არჩევანს გააკეთებს!“- თეა წულუკიანი.

 

თეა წულუკიანი და ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ იმ საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა რომლის განხორციელებასაც არჩევნების დასრულებისთანავე არის დაგეგმილი.

 

,,განვლილი 4 წლის მანძილზე ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძელით და საქართველო განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ. ამ გზას ყველაზე კარგად კი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და მისი კანდიდატი ოთარ დანელია გააგრძელებს!"- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

 

ამომრჩეველთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს მიერ რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობას და მოსახლეობას მიწის რეგისტრაციის უპრეცედენტო რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. "დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული. მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა განხორციელდება განსაზღვრული გზებით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დაინერგა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი.

 

თეა წულუკიანმა 2017 წელს, მარტვილში, იუსტიციის სახლის მშენებლობა დაანონსა და აღნიშნა, რომ ახალი იუსტიციის სახლი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას შესთავაზებს. შეხვედრის დასასრულს, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოთარ დანელიას არჩევნებში წარმატება უსურვა და განაცხადა,

 

იუსტიციის მინისტრმა რეგიონში ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინე გამსახურიას სახლ-მუზემი, გივი ელიავას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერა და მარტვილის საკათედრო ტაძარს ესტუმრა.

ირაკლი აბუსერიძე ისნის რაიონის მერვე ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 12:56

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ისნის რაიონის მერვე ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

 

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ქადაგიძე ვაზისუბნის მაცხოვრებლებს შეხვდნენ.

 

„2012 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის განვითარების და თავისუფლების სასარგებლოდ. "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" არის ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომლის მთავარი მონაპოვარი არის სიტყვის თავისუფლება, ხოლო მთავარი ღირებულება ადამიანია. ჩვენი პრიორიტეტია თავისუფლება, სწრაფი განვითარება, სოციალური კეთილდღეობა, ახალგაზრდების ღირსეული განვითარებისთვის და წინსვლისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა. ჩვენი გუნდი კვლავ იღებს პასუხისმგებლობას, რომ საქართველო იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. ამ არჩევნებში თქვენი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 8 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. მე მჯერა თქვენი და ვიცი, რომ მხარს დაუჭერთ თავისუფლებას, კეთილდღეობას, ქვეყნის ნათელ მომავალს და სწრაფ განვითარებას.“ განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.

 

შეხვედრას ესწრებოდა დედაქალაქის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე, რომელმაც კანდიდატებს წარმატებები უსურვა და მოსახლეობას მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

გელა სამხარაული და ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 12:54

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული და საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ.

ალექსანდრე ჯეჯელავამ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რასაც განათლების სისტემის რეფორმა ითვალისწინებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავუბრუნოთ პედაგოგის პროფესიას დაკარგული ღირსება და პრესტიჟი. პროფესიული განვითარების სქემას უნდა ჰქონდეს არა სადამსჯელო ფუნქცია, არამედ უნდა ემსახურებოდეს პედაგოგთა ავტორიტეტის აღდგენასა და მოტივაციას, რომ მეტად იმუშაონ საკუთარ პროფესიულ უნარებზე და კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, პედაგოგათა ანაზღაურების სისტემას, დაწყებითი განათლების საფეხურზე ნულოვანი კლასისა და გახანგრძლივებული სწავლების შემოღებას, პედაგოგთა ასაკობრივ ზღვარს. ითქვა, რომ მასწავლებლის სკოლაში მუშაობა ასაკით არ უნდა განისაზღვროს, მთავარი კრიტერიუმი პედაგოგის კვალიფიკაცია უნდა იყოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური