"ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ახალ ველზე „ქართულმა ოცნებამ“ შეავსო - გია ცაგარეიშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 17:00

“თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებით „ქართულ ოცნებას“ ადგილების დაკარგვის ეშინია.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მთავრობას მაჟორიტარები ამყარებენ. „ხელისუფლებამ იცის, რომ პროპორციულ სისტემაში სრულად დამარცხდება. კვორუმის -- 76 რიცხვის შენარჩუნების საშუალება ამჟამინდელ და მომავლის პარლამენტშიც არის ის, რომ გაათრიო მდიდარი მაჟორიტარები რეგიონებში და შეავსო რიგები, შემდეგ ისევ იძალადო ქვეყანაზე. ეს სისტემა არ იცვლება. იმავეს აკეთებდა შევარდნაძე, იმავეს აკეთებდა მისი გაზრდილი სააკაშვილი, იმავეს აკეთებენ ეს ადამიანებიც , რომლებიც სააკაშვილის გაზრდილები აშკარად არ არიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მასზე უარესს აკეთებენ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს ამბობენ იმას, რასაც მთელი არსით ეწინააღმდეგებოდნენ.

„ნაციონალური მოძრაობაახლა ეთანხმება იმას, რასაც ყოველთვის ეწინააღდმდეგებოდა. ოპოზიციიდან ისინი ფიქრობენ, რომ აქვთ შანსი, მეტი მანდატი მოიპოვონ და ამ მაჟორიტარულ სისტემაში, რა თქმა უნდა, ისინი ვერცერთ მაჟორიტარს საქართველოში ვერსად გაიყვანენ. მათ ხალხი ხმას არ მისცემს, ეს გამორიცხულია. ახლა კი ფიქრობენ, რომ პროპორციულით იქნებ რაღაცა აიღონ. ამიტომ ისინი იძულებულები არიან, ამას წინააღმდეგობა გაუწიონ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის ადგილი ახალ ველზე „ქართულმა ოცნებამ“ შეავსო. მისი თქმით, მათ ხელისუფლებაში ყოფნა გაუტკბათ და ახლა ამბობენ, რომ მაჟორიტარული სისტემა არ უნდა შეიცვალოს

„ქართული ოცნების“ რიგებიდან კიდევ ერთი წევრი გადადის „თავისუფალ დემოკრატებში“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 13:51

,,თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს ,,ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერები უერთდებიან. სენაკის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ხვიჩა ჟიშკარიანმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა. ჟიშკარიანი სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიდან 31 აგვისტოს გადააყენეს. ჟიშკარიანი სხვადასხვა დროს სამეგრელოს რეგიონში იკავებდა მაღალ თანამდებობებს - 2012 წლის არჩევნების შემდეგ იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის შსს- სსახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი. ასევე, იყო გუბერნატორის მოადგილე, საპრეზიდენტო არჩევნებში იკავებდა ,,ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის პოსტს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა ქალაქ სენაკის მაჟორიტარულ არჩევნებში და გახდა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე. არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.

საზოგადოება "მოქალაქე" უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 14:00

საზოგადოება "მოქალაქე" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს. 
 ამის შესახებ "მოქალაქე"  Facebook-ში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზოვთ: 

"ბოლო დღეებში რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა დეზინფორმაცია უტა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საზოგადოება "მოქალაქე" აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია - უტა ივანიშვილი პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს როგორც ამ ეტაპზე, ისე - სამომავლო," - ნათქვამია განცხადებაში.

უტა ივანიშვილი "ქართული ოცნების" სიის პირველ ნომრად

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2015 13:28

კოალიცია "ქართულმა  ოცნებამ"  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიის პირველ ნომრად შესაძლოა,  ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი წარადგინოს.  გავრცელებული ინფორმაციით,   მომავალ საპარლამენტო არჩევნებიში კოალიციის  მოქმედი დეპუტატების უმრავლესობა "ქართული ოცნების" სიაში ვერ მოხვდება.  

უმრავლესობის წარმომადგენლები   უტა ივანიშვილის  პოლიტიკაში მოსვლას მიესალმებიან.

23 წლის უტა ივანიშვილი ამჟამად პარიზში ცხოვრობს. მან  უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით საფრაგენთის დედაქალაქში მიიღო.

ლარის კურსთან დაკავშირებულ პატარა პრობლემას პრემიერი დაძლევს, - ჯაბა სამუშია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 მაისი 2015 23:03

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. რა თქმა უნდა გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება წავიდნენ. გადაწვეტილებას ყველა ინდივიდუალურად იღებს და არავის არ აქვს სხვის გადაწყვეტილებაში ჩარევის უფლება.

“ნაციონალური მოძრაობის” დროს განათლების 7 მინისტრია შეცვლილი, რატომ გონიათ, რომ ასეთი ცვლილებები არ იყო? ახლა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არის ჩვეულებრივი პილიტიკური პროცესები, კანონის ფარგლებში ხდება ახალი მინისტრების დამტკიცება",- მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები  „სთარვიზიის“ ყოველკვირეულ თოქ-შოუში „აქტუალური თემა"  ქართული ოცნების წევრმა ჯაბა სამუშიამ  შეაფასა.

ქართული ოცნების წევრმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებზეც ისაუბრა:

"პრემიერ-მინისტრი, თავის გუნდთან ერთად, უახლოეს პერიოდში  დაძლევს იმ პატარა პრობლემას, რომელიც  ლარის კურსთან არის დაკავშირებული და ყველას აწუხებს,"-  აღნიშნა სამუშიამ.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალთა დემონსტრირება, - სევდია უგრეხელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 მაისი 2015 22:48

„ქართული ოცნების ხელისუფლებას კრიზისი აქვს, თუმცა  მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები კრიზისიდან არ გამომდინარეობს, თორემ სპორტისა და გარემოს მინისტრების ნაცვლად ეკონომიკის გუნდს გამოცვლიდნენ.  მე ვფიქრობ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალთა დმონსტრირება, შემოვა ხელახლა, იგივე შემადგენლობით და იგივე პრემიერს დაამტკიცებინებს თავის მორჩილ უმრავლესობას. ეს არის ძალის დემონსტრირება, რომ მას ძალუძს გარედან ყვლაფერი მართოს“, -  მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები  „სთარვიზიის“ ყოველკვირეულ თოქ-შოუში „აქტუალური თემა" საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ შეაფასა.

გვერდი 56/ 56-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური