გორის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 იანვარი 2016 13:15

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ იოსებ ფალელაშვილმა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
აღნიშნული განცხადებით ფალელაშვილი დღეს საკრებულოს სხდომაზე გამოვიდა. მან ასევე დატოვა პარტია “ქართული ოცნება”. პარტიისა და ფრაქციის დატოვების მოტივის შესახებ ფალელაშვილს კონკრეტული განმარტებები არ გაუკეთებია.

რესპუბლიკელებმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 დეკემბერი 2015 22:23

"საქართველოც ევროპაა, ქართული პოლიტიკური ლანდჩაფტიც ევროპული ყაიდისაა, ჩვენ მაშინ განვთავისუფლდებით პოსტსაბჭოურობის ნარჩენებისგან, როცა გამოირიცხება, მონსტრების, ხელისუფლებასთან შეზრდილი პარტიების შესაძლებლობა ქვეყანაში. ამის დაძლევის თვალსაზრისით, გარღვევა იყო 2012 წელი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კოალიაცია, "ქართული ოცნება", - ამის შესახებ, ამ წუთებში პარლამენტში,  საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება-რესპუბლიკელების თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი საუბრობს.
ბერძენიშვილმა პარტიის სახელით პრემიერობის კანდიდადტსა და მთავრობას ნდობა გამოუცხადა. 

10 რესპუბლიკელი დეპუტატი ნდობას უცხადებს ახალ პრემიერს და მის მთავრობას, - აღნიშნა პარლამენტარმა.

 ამ წუთებში  საქართველოს პარლამენტში ახალ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს ირჩევენ. 

 

 

,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელებს“ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 22 დეკემბერი 2015 12:06

საკრებულოში ფრაქციის ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ და  მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სხდომაზე დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც  თბილისის დაგეგმარებისა და განვითარების პოლიტიკა და პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის: თბილისის შემოვლითი რკინიგზა, პუშკინის ქუჩის ესტაკადის მშენებლობა, მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო-გეგმის“ შემუშავება და განვითარება. 

ფრაქციის წევრებმა ყურადღება დედაქალაქის სივრცით-გეგმარებით და სამშენებლო განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს და არქიტექტურის სამსახურის უფროსს საკუთარი ხედვა გააცნეს.  

დიმიტრი მოსულიშვილის თქმით, სამსახური დედაქალაქის   არქიტექტურული იერსახის გასაუმჯობესებლად აქტიურად მუშაობს და რიგი მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისთვისაც ემზადებიან.  

შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პარლამენტში ქართული ოცნების ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 12:50

 იურიდიულ კომიტეტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებები განიხილება. დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ საარჩევნო კოდექსს, რომელიც მმართველი კოალიციის მიერ არის ინიცირებული და მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლას გულისხმობს. 

"ერთი ოლქის წონა საქართველოში 47 000 ამომრჩეველი უნდა იყოს. საქართველო დაიყოფა ისე, რომ ყველა მაჟორიტარს და მაჟორიტარულ მანდატს ჰქონდეს ერთი და იგივე ხმებით უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტში,"- აცხადებს ზვიად ძიძიგური. რომელმაც კანონის პროექტი მოამზადა. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცვლილებათა პაკეტი ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება.

"წარმოდგენილი პროექტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება და რაც მთავარია ეს კანონპროექტი არ შეესაბამება მოქალაქეთა ინტერესებს. ხელოვნურად უხეშად არის დაჩეხილი ადმინისტრაციული ერთეულები,"- აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი ბობოხიძე. 

მმათვრლი გუნდის მიერ მომზადებულ კანონის პროექტის შინაარს არ იზიარებენ თავისუფალი დემოკრატებიც. პარტიაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ცვლილებათა პაკეტში მონაწილეობა არცერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას არ მიუღია. 

 

"ქართული ოცნება" საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს აცნობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 16:26

"ქართული ოცნება" საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებებს აცნობს. შემუშავებული პროექტის თანახმად, საუბარი საარჩევნო სისტემაში  2-საფეხურიან ცვლილებებს ეხება, რომელის თანახმადაც, პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლიდან ამოქმედდება. 

ასევე, ამ პროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ საარჩევნო ოლქების მანდატების გადანაწილება ხელახლა უნდა მოხდეს. 

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლის რაოდენობა  სხვადასხვა ოლქში არაპროპორციულია. 

ცვლილებებს არ ეთანხმებიან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2016 წლიდან უნდა ამოქმედდეს. 

ფრაქცია "ქართული ოცნების"თავმჯდომარე პრეზიდენტს აკრიტიკებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 15:56

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე დღეს პრეზიდენტი გააკრიტიკა. გია ვოლსკი მისგან განმარტებებს ითხოვს იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი მარგველაშვილს აქვს რუსთავი 2-ის საქმესა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„საკვირველია, როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა პარტია, გარდა კოალიციისა დგას ერთ პოზიციაზე, ჩვენ თურმე გავემიჯნეთ ყველას და ვართ იზოლირებული. ამ საკითხზე კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს მარგველაშვილმა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.  

თავისუფალი დემოკრატები კი ეკონომიკის მინისტრს აკრიტიკებენ. ზურაბ აბაშიძის თქმით, არ უნდა ისმოდეს ეკონომიკის უწყების ხელმძღვანელისგან უნდა იკავებდეს თუ არა პრეზიდენტი რეზიდენციას. მისი განმარტებით, მინისტრს სხვა საზრუნავი უნდა ქონდეს, მათ შორის როგორ გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან. საუბარია ქუმსიშვილის განცხადებაზე რომელიც მან პრეზიდენტის რეზიდენციის დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

„ქართულ ოცნებას“ სერიოზულად უჭირს“-ხუხაშვილის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 16:31

ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სერიოზულად უჭირს.

„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ერთადერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა,  ხელისუფლებას დასჭირდა უზარმაზარი ძალისხმევა, მათ შორის - რბილად რომ ვთქვათ, ადმინისტრაციული რესურსის ძალიან ინტენსიური გამოყენება, იმისათვის, რომ ეს არჩევნები მოეგო. ჯამში, ხელისუფლების რეიტინგი, ადმინისტრაციული რესურსის ჩათვლით, 15%-ით გაიზომა. ეს სურათი გვაქვს დღეს და ბუნებრივია, რომ კოალიციას სერიოზულად უჭირს“,-აღნიშნა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, შუალედურ არჩევნებზე  ამომრჩეველთა 70% არ მივიდა, ხოლო ხელისუფლების კანდიდატს ხმა ადმინისტრაციული რესურსის ფონზე მისულმა, ამომრჩევლის  ნახევარმა მისცა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, თამარ ხიდაშელმა ხმათა 49,5% მიიღო და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილს 3,67%–ით აჯობა. 

 

"ქართული ოცნება" და ნაციონალები" ქვეყანაში ვითარების უკიდურესად დაძაბვას ცდილობენ-ჩიქოვანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 15:04

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის , ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, არის რეალური მცდელობა იმისა, რომ ერთმანეთის დემონიზაციის  გზით, "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკიდურესად დაძაბონ ქვეყანაში ვითარება. მიმდინარე მოვლენებზე ჩიქოვანმა პრეზიდენტის ადმინირაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტთან გაიმართა საუბარი იმ ვითარებაზე, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. ჩიქოვანის განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატები" არდაუშვებენ, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის ერთმანეთის დემონიზაციის ფონზე, ქვეყანაში ვითარება აირიოს.

"აბსოლუტურად ვთანხმდებით იმაში, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება, რომლის პირობებშიც ერთი პოლიტიკური ძალა "ქართულიოცნება" და მეორე პოლიტიკური ძალა "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობენ დაპირისპირების გაღვივებას და რეალურად პროცესების ქუჩაში გადატანას, რაც მიგვაჩნია, რომაბსოლუტურადმიუღებელისახელმწიფოსთვის. მიგვაჩნია, რომუდიდესიპასუხიმგებლობააკისრიახელისუფლებას, რომ აბსოლიტურად სრულყოფილად იქნას დაცული კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ არჩევნებამდე ნორმალურად მივიდეთ და ერთ პოლიტიკურ ძალასაც და მეორესაც გამოვუტანოთ საკუთარი განაჩენი. ეს განაჩენი უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს. მიუხედავად იმისა, რამდენად მიკერძოებულია "რუსთავი 2", დღეს ის ხელისუფლების გან დამოუკიდებელი ტელევიზიაა და არ შეიძლება ასეთი იერიშის მიტანა. ის ვითარებები და გარემოებები, რომელიც სასამართლო პროცესს ახლავს, რომელიც წუხელ საღამოს გაკეთდა "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, არის საფუძველი მყისიერი გამოძიების დაწყების. ეს გამოძიება ძალიან სწრაფად უნდა დამთავრდეს და საზოგადოებას უნდამიეცეს საშუალება, რომ არადაპირსპირების, ქუჩაში გამოსვლის ფონზე მიიღოს გადაწყვეტილებები, არამედ ადეკვატური, ნორმალური პოლიტიკური პროცესის შედეგად და რათქმაუნდა, ყველაფერი სამართლის ჩარჩოებში უნდაჩაჯდეს,"-განაცხადა ჩიქოვანმა.

ქუთაისში მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 16:56

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ იმ ადამიანების განადგურება სურთ, ვინც საქართველოს 9 წლის მანძილზე აწამებდა.  

სამართალდამცავებმა აქციაზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე დააკავეს.

ადგილზე შეკრებილია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ისინი მოსახლეობას შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ, თუმცა რამდენიმე პირმა მაინც შეძლო ოფისში შეჭრა. მოცემული ეტაპისთვის ისინი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან გამოყვანილები არიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე დაასახელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 15:51

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერად ოფიციალურად დასახელდა. პროცედურების მიხედვით, დარჩენილია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სადაც გადაწყდება, გახდება თუ არა ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერი.

„პოლიტსაბჭომ განიხილა კანდიდატურა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფრაქციის წინაშე კანდიდატურა წარადგინონ დასამტკიცებლად. შემდეგ შედგა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის სხდომა, რომელმაც ერთსულოვნად დამიჭირა მხარი, რომ წარდგენილი ვიყო უმრავლესობის ლიდერის პოზიციის დასაკავებლად. დარჩენილია საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა და პირველივე შეხვედრაზე საკითხი საბოლოოდ გადაწყდება“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

სხდომას ასევე ესწრებოდა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური